Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტარები ნათელაშვილზე წიგნს გამოსცემენ


Recommended Posts

დადგა დრო, რომ „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერთა მიერ, პარლამენტში გაგზავნილი წერილები წიგნად გამოიცეს. შალვა ნათელაშვილის გუნდის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ახალი „უსტარი" გაუგზავნეს, რომელიც უმრავლესობის წევრებმა, კიდევ ერთ, ახალ „მარგალიტად” შეაფასეს.

 

ლეიბორისტებმა სტილი, ამ წერილშიც დაიცვეს, თუმცა, განსხვავებაც არის. ბოლო წერილში, დავით ბაქრაძე მოხსენებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ და არა პარლამენტის ე.წ თავმჯდომარედ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

 

„ლეიბორისტების” ახალი წერილის მიზეზი ისაა, რომ „შალვას მშრომელები“ საკანონმდებლო ორგანოს ახსენებენ, რომ კვლავ, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. ეტყობა, შალვა ნათელაშვილმა იფიქრა, ვაითუ დაავიწყდეთო და „გამეორება ცოდნის დედაა“–ს პრინციპით, ეპისტოლარული ჟანრით, კიდევ ერთხელ შეახსენეს პარლამენტს თავიანთი მდგომარეობა.

 

„…მარტო წელიწადნახევრის განმავლობაში, თქვენს მიერ საწვავით უზრუნველყოფაში დახარჯულია მილიონ ნახევარი, სატელეფონო საუბრებში 500 ათასი, მივლინებებში 10 მილიონი, ხოლო სახელფასო უზრუნველყოფაში 15 მილიონი ლარი. ესეც არ იკმარეთ და მთელი ზაფხულის არდადეგები, ასევე, ბიუჯეტის ხარჯზე მსოფლიოს ფეშენებელურ კურორტზე გაატარეთ, ამჟამად ახალ ზელანდიაში ატარებთ დროს“, - აღნიშნულია წერილში.

 

წერილში ლეიბორისტები აღნიშნავენ, რომ ოთხ კანონიერად არჩეულ ლეიბორისტს კუთვნილ ხელფასებს „ურცხვად ამადლიან“.

 

„ამრიგად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თქვენი სამარცხვინო სხდომების ბოიკოტს, ხოლო ჩვენს ჯიბეებში ჩამძვრალ ოპონენტებს მოვუწოდებთ, კარგად გაეცნონ მსოფლიო პარლამენტარიზმის პროცედურებს, რომელთა თანახმადაც პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფ დეპუტატებს მინიმუმ ხელფასი მაინც ეძლევა“, - ნათქვამია წერილში. (სტილი დაცულია).

 

კანონმდებლები, არაერთხელ გამხდარან ლეიბორისტული მარგალიტების „მსხვერპლნი“. „პრესა.ჯიმ“ ერთი ლეიბორისტული წერილიც მოიპოვა და მას უცვლელად გთავაზობთ. აი, რას წერენ, ლეიბორისტები (სტილი დაცულია):

 

„...ჩვენ ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა უარი ვთქვით დამჯდარიყავით თქვენი უკანონო დეპუტატების გვერდით და კვლავ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს პარლამენტის რეგლამენტის 135 მუხლის მე-8-ე პუნქტის შესაბამისად.

 

რაც შეეხება თქვენს მონა ტელევიზიებს, რომლებიც ყოველი საპარლამენტო სესიის წინ აპიარებენ ჩვენს მიერ კანონიერუ ხელფასის აღების ფაქტს მათ შევახსენებთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი თანხის ჩუქებას აკაკი მინაშვილისთვის, გივი თარგამაძისთვის და სხვებისთვის პრემიის სახით.

 

1999 წლიდან ჩვენ პარლამენტში არ შეშვებით სუფთა მატერიალური ზარალი პარტიისთვის შეადგენს 2 500 000 ევროს. ეს გაანგარიშება წარმოდგენილია ევრო სასამართლოში და ამ თანხას აუცილებლად ამოვიღებთ სააკაშვილის კრიმინალთა ჯიბეებიდან. ასევე ორ წელიწადში თქვენმა პარლამენტმა უშრომელად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 23 500 000 ლარი. მივლინებებზე 2 300 000 ლარი და სატელეფონო ხარჯებზე 950 000 ლარი”.

 

წერილი 2010 წლის 07. 09 რიცხვით თარიღდება.

 

რაც შეეხება წერილების წიგნად გამოცემას, ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ხათუნა გოგორიშვილს ეკუთვნის, რომლის იდეაც, დავით ბაქრაძემ და ნუგზარ წიკლაურმა მოიწონეს. პარლამენტის სპიკერმა გოგორიშვილს ისიც შეახსენა, რომ წიგნების გამოცემა, კარგად გამოსდის წიკლაურს.

 

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტები” პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა ხელფასს უშრომელად იღებენ და ამის მიზეზებს კი დროდადრო წერილებში აღწერენ.

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ რა უნდა?

რელიგიაში მანამდე სხვა თემა გავხსენი დაესეც შეცდომით მივაყოლე

 

საინტერესო წიგნი გამოვა :D

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპიკერმა გოგორიშვილს ისიც შეახსენა, რომ წიგნების გამოცემა, კარგად გამოსდის წიკლაურს.

 

წიკლაურს გაცილებით კარგად გამოსდის თავზე ვაზელინის წასმა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წიკლაურს გაცილებით კარგად გამოსდის თავზე ვაზელინის წასმა

ასეა თუ ისე პარლამენტში კი ზის ბიზნესს კრიშავს და ივსება ჯიბე

 

შალვას რა ეშვებეა თორე წიკლაური კი ჩაბარდა რბილ თბის წითელ სავარძელს:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...