Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის პატრიარქი: „რუსეთს სურს, ,,ძმურად“ ჩაგვეხუტოს და გაგვგუდოს...“


Recommended Posts

კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, უკრაინულ გაზეთ ,,უკრაინსკაია პრავდას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ,,გაზის ომზე“ საუბრობს. მისი თქმით, რუსეთთან წარმოქმნილ „გაზის კონფლიქტში“ მხარს უჭერს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს.

 

,,მიმაჩნია, რომ აუცილებელია პირადად ჩემგან და უკრაინის ეკლესიის სახელით, მორალური მხარდაჭერა აღვუთქვა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელის ძალისხმევა მიმართულია უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად და რუსეთთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, რათა ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობდეს თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა,“– ამბობს პატრიარქი ინტერვიუში.

 

ფილარეტის აზრით, ,,რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ არ არსებობს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის განცდა და ისინი უკრაინას უყურებენ, როგორც ,,უმცროს ძმას.“ მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინას რეალური დამოუკიდებლობა ჩამოართვას და ისევ მის დაქვემდებარებაში მოაქციოს, ეს კი ორ ქვეყნას შორის მუდმივი დაძაბულობის მიზეზი ხდება.

 

,,ერთი მხრივ, ,,გაზის საკითხი“ ეკონომიკურ მხარეს განეკუთვნება და ამაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს. თუმცა, მეორე მხრივ, მასში როგორც სარკეში, ისე ირეკლება რუსეთის პოლიტიკური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, ყველაფრით დამოკიდებული ვიყოთ მოსკოვზე. რუსეთი გვეუბნება, რომ ჩვენ ,,მეგობრობა,“ ,,ძმობა,“ ,,სტრატეგიული თანამშრომლობა“ და ,,სულიერი ერთობა“ გვაკავშირებს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება შემდეგი ფორმულით მოქმედებს, ,,თქვენ ჩვენ ყველაფერს გვაძლევთ, ჩვენ კი იმას მოგცემთ, რაც მოგვესურვება.“ განა ეს არის მეგობრობა და ძმობა? განა ასე გამოიხატება ორ ქვეყანას შორის თანასწორობა და პატივისცემა? რუსეთის ხელისუფლების ასეთი ქმედება უსამართლობა, სიცრუე და ამორალურობაა.“– განუცხადა უკრაინის პატრიარქმა გაზეთ ,,უკრაინსკაია პრავდას.“

 

კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცდილობს კრემლი და რუსეთის საპატრიარქო, კიევის საპატრიარქოს დანგრევა-განადგურებას. მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იზოლირებაში მოაქციოს უკრაინული ეკლესია, რათა მან ურთიერთობა არ დაამყაროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და ის რუსულ ეკლესიას დაუქვემდებაროს. ,,ჩვენ ყოველდღე იმისთვის ვლოცულობთ, რომ ღმერთმა იმის ძალა და გამძლეობა მოგვცეს, უკრაინის ეკლესიის სუვერენიტეტი არ დავკარგოთ. ჩვენს ,,გულმოწყალე მეზობელს“ სურს ,,ძმურად“ ჩაგვეხუტოს და გაგვგუდოს.

 

მოვუწოდებ სრულიად უკრაინის მოსახლეობას, რომ ერთად დავდგეთ და ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის ვილოცოთ,“-განაცხადა უკრაინულ გაზეთთან ინტერვიუში კიევის პატრიარქმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ,,თაფლობის თვე დასრულდა“ და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ისინი ახლა ,,გაზის ომის“ ზღვარზე იმყოფებიან.

 

საქმე ეხება 2009 წელს იულია ტიმოშენკოსა და ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას 1000 კუბურ მეტრზე 450 დოლარის გადახდა დაუწესდა. კიევი ფასის 300 დოლარამდე შემცირებას ითხოვს, თუმცა მოსკოვი უარზეა და მას გაზგამანაწილებლის ,,გაზპრომისთვის“ მიყიდვას სთავაზობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცდილობს კრემლი და რუსეთის საპატრიარქო, კიევის საპატრიარქოს დანგრევა-განადგურებას. მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იზოლირებაში მოაქციოს უკრაინული ეკლესია, რათა მან ურთიერთობა არ დაამყაროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და ის რუსულ ეკლესიას დაუქვემდებაროს. ,,ჩვენ ყოველდღე იმისთვის ვლოცულობთ, რომ ღმერთმა იმის ძალა და გამძლეობა მოგვცეს, უკრაინის ეკლესიის სუვერენიტეტი არ დავკარგოთ. ჩვენს ,,გულმოწყალე მეზობელს“ სურს ,,ძმურად“ ჩაგვეხუტოს და გაგვგუდოს

ა კაცი. აბა ჩვენსას ცუდს ვერ ათქმევინებ "ერთმორწმუნე ძმებზე". ხხხტფუუუ...

 

 

P.S. ეს თემა პოლიტიკურია და არა რელიგიური. გადადის პოლიტიკაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიკილიქსის ცნობით, ილია მეორე 2009 წლის 26 მაისს აქციაზე მისვლას გეგმავდა.

არსებითი კი ისაა, ვინ გეგმავდა თავად ილიასთან მისვლას. და მივიდა კიდეც.

 

David Paitchadze რა ცოდნა უნდა მაგას. იმ დღეს ტაძარში წირვისა და პატრიარქის ქადაგებისას მდუმარედ იდგნენ ქალაქის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც ჩანს, ისინი დაეხმარნენ საჭეთმპყრობელს პრობლემის ღრმად გაცნობიერებაში, რის შედეგადაც მან არათუ წასვლა გადაიფიქრა, არამედ ფრიად მოზომილი განცხადებით მხარი არ დაუჭირა გრეჩიხას ერთდღიანი კულტის მსახურებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობისთვის, უკრაინისს საპატრიარქო არ არსებობს,

ბელარუსიის და უკარინის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები რუსეთის საპატრიარქოს ემორჩილებიან

 

მართლმადიდებლური ეკლესიები დიპტიხის მიხედვით [რედაქტირება]

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია

ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია მე-20 საუკუნემდე ლიტურგია ტარდებოდა არამეულ ენაზე, ახლა უმეტესად არაბულ ენაზე.

იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია ლიტურგია ძირითადად ძველ ბერძნულ ენაზე ტარდება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ან (მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო)

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია

ელადის მართლმადიდებელი ეკლესია

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია– არ ცნობს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია

 

 

 

 

ავტონომიური ეკლესიები:

 

სინაის მთის ეკლესია

ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია – არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო

ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია – ავტონომიას არ ცნობს რუსეთის საპატრიარქო

ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ავტონომიას არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერვიუს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და უკრაინის საპატრიარქოს არარსებობა რა შუაშია

 

პ.ს რატომღაც იოსები და ნიკიტა გამახსენდა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერვიუს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და უკრაინის საპატრიარქოს არარსებობა რა შუაშია

პ.ს რატომღაც იოსები და ნიკიტა გამახსენდა :yes:

კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა-შეცდომაა,

 

პატრიარქი არის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი, წარმოუდგენელია რომ არარსესებულ ეკლესიას ჰყავდეს პატრიარქი,

მე უბრალოდ ფორუმელებს შევახსენე ამის შესახებ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უბრალოდ ფორუმელებს შევახსენე ამის შესახებ

სიკნადმო ინტერვიუს პათოსს გავუსვი ხაზი და არც მიფიქრია შენი პოსტის კრიტიკაზე

მითუმეტეს საეკლესიო საკითხებში შენთან კამათის ბაგაჟი ნაღდად არა მაქვს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს უკრაინა იმდენს იხტუნავებს, სანამ ნიკიტას ნაჩუქარ ყირიმს უკან არ დაიბრუნებენ რუსები და მერე იზეიმონ ჩვენსავით ომის მოგება რუსებთან :) Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია– არ ცნობს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია

რატომ? რადგან არავის წილხვედრი არაა? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...