Jump to content
Planeta.Ge

ეკლესია - ოპოზიციის "პოლიტიკური თავშესაფარი" და ბოლო იმედი


Recommended Posts

ოპოზიციამ ორი რამ ვერ მოინელა: პარლამენტში არშესვლა და ხეზე შერჩენილი ფოთოლი... ახლავე გადმოვაქართულებ. ალბათ, ყველას გახსოვთ დახეული მანდატები. მაშინ 11 ოპოზიციონერი მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, მათ შორის გოგა ხაინდრავაც. მაგრამ 11-ვემ საკუთარი ნებით თქვა უარი მანდატზე.

 

დღეს ამ ფაქტს თერთმეტივე ისე ნანობს, როგორც არასდროს. არადა როდესაც კოკო გამსახურდიამ შეცდომა გამოასწორა და პარლამენტში შევიდა, ლამის სამარცხვინო ბოძზე გააკრეს. პრინციპში, არც არაფერი დაუკლიათ. მოგვიანებით კი სულ სათითაოდ აღიარეს, ასეთი შეცდომა არასოდეს დაგვიშვია და აწი არც არასოდეს დავუშვებთო...

 

რაც შეეხება ხეზე შერჩენილ ფოთლებს, ეს კიდევ უფრო საინტერესო ისტორიაა და გუბაზ სანიკიძეს უკავშირდება. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ ამაყად აცხადებდნენ, ისეთი მშვიდი აქციები გვქონდა, ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდიაო... მაგრამ ამ ფოთლის არჩამოგდებას უკვე 4 წელია, წამდაუწუმ გვახსენებენ. პარლამენტში არშესვლისგან განსხვავებით, ვერ ამბობენ, იგივე შეცდომას აღარ დავუშვებთო, მაგრამ... უკვე დიდი ხანია, ღიად ალაპარაკდნენ, რომ ეს მათი კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა იყო, რომელსაც მწარედ ნანობენ.

 

უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მან გაახმოვანა ოპოზიციის დიდი ხნის „ნანატრი“ სიტყვები:

– მიტინგების დროს ფოთოლიც უნდა ჩამოვარდეს და მთავრობაც უნდა დაემხოს... დემოკრატია გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ქალაქის ქუჩებში მაღაზიის ჩამსხვრეული ვიტრინებია...

 

ისე, გელამ იჩქარა, თორემ ინგლისში როგორ დასაჯეს ბუნტისთავები, ყველამ ვნახეთ. ბრიტანეთის მთავრობამ კრიმინალსა და ბუნტისთავებს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა.

 

მას მაგალითად ინგლისი მოჰყავს და ქართულ საზოგადოებას აჩვენებს, როგორ უნდა ნამდვილი აჯანყების მოწყობა... თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ნიკოლეიშვილი ქართველ ხალხს მონურ საზოგადოებას უწოდებს და „წინასწარმეტყველებს“, რომ ეს „მონური საზოგადოება“ ტერორისტულ ქმედებებს განახორციელებს და თანაც ეს მოვლენების განვითარების ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი იქნება...

 

რამდენად ლოგიკური და ბუნებრივია ასეთი მსჯელობა უფლებადამცველის მხრიდან, ამაზე ნიკოლეიშვილი, ეტყობა, არ ფიქრობს. ისე, ახლა ოპოზიციას ახალი საფიქრალი გაუჩნდა. უფრო სწორად თავად გაიჩინა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხალხი ოპოზიციის დაძახებაზე ქუჩაში აღარ გამოვა. ამიტომ ახლა ახალ გეგმაზე მუშაობენ. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეკლესიას სჭირდება მათი დახმარება და ეს დახმარება ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობას გულისხმობს... ასე იციან, როცა გეგმა აღარ აქვთ, ბოლოს ყოველთვის ეკლესიას მიადგებიან ხოლმე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოძრაობა არის კარგად ორგანიზებული დანაშAულებრივი დაჯგუფება და მის წინნაღმდეგ ბრძოლა სათანადო მეთოდების გამოყენებას მოითხოვს,

კერძოდ ანტიკრიმინალურ სპეცოპერაციებს თუ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებსაც კი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნაცმოძრაობა არის კარგად ორგანიზებული დანაშAულებრივი დაჯგუფება და მის წინნაღმდეგ ბრძოლა სათანადო მეთოდების გამოყენებას მოითხოვს,

კერძოდ ანტიკრიმინალურ სპეცოპერაციებს თუ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებსაც კი

:beach: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია - ოპოზიციის "პოლიტიკური თავშესაფარი"

აქაც დააგვიანეს..ეკლესია უკვე იყიდეს ნაცებმა.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

აქაც დააგვიანეს..ეკლესია უკვე იყიდეს ნაცებმა..

თვითონ ოპოებმა ციციან რომ იყიდეს მაგრამ ნამცხვრიდან ნაჭრის აღება თვითონაც უნდათ ეკლესიის შუამდგომლობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

თვითონ ოპოებმა ციციან რომ იყიდეს მაგრამ ნამცხვრიდან ნაჭრის აღება თვითონაც უნდათ ეკლესიის შუამდგომლობით

მერე ვინც კარგად მოიქცევა მიიღებს..ნაჭრის არ ვიცი(ვერ ქაჩავენ ნაჭრამდე),მაგრამ ნამცეცებს ფაიზაღი მიიღებენ და ამ ნამცეცების გულისთვის უკვე ერთმანეთს ჭამენ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

მერე ვინც კარგად მოიქცევა მიიღებს..ნაჭრის არ ვიცი(ვერ ქაჩავენ ნაჭრამდე),მაგრამ ნამცეცებს ფაიზაღი მიიღებენ და ამ ნამცეცების გულისთვის უკვე ერთმანეთს ჭამენ.

:beach:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

ვისი სტატიაა ეს?

 

ტვინი გაანძრიონ რა ამ ჟურნალისტებმა ..ვინც ეგენი დაასაქმა ის ალბათ ამათზე უარესია.

 

 

 

თემას რაც შეეხება:

აღარც ეკლესია უშველის ოპოზიციას, ტყუილად არიან მიტმასნილები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიცია ოპოზიციას რომ ვაძაგებთ, ჩვენ აბა ვინ ვართ, მიშმაკაკები თუ ნეიტრალები,

ოპოზიცია ვერ დაამარცხებს ნაცმოძრაობას, არაფერი გამოუვა, ისე ნიშნის მოგებიტ ამბობენ თითქოს გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადიდან შესული თანხის წილში იჯდეთ რაა,

ნაცმოზრაობა მოსახლეობას აჩმორებს და ატყავებს,

საბავშვო ბაღი ფასიანი გახადეს უკვე, ელექტორენერგიის გადასახადი გაიზარდა :givi:

სამუშაო ადგილები არ იქმნება და ზოგადად მოსახელობის სოციალური მდგომარეობა სულ უფრო ქვევით და ქვევით მიდის,

ხოდა იმის ნაცვლად რომ რომელიმე პოლიტ პარტიას გვერდით დაუდგნენ ან სულაც ახალი შექმნან ისევ ოპოზიციას აძაგებენ :nekro:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რომელ პოლიტ პარტიას უნდა შევუერთდე და მხარში დავუდგე,

რომელიც ნაცმოძს ნაყიდი ყავს უკვე და კარგად კვებავს, თუ რომელიც ვითომ არ მიყიდულა??

 

საერთოდ არ არის ოპოზიცია საქრთველოში და ეგ არის ყველაზე ცუდი,

ასევე არ არის სოლიდარობა,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

სწორი არ არის, მაგრამ სანამ რეალურ ძალას არ დავინახავ გვერდით დგომაზე ლაპარაკი ზედმეტია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

სწორი არ არის, მაგრამ სანამ რეალურ ძალას არ დავინახავ გვერდით დგომაზე ლაპარაკი ზედმეტია..

რეალური ძალა ხალხმა უნდა შექმნას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელის ჩაქნევა ეს ყველაზე სწორი პოზიციაა, ასე განაგრძე

ხელის ჩაქნევა არა, მაგრამ შოუში მონაწილეობის არ მიღება უფრო სწორია...

 

რეალური ძალა ხალხმა უნდა შექმნას

რომელმა ხალხმა?

თურქეთ-რუსეთში რომაა გადახვეწილი, თუ იმ ნაწილმა, რომელიც ნაციკებს შეუძვრა და მათი საჯდომების ლოკვაშია დღე და ღამე...

თუ იმ ნაწილმა, რომელიც მოჩმორებულია და 100 ლარიან პენსიაზე ცხოვრობს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალური ძალა ხალხმა უნდა შექმნას

 

ხალხი ვერ შექმნის ძალას,სოლიდარობის შეგრძნება დაკარგული აქვთ...

 

ან რომელმა ხალხმა უნდა შექმნას ძალა, რომელსაც ხმის ამოღების ეშიანია,?

ყოველი მეორე პრობაციონერი გახადეს და ხალხი ხმას ვერ იღებს შიშით, ჩაისვარა...

ამას კი ჭირდება ვიღაც ნორმალური წინამძღოლი, რომელიც ცოტას გამოაფხიზლებს და თავმოყვარეობის შეგრძნებას აღუდგენს ამ ხალხს..

 

რომელმა ხალხმა?

თურქეთ-რუსეთში რომაა გადახვეწილი, თუ იმ ნაწილმა, რომელიც ნაციკებს შეუძვრა და მათი საჯდომების ლოკვაშია დღე და ღამე...

თუ იმ ნაწილმა, რომელიც მოჩმორებულია და 100 ლარიან პენსიაზე ცხოვრობს

 

++++++100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...