Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

vika:*

ფილოსოფიური - სწრაფვა სიამოვნებისაკენ.

სიამოვნებას თუ ბედნიერებას გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
"ცნობისწადილის მატლი დაცოცავს გონსა და აზრებს შორის, უკუნია ცისქვეშეთში და ვერც ფრიდრიხის მოაჯირი გამოდგა სამტვინიანთათვის აღმართზე ასასვლელი, ვერც სამთა ენის შემსწალელნი დაეუფლნენ სრულყოფილად ლოგოსს. ვინაიდან უკუნია გონებას ძინავს...ასეა ვინ იცის რამდენი ეონი, მის წინათაც ასე ყოფილა გვამცნობს სიბრძნე ეზოთერიკისა იგივე გვერდისცვალებისას შემთხვევით გამოღვიძებული ოსტატის წარწერა სტელაზე....სიბრძნე ძილისა მხოლოდ ერთს გულისხმობს:–ასე იყო წინათ(და ესაა ჭეშმარიტების ამოლგამა). "როდესაც გონებას ძინავს, აზრი ურჩხულია" მოგვითხრობს ოსტატი, რომელსაც გაკვირვებია თავის სიფხიზლე და გონის ესოდენ ამპარტავნება თეოსთან ჭიდილში. თეოსი კი უდიადესი მითი ძილის აზრებისა აბურძგნული დააბიჯებს მათ გვამებზე ვინც კი იგი ძილში შეთხზა–ახია მძინართათვის. კიდევ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...კიდევ არი ხვრინვა–პოლიტიკა, სუნთქვა–ომები, ღაღადი–"ჭეშმარიტებისა" თანასწორობის ქვეშაგების ძებნისას. ძილის მშრალი ზღაპარი მოძველდა, ამითომაც ილუზორული გამოღვიძების ძილი უყვართ აზრების ურჩხულებს. რა თქმა უნდა ძილის ყველაზე ძველი ზღაპარი სიზმარია. სიზმარში კიდევ უფრო მოსაწყენი აზრებია გაბნეული: საოცნებო უცხო ნივთების მოპოვება–დაკარგვის და ვნებათა ამბებია მოთხრობილი. გონია აზრს რომ ეს ამბები მას შეემთხვა და უხარია–წუხს რომ იგი აზრი აღარაა.... თავიდან ასე არ იყო ურჩობს ოსტატის წარწერა მისი აზრის წინააღმდეგ, მაგრამ ვინაიდან გონს ძინავს, ასეა დღეს! და ეს დღეს ბევრი ეონია დღეს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

.....რამეთუ აზრი ძილი, უაზრობაც ძილია, ოღონდ უფრო თავმდაბალი, უპეტენზიო, წვერა თეოსის მოძულე პატარა ძილია. აზრს გონია რომ დრო გადის რადგან ქვეშაგები–ისტორია ცვდება ახლების მოლოდინში. ხოლო ჩაქელილი ქვეშაგების ცვლა აზრს ეპოქა გონია და ამაყობს რომ დროსთან ერთად მოძრაობს. და ბოლოს! რადგან ოდესღაც(როგორც აღიშნა ოსტატმა სტელაზე) გონი იყო აზრის გარეშე რაღაც მართლა იყო, მას მარადისობა ერქვა სადაც დრო არ გადიოდა....რამეთუ დროს არ გააჩნდა დასაწყისი. სწორედ ამ საპასუხისმგებლო სადარაჯოზე სადაც სიფხიზლე ერთადერთ მოცემულობა და აუცილებლობა იყო....ჩაეძინა ადამიანს. ამიტომაცაა, რომ ბევრი ეონის მანძილზე აზრი დარჩა გონის გარეშე და იგი ძილშია, აი რატომ გადის დრო! 20.02.2000წ

ვისია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემია თორმეტი წლის წინ ნაცნობი ასოებით დავწერე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vika:*

რას წარმოადგენს ბიბლიური სიბრძნე?

ღვთის სიტყვის სიბრძნეს.

რაა ფილოსოფიური სიბრძნე?

ადამიანის სიტყვის სიბრძნეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 years later...
ადვაიტა ვედანტა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...