FRIDRIX Posted September 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2011 http://b.pix.ge/e/85njq.jpg აფხაზეთში კრიმინალური ფაქტები დღითიდღე მატულობს. გუშინ, ქალაქ გაგრაში 32 წლის რუსი ტურისტი დააყაჩაღეს. ყაჩაღები დანებითა და ავტომატებით კერძო სახლში შეცვივდნენ, სადაც ნოვგოროდელი ტურისტი ცხოვრობდა. იარაღის მუქარით, დამნაშავეებმა ქალს ძვირფასეულობა და ფული წაართვეს. კრიმინალებმა ასევე თან წაიღეს ტურისტის კუთვნილი ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. როგორც აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, პოლიციამ მხოლოდ ერთი დამნაშავის, 20 წლის ასლან აშუბას დაკავება მოახერხა, დანარჩენებმა კი მიმალვა მოახერხეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. თავად აფხაზებიც კი აღიარებენ, რომ კრიმინოგენული სიტუაცია აგვისტოს თვეში, განსაკუთრებით გამძაფრდა. წამოგიდგენთ აგვისტოს თვეში, აფხაზეთში მომხდარი კრიმინალური ფაქტების ჩამონათვალს: 3 აგვისტოს, ოჩამჩირეში, მეექვსე მიკრორაიონთან ახლოს, ზღვაში 60 წლის ქალის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც დონის როსტოვიდან დასასვენებლად იყო ჩამოსული. 8 აგვისტოს გალის რაიონში, ტყეში, 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ესპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი ცივი იარაღით იყო მოკლული, თუმცა მანამდე სასტიკად იყო ნაწამები. 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:45 საათზე, უცნობმა პირმა სოხუმის ცენტრალური ავტოსადგურიდან ,,ლადას“ მარკის ავტომანქანა გაიტაცა, რომელიც აფხაზეთში დროებით მცხოვრებ, ყაზანელ ბიზნესმენს ეკუთვნოდა. ადგილობრივი პოლიცია დღემდე აწარმოებს მოკვლევას, თუმცა ვერც დამნაშავეს მიაგნეს და ვერც მანქანას. 17 აგვისტოს, ბიჭვინთის პოლიციას ჩელიაბინსკელმა ტურისტმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ დღის 4 საათზე, ის და მისი მეუღლე მდინარე ფსოუსთან ახლოს სეირნობდნენ, როდესაც მათ ,,ჟიგულის“ მარკის შავი ავტომანქანა მიუახლოვდა. ცოლ–ქმარი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენეს და ტყეში წაიყვანეს. ყაჩაღებმა მათ ყველაფერი წაართვეს, ოქროულობა, ფული და ტანსაცმელიც კი. 18 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე, გაგრაში დროებით მცხოვრებმა მოსკოველმა იულია გრომკოვამ ადგილობრივ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა ის ქუჩაში გააჩერეს და დანის მუქარით საფულე წაართვეს. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. დამნაშავეებმა საფულე წაართვეს, მარჯვენა ხელზე კი მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. 20 აგვისტოს, დილის 5 საათზე, სანქტ–პეტერბურგიდან ჩამოსულ ტურისტ ქალბატონს, სასტუმროში ნიღბიანი პირები შეუვარდნენ და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ქალმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია, ის სკამზე მიაბეს და სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ძვირფასეულობა, ფული და დაზარალებულის კუთვნილი ლეპტოპი გაიტაცეს. ალბათ, კიდევ უამრავი კრიმინალური ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება, რაც აგვისტოს თვეში მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, „ქვეყანაში“ ვერც ტურისტებისა და ვერც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ზემოთჩამოთვლილ კრიმინალურ ფაქტებზე, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა, უშედეგოდ. დამნაშავეები დღემდე დაუსჯელად დადიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2011 აფხაზეთში კრიმინალური ფაქტები დღითიდღე მატულობსვაჟკაცი ხალხია და იმიტომ, აბა ჩვენსავით დაჩმორებულები და "კანონმორჩილები" კი არ არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2011 DonCaredoვაჟკაცი ხალხია და იმიტომ, აბა ჩვენსავით დაჩმორებულები და "კანონმორჩილები" კი არ არიანყაჩაღობა ვაჟკაცობა როდიდან გახდა? ყაჩაღობა სისხლის სამართლის დანაშაულია რომელიც დასჯადია და ჩვენთან ისჯება ჩვენთან იმიტომ ისჯება რომ არსებობს წესრიგი პოლიცია და კანონის უზენაესობა აფხაზეთში ეს ყველაფერი არ არსებობს მონებს კანონები არ ჭირდებათ პატრონების მათრახიც ყოფნით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 წყარო ქართველი დეზინფორმატორები ვაჟკაცი ხალხია და იმიტომ, აბა ჩვენსავით დაჩმორებულები და "კანონმორჩილები" კი არ არიანროგორ ასწორებს ცოლთან ერთად რომ მისეირნობ და ამ დროს ვიღაც ტიპები მანქანაში ჩაგაგდებენ მერე ტყეში წაგიყვანენ, გაგძარცვავენ და გამოგიშვებენ, მაგრამ .. აი ხეზე რომ მიბმულები დაეტოვებინათ ეს უფრო დიდი ვაჟკაცობა იქნებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2011 Siknadmoწყარო ქართველი დეზინფორმატორებიოპოზიციური რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული წყაროც დეზინფორმაციულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.