FRIDRIX Posted September 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2011 http://b.pix.ge/y/a7a85.jpg რუსეთი, რომელიც არმიის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას ცდილობს, პოტენციური მოწინააღმდეგეების შესაშინებლად მილიონებს ხარჯავს, „გასაბერ“, ყალბ სამხედრო ტექნიკაზე. მოსკოვი ყიდულობს ყველაფერს – „გასაბერი ტანკიდან“ დაწყებული, „მიგებით” დამთავრებული. რა თქმა უნდა, მიზანი ჯაშუში თანამგზავრისა და მტრის შეცდომაში შეყვანის სურვილია, თანაც, ძალიან იაფად. თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაში, რომ გასაბერი სამხედრო ტექნიკისაკენ რუსეთის სწრაფვას სხვა, უფრო სერიოზული და თანაც რეალური მიზეზი აქვს. ეს კი ისაა, რომ რუსეთის რეალური სამხედრო არსენალი „ჩაფუშულია.” კენტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, როჯერ მაკდერმოტი ამბობს, რომ 15-წლიანი შესვენების შემდეგ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან რუსეთის სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი დაძველდა. წინ, როგორც ჩანს, ხანგრძლივი ბრძოლებია. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით კი, მაგალითად, საზღვაო ქვეითების მხოლოდ 20%-ს აქვს დაშვება თანამედროვე იარაღთან. სახელმწიფო აპირებს 700 მილიარდი დოლარი დახარჯოს, რომ 2020 წლისათვის ეს პრობლემა გადაჭრას. მაგრამ ეს სტრატეგია, შესაძლოა, ჩაიძიროს რუსეთის კორუფციის პირობებში, რადგან მოცემულ მომენტში, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ინიციატივები მინიმალური ეფექტის მატარებელია. ეს კი საშუალებას არ აძლევს თავდაცვის მრეწველობას დააკმაყოფილოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები. Oოფიციალური მონაცემების თანახმად, 2010 წელს კორუფციის გამო რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის 20% დაიკარგა და ხელისუფლებას მხოლოდ 9 წელი დარჩა იმისათვის, რომ ცივი ომის ჯარისკაცისგან, 21-ე საუკუნის მებრძოლი გამოიყვანოს. ვიდრე რუსეთის ხელისუფლება არმიის გათანამედროვებაზე ფიქრობს, სამხედრო არსენალის მოძველების გარდა, ხელიდან ეცლება ცოცხალი ძალაც. ძალიან მალე, შესაძლოა, შეიარაღებული ძალები, ასობით მაღალი წოდების პირმა დატოვოს. უკვე 160-მა გენერალმა და ოფიცერმა თქვა უარი, დაემორჩილონ თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვისა და საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას, როტაციის გამო, მოსკოვიდან, სამუშაოდ, რუსეთის სხვა – მოშორებულ რეგიონებში გადავიდნენ. ამ პროტესტის შემდეგ, სერდიუკოვს ბევრი არ უფიქრია და 160-ივე სამხედრო პირის გათავისუფლებას მოაწერა ხელი. თუმცა, როგორც ჩანს, პროტესტი ამით არ ამოიწურება. ინტერნეტსივრცეში გაჩნდა მოწოდებები, რომელიც სამხედროებს მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე სახელწოდებით – „არმია სერდიუკოვის წინააღმდეგ” - მისვლისკენ მოუწოდებს. აქციაზე, რუსული არმიისა და კორუფციის შესახებ ღიად საუბარს აპირებენ და გააჟღერებენ სამხედრო რეფორმის ჩავარდნის, თავდაცვითი მრეწველობის ნგრევის, ასევე სამხედრო პირთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამის ჩავარდნისა და სამინისტროს მიერ მოტყუებული აქციონერების პრობლემების შესახებ. აქციაზე, გათავისუფლებულ სამხედროებსაც მიიზიდავენ. მთავარი მოთხოვნა კი მედვედევისადმი იქნება მიმართული – გაათავისუფლოს ანატოლი სერდიუკოვი, რომელსაც ისედაც აქვს პრობლემები, რადგან მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ვერაფრით მოახერხა არმია და ფლოტი თანამედროვე და სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიარაღებით აღჭურვოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2011 FRIDRIXუკვე 160-მა გენერალმა ამდენ გენერალს 1 დღეში რო გაუშვებ სახლში კარგია კარგია ჩვენი მტერი უძლურება ნელნელა მოვა დღე და სუ დედა მო...ბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
barbarosa Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ღმერთმა ხელი მოუმართოთ.ნეტა ყველა ერთად გაუშვან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 16, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 http://b.pix.ge/o/qkak3.jpghttp://b.pix.ge/z/v67a8.jpg რუსეთის № 55062 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, რომელმაც ოჯახს ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა, ამტკიცებს, რომ თვალის, კბილებისა და მთელი ძვლების გარეშე დარჩენილი ჯარისკაცი კი არ უწამებიათ, არამედ სუიციდი ჩაიდინა და თავი საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო. ჯარისკაცი იმ ზომამდე იყო ნაწამები, რომ მის ცხედარში ოჯახის წევრებს სატანკო ბატალიონის 20 წლის რიგითის, რუსლან აიდერხანოვის ამოცნობა გაუჭირდათ კიდეც. სამხედრო ნაწილი № 55062, სადაც აიდერხანოვი მსახურობდა, სვერდლოვსკის მხარის ქალაქ ელანში მდებარეობს. როგორც „ლაიფნიუს. რუ“ იტყობინება,სამხედროებმა ოჯახს თუთიის კუბო გაუგზავნეს, თან თვითმკვლელობის შესახებ ცნობაც აახლეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ კუბო არ გაეხსნათ. „მათ ჩვენი მოტყუება უნდოდათ და ასე იმიტომ მოიქცნენ, მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ: მუსულმანური ტრადიციის მიხედვით, ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეხსნა კუბო, რათა მიცვალებული განგვებანა“, – თქვა გარდაცვლილის მამიდამ. ოჯახის წევრები შეაძრწუნა იმ სურათმა, რაც თუთიის კუბოს გახსნის შემდეგ ნახეს: „მას არცერთი კბილი არა აქვს და მათ ნაცვლად პროთეზი ჩაუსვამთ, ცალი თვალი ამოთხრილი აქვს, ფეხების ძვლები კი – დამტვრეული. თითები სულ დალურჯებული აქვს, ალბათ, იქაც ურტყამდნენ, კისერზე კი არანაირი ქამრის ნაკვალევი არ არის“, – ამბობენ ჯარისკაცის ოჯახში და ამტკიცებენ, რომ მკერდზე ცხედარს ღრმა ნაიარევიც აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, დანითაა მიყენებული. აღსანიშნავია, რომ ბიჭის გარდაცვალების შესახებ ოჯახისთვის მაშინვე არ შეუტყობინებიათ. სხვათა შორის, ახლა ირკვევა, რომ 20 წლის, დედ–მამით ობოლი, ჩელიაბინსკის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები ანდრეი ჯარში საერთოდ არ უნდა გაეწვიათ, არადა, კომისარიატში დედის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე დაიბარეს და სატანკო ბატალიონში გაამწესეს. მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა, დიდი შოკის მიუხედავად, მაინც მოახერხეს, ფოტოები გადაეღოთ ანდრეის ნაწამები ცხედრისთვის და ამ ფოტოების მიხედვით სამართლის პოვნას აპირებენ. გარდაცვლილის მამიდა სამხედრო პროკურატურაში განცხადების შეტანას დღეს გეგმავს, მანამდე კი სამხედრო ნაწილში, სადაც შემთხვევა მოხდა, ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 რუსულმა მედიამ სკანდალური ცნობა გაავრცელა. ჩელიაბინსკელ ბლოგერებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ სამხედრო პოლიგონ „აზოვზე“ მიმდინარე სამხედრო სწავლების „ცენტრი 2011“ დროს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდა, ორი ტანკისტი გაიგუდა. ჩელიაბინსკელი ბლოგერები იუწყებიან, რომ სწავლების შემდეგ გამართულ მოწყობაზე ორი სამხედრო არ გამოჩნდა. მოგვიანებით მათი ცხედრები პოლიგონიდან მოშორებით, ტყეში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ორივე ჯარისკაცი მაშინ დაიღუპა, როცა ალმოდებული ტანკიდან შემადგენლობის გამოყვანის ერთ-ერთ მანევრს ასრულებდა. ზემოთხსენებულ სწავლებას რუსეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. წყაროს ცნობით, ორივე ტანკისტის დაღუპვის მიზეზი კვამლისგან მიღებული მოწამვლა გახდა. ინტერნეტში მომხდარის შედეგის ალტერნატიული ვერსიაც გაჩნდა: ერთ-ერთმა ბლოგერმა დაწერა, რომ ჯარისკაცები გადარჩნენ და ორივე ჩელიაბინსკის საავადმყოფოში იმყოფება: ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის კი - საშუალო სიმძიმის. არის მესამე ვერსიაც: ჩელიაბინსკის სამხედრო ოლქის მოსამსახურეები ამბობენ, რომ ჯარისკაცები არა უშუალოდ სწავლების ბოლო დღეს, ანუ 27 სექტემბერს, არამედ რამდენიმე დღით ადრე მოიწამლნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, როგორ იპოვეს 28 სექტემბერს ჯარისკაცები ტყეში. ოფიციალური ინფორმაცია კი სულ სხვა რამეს ღაღადებს: ოლქის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ორმა ჯარისკაცმა, სწავლებისთვის მზადების წინადღეებში მსუბუქი დაზიანება მიიღო და ორივე ჩელიაბინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პრესსამსახურის ცნობით, მათ რამდენიმე დღეში გაწერენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება ყოველგვარი ექსცესის, აფეთქებისა და ტექნიკური წუნის გარეშე ჩატარდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Patton Posted March 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2012 არაფერი არ ეცლებათ ხელიდან, მად სულ მასე იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted March 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2012 არაფერი არ ეცლებათ ხელიდან, მად სულ მასე იყო.ხო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2012 გამოეცალთ მაგას რა სჯობს... მაგრამ ზეხირია... თორემ ერთი ჩინეთმა ბეთქოს რა ამ დედამოდღნულებს.ეგრევე აბხაზეთში და სამაჩაბლოში უნდა შევფრინდეთ...რუსი ქალები მივიღოთ ლტოლვილებათ. და გვექნება ბედნიერება და სიამ ტკბილობა...მაგრამ...რეალობას გავუსწოროთ თVალი არ სჯობს დავიჯერო მამაძაღლი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted July 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2012 (edited) ხელიდან კი არ ეცლებათ უბრალოდ ოპტიმალურ რიცხვამდე დაიყვანეს და ეგაა სამაგიეროდ შეიარაღება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,კავკასიაში და მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ბაზირებულია ტ 90-ები და ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენები.ნუ ვეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას რეალობა სულ სხვაა Edited July 22, 2012 by Ajax Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2012 Ajax ნუ ვეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას რეალობა სულ სხვააგეთანხმები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.