Jump to content
Planeta.Ge

რუსული მედიის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი რუსი სამხედრო დაჭრეს


Recommended Posts

რუსული მედიის ცნობით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ დაღესტნის სიახლოვეს, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე რუსეთის სასაზღვრო ჯარების საგუშაგოს. იმის გამო, რომ საგუშაგო ძნელად მისადგომ, მთიან ადგილასაა განთავსებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი მონაცემები არ გააჩნიათ დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ.

 

„ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ თავდასხმა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. „ბოევიკებმა“ მესაზღვრეებს ცეცხლი ავტომატებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს. დაღესტნის ცუნტინის რაიონის პოლიცია განგაშის შედეგად იქნა მობილიზებული და სასწრაფოდ გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საგუშაგოს მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა ხანზარი გამოიწვია.

 

გაზეთი „ვზგლიადი“ კი იუწყება, რომ ამ დროისთვის შეტევა უკვე მოგერიებულია და საპასუხო ცეცხლის შედეგად რუსმა მესაზღვრეებმა თავდამსხმელთა გაფანტვა მოახერხეს. ამავე წყაროს ცნობით, შეიარაღებული შეტაკების მიმდინარეობისას ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამ დროისათვის საგუშაგოს მისადგომებთან ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ.

 

რუსულ სასაზღვრო პუნქტზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან სულ ცოტა ხანში, "ინტერფაქსი" ავრცელებს ცნობას, რომ უცნობმა პირებმა მახაჩყალაში, დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა 00:20 სთ-ზე მოხდა: როცა სახავტოინსპექციის მუშაკებმა ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, შიგ მსხდომთაგან ერთ-ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქების სედეგად ორი საგზაო პოლიციელი დაიჭრა.

 

ცუნტინის რაიონი საქართველოს საზღვართან, ალაზნის გაყოლებაზეა განთავსებული. ადრე აქ რამდენჯერმე მომხდარი თავდასხმის უკან, რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ცუნტინის ჯგუფი იდგა, თუმცა, 2011 წლის აპრილში რუსმა ძალოვნებმა სეძლეს მათი მეთაურის - სულეიმან მაგომედოვის ლიკვიდაცია, რის შემდეგაც „ბოევიკთა“ წინააღმდეგობა შესუსტდა. რუსულ მედიაში არ არის მითითებული, სასაზღვრო პუნქტს დაღესტნის მხრიდან დაესხნენ თავს თუ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, თუმცა, ამ ისტორიას რომ პროვოკაციის სუნი სადის, აშკარაა.

 

მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დღეს შატილის მახლობლად საქართველოს საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა „მი-8“-მ დაარღვია და ისინი 3 კმ-ის სიღრმეში შემოიჭრნენ. თვითმხილველთა თქმით, ვერტმფრენები ქართული საგუშაგოს თავზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ტრიალებდნენ, შემდეგ კი რუსეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. საქართველოს საჰაერო საზღვრის დარღვევიდან რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამაც გაავრცელა.

 

და ბოლოს, ამაღამ მომხდარ თავდასხმასთან მიმართებაში რუსული მედიის მიერ „ცუნტინის დაჯგუფებისა“ და რუსი ძალოვნების მიერ ლიკვიდირებული მათი მეთაურის, სულეიმან მაგომედოვის ხსენებაა შემთხვევითი: როგორც ცნობილია, მისი ლიკვიდაციის შემდეგ რუსულ მედიაში კარგა ხანს ტრიალებდა ინფორმაცია, თითქოს მოკლული ბოევიკი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რამეები ხდება. იქნება მეშველოს და ერთი მაგრად დაცხოს ამათ ვოვამ საარჩევნოდ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

კარგი რამეები ხდება. იქნება მეშველოს და ერთი მაგრად დაცხოს ამათ ვოვამ საარჩევნოდ

ვერა:D

 

ეგ არ გამოვა კიდევ ერთი სერიოზული მაშტავური სამხედო აგრესია რუსეთის საქართველოს მიმართ და ეგრევე უახლეს სამხედრო ტექნიკას მივიღებთ ისრაელ ამერიკიდან

 

და რუსეთს უდიდესი პრობლემები შეექმნება აგვისტოში კიდე უმტკივნეულოდ გამოძვრნენ და ეხლა იგივე აღარ გამოუვათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთი სერიოზული მაშტავური სამხედო აგრესია რუსეთის საქართველოს მიმართ და ეგრევე უახლეს სამხედრო ტექნიკას მივიღებთ ისრაელ ამერიკიდან

მერე რა რომ მივიღებთ? ვერ გავატანთ ისევ, როგორც მაშინ თუ რა? რუსები რომ ჰამერებს ეზიდებოდნენ და ჩვენები სროლის მაგივრად სურათებს რომ უღებდნენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...