FRIDRIX Posted September 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2011 საკმაოდ საინტერესო იარაღ იმის გათვალისწინებით რომ ირანში საკამოდ ბევრი ობიექტები იქნება რომლებია რომლებიც საჰაერო მხრიდან დაზიანებებს საჭიროებს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალურმა შტაბმა, კომპანია AeroVironment-თან, 4.9 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ამერიკული არმიის უპილოტო საფრენი აპარატებით, Switchblade-ით მომარაგებას ითვალისწინებს. Switchblade უმსუბუქეს, კომპაქტურ უპილოტოს წარმოადგენს, რომლის გადატანაც შესაძლებელია ზურგჩანთით და მისი გაშვება საველე პირობებში, ხელითაც შეიძლება. გარდა იმისა, რომ აპარატს ჭურვების გადატანა შეუძლია, თვითგანადგურების პროგრამაც აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც სამიზნის აფეთქების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში აქტიურდება. მწარმოებელი კომპანიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი, საკმაოდ შორ მანძილზე არსებული სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა. სამხედროების მიერ შესაძლებელია მისი გამოყენება მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, არტილერიის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში. აპარატი აღჭურვილია სრულიად უხმო ელექტროძრავით, ამიტომ მას სამიზნეზე იერიშის მიტანა, მოწინააღმდეგისათვის შეუმჩნევლად შეუძლია. გარდა ამისა, კონკრეტულ ობიექტთან მიახლოების შემთხვევაში, აპარატს შეუძლია ავტომატურად გამორთოს ძრავი და ფრენა პლანერის რეჟიმში გააგრძელოს. გამომთვლელი მოდული, უპილოტო საფრენი აპარატის, როგორც დისტანციურ, ისე ავტომატურ რეჟიმში ფრენის საშუალებას იძლევა. სამიზნის აღმოჩენა რეალურ დროში ვიდეოკავშირის საშუალებით ხდება. აპარატის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს დასახული ამოცანის შეუსრულებლობის შესაძლებლობა, რაც საშულებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული უპილოტოს თვითგანადგურების ოპერაცია, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნული პროგრამა, ასევე, იძლევა დაზღვევას, რომ სამიზნის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში, არ მოხდეს აფეთქება და არ მოჰყვეს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. AeroVironment-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ტომ ჰერინგის თქმით, Switchblade არა მხოლოდ სადაზვერვო სამუშაოების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, არამედ ეს საფრენი აპარატი, ბრძოლების წარმოებისას, მოწინააღმდეგისათვის ეფექტური და სერიოზული ზიანის მისაყენებლად შესანიშნავი საშუალებაა. ამერიკის საჰაერო ძალები, ბოლო პერიოდში, აქტიურად აახლებს უპილოტო საფრენი აპარატების ბაზას და უახლესი მოდელებიც შეაქვს შეიარაღებაში. მაგალითისათვის რადიოლექტრონული სადაზვერვო EP-3 ARIES/ARIES II-ის ჩამოწერაც კმარა. ამერიკელები უპილოტოGlobal Hawk-ის სადაზვერვო თვიმფრინავებით, U-2-ით შეცვლასაც აპირებენ. გეგმის მიხედვით, აღნიშნული და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების შეიარაღებიდან ამოღება და სხვა უახლესი აპარატებით ჩანაცვლება, 2020 წლამდე მოხდება. პროექტის საერთო ღირებულება რვა მილიარდ დოლარს შეადგენს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.