Jump to content
Planeta.Ge

სოსო ცინცაძე: წარმოუდგენელია, ოპოზიციამ მმართველ პარტიას არჩევნებში კონკურენცია გაუწიოს


Recommended Posts

საერთაშორისო ექსპერტი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე შემოდგომაზე აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს არ პროგნოზირებს. ცინცაძის თქმით, შესაძლებელია, რამდენიმე რადიკალურ ოპოზიციურ ძალას ჰქონდეს მცდელობა, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებული საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოიყვანონ, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ექსპერტის თქმით, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, არცერთ ოპოზიციურ პარტიას შანსი არ აქვს ოპონირება გაუწიონ მმართველ გუნდს. „პრესა.ჯი“–ს შეკითხვებს საერთაშორისო ექსპერტი სოსო ცინცაძე პასუხობს.

 

– თქვენი პროგნოზი როგორია, როგორ შეიძლება წარიმართოს პოლიტიკური პროცესები მიმდინარე წლის შემოდგომაზე?

 

– ვადევნებ თვალს პროცესებს და კარგს ვერაფერს ვხედავ. არის საუბარი იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ, მაგრამ მე ზღაპრების აღარ მჯერა, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების აქტიურობის. იყო საუბარი იმაზეც, რომ საზოგადოება შეიძლება დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და მათ აღარ დაჭირდებათ ლიდერი და ა.შ., ეს არის წმინდა წყლის სისულელე. არის მოსაზრება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა რესურსი და ხალხის ნდობა დაკარგეს და ახლა ინტელექტუალური საზოგადოების დროა, მაგრამ სად გვყავს ინტელექტუალური საზოგადოება? მე საზოგადოებაში ორგანიზებულ ძალას ვერ ვხედავ, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი საკითხი დაიწყოს და მიიყვანოს ბოლომდე.

 

– თუმცა, ხშირად საზოგადოებრივი მოძრაობების უკან პოლიტიკოსები დგანან, რომლებიც მართავენ ამ ორგანიზაციებს, როგორიც იყო „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“, რომელიც უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია და პოლიტიკოსებს მასთან კავშირი არ უნდა ჰქონოდათ...

 

– პოლიტიკაში აქტიურობა, გამოსვლა და საერთოდ ყველაფერი ლირიკაა, თუ შედეგი არ გაქვს. ნებისმიერი ღონისძიების ეფექტურობას განსაზღვრავს შედეგი. რეზულტატი მითხარით, რა შეიცვალა? რას მიაღწია ოპოზიციამ ან საზოგადოებამ?

 

– ოპოზიციური სპექტრი იმუქრება, რომ თუ საჭირო გახდა, ქუჩის აქციებიც იქნება კიდევ. რა შანსი დარჩა ოპოზიციურ სპექტრს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებას მიაღწიოს?

 

– რაც არ უნდა იმუქრონ, დამთავრდება ისევ ყველაფერი, როგორც დამთავრდა ბევრჯერ. დაითვალეთ ჟურნალისტებმა რამდენი აქცია ჩატარდა საქართველოში, უკანასკნელ სამ წელში? შემდეგ იმის რეზულტატი ნახეთ? რა შეიცვალა?

 

– ახლა ოპოზიციური სპექტრი ცდილობს, რომ კონსოლიდაცია მოახდინოს და თუნდაც რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მაინც შეძლოს ერთად მუშაობა. ეს შესაძლებელია?

 

– შეუძლებელია, იმიტომ, რომ აქ არის ლიდერების გაერთიანებაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ლიდერები ერთიანდებიან, მათი პოტენციური მომხრეები ხელს ჩაიქნევენ ხოლმე ორივე ლიდერზე და ზურგს აქცევენ. არ ხდება ჩვენთან ისე, როგორც ევროპაში.

 

– მაშინ რა შანსი რჩება ოპოზიციურ სპექტრს?

 

– მე ამას თუთიყუშივით ორი წელია ვიმეორებ, რომ ახალი გენერაციის ოპოზიციაა საჭირო. არ შეიძლება ისეთი პარტია არსებობდეს, რომელიც 20–25 წელი ოპოზიციაშია და ზედიზედ აგებს არჩევნებს, ეს უკვე ქრონიკული დამღაა. ის პარტია ვერცერთ არჩევნებს ვეღარ მოიგებს, თუ რამე გაუთვალისწინებელი, ფორსმაჟორი არ მოხდა... მმართველი პარტია ერთი ნაბიჯით უსწრებს ოპოზიციას ყოველთვის.

 

– საპარლამენტო არჩევნებშიც ნაკლები შანსი აქვს ოპოზიციას, რომ ოპონირება გაუწიოს მმართველ პარტიას?

 

– რასაკვირველია. ოპოზიციამ თავისი ბრძოლით უნდა მოიპოვოს პრივილეგიები. არის ახლაც პარლამენტში ორი, სამი კაცი, რომელიც არჩევნები რომ იყოს, 5 ხმას ძლივს მოაგროვებს. მათ წარმოუდგენელია სერიოზული კონკურენცია გაუწიონ მმართველ პარტიას არჩევნებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთაშორისო ექსპერტი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

ერთი ეგაა ექსპერტი, მეორე კიდე ხუხაშვილი, მესამე კიდე საყვარელიძე :) ვერასოდეს ვერ გაარტყეს პროგნოზი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ვერასოდეს ვერ გაარტყეს პროგნოზი

ნუ მაგათ არც ევალებათ 100 პოცენტიანი პროგნოზების შემოთავაზება საშუალოდ 50:50 შეეხონ ყველა პოლიტიკურ თემას მოკლედ

 

კონკრეტიკის გარეშე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

– ოპოზიციური სპექტრი იმუქრება, რომ თუ საჭირო გახდა, ქუჩის აქციებიც იქნება

 

ე.წ. ოპოზიციურმა სპექტრმა, მოახდინა ოპოზიციური სივრცის პრივატიზება და სარფიანად ვაჭრობს ხელისუფლებასთან საპარლამენტო მანდატებზე და დოლარებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

– მე ამას თუთიყუშივით ორი წელია ვიმეორებ, რომ ახალი გენერაციის ოპოზიციაა საჭირო.

მთელ სტატიაში ეს წინადადებაა რაღაც ჭკუასთან ახლოს

ისიც ორი წელია გავიძახიო,თითქოს ორი წლის უკან ოპოზიცია იყო

ერთი სიტყვით კაკულიასსმაილი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...