Jump to content
Planeta.Ge

აზერბაიჯანი და სომხეთი, სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არ აღიარებენ


Recommended Posts

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე–ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი, ნელ–ნელა პირველი პირის მანტიას ირგებს და მსოფლიო საზოგადოებისგან, აღიარების მოლოდინშია.

 

თუმცა, სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი პირებისაგან, სულ უფრო ხშირად ისმის დასტური იმისა, რომ ეს ქვეყნები არ აპირებენ არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

 

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობა აღიარა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე პოლონეთის, უნგრეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. ამ ქვეყნების გვერდით დადგნენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი.

 

აზერბაიჯანი, სულ რამდენიმე დღის წინ შეურთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც ხმამაღლა აღიარა აფხაზეთში, 26 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა – „ჩვენ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანი კატეგორიულად ემხრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ აღიარებს 26 აგვისტოს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

აზერბაიჯანული საგარეო უწყება, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს და მიაჩნია, რომ აუცილებელია, კონფლიქტის დარეგულირების კონსტრუქციული გზით სიარული.

 

ორი დღის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანიც, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობას.“

 

საქართველოს საგარეო უწყება, ყარაბაღის დელეგაციის აფხაზეთის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობასა და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის მიერ ანქვაბისათვის გამარჯვების მილოცვას, სომხეთის პოზიციად არ განიხილავს.

 

„ჩვენ ვინტერესდებით ყველა არალეგიტიმური პროცესით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენთვის ერევნის პოზიცია ცალსახა და ნათელია. სომხეთი მხარს გვიჭერს და არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მით უმეტეს იქ ჩატარებულ არჩევნებს. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, განგაშის ასატეხად“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალექსანდრე ანქვაბმა საკადრო ცვლილებები დაიწყო. მან უკვე მოაწერა ხელი პირველ განკარგულებას და თანამდებობიდან გაათავისუფლა გაგრის ადმინისტრაციის უფროსი ასტამურ ქეცბა. ოფიციალური ინფორმაციით, ქეცბამ თავად დაწერა განცხადება და ანქვაბმა ის დააკმაყოფილა, თუმცა გული ნამდვილად არ დასწყვეტია. ქეცბა ის ჩინოვნიკი იყო, რომელიც არჩევნებში, ანქვაბს არ გულშემატკივრობდა. ამასთან, ფაქტია ისიც, რომ გაგრის ადმინისტრაციას, ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის სიცოცხლეში, არაერთ ფინანსურ დარღვევაში ადანაშაულებდნენ, თუმცა საქმე ბოლომდე არასოდეს გარკვეულა. საუბარია 2007-2010 წლებში გადახდილ კომუნალურ შენატანებზე, რომლებიც, როგორც დადგინდა, გაგრის მმართველთა ჯიბეებში მიდიოდა.

 

როგორც ჩანს, ანქვაბის ანტიკორუფციულ პროგრამას, ჯერ კიდევ ე.წ. ინაუგურაციამდე, რომელიც 26 სექტემბერს, „პრეზიდენტისვე” მოთხოვნით, ძალიან „მოკრძალებული” ხარჯებით უნდა ჩატარდეს, კიდევ არაერთი ჩინოვნიკი შეეწირება.

 

ქეცბას გათავისუფლების პარალელურად, გაგრაში აქტიურად მუშაობს პროკურატურაც. აბონენტთა მომსახურების სამსახურის თანამშრომელს, გალინა ჩუკბარს, 6-დან 12 წლამდე ციხე ემუქრება, მის უფროსს ლაურ ლადარიასა და ბუღალტერს – სოფია მიქაელიანს კი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

გაგრაში რომ გაუსაძლისი ვითარებაა შექმნილი, ამას თავად მოსახლეობაც არ უარყოფს. მაგალითად, ამბობენ, რომ ქალაქში მხოლოდ ამ ზაფხულს გაიხსნა ერთადერთი საბავშვო ბაღი, დანარჩენები კი პრივატიზებულია და მინი–სასტუმროებადაა გადაკეთებული, თუმცა „ტურისტულ შემოსავლებს” გაგრაში რაიმე სასიკეთო გარდატეხები არ მოუხდენია.

 

რიგითი აფხაზები, რომლებიც ხედავდნენ, როგორ მდიდრდებოდნენ მათი ჩინოვნიკები, ამბობენ, რომ ანქვაბმა დაპირებული წესრიგი უნდა დაამყაროს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მან პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელოს და რუსეთის ფინანსური დახმარების მითვისება თანაგუნდელებთან ერთად, ახლა თავად დაიწყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...