Jump to content
Planeta.Ge

ნაცებო თქვენ მოგხვდათ ჰიბრიდული სიმინდის


Recommended Posts

ხო,დაუჯერე მიშას რომ ბათუმში(ქობულეთში) 8 თვე საკურორტო სეზონია და ელოდე მზეს. :givi:

6 დღიდან 4 მზიანი იყო :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

6 დღიდან 4 მზიანი იყო

ცუდი ისაა,რომ მანდ შეიძლება ექვსივე დღე მზიანი იყოს,შეიძლება ექვსივე წვიმიანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ფაცეზე კომენტარი:

"Manana Megrelishvili ამერიკიდან ჩამოტანილი გენმოდიფიცირებული სიმინდი ქართველ ქათმებს აჭამეს და კვერცხის დადებისას ”კა-კა-კა” -ს მაგივრად ”ოო, მაი გაად” -ს იძახოდნენ.." :givi: :givi: :givi:

 

http://www.facebook.com/NEWSLINE.GE/posts/254915597878477?notif_t=share_reply

 

ამერიკელების გამოგზავნილი რა იქნებოდა დაბა :givi:

post-4236-035960600 1317373475_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც მე დილით ვუსმინე,სანამ კომიტეტში ამ საკითხის განხილვა დაიწყებოდა,ქრისტიან-დემოკრატყები რომლებიც მთავარი ოპონენტების როლში გამოდიან,ამერიკულ სიმინდის თესლს კი არ აგინებდნენ,არამედ ხელისუფლებას,თურმე მარტო მსხვილ ფერმერებს ასწავლა როგორ უნდა მოეარათ ნეთესებისთვის და მცირე ფერმერებს არა.ამიტომ მიიღეს იმატ დიდი მოსავალი,სხვებმა კი ვერა.

ესეც სიაფანდობა მგონია,ადრეც ვთქვი,რომ მეგობარი მყავს,რომელიც უკე რამდენიმე წელიწადია ამ სიმინდს თესავს და კარგ მოსავალსაც იღებს და ამბობს ვისაც უნდა,თუ გინდ ოპოზიციის მომხრეს,თუ გინდ ხელისუფლების,წავიყვან და არა მარტო ჩემ ყანებს დავათვალიერებინებ,არამედ ბევრი სხვისასაც რომლებიც ამ სიმინდს თესავენ.მოკლედ თესლი ძალიან კარგია,მაგრამ ხელის განძრევა უნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგობარი მყავს,რომელიც უკე რამდენიმე წელიწადია ამ სიმინდს თესავს და კარგ მოსავალსაც იღებს და ამბობს ვისაც უნდა,თუ გინდ ოპოზიციის მომხრეს,თუ გინდ ხელისუფლების,წავიყვან და არა მარტო ჩემ ყანებს დავათვალიერებინებ,არამედ ბევრი სხვისასაც რომლებიც ამ სიმინდს თესავენ.მოკლედ თესლი ძალიან კარგია,მაგრამ ხელის განძრევა უნდა.

ხელის განძრევაც დასჭირდება და მიწაზეც იქნება დამოკიდებული. ზოგან კარგად მოვა, ზოგან - არა. ამიტომ ან ნიადაგის სინჯის ანალიზი უნდა ჩატარდეს წინასწარ ან მეორე ვარიანტია ჯერ მცირე ფართობზე დათესო და დააკვირდე როგორი მოსავლიანობა იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთი რამე მაინტერესებს,დავუშვათ ეს თესლი არ ვარგა და უამრავ ადამიანმა მოსავალი ამ მიზეზის გამო ვერ მიიღო,მომავალ წელს რა აიძულებს მათ იგივე გააკეთოს და ხელისუფლებას რა აქედან.ეხლა შეთქმულების თეორიებს თუ გავყვებით კი ბატონო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

კორპორაცია დაინტერესებულია გაყიდეს თავისი პროდუქტი,

იმის ნაცვლად რომ გვქონდეს რეპროდუქციის უნარი თესლი გვექნება ისეთი რომ მუდმივად სხვაზე იყო დამოკიდებული,

 

მაშინ როდესაც სწორი მიდგომის შემთხვევაში თავად შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი,

ესაა დამოუკიდებელი სასურსათო პოლიტიკა, მარტო გლეხობა ვერაფერს გაწვდება,

 

ამერიკელ ფერმერებს რომლებსაც მილიონობით დოლარი აქვთ და 100 ლობით ჰექტარი მიწა, დაზღვევა, ტექნიკა, იაფი კრედიტი, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, გადიან უფასო ტრენინგებს და ათასი კიდევ სხვა რამ, შეღავათი, ჩვენს საცოდავ გლეხს არანაირი შესაძლებლობა არა აქვს კონკურენცია გაუწიოს მას,

ელემენტარულად იმ ახალ ჯიშებს ფერმერები კი არ ქმიან არამედ ინსტიტუები რომელიც სახელმწიფოს ან სახელმწიფოსთან დააახლოვებული ფონდების საშუალებით ფინანსდება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის შეფასებით, საქართველოში ჰიბრიდიული ჯიშის სიმინდის იმპორტი წარმატებით განხორციელდა და პროგრამა 2012 წელსაც გაგრძელდება.

 

ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის იმპორტის საკითხზე დღეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც დებატები ჰიბრიდული სიმინდის ილუსტრაციებით მიმდინარეობდა. სხდომაზე მმართველმა გუნდმა წარმატებული ფერმერების მიერ მოწეული სიმინდი წარადგინა, ხოლო ოპოზიციამ - წარუმატებელი ფერმერების. ამასთან, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ ჰიბრიდიული სიმინდისგან მომზადებული ჭადის დემონსტრირება და დაგემოვნებაც მოასწრო.

 

სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ოპოზიცია და ხელისუფლება დაუპირისპირდა. სხდომაზე მწვავე პოლემიკა აკაკი ბობოხიძესა და გიორგი ახვლედიანს შორის გაიმართა. ბობოხიძემ ოპოზიცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ “ისინი ნებისმიერი პროექტის მიმართ, ბოროტად არიან განწყობილნი”.

 

ბაკურ კვეზერელი ოპოზიციას ბრალს სიცრუეში სდებს. მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ეს პროგრამა წარმატებით წარიმართა, ამის დასტური კი უხვი მოსავალია.

 

კვეზერელის ინფორმაციით, ქვეყანამ საპროგნოზო მაჩვენებლზე მეტი სიმინდი აიღო. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ 464 000 ტონა სიმინდი მოიწია, საიდანაც 100 000 ტონა ექსპორტზე გავა.

 

მინისტრის განცხადებითვე, სიმინდის იმპორტისთვის 4 მლნ დოლარი ჩაიდო, ქვეყანა მოგების სახით 40 მლნ დოლარს ელოდება, ხოლო გლეხების მოგება 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. “ეს თანხა პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს”, - დასძინა მინისტრმა.

 

კვეზერელის ინფორმაციით, საქართველოდან სიმინდის ექსპორტი უკვე დაიწყო და მისი გატანა აზერბაიჯანში მოხდა.

 

“ოპოზიციის შეფასება, რომ თითქოს, სიმინდი ნიადაგის შესწავლის გარეშე დავთესეთ, ტყუილია. ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის გამოცდა საქართველოში 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხი ჯიშის თესლი იყო, რომელიც რეგიონებში აგროკლიმატის მიხედვით გადანაწილდა. გლეხებს სიმინდის თესლის შესახებ კონსულტაციები უტარდებოდათ. პროგრამის განმავლობაში, კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით გლეხებს ათამდე სმს შეტყობინება მისდიოდათ. პროგრამასთან დაკავშირებით, სამინისტროში 100 ათასამდე ზარი განხორციელდა”, - განაცხადა მინისტრმა.

 

კვეზერელი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი ადამიანის საკვებად უვარგისია. მინისტრის თქმით, ჰიბრიდული თესლის სიმინდისგან ჭადიც ცხვება და ღომიც კეთდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინისტრი აცხადებს, რომ ამ პროგრამის განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელდება და საშუალო მოსავალი, ჰექტარზე 6,5 ტონა იქნება.

 

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის მიზანია, 2014 წლამდე 100 000-ტონიანი ექსპორტი 1 მილიონ ტონამდე გაზარდოს. ამასთან, მომავალ წელს, საქართველოში სოიოს იმპორტიც მოხდება, რადგან ამ მარცვლეულზე, მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

 

“ჩვენ გვაქვს ამბიციური გამოწვევა და მას მივიღებთ. მსოფლიოში საქართველო მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება. ყველა ის შემთხვევა გადავამოწმე, რაზეც ოპოზიციაზე დაყრდნობით ტელესიუჟეტები მომზადდა. დაადგინა, რომ ოპოზიცია იმ სიმინდის ყანებს უჩვენებდა, სადაც ამერიკული ჰიბრიდული სიმინდი არ იყო დათესილი. ოპოზიციის მიერ ილუსტრირებულ სიმინდის ყანებში საბჭოური ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი იყო დათესილი”, - დასძინა მინისტრმა და განაცხადა, რომ იმ ფერმერებმა, რომლებმაც მოსავალი უკვე მოიწიეს, სიმინდის თესლზე გაზრდილი მოთხოვნა დააფიქსირეს.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, საშემოდგომო სესიაზე აღნიშნულ საკითხზე მწვავე კამათი არაერთხელ გაიმართა. ოპოზიციის არგუმენტების საპასუხოდ, მმართველმა გუნდმა პარლამენტში მინისტრი დაიბარა. აღსანიშნავია, რომ პროგრამას კვეზერელის მსგავსად, წარმატებულად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც აფასებენ. ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით, ქვეყანაში აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და მიზნად საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ როდესაც სწორი მიდგომის შემთხვევაში თავად შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი,

ესაა დამოუკიდებელი სასურსათო პოლიტიკა, მარტო გლეხობა ვერაფერს გაწვდება,

 

ეს უფრო პოლიტიკურ საკითხია, ვიდრე ეკონომიკური.

მერე ხორბლის ჯიშებს შემოიტანენ და ასე შემდეგ. ბოლოს რას იზამენ ის არის საინტერესო.

ვენახის აჩეხვაზე რომ პრემიებს ურიგებდნენ გლეხებს, დაახლოებით ის პოლიტიკაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ბატონო ძუკუ, ახლობელი მყავს განათლებით ბიოლოგი და გერმანული ენის უბადლო მცოდნე, სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციებშია 93 წლიდან,

სოფლის მეურნეობის განხრით მუშაობს და ჭიპი აქვს ამ საქმეში მოჭრილი,

მის გრანტებს აფინანსებდნენ გერმანელები და ჰოლანდიელები,

არაა მართლმადიდებელი არც პრორუსი,

გერმანოფილია,

სწორად მისგან ვიცი რა საქმით არიან დაკავებულნი ამერიკულ აგრარული ტრანკორპორაციები, რა მიზნები აქვთ,

ძირითადი მათი ამოცანაა რომ მონოპოლია მოიპოვონ სოფლის სამერნეო პროდუქტების წარმოებაზე და დამოკიდებულნი გახადონ სხვა ქვეყნები,

საპირისპიროდ გერმანული და ჰოლანდიური კომპანიებისგან (რომლებთანაც მას ქონია ურთიერთობა და რომელსაც ის წარმოადგენს) მიზანი ამ კომპანიების ისაა რომ ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა თავად გამოკვებონ საკუთარი თავი, არ იყოს შიმშილი და არ ჰყავდათ ეკო. ემიგრანტები,

მიდიან გლეხებთან და უხსნიან რა უნდა დარგონ, დათესონ, როგორ უნდა მოუარონ და ეს ყველაფერი უსასყიდლოდ და ისეთი განხრით, რომ გლეხი იყოს დამოუკიდებელი და არც თესლი არც ნერგი არ იყიდოს სხვისგან

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესენგეს სხვადასხვა ქვყნებშია ნამყოფი ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის

და მისი დაკვირვებით,

მიუხედავად იმისა რომ ქართველი გლეხი სხვებთან შედარებით საკმაოდ ადვილად ითვისებს რასაც ეუბნებიან და ურჩევენ :givi:

მაგრამ არის ჯიუტი და ეჭვიანი და ძირითადად აიგნორებს კონსულტანტების რჩევებს და ითხოვს ერთ რამეს, შენ ფული მაიტა და მე ვიცი რასაც გავაკეთებ :givi:

ამის გამო საქ. ეს პროგრამები ვერ განხორციელდა წარმატებულად :007:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ისაა რომ არავის უკვირს ვთქვათ ჩვენი დამოკიდებულება სხვის მოწოდებულ გაზზე, ბენზინზე, მობილურ ტელეფონებზე ან ავტომობილებზე. ე.ი. ამაზე შეიძლება იყო დამოკიდებული და სიმინდზე არა? ეს რა ლოგიკაა არ მესმის. წიაღისეულის არ მქონე და ტექნოლოგიურად დაბალ განვითარებული ქვეყნები ყოველთვის იქნებიან დამოკიდებული მაღალ განვითარებულზე და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის.

შენ არ დათესავ იმ ჰიბრიდულ სიმინდს, თურქეთში დათესავენ, შემოიტანენ და იაფად გაყიდიან. დაგრჩება ის შენი ეროვნული სიმინდი სასიმინდეში.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ყველაფერი ძალიან მარტივია, საქ. შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა, რაც (ეკ. სუფთა პროდუქტი) საკმაოდ ძვირი ღირს ევროპაში და ამერიკაშიც,

ევროპელები ასეთ პროდუქტს იყიდიან,

ისევე როგორც ადამიანმა, ასევე ქვეყანამ უნდა იპოვოს თავისი განვითარების სეგმენტი და მისდიოს, შეეეცადოს რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყოს სხვებზე,

რაც სრულიადაც არ ნიშნავს აუტიზმს ადამიანის შემთხვევაში და თვითიზოლაცის ქვეყნის შემთხვევაში,

ნორმალური ადამიანი თევზის ჭერას სწავლობს, ხოლო არანორმალური სულ იმის ძიებაშია ეგებ ვიღაცას რაღაც გამოსაძალოს ყველანაირი ფორმით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნორმალური ადამიანი თევზის ჭერას სწავლობს, ხოლო არანორმალური სულ იმის ძიებაშია ეგებ ვიღაცას რაღაც გამოსაძალოს ყველანაირი ფორმით

საკამათოა მარა მეზარება ეხლა ამაზე წერა, მეძინება უკვე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...