Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის მიერ განადგურებული ქართველი გენიალური ადამაიანები


Recommended Posts

 

 

 

 

http://b.pix.ge/t/danol.jpg

 

 

 

 

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

 

 

ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვა-გლეჯის და განადგურება-გაპარტახების ტრაგიკულ ისტორიით, აგრეთვე, საქართველოს დანაწევრებას ავტონომიურ ერთეულებად და ყოველგვარი ეროვნულობის მოსპობით შეძრწუნებულმა კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის თებერვალ-მარტში საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ წითელი რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათალიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული - ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.

 

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

 

 

,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

 

 

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

 

 

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

 

ამიტომ ვითხოვ:

 

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.

 

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

 

 

1922 წ.

 

 

 

 

წყარო: ეპისკოპოს ამბროსის მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას,

 

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია" - "სილუეტი" -

თბილისი 1994 წ. გვ 40-43

 

ნაწყვეტი 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

 

მოსამართლე ბარათაშვილი - რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი - გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა - თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი - ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი - რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი - ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი - რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი - მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი - წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე - მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი - არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

სასამართლოს წევრი რთველაძე - სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი - მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა - დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი - ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა - რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი - იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა - რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი - ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა - დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი - მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი - თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც"

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

 

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

 

 

 

პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992).

 

 

 

ბიოგრაფია

 

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;

მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

 

 

სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990)

 

 

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

 

 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

 

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

 

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

 

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც წერია: „...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო“

(ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978.)

 

დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

 

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

 

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

 

 

სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)

 

 

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.

 

სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.

 

ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება

 

ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

 

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

 

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

 

სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსაზურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".[3]

 

1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.[4]

 

სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.

 

 

 

ოპოზიციის გაძლიერება

 

გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".

 

გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.

 

სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს. უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.[5]ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება[6] საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად.

 

 

გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი "მოლოდიოჟ გრუზიი" იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ. გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.[7]

 

მთავრობის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება შინ და საზღვარგარეთაც. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომლესაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ". ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას. საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.

 

პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამხედრო გადატრიალება (1991-1992)

 

 

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფოებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.[8] მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.

 

6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.

 

მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები (თუმცა დაუზუსტებელი), რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. 1992 წლის 15 დეკემბერს რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰქონდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად. მათ ჩაურევლად, გაზეთის მტკიცებით, "გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა". გაზეთი ასევე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას ასევე დაეხმარა სპეც. ნაწილი 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში.

 

მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც fait accompli, რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც "დე ფაქტო" პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).

 

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებები ზოგიერთ ამ მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.

 

სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.

 

 

დევნილობა (1992-93)

 

 

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). ზუგდიდში მან "დევნილი მთავრობა" აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა "მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ" და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მან ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება, რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართჳელოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ. სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე წინააღმდეგობას ტოვებდნენ.

 

თუმცა გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ ერთბაშად ერთგვარი "quid pro quo" სვლა გააკეთა და შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო, რუსეთმა კი სწრად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად. 20 ოქტომბერს, დაახლოებით 2 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა ქართული რკინიგზის დასაცავად და მწირად აღჭურვილ ქართულ ჯარებს ლოჯისტიკური და იარაღით დახმარება გაუწია. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა და ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა.

 

დაღუპვა

 

 

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.

 

 

თვითმკვლელობის ვერსია

 

მოგვიანებით , გამსახურდიას ქვრივმა ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა 31 დეკემბერს, როდესაც ის და მისი კოლეგების ჯგუფი ერთ-ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს მხედრიონელთაგან. რუსული მედიის განცხადებით მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სტეჩკინის პისტოლეტით. მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა მათი თქმით თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი: „ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი.“

 

 

სიკვდილი ბრძოლაში

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედო ხელმძღვანელთან, ლოთი ქობალიასთან, შელაპარაკების გამო.

 

გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა აცხადებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს.

 

გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.[10][11] პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: „ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“

 

 

რეაბილიტაცია

 

 

2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის. შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

საქართველოში ეროვნული დაპირისპირების აღმოფხვრისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა 1991-1993 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციისა და სხვა დაკავშირებული აქტები. მათ შორის 2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.

 

პროცესუალურმა საგამომძიებლო ჯგუფმა დიდი მუშაობა ჩაატარა და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დანაშაულის არარსებობის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

 

 

 

ლავრენტი ბერია

 

 

(დ. 17 მარტი/29 მარტი, 1899, მერხეული, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი, რომელიც 1946 წელს გამოეყო სოხუმის მუნიციპალიტეტს დღევანდელ საზღვრებში ― გ. 23 დეკემბერი, 1953, მოსკოვი, სხვა მონაცემებით 26 ივნისი, 1953) – სსრკ სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1945 წლიდან), სოციალისტური შრომის გმირი (1943 წლიდან).

 

 

После смерти Сталина, в июне 1953 года Л. П. Берия арестован по обвинению в шпионаже и заговоре с целью захвата власти. Расстрелян по приговору Специального судебного присутствия Верховного суда СССР в декабре 1953 года.

 

Детство и юность

 

 

Лаврентий Берия родился 17 (29) марта 1899 года в селении Мерхеули Сухумского округа Кутаисского генерал-губернаторства в бедной крестьянской семье[3]. Его мать — Марта Джакели (1868—1955), мегрелка[4][5], по свидетельству Серго Берия и односельчан, состояла в каком-то отдалённом родстве с княжеским родом Дадиани[4][6]. По матери же, его троюродным братом был Павал Рафалович Бермонд Авалов (князь Авалишвили).[источник не указан 136 дней] После смерти первого мужа Марта осталась с сыном и двумя дочерьми на руках[7]. По некоторым сведениям, младший из детей мог быть ребёнком местного дворянина Лакербая, где Марта после смерти мужа работала в служанках[4]. Позднее, по причине крайней бедности, детей от первого брака Марты взял на воспитание её брат, Дмитрий[4][7].

 

Отец Лаврентия, Павел Хухаевич Берия (1872—1922), переехал в Мерхеули из Мегрелии, где участвовал в каком-то восстании[7]. В семье у Марты и Павла родилось трое детей, но один из сыновей умер в 2-летнем возрасте от оспы, а дочь после болезни осталась глухонемой. Заметив у Лаврентия хорошие способности, родители постарались дать ему хорошее образование — в Сухумском высшем начальном училище. Чтобы оплатить учёбу и проживание, родителям пришлось продать полдома[7][4].

 

В 1915 году Берия, с отличием окончив училище[3], уехал в Баку и поступил в Бакинское среднее механико-техническое строительное училище. С 17 лет он содержал мать и сестру, которые переехали к нему.

 

С 1915 года состоял в нелегальном марксистском кружке. В марте 1917 года Берия стал членом РСДРП (б). В июне — декабре 1917 года в качестве техника гидротехнического отряда выезжал на Румынский фронт, был комиссован по болезни и вернулся в Баку, где с февраля 1918 года работал в городской организации большевиков и секретариате Бакинского Совета рабочих депутатов. После поражения Бакинской коммуны и взятия Баку турецко-азербайджанскими войсками (сентябрь 1918 года) остался в городе и участвовал в работе подпольной большевистской организации вплоть до установления Советской власти в Азербайджане (апрель 1920 года). Работая практикантом главной конторы нефтяной компании Нобелей, одновременно продолжал учёбу в училище. В 1919 году окончил его, получив диплом техника строителя-архитектора.

 

Осенью 1919 года по заданию руководителя бакинского большевистского подполья А. Микояна стал агентом Организации по борьбе с контрреволюцией (контрразведки) при Комитете государственной обороны Азербайджанской Демократической Республики[8]. В этот период у него установились тесные отношения с Зинаидой Кремса (фон Кремс (Крепс)), имевшей связи с немецкой военной разведкой. В своей автобиографии, датированной 22 октября 1923 года, Берия писал: В первое время турецкой оккупации я работал в Белом городе на заводе «Каспийское товарищество» в качестве конторщика. Осенью того же 1919 года от партии «Гуммет» поступаю на службу в контрразведку, где работаю вместе с товарищем Муссеви. Приблизительно в марте 1920 года, после убийства товарища Муссеви, я оставляю работу в контрразведке и непродолжительное время работаю в Бакинской таможне[9].

 

 

Своей работы в контрразведке АДР Берия не скрывал — так, в письме к Г. К. Орджоникидзе в 1933 году он писал, что «в мусаватскую разведку… был послан партией и что вопрос этот разбирался в ЦК Азербайджанской КП(б) в 1920 году», что ЦК АКП(б) «совершенно реабилитировал» его, так как «факт работы в контрразведке с ведома партии был подтверждён заявлениями тт. Мирза Давуд Гусейнова, Касум Измайлова и др.».

 

В апреле 1920 года, после установления в Азербайджане советской власти, был направлен на нелегальную работу в Грузинскую Демократическую Республику в качестве уполномоченного Кавказского крайкома РКП(б) и регистрационного отдела Кавказского фронта при Реввоенсовете 11-й армии. Почти сразу же был арестован в Тифлисе и освобождён с предписанием в трёхдневный срок покинуть Грузию. В своей автобиографии Берия писал: С первых же дней после Апрельского переворота в Азербайджане краевым комитетом компартии (большевиков) от регистрода Кавказского фронта при РВС 11-й армии командируюсь в Грузию для подпольной зарубежной работы в качестве уполномоченного. В Тифлисе связываюсь с краевым комитетом в лице тов. Амаяка Назаретяна, раскидываю сеть резидентов в Грузии и Армении, устанавливаю связь со штабами грузинской армии и гвардии, регулярно посылаю курьеров в регистрод города Баку. В Тифлисе меня арестовывают вместе с Центральным Комитетом Грузии, но согласно переговорам Г. Стуруа с Ноем Жордания освобождают всех с предложением в 3-дневный срок покинуть Грузию. Однако мне удаётся остаться, поступив под псевдонимом Лакербая на службу в представительство РСФСР к товарищу Кирову, к тому времени приехавшему в город Тифлис[9].

 

 

Позднее, участвуя в подготовке вооружённого восстания против грузинского меньшевистского правительства, был разоблачён местной контрразведкой, арестован и заключён в Кутаисскую тюрьму[10], затем выслан в Азербайджан[11]. Об этом он пишет: В мае 1920 года я выезжаю в Баку в регистрод за получением директив в связи с заключением мирного договора с Грузией, но на обратном пути в Тифлис меня арестовывают по телеграмме Ноя Рамишвили и доставляют в Тифлис, откуда, несмотря на хлопоты товарища Кирова, направляют в Кутаисскую тюрьму. Июнь и июль месяцы 1920 года я нахожусь в заключении, только после четырёх с половиной дней голодовки, объявленной политзаключёнными, меня этапным порядком высылают в Азербайджан[9].

 

 

В органах госбезопасности Азербайджана и Грузии

 

 

Возвратившись в Баку, Берия поступил на учёбу в Бакинский политехнический институт. В августе 1920 года он стал управляющим делами ЦК КП(б) Азербайджана, а в октябре того же года — ответственным секретарём Чрезвычайной комиссии по экспроприации буржуазии и улучшению быта рабочих, проработав в этой должности до февраля 1921 года[11]. В апреле 1921 года его назначили заместителем начальника Секретно-оперативного отделения ЧК при Совете Народных Комиссаров (СНК) Азербайджанской ССР, а в мае он занял должности начальника секретно-оперативной части и заместителя председателя Азербайджанской ЧК[11].

 

В 1921 году Берия подвергался резкой критике со стороны партийного и чекистского руководства Азербайджана за превышение полномочий и фальсификацию уголовных дел, однако серьёзного наказания избежал[12].

 

В 1922 году участвовал в разгроме мусульманской организации «Иттихад» и ликвидации закавказской организации правых эсеров[8].

 

В ноябре 1922 года Берию переводят в Тифлис, где его назначают начальником Секретно-оперативной части и заместителем председателя ЧК при СНК Грузинской ССР, позднее преобразованной в Грузинское ГПУ (Государственное политическое управление).

 

В июле 1923 года награждён Центральным Исполнительным Комитетом Грузии орденом Боевого Красного Знамени республики. В 1924 году участвовал в подавлении меньшевистского восстания, был удостоен Ордена Красного Знамени СССР[8].

 

2 декабря 1926 года Лаврентий Берия стал председателем ГПУ при СНК Грузинской ССР, заместителем полномочного представителя ОГПУ при СНК СССР в ЗСФСР и заместителем председателя ГПУ при СНК ЗСФСР[11]. Одновременно с декабря 1926 года по 17 апреля 1931 года являлся начальником Секретно-оперативного управления Полномочного представительства ОГПУ при СНК СССР в ЗСФСР и ГПУ при СНК ЗСФСР[11].

 

Одновременно с апреля 1927 года по декабрь 1930 года — нарком внутренних дел Грузинской ССР[3]. К этому периоду, видимо, относится его первая встреча со Сталиным[8].

 

6 июня 1930 года постановлением пленума ЦК КП(б) Грузинской ССР Лаврентий Берия был назначен членом Президиума (впоследствии Бюро) ЦК КП(б) Грузии[11]. 17 апреля 1931 года занял должности председателя ГПУ при СНК ЗСФСР, полномочного представителя ОГПУ при СНК СССР в ЗСФСР и начальника Особого отдела ОГПУ Кавказской Краснознамённой армии[11]. Одновременно с 18 августа по 3 декабря — член коллегии ОГПУ СССР[3].

 

На партийной работе в Закавказье

 

31 октября 1931 года Политбюро ЦК ВКП(б) рекомендовало Л. П. Берию на пост второго секретаря Закавказского крайкома, 14 ноября он стал первым секретарём ЦК КП(б) Грузии, а 17 октября 1932 — первым секретарём Закавказского крайкома при сохранении должности первого секретаря ЦК КП(б) Грузии[3], был избран членом ЦК КП(б) Армении и Азербайджана[8]. Закавказский крайком возглавлял до 1936 года, когда ЗСФСР была разделена на три самостоятельные республики.

 

10 марта 1933 года Секретариат ЦК ВКП(б) включил Берию в список рассылки материалов, направляемых членам ЦК, — протоколов заседаний Политбюро, Оргбюро, Секретариата ЦК. В 1934 году на XVII съезде ВКП(б) был избран членом ЦК[8].

 

20 марта 1934 года был включён Политбюро ЦК ВКП(б) в комиссию под председательством Л. М. Кагановича, созданную для разработки проекта Положения об НКВД СССР и Особом совещании НКВД СССР[13]

 

В декабре 1934 года присутствовал на приёме у Сталина в честь его 55-летия. В начале марта 1935 года был избран членом ЦИК СССР и его президиума. 17 марта 1935 года был награждён орденом Ленина[8]. В мае 1937 года по совместительству возглавил Тбилисский горком КП(б) Грузии (находился в этой должности по 31 августа 1938 года)[11].

 

В период руководства Л. П. Берии народное хозяйство региона быстро развивалось. Берия внёс большой вклад в развитие нефтяной промышленности Закавказья, при нём было введено в строй много крупных промышленных объектов (Земо-Авчальская ГЭС и др.)[8]. Грузия была преобразована во всесоюзную курортную зону. К 1940 году объём промышленного производства в Грузии вырос по сравнению с 1913 годом в 10 раз, сельскохозяйственного — в 2,5 раза при принципиальном изменении структуры сельского хозяйства в сторону высокодоходных культур субтропической зоны[13]. На сельскохозяйственную продукцию, производимую в субтропиках (виноград, чай, мандарины и пр.), были установлены высокие закупочные цены, грузинское крестьянство было наиболее зажиточным в стране.

 

В 1935 году выпустил под своим именем книгу «К вопросу об истории большевистских организаций в Закавказье», которая была объявлена важнейшим трудом по истории партии (настоящий автор — Эрик Бедиа — был репрессирован)[источник не указан 37 дней].

 

В сентябре 1937 года вместе с направленными из Москвы Г. М. Маленковым и А. И. Микояном провёл «чистку» партийной организации Армении. «Большая чистка» прошла и в Грузии, где были репрессированы многие партийные и государственные работники[8]. Здесь был «раскрыт» т. н. заговор среди партийного руководства Грузии, Азербайджана, Армении, участники которого якобы планировали выход Закавказья из состава СССР и переход под протекторат Великобритании

 

 

В НКВД СССР

 

 

С 17 января 1938 года Берия — член Президиума Верховного совета СССР[3]. 22 августа того же года он был назначен первым заместителем народного комиссара внутренних дел СССР Н. И. Ежова, а 8 сентября — начальником I-го управления НКВД СССР[11]. 11 сентября Л. П. Берии было присвоено звание комиссара государственной безопасности 1 ранга[3], а 29 сентября он занял должность начальника Главного управления государственной безопасности НКВД СССР[11]. 25 ноября 1938 года был назначен наркомом внутренних дел СССР[3].

 

С приходом Л. П. Берии на пост главы НКВД масштабы репрессий сократились[15]. За 1939 год по обвинению в контрреволюционных преступлениях были осуждены к высшей мере наказания 2,6 тыс. человек, за 1940 год — 1,6 тыс.[15]. В 1939—1940 годах были освобождены из мест лишения свободы и реабилитированы, по одним данным 837 тыс. человек[15], а по другим данным — 223,8 тыс. заключенных лагерей, и 103,8 тыс. ссыльных.[16]

 

В сборниках «Польское подполье на территории Западной Украины и Западной Белоруссии 1939—1941 гг.» и «Депортации польских граждан из Западной Украины и Западной Белоруссии в 1940 году» утверждается, что депортации на Западной Украине и в Западной Белоруссии были направлены преимущественно против враждебной к советской власти и националистически настроенной части польского населения[17][18].

 

С 22 марта 1939 года — кандидат в члены Политбюро ЦК ВКП (б)[3].

 

30 января 1941 года Л. П. Берии было присвоено звание Генеральный комиссар государственной безопасности.

 

3 февраля 1941 года был назначен заместителем председателя Совета Народных Комиссаров СССР[3]. Как заместитель председателя СНК курировал работу НКВД, НКГБ, наркоматов лесной и нефтяной промышленности, цветных металлов, речного флота.

 

 

Великая Отечественная война

 

 

В годы Великой Отечественной войны, с 30 июня 1941 года, Л. П. Берия являлся членом Государственного Комитета Обороны (ГКО)[19]. В руках ГКО была сосредоточена вся полнота власти в стране.[19]. Постановлением ГКО от 4 февраля 1942 года о распределении обязанностей между членами ГКО на Л. П. Берию были возложены обязанности по контролю за выполнением решений ГКО по производству самолётов, моторов, вооружения и миномётов, а также по контролю за выполнением решений ГКО по работе ВВС Красной Армии (формирование авиаполков, своевременная их переброска на фронт и т. п.)[20]. Постановлением ГКО от 8 декабря 1942 Л. П. Берия был назначен членом важнейшего подразделения ГКО — Оперативного бюро ГКО[21]. Этим же постановлением на Л. П. Берию были дополнительно возложены обязанности по контролю и наблюдению за работой Наркомата угольной промышленности и Наркомата путей сообщения[21]. В мае 1944 года Берия был назначен заместителем председателя ГКО[3] и председателем Оперативного бюро. В задачи Оперативного бюро входили, в частности, контроль и наблюдение за работой всех наркоматов оборонной промышленности, железнодорожного и водного транспорта, чёрной и цветной металлургии, угольной, нефтяной, химической, резиновой, бумажно-целлюлозной, электротехнической промышленности, электростанций[22].

 

Берия также занимал должность постоянного советника Ставки Главного Командования Вооружённых сил СССР.[23][24]

 

В годы войны выполнял ответственные поручения руководства страны и правящей партии, как связанные с управлением народным хозяйством, так и на фронте. Курировал производство самолётов и ракетной техники.[25]

 

Указом Президиума Верховного Совета СССР от 30 сентября 1943 года Л. П. Берии «за особые заслуги в области усиления производства вооружения и боеприпасов в трудных условиях военного времени» присвоено звание Героя Социалистического Труда.

 

В годы войны Л. П. Берия был награждён орденом Красного Знамени (Монголия) (15 июля 1942), орденом Республики (Тува) (18 августа 1943), медалью «Серп и Молот» (30 сентября 1943), двумя орденами Ленина (30 сентября 1943, 21 февраля 1945), орденом Красного Знамени (3 ноября 1944)

 

Начало работ по ядерному проекту

 

 

11 февраля 1943 года И. В. Сталин подписал решение Государственного Комитета Обороны о программе работ для создания атомной бомбы под руководством В. М. Молотова. Но уже в постановлении ГКО СССР о лаборатории И. В. Курчатова, принятом 3 декабря 1944 года, именно Л. П. Берии поручалось «наблюдение за развитием работ по урану», то есть примерно через год и десять месяцев после их предполагаемого начала, которое было затруднено в условиях войны.

 

 

Депортация народов

 

 

В период Великой Отечественной войны были осуществлены депортации народов с мест их компактного проживания. Были депортированы также представители народов, страны которых входили в гитлеровскую коалицию (венгры, болгары, многие финны). Официальной причиной депортации были массовое дезертирство, коллаборационизм и активная антисоветская вооружённая борьба значительной части этих народов в годы Великой Отечественной войны.

 

29 января 1944 года Лаврентий Берия утвердил «Инструкцию о порядке проведения выселения чеченцев и ингушей», а 21 февраля он издал приказ по НКВД о депортации чеченцев и ингушей[26]. 20 февраля вместе с И. А. Серовым, Б. З. Кобуловым и С. С. Мамуловым, Берия прибыл в Грозный и лично руководил операцией, в которой были задействованы до 19 тыс. оперативных работников НКВД, НКГБ и «СМЕРШ», а также около 100 тыс. офицеров и бойцов войск НКВД, стянутых со всей страны для участия в «учениях в горной местности»[27]. 22 февраля он встретился с руководством республики и высшими духовными лидерами, предупредил их об операции и предложил провести необходимую работу среди населения[27], а уже утром следующего дня началась операция по выселению. 24 февраля Берия доложил Сталину: «Выселение проходит нормально… Из намеченных к изъятию в связи с операцией лиц арестовано 842 человека»[28]. В тот же день Берия предложил Сталину выселить балкарцев, а 26 февраля он издал приказ по НКВД «О мероприятиях по выселению из КБ АССР балкарского населения»[27]. За день до этого Берия, Серов и Кобулов провели встречу с секретарём Кабардино-Балкарского обкома партии Зубером Кумеховым, в ходе которой было намечено в начале марта посетить Приэльбрусье[28]. 2 марта Берия в сопровождении Кобулова и Мамулова съездил в Приэльбрусье, сообщив Кумехову о намерении выселить балкарцев, а их земли передать Грузии, чтобы та могла иметь оборонительный рубеж на северных склонах Большого Кавказа[27]. 5 марта вышло Постановление ГКО о выселении из КБ АССР, а 8-9 марта началась операция. 11 марта Берия доложил Сталину, что «балкарцев выселено 37 103 человека»[28], а 14 марта отчитался перед Политбюро ЦК ВКП(б)[27].

 

Другой крупной акцией стала депортация турок-месхетинцев, а также проживавших в приграничных с Турции районах курдов и хемшинов. 24 июля Берия с письмом (№ 7896) обратился к И.Сталину. Он писал: На протяжении ряда лет значительная часть этого населения, связанная с жителями приграничных районов Турции родственными связями, отношениями, проявляет эмиграционные настроения, занимается контрабандой и служит для турецких разведывательных органов источником вербовки шпионских элементов и насаждения бандитских групп[29].

 

 

Он отметил, что «НКВД СССР считает целесообразным переселить из Ахалцихского, Ахалкалакского, Адигенского, Аспиндзского, Богдановского районов, некоторых сельсоветов Аджарской АССР — 16 700 хозяйств турок, курдов, хемшинов». 31 июля Государственный Комитет Обороны принял постановление (№ 6279, «совершенно секретно») о выселении из Грузинской ССР в Казахскую, Киргизскую и Узбекскую ССР, как отмечалось в документах Отдела спецпоселений НКВД СССР, 45 516 турков-месхетинцев[30].

 

Освобождение районов от немецких оккупантов потребовало и новых акций по отношению к семьям немецких пособников, предателей и изменников Родине, добровольно ушедших с немцами. 24 августа последовал приказ НКВД за подписью Берии «О выселении из городов Кавмингруппы курортов семей активных немецких пособников, предателей и изменников Родины, добровольно ушедших с немцами»[28]. 2 декабря Берия обратился к Сталину со следующим письмом:

 

«В связи с успешным выполнением операции по выселению из пограничных районов Грузинской ССР в районы Узбекской, Казахской и Киргизской ССР 91 095 чел.— турков, курдов, хемшинов, НКВД СССР просит наградить орденами и медалями Союза ССР наиболее отличившихся при проведении операции работников НКВД-НКГБ и военнослужащих войск НКВД»[31].

 

Послевоенные годы

 

 

Курирование ядерного проекта СССР

Подробнее см. также: Создание советской атомной бомбы

 

После испытания в пустыне под Аламогордо первого американского атомного устройства, работы в СССР по созданию своего собственного ядерного оружия были значительно ускорены.

 

Специальный комитет был создан на основании постановления ГКО от 20 августа 1945 года.[32] В него входили Л. П. Берия (председатель), Г. М. Маленков, Н. А. Вознесенский, Б. Л. Ванников, А. П. Завенягин, И. В. Курчатов, П. Л. Капица (затем отстранён из-за разногласий с Л. П. Берией, формально на почве личной неприязни[33][34]), В. А. Махнев, М. Г. Первухин. На Комитет было возложено «руководство всеми работами по использованию внутриатомной энергии урана». В дальнейшем был преобразован в Специальный комитет при Совете Министров СССР. Л. П. Берия, с одной стороны, организовывал и руководил получением всей необходимой разведывательной информации, с другой стороны — осуществлял общее руководство всем проектом. В марте 1953 года на Специальный комитет было возложено и руководство другими специальными работами оборонного значения. На основании решения Президиума ЦК КПСС от 26 июня 1953 года (в день ареста и смещения Л. П. Берии) Специальный комитет был ликвидирован, а его аппарат передан во вновь образованное Министерство среднего машиностроения СССР.

 

29 августа 1949 года атомная бомба успешно прошла испытание на Семипалатинском полигоне. 29 октября 1949 года Л. П. Берии была присуждена Сталинская премия I степени[3] «за организацию дела производства атомной энергии и успешное завершение испытания атомного оружия». Л. П. Берии также было присуждено звание Почётный гражданин СССР.

 

Испытание первой советской водородной бомбы, разработку которой курировал Г. М. Маленков, состоялось 12 августа 1953 года, уже вскоре после ареста Л. П. Берии.

 

 

Карьера

 

 

9 июля 1945, при замене специальных званий госбезопасности на воинские, Л. П. Берии присвоено звание Маршала Советского Союза.

 

6 сентября 1945 года было образовано Оперативное бюро СНК СССР, председателем которого был назначен Л. П. Берия. В задачи Оперативного бюро СНК входили вопросы работы промышленных предприятий и железнодорожного транспорта.

 

29 декабря 1945 года Л. П. Берия освобождён от должности главы НКВД[3].

 

С марта 1946 года Берия входит в состав «семёрки» членов Политбюро, включавшей И. В. Сталина и шесть приближённых к нему лиц[35]. На этот «ближний круг» замыкались важнейшие вопросы государственного управления, в том числе: внешняя политика, внешняя торговля, госбезопасность, вооружения, функционирование вооружённых сил[35]. 18 марта он становится членом Политбюро[3], а на следующий день назначается заместителем председателя Совета Министров СССР[3]. Как заместитель председателя Совета министров курировал работу МВД, МГБ и министерства государственного контроля.

 

В марте 1949 — июле 1951 года произошло резкое усиление позиций Л. П. Берии в руководстве страны, чему способствовало успешное испытание первой в СССР атомной бомбы, работы над созданием которой Л. П. Берия курировал[36].

 

После состоявшегося в октябре 1952 года XIX съезда КПСС Л. П. Берия был включён в Президиум ЦК КПСС,[3] заменивший прежнее Политбюро, в Бюро Президиума ЦК КПСС[3] и в созданную по предложению И. В. Сталина «руководящую пятёрку» Президиума.

 

Бывший следователь МГБ СССР Николай Месяцев, который проводил ревизию «дела врачей», утверждал, что Сталин подозревал Берию в покровительстве арестованному экс-министру госбезопасности Виктору Абакумову, которого обвиняли в фальсификации уголовных дел[37].

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Смерть Сталина. Борьба за власть

 

 

5 марта 1953 года состоялось Совместное заседание Пленума Центрального Комитета Коммунистической партии Советского Союза, Совета Министров Союза ССР, Президиума Верховного Совета СССР [38]. На этом заседании Л. П. Берия от имени Бюро Президиума ЦК КПСС предложил избрать на пост председателя советского правительства Г. М. Маленкова[38]. Это предложение было единогласно поддержано собранием[38]. В тот же день Л. П. Берия был назначен первым заместителем Председателя Совета Министров СССР и министром внутренних дел СССР[3][38]. Вновь образованное МВД объединило ранее существовавшие МВД и Министерство государственной безопасности.

 

9 марта 1953 года Л. П. Берия участвовал в похоронах И. В. Сталина, с трибуны Мавзолея произнёс речь на траурном митинге.

 

Л. П. Берия наряду с Н. С. Хрущёвым и Г. М. Маленковым стал одним из главных претендентов на лидерство в стране[39]. В борьбе за лидерство Л. П. Берия опирался на силовые ведомства[39]. В руководство МВД были выдвинуты ставленники Л. П. Берии[40]. Уже 19 марта были сменены руководители МВД во всех союзных республиках и в большинстве регионов РСФСР[40]. В свою очередь вновь назначенные руководители МВД производили замены кадров в среднем звене руководства[40].

 

Л. П. Берия на посту главы МВД одними из первых своих приказов создал комиссии и следственные группы по пересмотру дел, находящихся в производстве МВД[40]. Эти группы занимались в том числе делами арестованных «врачей-вредителей», арестованных по «делу авиаторов» и т. п.[40] В результате начатых по инициативе Л. П. Берии расследований, в апреле были освобождены многие осуждённые и подследственные по пересматриваемым делам[41]. 26 марта Лаврентий Берия направил в Президиум ЦК КПСС записку об амнистии[40]. В этой записке предлагалось освободить из мест лишения свободы осуждённых на срок до 5 лет, осуждённых за хозяйственные, должностные и отдельные воинские преступления независимо от срока заключения, женщин, имеющих детей в возрасте до 10 лет, беременных, несовершеннолетних, неизлечимо больных, пожилых[40]. Предлагалось также сократить вдвое срок заключения для осуждённых на срок свыше 5 лет[40]. 27 марта Президиум Верховного совета СССР издал указ «Об амнистии», согласно которому подлежали освобождению свыше трети заключённых в СССР[40]. Фактически были выпущены на свободу свыше 1 млн человек и прекращено производство около 400 тыс. уголовных дел[40]. 4 апреля Берия подписал приказ N 0068 за грифом совершенно секретно «О запрещении применения к арестованным каких-либо мер принуждения и физического воздействия», постановив:

Категорически запретить в органах МВД применение к арестованным каких-либо мер принуждения и физического воздействия; в производстве следствия строго соблюдать нормы уголовно-процессуального кодекса.

Ликвидировать в Лефортовской и внутренней тюрьмах организованные руководством (бывшего) МГБ СССР помещения для применения к арестованным физических мер воздействия, а все орудия, посредством которых осуществлялись пытки — уничтожить.

С настоящим приказом ознакомить весь оперативный состав органов МВД и предупредить, что впредь за нарушение советской законности будут привлекаться к строжайшей ответственности, вплоть до предания суду не только непосредственные виновники, но и их руководители.[42]

 

Сын Л. П. Берии, Серго Лаврентьевич, в 1994 году опубликовал книгу воспоминаний об отце. В частности, там Л. П. Берия описан как сторонник демократических реформ, прекращения насильственного построения социализма в ГДР.

 

Арест и приговор

 

 

Усиление Л. П. Берии, отсутствие у него союзников в высшем партийном руководстве привели к его падению. Членам Президиума ЦК по инициативе Н. С. Хрущёва было объявлено, что Л. П. Берия планирует провести государственный переворот и арестовать Президиум на премьере оперы «Декабристы». На июльском пленуме ЦК КПСС почти все члены ЦК выступили с заявлениями о вредительской деятельности Л.Берии. В конце июля 1953 года был издан секретный циркуляр 2-го Главного управления МВД СССР, которым было предписано повсеместное изъятие любых художественных изображений Л. П. Берии. 7 июля постановлением пленума ЦК КПСС Берия был освобождён от обязанностей члена Президиума ЦК КПСС и выведен из состава ЦК КПСС[11].

 

Л. П. Берия предстал, вместе с некоторыми своими бывшими сотрудниками из органов госбезопасности (В. Н. Меркуловым, Б. З. Кобуловым, С. А. Гоглидзе, П. Я. Мешиком, В. Г. Деканозовым и Л. Е. Влодзимирским), арестованными в течение того же года, перед Специальным судебным присутствием Верховного Суда СССР под председательством маршала И. С. Конева.

 

«Государственное научное издательство „Большая советская энциклопедия“ рекомендует изъять из 5 тома БСЭ 21, 22, 23 и 24 страницы, а также портрет, вклеенный между 22 и 23 страницами, взамен которых Вам высылаются страницы с новым текстом». Новая страница 21 содержала фотографии Берингова моря.

 

Он был обвинён в шпионаже в пользу Великобритании и других стран, стремлении к ликвидации Советского рабоче-крестьянского строя, реставрации капитализма и восстановлению господства буржуазии. Также Берию обвинили в моральном разложении, злоупотреблении властью, а также в фальсификации тысяч уголовных дел на своих сослуживцев в Грузии и Закавказье и организации незаконных репрессий (это Берия, согласно обвинению, совершал тоже действуя в корыстных и вражеских целях). Берии вменяется в вину, что он совратил около 200 женщин, но читаешь их показания о своих отношениях с наркомом, и видно, что некоторые откровенно использовали знакомство с ним с большой пользой для себя.[43]

А. Т. Уколов

 

 

23 декабря 1953 года дело Берии было рассмотрено Специальным судебным присутствием Верховного суда СССР под председательством маршала И. С. Конева. Все обвиняемые были приговорены к смертной казни и в тот же день расстреляны. Причём Л. П. Берию расстреляли за несколько часов до казни прочих осуждённых в бункере штаба Московского военного округа в присутствии генерального прокурора СССР Р. А. Руденко. По собственной инициативе первый выстрел сделал из личного оружия генерал-полковник (впоследствии Маршал Советского Союза) П. Ф. Батицкий[44][45][46]. Краткое сообщение о суде над Л. П. Берией и его сотрудниками было опубликовано в советской печати. Я уже показывал суду, в чём признаю себя виновным. Я долго скрывал свою службу в мусаватистской контрреволюционной разведке. Однако я заявляю, что, даже находясь на службе там, не совершил ничего вредного. Полностью признаю своё морально-бытовое разложение. Многочисленные связи с женщинами, о которых здесь говорилось, позорят меня как гражданина и бывшего члена партии.

… Признавая, что я ответственен за перегибы и извращения социалистической законности в 1937—1938 гг., прошу суд учесть, что корыстных и вражеских целей у меня при этом не было. Причина моих преступлений — обстановка того времени.

… Не считаю себя виновным в попытке дезорганизовать оборону Кавказа в период Великой Отечественной войны.

Прошу вас при вынесении мне приговора тщательно проанализировать мои действия, не рассматривать меня как контрреволюционера, а применить ко мне только те статьи Уголовного кодекса, которые я действительно заслужил.[47]

Из последнего слова Берии на суде

 

 

В 1952 году вышел пятый том Большой советской энциклопедии, в котором был помещён портрет Л. П. Берии и хвалебная статья о нём. В 1954 году редакция Большой советской энциклопедии разослала своим подписчикам (библиотекам) письмо, в котором настоятельно рекомендовалось «ножницами или бритвой» вырезать и портрет, и страницы, посвящённые Л. П. Берии, а вместо них вклеить другие (присланные в том же письме), содержащие другие статьи, начинающиеся на те же буквы. В результате ареста Берии был арестован и казнён один из его ближайших соратников, 1-й секретарь ЦК КП Азербайджанской ССР Мир Джафар Багиров. В печати и литературе времен «оттепели» произошла демонизация образа Берии, на него возлагали вину и за репрессии 1937-38 гг., и за репрессии послевоенного времени, к которым он не имел прямого отношения.

 

Семья

 

 

Жена — Нина (Нино) Теймуразовна Гегечкори (1905—1991) — в 1990 году в возрасте 86 лет дала интервью, где полностью оправдывает деятельность мужа[48]. Сын — Серго Лаврентьевич Берия — выступал за моральную (не претендуя на полную) реабилитацию отца.

 

Награды

 

 

Орден Боевого Красного Знамени Грузинской ССР (1923 г.)

Орден Красного Знамени (1924 г.)

Орден Трудового Красного Знамени Грузинской ССР (1931 г.)

Орден Трудового Красного Знамени Азербайджанской ССР (1932 г.)[11]

Орден Ленина (1935, 1943, 1945 и 1949 гг.)

Орден Красного Знамени (1942 и 1944 гг.)

Орден Республики (Танну-Тува) (1943 г.)

Герой Социалистического Труда (1943 г.)

Орден Сухэ-Батора (1949 г.)

Орден Трудового Красного Знамени Армянской ССР (1949 г.)[источник не указан 375 дней]

Орден Суворова I степени (1949 г.)

Сталинская премия I степени (1949 г. и 1951 г.)[

 

Объекты, носившие имя Л. П. Берии

 

 

В честь Берии назывались:

Бериевский район — ныне Новолакский район, Дагестана, в период с февраля по май 1944 г.

Берияаул — село Новолакское, Дагестан

Берияшен — Шаруккар, Азербайджан

Бериякенд — два села, Азербайджан

 

Кроме того, его именем назывались посёлки в Калмыкии и Магаданской области.

 

Именем Л. П. Берии ранее назывались нынешние Кооперативная улица в Харькове, проспект Победы в Озёрске, Апшеронская площадь во Владикавказе (Дзауджикау), Цимлянская улица в Хабаровске, улица Гагарина в Сарове.

 

ლავრენტი ბერიას მიმოწერა იოსებ სტალინთან

 

 

ლავრენტი ბერიას (1899-1953 წწ.) პიროვნება დღემდე მთლიანად ასოცირდება საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ ტრაგიკულ მოვლენებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნის 30-იან წლებში.

ლავრენტი ბერია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის დღემდე წარმოადგენს სახელმწიფო მოღვაწეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ მთელს საბჭოთა კავშირში უამრავი უდანაშაულო ადამიანი იქნა რეპრესირებული. ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის მეორე მხარე (საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილი სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის საგარეო და სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების რეფორმატორი და ხელმძღვანელი) საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.

 

ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის ასე ცალმხრივად (ე.ი. ტენდენციურად) წარმოჩენა პოლიტიკური დაკვეთის შედეგი იყო და იგი სრულიად გარკვეულ მიზანს ისახავდა. ასე რომ, საზოგადოების დამოკიდებულებას ლავრენტი

ბერიას პიროვნებისადმი, ცხადია გარკვეული საფუძველი აქვს და მას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ.

 

იოსებ სტალინის გარდაცვალების (1953 წ.) შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსული ნიკიტა ხრუშჩოვი (1953-1964 წწ.), ცხადია, გრძნობდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების ელიტა (ვიაჩესლავ მოლოტოვი, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი, კლიმენტ ვოროშილოვი,

გიორგი ჟუკოვი, ლავრენტი ბერია და სხვ.) მას განიხილავდა როგორც გარდამავალი პერიოდის პოლიტიკურ ლიდერს, რომლის მმართველობა მალე დასრულდებოდა.

 

მართალია, ნიკიტა ხრუშჩოვი ტიპიური მედროვე იყო, მაგრამ მან ისეთი თვისებები გამოამჟღავნა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, თვით იოსებ სტალინიც კი. ნიკიტა ხრუშჩოვმა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მხარდაჭერით ჯერ ყველაზე ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე _ ლავრენტი ბერია - ჩამოიშორა გზიდან, ხოლო შემდეგ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ თავისი მხარდამჭერებიც არ დაინდო და ხელისუფლებას ჩამოაცილა.

 

მართალია მედროვემ ერთმმართველობას მიაღწია, მაგრამ უზარმაზარი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირის მართვა მას არ შეეძლო. ნიკიტა ხრუშჩოვს ამისათვის აუცილებელი არც განათლება ჰქონდა და არც გამოცდილება. რაც

მთავარია, მას არ ჰქონდა ავტორიტეტი. იოსებ სტალინის სიცოცხლეში ნიკიტა ხრუშჩოვს სერიოზულ სახელმწიფო მოღვაწედ არავინ განიხილავდა. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების

თვალში ,,ჩვეულებრივი ვიდვიჟენცი“ არაფერს წარმოადგენდა, მას ჰაერივით ესაჭიროებოდა პოლიტიკური კაპიტალი.

 

მედროვის ალღომ ნიკიტა ხრუშჩოვს არც ამჯერად უმტყუნა. მან გადაწყვიტა (ან ვიღაცამ ჩააგონა) XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების თავისი მიზნებისათვის გამოყენება. ნიკიტა ხრუშჩოვმა კარგად იცოდა (ან დაარწმუნეს), რომ 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობით მრავალი მილიონი ადამიანის სიმპათიას დაიმსახურებდა, დიდ პოლიტიკურ კაპიტალს დააგროვებდა (30-იან წლებში მსჯავრდებული უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ სპეცბანაკებსა და გადასახლების ადგილებში იმყოფებოდა). ცხადია, 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობა გარკვეულ საფრთხესთანაც იყო დაკავშირებული:

 

I. XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობა, რეპრესიების ისტორიის გამომზიურება დიდ დარტყმას მიაყენებდა საბჭოთა სისტემას;

 

II. ნიკიტა ხრუშჩოვი, ისევე როგორც საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ცნობილი წარმომადგენლები, უშუალო მონაწილენი იყვნენ 30-იანი წლების რეპრესიებისა.

 

მედროვემ გამოსავალი ი პოვა. თავის გამოსვლებში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე (1956 წ.) წაკითხულ მოხსენებაში, 30-იანი წლების რეპრესიები საბჭოთა სისტემის ბუნებრივ გამოვლენად კი არ წარმოაჩინა, არამედ ერთი ადამიანის – იოსებ სტალინის ნებად, რომლის მარჯვენა ხელსაც ლავრენტი ბერია წარმოადგენდა. სკკპ XX ყრილობის შემდეგ უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა შეუდგა ამ სიცრუის დასაბუთებას.

 

საბოლოოდ, ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოთა სისტემის ავტორიტეტის გადარჩენა ვერ შეძლო. ცხადია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საქმეში მეტნაკლებად ჩახედულ არც ერთ მეცნიერსა და პოლიტიკოსს არ დაუჯერებია, რომ მხოლოდ ორი ადამიანის სინდისზე იყო წარმოუდგენელი მასშტაბის რეპრესიები. არავის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ რეპრესიები საბჭოთა სისტემის არსიდან გამომდინარეობდა და იგი აუცილებელი იყო დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებისათვის.

 

სამაგიეროდ, ნიკიტა ხრუშჩოვის ,,აღმოჩენით“ კმაყოფილი და გახარებული დარჩა მილიონობით საბჭოთა მოქალაქე, რომელთაც პირადად იწვნიეს რეპრესიების სუსხი, კმაყოფილნი იყვნენ რეპრესირებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.

 

საბჭოთა პროპაგანდას მიზნის მიღწევას უადვილებდა ის, რომ საბჭოთა მოქალაქეებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების თაობაზე. ამ მოვლენის ამსახველი საარქივო და სხვა ხასიათის მასალა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ეს საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას საშუალებას აძლევდა ნებისმიერი მოვლენა ისე წარმოედგინა, როგორც სურდა.

 

მოვიყვანთ ერთ მაგალითს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით 30-იანი წლების რეპრესიებს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (შეიქმნა 1934 წლის 10 ივლისს) და ორი სახალხო კომისარი ჰენრიხ იაგოდა (10.VII.1934 _ 26.IX.1936) და ნიკოლაი ეჟოვი (26.IX.1936 – 25.XI.1938). მასობრივი რეპრესიები დაიწყო 1934 წლის დეკემბერში და ძირითადად დასრულდა 1938 წლის გაზაფხულზე. ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა 1938 წლის 25 ნოემბერს, ე.ი. იმ დროს, როცა რეპრესიები ძირითადად დასრულებული იყო.

 

საბჭოთა პროპაგანდამ შესძლო ის, რომ თითქმის სრულიად მიიჩქმალა ჰენრიხ იაგოდასა და ნიკოლაი ეჟოვის როლი რეპრესიებში და ყველაფერი ლავრენტი ბერიას გადააბრალა. ,,ქართული დუეტი“ (იოსებ სტალინი – ლავრენტი

ბერია) ნიკიტა ხრუშჩოვისათვის პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მომგებიანი იყო. მალე საბჭოთა პროპაგანდის სამსახურში ჩადგა საბჭოთა

ისტორიოგრაფია, საბჭოთა მწერლობა, საბჭოთა კინო...

 

 

თავისთავად, XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობა მისასალმებელი მოვლენა იყო. ამასთან ერთად ძალზე ცუდი იყო ის, რომ ბევრი რამ მიიჩქმალა. ჩვენ ამჯერად რამდენიმე მომენტზე გავამახვილებთ ყურადღებას:

 

I. სრულიად მიიჩქმალა ის ფაქტი, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით 1934 წლიდან მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. 1938 წლის იანვრიდან ნიკიტა ხრუშჩოვი მასობრივ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა უკრაინაში.

II. არავის ,,გახსენებია“, რომ მასობრივი რეპრესიების გატარებაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ცნობილი წარმომადგენლები: ვიაჩესლავ მოლოტოვი, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი, ლაზარ კაგანოვიჩი, ანასტას მიქოიანი, სემიონ ბუდიონი, კლიმენტ ვოროშილოვი და სხვ.

 

III. არც ის ,,გახსენებია“ ვინმეს, რომ ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წწ.) დროს საბჭოთა კავშირის

საგარეო დაზვერვა და კონტრდაზვერვა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქარხნები. ლავრენტი ბერია 1944 წლის 3 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირში ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოს,

ხოლო 1945 წლის 20 აგვისტოდან - ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს (ატომური ბომბი გამოცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).

 

საბჭოთა პროპაგანდისტულმა მანქანამ ,,მოახერხა“ ის, რომ ლავრენტი ბერიას სახელი ამოეშალა საბჭოთა კავშირის ისტორიიდან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისთვის მხოლოდ ჯალათის სტატუსი მიენიჭებინა. ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ვერავინ გაამართლებს ლავრენტი ბერიას როგორც 1934-1938 წლებში საქართველოში მიმდინარე არნახული რეპრესიების მონაწილეს, ვერავინ შესძლებს დაფაროს მისი წვლილი XX საუკუნის 40-50-იანი წლების რეპრესიებში. მიუხედავად ამისა, უსამართლობა იქნებოდა, დაგვევიწყებინა ყველაფერი, ხაზი გადაგვესვა ყველაფრისათვის, რაც ლავრენტი ბერიას, როგორც გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს გაუკეთებია.

 

ლავრენტი ბერიას (1899-1953) პიროვნება დღემდე მთლიანად ასოცირდება საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ ტრაგიკულ მოვლენებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნის 30-იან წლებში. ლავრენტი ბერია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის დღემდე წარმოადგენს სახელმწიფო

მოღვაწეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ მთელს საბჭოთა კავშირში უამრავი უდანაშაულო ადამიანი იქნა რეპრესირებული.

 

ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის მეორე მხარე (საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილი სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის საგარეო და სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების რეფორმატორი და ხელმძღვანელი) საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.

 

ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის ასე ცალმხრივად (ე.ი ტენდენციურად) წარმოჩენა პოლიტიკური დაკვეთის შედეგი იყო და იგი სრულიად გარკვეულ მიზანს ისახავდა.

 

1921 წლიდან, ძალოვან სტრუქტურებში მოღვაწეობის შემდეგ, 1931 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია გახდა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო 1938 წლის აგვისტომდე. 1932 წლის ოქტომბრიდან

1937 წლის აპრილამდე ლავრენტი ბერია იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი.

 

საქართველოში მიმდინარე რეპრესიებში ლავრენტი ბერიას მონაწილეობა სადღეისოდ ისე თუ ასე შესწავლილია. ამასთან ერთად თითქმის არაფერი ვიცით ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის სხვა სფეროებზე, არაფერი ვიცით

ლავრენტი ბერიას, როგორც საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური ლიდერის შესახებ, მის წვლილზე იმ ეკონომიკური, სოციალურ და კულტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, რასაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნის 30-იან წლებში.

 

ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს ლავრენტი ბერიას მიერ თბილისიდან მოსკოვში იოსებ სტალინისათვის გაგზავნილ მოხსენებებსა და ტელეგრამებს. ამ დოკუმენტების ანალიზი მკითხველს დაეხმარება, როგორც ზოგადად XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქის, ისე კონკრეტულად ლავრენტი ბერიას პიროვნების შეცნობაში.

 

სახელმწიფო მოღვაწის შეფასება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც მის შესახებ ყველაფერი ცნობილი გახდება, ყველა სახის მასალა გამოქვეყნდება. ლავრენტი ბერიას შესახებ კი ჩვენ დღეს ძალიან ცოტა რამ ვიცით. დოკუმენტები დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, (III), ფონდი 14, აღწერა 11, საქმე # 152 და წარმოადგენს მოსკოვში გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს (მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტის მეორე პირებს).

 

ბერიას ბიოგრაფიის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი მკვლევართათვის და, ცხადია, მკითხველთათვის ცნობილი არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ბევრი სიყალბე და ტენდენციური დასკვნები. სწორედ ამიტომ გვსურს, მკითხველს მივაწოდოთ ფაქტობრივი მასალა ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიიდან.

 

ლავრენტი პავლეს ძე ბერია დაიბადა 1899 წლის 29 მარტს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგის სოფელ მერხეულში, გლეხის ოჯახში.

 

განათლება ლავრენტი ბერიამ ბაქოში მიიღო - 1919 წელს დაასრულა ბაქოს საშუალო მექანიკურ-სამშენებლო სასწავლებელი. სწავლობდა ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია.

1917 წლის მარტში ლავრენტი ბერია შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) რიგებში, 1917 წლის ივნისიდან დეკემბრამდე მსახურობდა რუსეთის კავკასიის არმიაში ტექნიკოს-პრაქტიკანტად.

 

1918 წლის იანვარში, კავკასიის ფრონტზე განლაგებულმა რუსეთის არმიამ საქართველოს ოკუპაციის წარუმატებელი ცდის შემდეგ, ბაქოსაკენ დაიხია. გახრწნილი და დემორალიზებული არმია საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა

ხელმძღვანელობამ (ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი და სხვ.) ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით გამოიყენეს.

 

1918 წლის აპრილში შეიქმნა ე.წ. ბაქოს კომუნა. 1918-1920 წლებში ლავრენტი ბერია ბაქოში მუშაობდა, ჯერ ბაქოს დეპუტატთა საბჭოს სამდივნოში, ხოლო

ბაქოს კომუნის განადგურების შემდეგ (1918 წლის სექტემბერი) ბაქოს ერთ-ერთ ქარხანაში კანტორის მოხელედ, ხოლო შემდეგ ბაქოს საბაჟოზე.

 

1920 წლის აპრილში საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიპყრო. 1920 წლის აპრილ-მაისში ლავრენტი ბერია იყო საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოსთან არსებული კავკასიის

ფრონტის სარეგისტრაციო განყოფილების რწმუნებული.

 

XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ ლავრენტი ბერია საგანგებო დავალებით არალეგალურად გაგზავნა საქართველოში. 1920 წლის ივნისში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7

მაისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის საფუძველზე საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სერგეი კიროვმა ლავრენტი ბერიას გათავისუფლება მოითხოვა.

 

ლავრენტი ბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გაასახლეს. აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, 1920 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ლავრენტი ბერია მუშაობდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის საქმეთა

მმართველად.

 

1920 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია დაინიშნა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად. მის მოვალეობას შეადგენდა ბაქოში ბურჟუაზიის ექსპროპრიაციის განხორციელება და ქალაქის მუშათა

საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

1921-1922 წლებში ლავრენტი ბერია იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის საიდუმლო პოლიტიკური ნაწილის უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ უფროსი, ბოლოს კი აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა საქართველოშიც წარმატებული გამოდგა.

 

1922-1924 წლებში იგი იყო ჯერ საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი, ხოლო შემდეგ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმის გამოძიება. მალე ლავრენტი ბერია ისევ დააწინაურეს. 1924-1927 წლებში ლავრენტი ბერია იყო

 

ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის საიდუმლო-პოლიტიკური ნაწილის უფროსი.

მოსკოვში სათანადოდ დააფასეს ლავრენტი ბერიას ერთგულება და პროფესიონალიზმი. მალე იგი კვლავ დააწინაურეს. 1926 წლის დეკემბერში ლავრენტი ბერია დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური

სამმართველოს უფროსად და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

 

1931 წლის მარტიდან ნოემბრამდე ლავრენტი ბერია იყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი და ამიერკავკასიის ფედერაციაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი. იოსებ სტალინის ნების თანახმად ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა პარტიულ ორგანოებში გაგრძელდა.

 

1931 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 1938 წლის აგვისტომდე დაჰყო (ამ პერიოდში ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო).

 

1931 წლის ნოემბერში ლავრენტი ბერია აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად, ამ თანამდებობაზე მან 1937 წლის აპრილამდე დაჰყო.

 

1938 წელს პოლიტიკურ ოპოზიციასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულმა იოსებ სტალინმა მისი ფავორიტი მოსკოვში გადაიყვანა. 1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა

სახალხო კომისრის - ნიკოლაი ეჟოვის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იმავდროულად, 1938 წლის 29 სექტემბერს, ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი.

 

1938 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა, იმავდროულად შეინარჩუნა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 1938 წლის 17 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად თბილისიდან გადაყვანილი მისივე ფავორიტი ვსევოლოდ მერკულოვი დანიშნა.

 

იოსებ სტალინის დავალებით ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში დიდი წმენდა ჩაატარა. ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა დაახლოებით ნახევარმა თანამდებობა დატოვა,

მათი ნაწილი მსჯავრდებულ იქნა. გადაისინჯა წინა წლებში მსჯავრდებულთა საქმეები. 1939 წელს გადასახლების ადგილებიდან დააბრუნეს ,,უსაფუძვლოდ მსჯავრდებული“ 223,6 ათასი ადამიანი, კოლონიებიდან - 103,8 ათასი ადამიანი.

 

1938 წლის მარტში ლავრენტი ბერია აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს (1952 წლიდან პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატად. (პოლიტბიუროს წევრი გახდა 1946 წლის მარტში). იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიას ხელში დიდ ძალაუფლებას უყრიდა თავს.

 

1941 წლის 3 თებერვალს, ისე რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა არ დაუტოვებია, ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე. ამავე დროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემადგენლობიდან გამოყოფილ იქნა სახელმწიფო

უშიშროების მთავარი სამმართველო და იგი დამოუკიდებელ კომისარიატად - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატად გარდაიქმნა.

 

1941 წლის ივლისში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი კვლავ გაერთიანდა ერთ კომისარიატად - შინაგან საქმეთა

სახალხო კომისარიატად, სახალხო კომისრის თანამდებობა ლავრენტი ბერიამ შეინარჩუნა.

 

1943 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს კვლავ გამოეყო სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის 30 ივნისს, შეიქმნა საგანგებო ორგანო - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თავმჯდომარე იოსებ სტალინი), რომლის წევრიც ლავრენტი ბერია იყო.

 

1944 წლის მაისიდან ლავრენტი ბერია დაინიშნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მან 1944 წლის სექტემბრამდე დაჰყო. როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, ლავრანტი ბერია კონტროლს უწევდა სამხედრო მრეწველობას (არტილერიის,

ნაღმმტყორცნების, საავიაციო მოტორების, თვითმფრინავებისა და სხვ.) წარმოებას.

 

1941-1945 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატსა და სახელმწოფო უშიშროების სახალხო კომისარიატში ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა შემდეგი

 

სტრუქტურული ერთეულები:

 

1. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის

პირველი სამმართველო (საგარეო დაზვერვა);

 

2. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის

მეორე სამმართველო (კონტრდაზვერვა);

 

3. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის

მესამე სამმართველო (საიდუმლო _ პოლიტიკური);

 

4. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის

მეცხრე სამმართველო (ურანის დაზვერვა,

მოპოვება და გადამუშავება);

 

5. სახელმწიფო უშიშროების სახალხო

კომისარიატის პირველი სამმართველო (საგარეო

დაზვერვა);

 

6. სახელმწიფო უშიშროების სახალხო

კომისარიატის მეორე სამმართველო

(კონტრდაზვერვა);

 

7. სახელმწიფო უშიშროების სახალხო

კომისარიატის მესამე სამმართველო (სამხედრო

კონტრდაზვერვა);

 

8. სახელმწიფო უშიშროების სახალხო

კომისარიატის მეოთხე სამმართველო (ტერორი და

დივერსია მტრის ზურგში);

 

1944 წლის 3 დეკემბერს ლავრენტი ბერიას დაევალა ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა. 1945 წლის 25 აგვისტოდან 1953 წლის მარტამდე იგი სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოსთან) არსებულ ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს. (ატომური ბომბი გამოსცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).

 

1945 წლის 9 ივლისს ლავრენტი ბერიას მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება, ხოლო 1949 წელს სტალინური პრემია გადასცეს. 1945 წლის 29 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ დატოვა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა

სახალხო კომისრის თანამდებობა და მთელ დროს ახმარდა სახალხო კომისართა საბჭოში (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოში) მოღვაწეობას, ასევე ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელობას.

 

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობის (1952 წ.) შემდეგ იოსებ სტალინმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმთან შექმნა ,,ხელმძღვანელი ხუთეული“, რომლის წევრიც ლავრენტი ბერია იყო.

 

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953 წლის 5 მარტი) ლავრენტი ბერიამ პოზიციები შეინარჩუნა. იგი იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ამავე დროს სათავეში ედგა 1953 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო

უშიშროების სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ სამინისტროს - საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ახალი პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოიკვეთა. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდა სამეული - ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშჩოვი. პირველი დღიდანვე მათ შორის ფარული ბრძოლა დაიწყო.

 

ლავრენტი ბერიას ინიციატივით 1953 წლის 9 მაისს გამოცხადდა ამნისტია, რომლის ძალითაც სასჯელაღსრულების ადგილებიდან გათავისუფლდა 1,2 მილიონი ადამიანი, შეწყდა რამდენიმე გახმაურებული საქმის (მაგალითად, ,,ექიმთა საქმის“, ,,მეგრელთა საქმის“) ძიება, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა დაახლოებით 400 ათასი ადამიანის მიმართ.

ლავრენტი ბერია მოითხოვდა სამხედრო ხარჯების შემცირებას, ზოგიერთი ძვირადღირებული პროექტის (მაგალითად, თურქმენეთის მთავარი არხის, ვოლგა - ბალტიის არხის და სხვ.) დაფინანსების შეწყვეტას.

 

ლავრენტი ბერიას დაჟინებული მოთხოვნით საბჭოთა მხარე დათანხმდა კორეაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას. იგი ცდილობდა იუგოსლავიასთან ურთიერთობის მოგვარებას, წინააღმდეგი იყო

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და მოითხოვდა გერმანიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას.

 

ყოველივე ეს ,,ცივი ომის“ თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა. ლავრენტი ბერიას პოლიტიკური კურსი ძალზე პოპულარული გახდებოდა, რაც ხელს არ აძლევდათ გიორგი მალენკოვსა და ნიკიტა ხრუშჩოვს, ასევე საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სხვა წარმომადგენლებს

ვიაჩესლავ მოლოტოვს, ნიკოლაი ბულგანინს, ლაზარ კაგანოვიჩს, კლიმენტ ვოროშილოვს, გიორგი ჟუკოვს და სხვ.

 

საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ კრემლში ქართველთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო. 54 წლის ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის

სათავეში მოსვლა მათთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. ,,ვიდვიჟენცები“ კარგად გრძნობდნენ, რომ ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება მათი კარიერის დასასრულს ნიშნავდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა შეძლო გიორგი მალენკოვის მიმხრობა, მას მხარს უჭერდნენ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის

ცნობილი წარმომადგნენლები (ლაზარ კაგანოვიჩი, ნიკოლაი ბულგანინი, გიორგი ჟუკოვი და სხვ.).

 

 

ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ 1953 წლის ივნისში მოეწყო შეთქმულება. შეთქმულებისა და ლავრენტი ბერიას მკვლელობის დეტალები დღემდე ცნობილი არ არის.

 

არსებობს რამოდენიმე ვერსია:

I. ლავრენტი ბერიას თვითმფრინავი ბერლინიდან მოსკოვისაკენ ფრენისას ჰაერშივე გაანადგურეს.

 

II. ლავრენტი ბერია დააპატიმრეს მოსკოვში თვითმფრინავის დაშვებისთანავე და იქვე დახვრიტეს.

 

III. ლავრენტი ბერია მოკლეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ;

 

IV. ლავრენტი ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს მოსკოვში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს.

 

ოთხი ვერსიიდან პირველი, მეორე და მესამე საყურადღებოა და დამატებით კვლევა-ძიებას იმსახურებს. რაც შეეხება მეოთხე ვერსიას, (დაპატიმრება, გასამართლება და ექვსი თვის შემდეგ დახვრეტა) იმდენად უსუსურია, რომ იგი, ჩვენი აზრით, სერიოზული მსჯელობის საგნად არ შეიძლება იქცეს.

 

ლავრენტი ბერიას მეუღლე – ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი (1905-1991 წწ.), კ.ა. ტიმირიაზევის სახ. სოფლის მეურნეობის აკადემიის მეცნიერი თანამშრომელი, 1953 წლის ივლისში დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს.

 

ვაჟი - სერგო ბერია (დაიბადა 1925 წელს) მოგვიანებით იძულებული გახდა დედის გვარზე გადასულიყო. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს ნომერ 1 საკონსტრუქტორო ბიუროში. სერგო ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იკვლევდა მამის მკვლელობის ისტორიას.

 

2000 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის თაობაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/u/9vl6l.jpg

აი რა იყვნე რა არიან და რა იქნებიან რუსები

 

ჩვენთვის

 

 

უარი ეთქვას!!!

გალაკტიონ ტაბიძის განცხადება საქართველოს განათლების კომისარს: ”რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ,აღძრათ შუამდგომლობა... გამეხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას. პატივისცემით: გალაკტიონ ტაბიძე, 1924 წლის 24 მარტი”

განკარგულება: ”უ ა რ ი ე თ ქ ვ ა ს!”

 

 

 

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, შურით მღუარი,

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,

თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ”ეთქვას უარი!”

 

შენი ვალებით პირთამდე სავსემ,

თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,

ჩემგან გაწირულს თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო

თოვლი ირიბი და ალმაცერი.

 

თუ არ გავერთო შენი გაძლებით,

თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ”პოეტო, ანტრე!”

მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,

შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე.

 

კლავიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა

ფუყე დიდებით ჩამოჟამული,-

თუ არ დაყრუვდა შენს წინაშე, თუ არ დაბრმავდა,

თუ არ დამუნჯდა, - რაა მამული.

 

უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია:

მოკვდავს - სასახლე, უკვდავს - ბოსელი;

აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, -

შენი პური და შესამოსელი!

 

იარე ახლა ფეხშიშველამ... ”გზა არის ცხელი”...

წითლად გაკვალე მარადისობა...

ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,

მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.

 

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,

თუ არ გიშხუვლო მათრახივით, - ”ეთქვას უარი!”

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი.

 

თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა

დაფნა, საშენოდ შემორკალული,

თუ თვითმკვლელობით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,

თუ გაპატია, რომ უყვარხარ, - რაა მამული...

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოტე აფხაზი

 

რუსების მიერ დახვრეტილი

 

უკანასკნელი სიტყვები

 

 

„მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა!“

 

ჩემი სიკვდილი საქართველოს გამარჯვებას მოუტანს

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

http://www.youtube.com/watch?v=wl6h9XfHCTs&list=PL4C918F4C1A7F8655&index=12

 

 

 

 

http://b.pix.ge/w/qapw9.jpg

ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი 1944 — გ. 27 სექტემბერი 1993), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

 

 

"მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაიც ეგ არის. მთავარია თუ, როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ". – გურამ დოჩანაშვილი, "სამოსელი პირველი".

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს...

 

რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი." მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა" და „ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

16 სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება "მითი”, თითქოს სოხუმი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება.

 

ქალაქში პანიკა მატულობს. მოსახლეობა პასუხს ითხოვს კითხვაზე, დატოვონ თუ არა ქალაქი. 27 სექტემბრამდე ამ კითხვის პასუხი არ არსებობს.

 

1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება.

 

კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, თუ როგორ იცავდნენ ჩასაბარებლად განწირულ ქალაქს მისი უკანასკნელი მეციხოვნენი, არა მარტო სოხუმელი, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული მეომრები, უშიშარი "ავღანელები”, დაცვის ბიჭები. გუმისთის მისადგომებთან კი 12 დღის განმავლობაში (ყოველგვარი შეცვლის გარეშე) ფაქტობრივად შიშველი ხელებით აჩერებდნენ მომხდურს, რათა ზურგს უკან მდგომ ოჯახებს ქალაქიდან გახიზვნის საშუალება ჰქონოდა.

 

ჩვენ თვალწინ წამოიმართება ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითს კიდევ ერთხელ ჩაწერს საქართველოს ისტორიაში.

 

 

მზაკვრული ზავი

 

აკაკი გასვიანი: "ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა (3 სექტემბრის პრეცედენტი ხომ გვქონდა). ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. ჯერ კიდევ 9 სექტემბერს, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ძალოვანი სტრუქტურების თათბირზე გამომიძახა და მიბრძანა: - დღეიდან, ძალოვანი სტრუქტურების კურირებას თქვენ გასწევთ, სოხუმის დასაცავად მზად უნდა ვიყოთო. მისი ინიციატივით, კონსპირაციულად დავიწყეთ ქალაქის მე-2 და მე-3 თავდაცვითი რგოლების გამაგრება. სახელდახელოდ შევაგროვეთ ავტომატები. 16 სექტემბერს ბატონი ჟიული თბილისში გახლდათ. სასწრაფოდ ვაცნობე ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ. საღამოსვე სოხუმში ჩამოფრინდა. დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები... ვისი ბრძანებით? - დღესაც უცნობია(!). შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთანაც გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.

 

მდგომარეობა გართულდა. ზედიზედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: "მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით”. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 "ავღანელი” მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო, გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა.

 

დაბომბვა კვლავ განახლდა. გუმისთაზე ფრონტის ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. გზად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველთა სახლებს, ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინა თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით - სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭირდა. სამხედრო ოპერაციას პროფესიონალის ხელი ეტყობოდა, კარგად იყვნენ გაწვრთნილი ქუჩის ბრძოლებისთვის (ომის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა)”.

 

 

იერიში... მთავრობის სახლზე

 

"დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, "აიდგილარას” შენობიდან... ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება.

 

დღის პირველ საათზე, როდესაც საბრძოლო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის "ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: "აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.

 

 

"გავდივართ!”

 

 

...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება).

 

როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: "გავდივართ!”

 

აკაკი გასვიანი: "ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე.

 

ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ "ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: "არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ "ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს.

 

მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!).

 

ბოლო "ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: "ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა.

 

 

საბედისწერო შეძახილი

 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა "ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს.

 

ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი "ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, "ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. "ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა...

 

ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო...

 

უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, "ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული "შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ!

 

"შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...”

 

 

"უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

 

აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული "სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა!

 

აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის "თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი.

 

ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ?

 

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: "საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”.

 

პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა?

 

 

აკაკი გასვიანი: "შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან).

 

12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ "ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს).

 

26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა”.

 

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

 

 

ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: "დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: "ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: "ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: "ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.

 

საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”.

 

27 სექტემბერს საქართველომ აფხაზეთი დაკარგა. სავარაუდოდ, 28 სექტემბერს, გამთენიისას, ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი ქართველები აფხაზმა ბოევიკებმა, ჩრდილოკავკასიელმა "ნაიომნიკებმა" დახვრიტეს...

 

სოხუმის დაცემისა და ქართველების დახვრეტის შესახებ ვიდეომასალა---

 

 

როგორ საათივით მუშაობდა რუსული კაგებე

 

http://www.youtube.com/watch?v=ukot1fPCnDY&feature=related

 

 

გამყიდველის, დიქტატორისა და მოღალატის დაფურთხებულის ალოკვა. 1993 წლის 14 სექტემბერი... დაფურთხებულის დაჩოქილი მლოკველობა -- დღეს საქართველოში ადამიანს ვერ იპოვით, რომ გამოტყდეს თავის მაშინ იქ ყოფნაში...

 

ალოკვის ლოცვა-კურთხევა და იუდას ხელდასმა: „მთელი საქართველო ღელავს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა რომ მთელ საქართველოს განვუცხადოთ რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ვინ მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. „დრონი.ჯი“-მ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ნებართვით ამოიღო საქმეზე არსებული მასალების ის ნაწილი, რომელიც მიზანშეწონილია პრესაში გამოქვეყნდეს და საჯარო გახდეს.

 

ოფიციალური ვერსიით, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, თორმეტი საათიდან პირველ საათამდე. ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიასა და ლუდმილა აბშილავას სახლში სტუმრობისას, თვითონ ზვიად გამსახურდიას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ქალის არეში განხორციელებული გასროლის შედეგად.

 

 

1994 წლის 10 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე (თუმცა საინტერესოა, რომ საქმის აღძვრის დადგენილებაში არც გარდაცვალების ფაქტია აღნიშნული და არც ის მუხლი, რის საფუძველზეც აღიძრა საქმე).

 

 

1994 წლის 12 იანვარს, გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილმა გამოიტანა დადგენილება დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და დათვალიერების შესახებ. დადგენილება შესრულდა იმავე წლის 17 თებერვალს, როდესაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობიდან, მიწის ამოთხრის შედეგად, ამოასვენეს კუბო.

 

იმავე დღეს სენაკის აეროპორტში ჩატარდა ზვიად გამსახურდიას ცხედრის დათვალიერება. ოქმს ხელს აწერენ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები: გურამ შარაძე, სახელმწიფო მინისტრი გივი ლომინაძე, ტელევიზიის შეფი არჩილ გოგელია, შს მინისტრის მოადგილე ჯემალ მიქელაძე, უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე ავთანდილ იოსელიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თამარ დეკანოსიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი რევაზ კაპანაძე, გენპროკურორის მოადგილე ბალუაშვილი და სხვები. ოქმს ასევე ხელს აწერს გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი, რომელიც გარდაცვალების მომენტში პრეზიდენტის გვერდით იმყოფებოდა. იმავე დღეს ზვიად გამსახურდიას ცხედარი გროზნოში გადააფრინეს, სადაც დაკრძალეს.

 

 

მას შემდეგ გამოძიების მიერ დაიკითხა რამდენიმე მოწმე, ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გაუგებარი მიზეზით არ დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ პრეზიდენტის გვერდით მისი გარდაცვალების დროს.Aარ ჩატარდა ჩხრეკა და ნივთმტკიცების ამოღება კარლო ღურწკაიას სახლში, სადაც გარდაიცვალა პრეზიდენტი, არ იქნა მიღებული ზომები, რათა მოძებნილიყო ის იარაღი, საიდანაც მოხდა გასროლა.

 

 

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელს ო.ჯაფარიძეს გამოაქვს დადგენილება „თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის“ შესახებ. შემდეგ ბალუაშვილმა განაახლა ძიება იმ მოტივით, რომ არ იყო დაკითხული „თვითმკვლელობის“ უშუალო მოწმე რობინზონ მარგველანი, პირველად მარგველანი დაიკითხა 1997 წლის 5 თებერვალს, იგი ამ საქმეზე სულ თექვსმეტჯერ არის დაკითხული. საგაზეთო ინტერვიუებშიც და დაკითხვის დროს გაცემულ შეკითხვებზე პასუხის დროს მარგველანი ყველგან ხაზგასმით აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. ასეთივე ჩვენებებს იძლევიან გამსახურდიას დაცვის სხვა წევრებიც, რომლებიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ 2004 წლის მარტ-აპრილში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის გასვლის შემდეგ. დაკითხული არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ბაჩუკი გვანცელაძე, ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ და გვიან შეუერთდნენ გვანცელაძესა და მარგველანს.

 

 

დღემდე, რაც დიდი ნონსენსია, არ დაკითხულა მთავარი მოწმე, ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალების მომენტში მის გვერდით იყო. ამის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ბესარიონ გუგუშვილი ფინეთში ცხოვრობს. სხვათა შორის, არც საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ თავი შეიწუხა და მიმართა ზომებს გუგუშვილის დასაკითხად. 1999 წელს მოწმის სტატუსით დაიკითხნენ კარლო და ლუდმილა ღურწკაიები, ვის სახლშიც მოხდა ეს ტრაეგდია და ზაურ და ანატოლი ჩუხუები, რომლებიც ახლო კონტაქტში იყვნენ პრეზიდენტთან მის გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

 

 

2004 წლის მარტში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის შემდეგ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება კარლო და ლუდმილა ღურწკაიების სახლში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ბალიში, რომელზეც თავი ედო პრეზიდენტს და საწოლის თავის დაფა, რომელსაც ამჩნევია ტყვიის კვალი. არ არის გამოკვეთილი, როგორ იქნა გამოყენებული აღნიშნული მტკიცებულებები, მაგალითად, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა ამ საგნებზე.

 

 

2007 წლის მარტის ბოლოს, ზვიად გამსახურდიას ნეშტი გროზნოდან გადმოსვენებულ იქნა თბილისში და დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში, გადმოსვენებამდე კი ცხედარს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმის მასალებში.

 

რამდენად დამაჯერებელი და სარწმუნოა თვითმკვლელობის ვერსია

 

თვითმკვლელობის ვერსია მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ზვიად გამსახურდიას გვერდით იმყოფებოდნენ გარდაცვალების დროს და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პირთაგან სამი ადამიანი უნდა იყოს გამოყოფილი: ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე. ვინაიდან საქმეში დევს მხოლოდ მარგველანისა და გვანცელაძის ჩვენებები და არ არის გუგუშვილის ჩვენება მისი ფინეთში ემიგრირების მიზეზით, ამიტომ ამ ეტაპზე ჯერ მარგველანისა და გვანცელაძის ჩვენებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს სერიოზული მიზეზი ეჭვისა, რომ ამ ორი პირის ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და არადამაჯერებელი, გამოძიებამ კი ამ პირთა ჩვენებაზე დაყრდნობით იმოქმედა და გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა.

 

ვინ დაინახა თვითმკვლელობის მომენტი?

 

არც მარგველანს და არც გვანცელაძეს უშუალოდ არ დაუნახავთ, თუ როგორ მიიდო პრეზიდენტმა `სტეჩკინის~ სისტემის პისტოლეტი საფეთქელთან და როგორ განახორციელა გასროლა. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ეს მათ ჩვენებებშია.Eეს პირები ამბობენ, რომ გასროლის დროს სახლის მეორე სართულზე გუგუშვილისა და მათ გარდა არავინ იყო. ზვიად გამსახურდიას კი ხელში ეჭირა „სტეჩკინის“ პისტოლეტი.

 

 

მაგრამ ეს ორი ფაქტი, რომლის საფუძვლიანობაშიც ცდილობენ საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების დარწმუნებას მარგველანი და გვანცელაძე, არ გამორიცხავს იმ ვერსიის დაშვებასაც, რომ პრეზიდენტის მიმართულებით გაესროლათ, მაგალითად, სწორედ მეორე სართულზე მყოფ მარგველანს, გუგუშვილს ან გვანცელაძეს, ან სულაც უცნობ პირს და მერე კი მკვლელობის იარაღი ხელში ჩაედო მოკლულისთვის თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით.

 

სად მდებარეობს გამომავალი ჭრილობა?

 

ამ კითხვაზე პასუხები ისევ არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ცხედრის დათვალიერების ოქმში წერია, რომ მიცვალებულს აღენიშნებოდა „ოვალური ფორმის მოშაო ფერის უბანი, მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში, საფეთქლის თმოვან ნაწილთან ახლოს“. იგორ გიორგაძე ანდრეი კარაულოვთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას გვამს გამომავალი ჭრილობა სადღაც მარცხენა ყბასთან აღენიშნებოდა. რობინზონ მარგველანი თავის ჩვენებაში ირწმუნება, რომ ტყვია „გამოსული იყო მარცხენა ყურის არის ზედა ნაწილში“, ცხადია, რომ ეს ჩვენება წინააღმდეგობაშია 1994 წლის 17 თებერვლის ოქმთან, რომელსაც სხვებთან ერთად მარგველანიც აწერს ხელს.

 

 

გადაჭრით უჭერს მხარს მარცხენა ყურის ზედა ვერსიას ზაზა ბურჯანაძე, რომელიც აცხადებს, რომ გამოსვლისას ტყვიის „მარცხენა მხარეს ყურის ზედა ბიბილო მრგვალად ჰქონდა მოწყვეტილი“, უფრო მეტიც, ზაზა ბურჯანაძეს ორივე შემავალი და გამავალი ჭრილობის მდებარეობისა და ტყვიის ტრაექტორიის საკუთარი ვერსიის გასამყარებლად თავისი ხელით ნახაზიც კი აქვს შედგენილი. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ, თუ, ბურჯანაძის თქმით, მოწყვეტილი ჰქონდა მარცხენა ყურის ბიბილო, რატომ გამორჩათ ეს ოქმზე ხელმომწერ კომპეტენტურ ექსპერტებს და ექიმებს. თუ ტყვია მართლაც მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში გამოვიდა, რა დასკვნაც არის ოქმიდან გამომდინარე, იგი ყურის ნიჟარის ზედა ნაწილს მოწმის მიერ „ზედა ბიბილოდ“ მოხსენიებულს, ვერ მოწყვეტდა.

 

 

თუ ზაზა ბურჯანაძის ჩვენება სწორია და ტყვიამ მართლაც ყურის ზედა ბიბილო მოწყვიტა, მაშინ სადაა თავის ქალიდან გამომავალი ჭრილობა? ტყვია ხომ ჯერ თავის ქალიდან უნდა გამოსულიყო და მერე მოეწყვიტა ყურის ბიბილო? ასეთ შემთხვევაში ოქმის ხელმომწერთა მიერ მითითებული ადგილი სწორი ვერ იქნება, რადგან გამომავალი ჭრილობა არა ყვრიმალის უკანა მხარეს, არამედ სადღაც ყურის ზედა არეში მარცხენა საფეთქლის მიდამოებში უნდა არსებულიყო. ზაზა ბურჯანაძე საკუთრივ თავის ქალიდან გამომავალი ჭრილობის შესახებ არაფერს ამბობს, უფრო მეტიც, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თავის ქალაზე სხვა დაზიანებები არ მინახავსო.

 

 

ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტის ერთმანეთთან შეჯერებას ცდილობს ბაჩუკი გვანცელაძე, რომელიც, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ, როცა ზაზა ბურჯანაძე მიცვალებულს წვერს პარსავდა, რაშიც მას გვანცელაძეც ეხმარებოდა, ისინი „შემთხვევით წააწყდნენ“ გამავალ ჭრილობას, რომელიც მდებარეობდა „მარცხენა ყურის ძირში“. თუმცა იქვე გვანცელაძე ამბობს, რომ ტყვიას „მოწყვეტილი ჰქონდა ყურის ზედა ნაწილი“.

 

 

როგორ მოხდა, რომ ტყვია ყურის ძირში გამოვიდა, მაგრამ ყურის ზედა ნაწილში მოწყვიტა? უცნაურია ისიც, რომ ყურის ძირში არსებული ჭრილობა, რომელიც მისი მდებარეობის აღწერის მიხედვით თვალსაჩინო ადგილას უნდა ყოფილიყო, გვანცელაძემ „შემთხვევით~ აღმოაჩინა, ბურჯანაძემ კი საერთოდ „ვერ აღმოაჩინა“.

 

 

გამომავალი ჭრილობის მდებარეობის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურების ან უარყოფის მიზნებისთვის. თუ გამომავალი ჭრილობა ზვიად გამსახურდიას ცხედარს მართლაც მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში აღენიშნებოდა, როგორც ეს ოქმიდან ირკვევა და გვანცელაძისა და იგორ გიორგაძის სატელევიზიო განცხადებაში არის დაფიქსირებული, მაშინ იარაღის ლულის დახრილობის კუთხე გარდაცვლილის თავის ქალის მიმართ იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ თვითმკვლელობის განზრახვის მქონე ადამიანს არ უნდა შეძლებოდა ასეთი კუთხით 25 სმ-ის სიგრძის „სტეჩკინის“ პისტოლეტის დაჭერაც კი, რომ არაფერი ითქვას მეტისმეტად მძიმე, სავსე მჭიდით დაახლოებით ორკილოგრამიანი იარაღის სასხლეტზე სათანადო ძალით თითის გამოკვრასა და გასროლის განხორციელებაზე. ხოლო, თუ ტყვია ყურის ზედა არეში გამოვიდა, როგორც ამას ჯიუტად ამტკიცებენ მარგველანი, ბურჯანაძე და გვანცელაძე, მაშინ თვითმკვლელობის ვერსიის შესაძლებლობა იზრდება (თუმცა არც ამ შემთხვევაში გამოირიცხება მკვლელობის ვერსია), იარაღის დახრილობის კუთხე ამით ბევრად მცირდება, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის თვითმკვლელობის შესაძლებლობას. სწორედ თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ემსახურება გამომავალი ჭრილობის უფრო ზემოთ ლოკალიზაციის მტკიცება.

 

მარცხენა ყურის ზედა არეში ჭრილობის შესახებ ირწმუნებიან სწორედ ის პირები, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ. თუმცა ასეთ ვითარებაში პარლამენტის კომისიას, ცხადია, მეტი ნდობა ექნება სპეციალისტებისა, რომლებიც ხელს აწერდნენ ცხედრის დათვალიერების ოქმს და არ იქნებოდნენ დაინტერესებულნი ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის დამკვიდრებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. „დრონი.ჯი“-მ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ნებართვით ამოიღო საქმეზე არსებული მასალების ის ნაწილი, რომელიც მიზანშეწონილია პრესაში გამოქვეყნდეს და საჯარო გახდეს.

 

ოფიციალური ვერსიით, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, თორმეტი საათიდან პირველ საათამდე. ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიასა და ლუდმილა აბშილავას სახლში სტუმრობისას, თვითონ ზვიად გამსახურდიას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ქალის არეში განხორციელებული გასროლის შედეგად.

 

 

1994 წლის 10 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე (თუმცა საინტერესოა, რომ საქმის აღძვრის დადგენილებაში არც გარდაცვალების ფაქტია აღნიშნული და არც ის მუხლი, რის საფუძველზეც აღიძრა საქმე).

 

 

1994 წლის 12 იანვარს, გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილმა გამოიტანა დადგენილება დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და დათვალიერების შესახებ. დადგენილება შესრულდა იმავე წლის 17 თებერვალს, როდესაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობიდან, მიწის ამოთხრის შედეგად, ამოასვენეს კუბო.

 

იმავე დღეს სენაკის აეროპორტში ჩატარდა ზვიად გამსახურდიას ცხედრის დათვალიერება. ოქმს ხელს აწერენ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები: გურამ შარაძე, სახელმწიფო მინისტრი გივი ლომინაძე, ტელევიზიის შეფი არჩილ გოგელია, შს მინისტრის მოადგილე ჯემალ მიქელაძე, უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე ავთანდილ იოსელიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თამარ დეკანოსიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი რევაზ კაპანაძე, გენპროკურორის მოადგილე ბალუაშვილი და სხვები. ოქმს ასევე ხელს აწერს გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი, რომელიც გარდაცვალების მომენტში პრეზიდენტის გვერდით იმყოფებოდა. იმავე დღეს ზვიად გამსახურდიას ცხედარი გროზნოში გადააფრინეს, სადაც დაკრძალეს.

 

 

მას შემდეგ გამოძიების მიერ დაიკითხა რამდენიმე მოწმე, ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გაუგებარი მიზეზით არ დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ პრეზიდენტის გვერდით მისი გარდაცვალების დროს.Aარ ჩატარდა ჩხრეკა და ნივთმტკიცების ამოღება კარლო ღურწკაიას სახლში, სადაც გარდაიცვალა პრეზიდენტი, არ იქნა მიღებული ზომები, რათა მოძებნილიყო ის იარაღი, საიდანაც მოხდა გასროლა.

 

 

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელს ო.ჯაფარიძეს გამოაქვს დადგენილება „თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის“ შესახებ. შემდეგ ბალუაშვილმა განაახლა ძიება იმ მოტივით, რომ არ იყო დაკითხული „თვითმკვლელობის“ უშუალო მოწმე რობინზონ მარგველანი, პირველად მარგველანი დაიკითხა 1997 წლის 5 თებერვალს, იგი ამ საქმეზე სულ თექვსმეტჯერ არის დაკითხული. საგაზეთო ინტერვიუებშიც და დაკითხვის დროს გაცემულ შეკითხვებზე პასუხის დროს მარგველანი ყველგან ხაზგასმით აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. ასეთივე ჩვენებებს იძლევიან გამსახურდიას დაცვის სხვა წევრებიც, რომლებიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ 2004 წლის მარტ-აპრილში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის გასვლის შემდეგ. დაკითხული არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ბაჩუკი გვანცელაძე, ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ და გვიან შეუერთდნენ გვანცელაძესა და მარგველანს.

 

 

დღემდე, რაც დიდი ნონსენსია, არ დაკითხულა მთავარი მოწმე, ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალების მომენტში მის გვერდით იყო. ამის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ბესარიონ გუგუშვილი ფინეთში ცხოვრობს. სხვათა შორის, არც საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ თავი შეიწუხა და მიმართა ზომებს გუგუშვილის დასაკითხად. 1999 წელს მოწმის სტატუსით დაიკითხნენ კარლო და ლუდმილა ღურწკაიები, ვის სახლშიც მოხდა ეს ტრაეგდია და ზაურ და ანატოლი ჩუხუები, რომლებიც ახლო კონტაქტში იყვნენ პრეზიდენტთან მის გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

 

 

2004 წლის მარტში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის შემდეგ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება კარლო და ლუდმილა ღურწკაიების სახლში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ბალიში, რომელზეც თავი ედო პრეზიდენტს და საწოლის თავის დაფა, რომელსაც ამჩნევია ტყვიის კვალი. არ არის გამოკვეთილი, როგორ იქნა გამოყენებული აღნიშნული მტკიცებულებები, მაგალითად, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა ამ საგნებზე.

 

 

2007 წლის მარტის ბოლოს, ზვიად გამსახურდიას ნეშტი გროზნოდან გადმოსვენებულ იქნა თბილისში და დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში, გადმოსვენებამდე კი ცხედარს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმის მასალებში.

 

რამდენად დამაჯერებელი და სარწმუნოა თვითმკვლელობის ვერსია

 

თვითმკვლელობის ვერსია მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ზვიად გამსახურდიას გვერდით იმყოფებოდნენ გარდაცვალების დროს და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პირთაგან სამი ადამიანი უნდა იყოს გამოყოფილი: ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე. ვინაიდან საქმეში დევს მხოლოდ მარგველანისა და გვანცელაძის ჩვენებები და არ არის გუგუშვილის ჩვენება მისი ფინეთში ემიგრირების მიზეზით, ამიტომ ამ ეტაპზე ჯერ მარგველანისა და გვანცელაძის ჩვენებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს სერიოზული მიზეზი ეჭვისა, რომ ამ ორი პირის ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და არადამაჯერებელი, გამოძიებამ კი ამ პირთა ჩვენებაზე დაყრდნობით იმოქმედა და გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა.

 

ვინ დაინახა თვითმკვლელობის მომენტი?

 

არც მარგველანს და არც გვანცელაძეს უშუალოდ არ დაუნახავთ, თუ როგორ მიიდო პრეზიდენტმა `სტეჩკინის~ სისტემის პისტოლეტი საფეთქელთან და როგორ განახორციელა გასროლა. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ეს მათ ჩვენებებშია.Eეს პირები ამბობენ, რომ გასროლის დროს სახლის მეორე სართულზე გუგუშვილისა და მათ გარდა არავინ იყო. ზვიად გამსახურდიას კი ხელში ეჭირა „სტეჩკინის“ პისტოლეტი.

 

 

მაგრამ ეს ორი ფაქტი, რომლის საფუძვლიანობაშიც ცდილობენ საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების დარწმუნებას მარგველანი და გვანცელაძე, არ გამორიცხავს იმ ვერსიის დაშვებასაც, რომ პრეზიდენტის მიმართულებით გაესროლათ, მაგალითად, სწორედ მეორე სართულზე მყოფ მარგველანს, გუგუშვილს ან გვანცელაძეს, ან სულაც უცნობ პირს და მერე კი მკვლელობის იარაღი ხელში ჩაედო მოკლულისთვის თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით.

 

სად მდებარეობს გამომავალი ჭრილობა?

 

ამ კითხვაზე პასუხები ისევ არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ცხედრის დათვალიერების ოქმში წერია, რომ მიცვალებულს აღენიშნებოდა „ოვალური ფორმის მოშაო ფერის უბანი, მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში, საფეთქლის თმოვან ნაწილთან ახლოს“. იგორ გიორგაძე ანდრეი კარაულოვთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას გვამს გამომავალი ჭრილობა სადღაც მარცხენა ყბასთან აღენიშნებოდა. რობინზონ მარგველანი თავის ჩვენებაში ირწმუნება, რომ ტყვია „გამოსული იყო მარცხენა ყურის არის ზედა ნაწილში“, ცხადია, რომ ეს ჩვენება წინააღმდეგობაშია 1994 წლის 17 თებერვლის ოქმთან, რომელსაც სხვებთან ერთად მარგველანიც აწერს ხელს.

 

 

გადაჭრით უჭერს მხარს მარცხენა ყურის ზედა ვერსიას ზაზა ბურჯანაძე, რომელიც აცხადებს, რომ გამოსვლისას ტყვიის „მარცხენა მხარეს ყურის ზედა ბიბილო მრგვალად ჰქონდა მოწყვეტილი“, უფრო მეტიც, ზაზა ბურჯანაძეს ორივე შემავალი და გამავალი ჭრილობის მდებარეობისა და ტყვიის ტრაექტორიის საკუთარი ვერსიის გასამყარებლად თავისი ხელით ნახაზიც კი აქვს შედგენილი. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ, თუ, ბურჯანაძის თქმით, მოწყვეტილი ჰქონდა მარცხენა ყურის ბიბილო, რატომ გამორჩათ ეს ოქმზე ხელმომწერ კომპეტენტურ ექსპერტებს და ექიმებს. თუ ტყვია მართლაც მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში გამოვიდა, რა დასკვნაც არის ოქმიდან გამომდინარე, იგი ყურის ნიჟარის ზედა ნაწილს მოწმის მიერ „ზედა ბიბილოდ“ მოხსენიებულს, ვერ მოწყვეტდა.

 

 

თუ ზაზა ბურჯანაძის ჩვენება სწორია და ტყვიამ მართლაც ყურის ზედა ბიბილო მოწყვიტა, მაშინ სადაა თავის ქალიდან გამომავალი ჭრილობა? ტყვია ხომ ჯერ თავის ქალიდან უნდა გამოსულიყო და მერე მოეწყვიტა ყურის ბიბილო? ასეთ შემთხვევაში ოქმის ხელმომწერთა მიერ მითითებული ადგილი სწორი ვერ იქნება, რადგან გამომავალი ჭრილობა არა ყვრიმალის უკანა მხარეს, არამედ სადღაც ყურის ზედა არეში მარცხენა საფეთქლის მიდამოებში უნდა არსებულიყო. ზაზა ბურჯანაძე საკუთრივ თავის ქალიდან გამომავალი ჭრილობის შესახებ არაფერს ამბობს, უფრო მეტიც, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თავის ქალაზე სხვა დაზიანებები არ მინახავსო.

 

 

ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტის ერთმანეთთან შეჯერებას ცდილობს ბაჩუკი გვანცელაძე, რომელიც, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ, როცა ზაზა ბურჯანაძე მიცვალებულს წვერს პარსავდა, რაშიც მას გვანცელაძეც ეხმარებოდა, ისინი „შემთხვევით წააწყდნენ“ გამავალ ჭრილობას, რომელიც მდებარეობდა „მარცხენა ყურის ძირში“. თუმცა იქვე გვანცელაძე ამბობს, რომ ტყვიას „მოწყვეტილი ჰქონდა ყურის ზედა ნაწილი“.

 

 

როგორ მოხდა, რომ ტყვია ყურის ძირში გამოვიდა, მაგრამ ყურის ზედა ნაწილში მოწყვიტა? უცნაურია ისიც, რომ ყურის ძირში არსებული ჭრილობა, რომელიც მისი მდებარეობის აღწერის მიხედვით თვალსაჩინო ადგილას უნდა ყოფილიყო, გვანცელაძემ „შემთხვევით~ აღმოაჩინა, ბურჯანაძემ კი საერთოდ „ვერ აღმოაჩინა“.

 

 

გამომავალი ჭრილობის მდებარეობის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურების ან უარყოფის მიზნებისთვის. თუ გამომავალი ჭრილობა ზვიად გამსახურდიას ცხედარს მართლაც მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში აღენიშნებოდა, როგორც ეს ოქმიდან ირკვევა და გვანცელაძისა და იგორ გიორგაძის სატელევიზიო განცხადებაში არის დაფიქსირებული, მაშინ იარაღის ლულის დახრილობის კუთხე გარდაცვლილის თავის ქალის მიმართ იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ თვითმკვლელობის განზრახვის მქონე ადამიანს არ უნდა შეძლებოდა ასეთი კუთხით 25 სმ-ის სიგრძის „სტეჩკინის“ პისტოლეტის დაჭერაც კი, რომ არაფერი ითქვას მეტისმეტად მძიმე, სავსე მჭიდით დაახლოებით ორკილოგრამიანი იარაღის სასხლეტზე სათანადო ძალით თითის გამოკვრასა და გასროლის განხორციელებაზე. ხოლო, თუ ტყვია ყურის ზედა არეში გამოვიდა, როგორც ამას ჯიუტად ამტკიცებენ მარგველანი, ბურჯანაძე და გვანცელაძე, მაშინ თვითმკვლელობის ვერსიის შესაძლებლობა იზრდება (თუმცა არც ამ შემთხვევაში გამოირიცხება მკვლელობის ვერსია), იარაღის დახრილობის კუთხე ამით ბევრად მცირდება, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის თვითმკვლელობის შესაძლებლობას. სწორედ თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ემსახურება გამომავალი ჭრილობის უფრო ზემოთ ლოკალიზაციის მტკიცება.

 

მარცხენა ყურის ზედა არეში ჭრილობის შესახებ ირწმუნებიან სწორედ ის პირები, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ. თუმცა ასეთ ვითარებაში პარლამენტის კომისიას, ცხადია, მეტი ნდობა ექნება სპეციალისტებისა, რომლებიც ხელს აწერდნენ ცხედრის დათვალიერების ოქმს და არ იქნებოდნენ დაინტერესებულნი ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის დამკვიდრებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 years later...

მართლაც ძალიან გასაოცარი ადამიანები იყვნენ ცუდია რომ  მიწის აზომვა არ იცოდნენ რაც ძალიან გამოადგებოდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...