Nukriko Posted August 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 georgekh13ხო და იქნებ, შენ ან სატურმა მიპასუხოთ კეთილდღეობის სახელმწიფო ვისი პროექტია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 ხო და იქნებ, შენ ან სატურმა მიპასუხოთ კეთილდღეობის სახელმწიფო ვისი პროექტია?ეგ რა არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 ეგ რა არის? "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო" შეხედულებები გარკვეულწილად დაუპირისპირდა ადრე არსებულ კონცეფციებს, რომელთა თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა. იყო პერიოდი, როდესაც ეკონომიკა მთლიანად კერძო ინიციატივაზე იყო დაფუძნებული და სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში სოციალურ ბოროტებად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფად აღიქმებოდა. მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კვალობაზე სახელმწიფომ თანდათან აქტიურად იწყო ჩარევა ეკონომიკაში და თვითონ გახდა მსხვილი სამეურნეო სუბიექტი. იგი ზემოქმედებს კერძო სექტორზე გადასახადების, ინვესტიციების, სახელმწიფო შეკვეთების, საკრედიტო პოლიტიკის რეგულირებისა და კონტროლის სხვა საშუალებებით. იგი ატარებს სოციალური მომსახურების პოლიტიკას, რაც გულისხმობს სოციალურ უზრუნველყოფას, სოციალურ დაზღვევას, დახმარებებს ავადმყოფობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის შემთხვევაში, ზრუნავს ბავშვებზე, ჯანდაცვაზე, აბანდებს სახსრებს მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში და ა. შ. სახელმწიფო ახორციელებს მსხვილ პროგრამებს სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ასეთი პოლიტიკის შედეგად არაერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში იქნა მიღწეული ცხოვრების მაღალი დონე, რაც იქცა კიდეც „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის ბაზად. დ. კეისი თავის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936) ასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობას. ამ თეორიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება საშუალებას იძლეოდა, გადაელახათ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რაც დამახასიათებელი იყო კაპიტალიზმის განვითარების წინა ეტაპისათვის, როდესაც ინდივიდუალური კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის ბატონობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პოლარიზაციას იწვევდა. შერეული ეკონომიკის შექმნა, სახელმწიფოს აქტიური მარეგულირებელი როლი და სოციალური მომსახურების პოლიტიკა ხელს უწყობს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნასა და განვითარებას. მათი აზრით, თანამედროვე მაღალგანვითარებული სახელმწიფო მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების გამომხატველად გადაიქცა. კერძოდ, ბოლდუინგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ახლა მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; პიგუს აზრით, ასეთი სახელმწიფო მთელი ხალხის სახელმწიფოა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და სამართლიანობის იდეების რეალიზაციის საშუალებაა; მუნდის მიხედვით, „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ძირითადი იდეა მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება, თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კეთილდღეობაში, მაშინაც კი, როდესაც არა აქვს აუცილებელი წყაროები ამის უზრუნველსაყოფად. ასეთი სახელმწიფოს მიზანი არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის განსაზღვრული დონის მიღწევა, მთელი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი მინიმუმის მიღწევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 Nukrikoასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობასეკონომიკაში ყველაზე აქტიურად სსრკ ერეოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 ნუკრიკო, ვერ გავიგე... მაპატიე, მაგრამ "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო" (რომელთა თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა) რაღაც უტოპიას ჰგავს... განათლებაში არ უნდა ერეოდეს?ანდა სამედიცინო მომსახურების სფეროში? ვერ გავიგე, შენ მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე? თუ ანარქისტი? სახელმწოფოს იმიტომ ვქმნით ადამიანები, საზოგადოება, რომ იგი გვემსახურებოდეს სხვადასხვა სფეროში და არ იყოს ანარქია... თუ სახელმწოფომ არა, მაშინ ვინ უნდა აკონტროლოს ეს სფეროები?თუ შენ ამ ჩარევას გულისხმობ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 georgekh13 მაპატიე და ყოველ კამათზე ვრწმუნდები რომ აზრზე არ ხარ, როგორც იდეოლოგიების, ისე ელემენტარულ პოლიტოლოგიის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 მაპატიე და ყოველ კამათზე ვრწმუნდები რომ აზრზე არ ხარ, როგორც იდეოლოგიების, ისე ელემენტარულ პოლიტოლოგიის..მიპატიებია...არ არის ჩემი სპეციალობა პოლიტოლოგია და უნდა გაგიტყდე, რომ არც 'კაპიტალი' წამიკითხია სერიოზულად კი, რად უნდა მაგას პოლიტოლოგიის ცოდნა და იდეოლოგიების გადაბულბულება... კომუნიზმი რომ უტოპიაა და შეუძლებელია მისი რეალობაში მოყვანა, ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა არ უნდა უნდოდეს... თეორეტიკოსობამ დაგვღუპა ჩვენ... ლენინი თეორეტიკოსი იყო, და რომ ეტყოდნენ, როგორ გადავწყიტოთ ესა თუ ის პრობლემაო, იძახოდა დავხვრიტოთო (რასსტრელიატ, ბატუშკა, რასსტრელიატო...) პლუს-მინუს რამდენიმე მილიონი, ჯდებოდა მისი თეორიის ფარგლებში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 სახელმწიფო უნდა ჩაერიოს თუ არა ეკონომიკაში,ჰმ, ჯენერალ მოტორსი 2008 წლის კრიზის შემდეგ გაკოტრების პირას მივიდა,სახელმწიფო დაეხმარა და დღეს მოტორსი მაგრად უბერავს,ევრონიუსზე ვუსმნე ერთი ექსპერტი საუბრობდა "ადრე სახელმწიფომ გადაარჩინა ჯენერალს, ეხლა კი ჯენერალსი გადაარჩენს ამერიკის ეკონომიკასო" რუზველტის მმართველობის დროიდან ამერიკაში სახელმწიფო ერევა ეკონომიკის განვითარებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 ლიბერალური ეკონომიკური მსოფლმხედველობის მთავარ „არგუმენტს“ საყოველთაო სოციალური კეთილდღეობის წინააღმდეგ წარმოადგენს იდეა იმის შესახებ, რომ საყოველთაო სოციალური კეთილდღეობა მოითხოვს მატერიალური სახსრების „ხელოვნურ“ გადანაწილებას სოციალურად დაუცველი ფენების სასარგებლოდ, რაც თავის მხრივ იწვევს ეკონომიკის „დამუხრუჭებას“. ეს საკმაოდ გავრცელებული ბრალდებაა და ვფიქრობ აუცილებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. პირველ რიგში, რაც ამ ბრალდების ანალიზისას თვალში მოგხვდებათ, არის ის, რომ ლიბერალი მოაზროვნეები თვიდანვე, ე.ი. საკითხის დასმისთანავე სისტემის მთავარ მიზნად ეკონომიკის ზრდას აცხადებენ. შესაბამისად - რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, ის ა-პრიორი ცუდია და პირიქით. ამ ეტაპზე ცოტა ხნით დავანებოთ თავი იმას, რამდენად მართებულია ეს ლოგიკა თუნდაც ეკონომიკური კუთხით და დავსვათ რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: - სად, ვინ და როდის შეთანხმდა იმაზე, რომ საზოგადოების უმთავრესი მიზანი სწორედ ეკონომიკის (ვთქვათ გამოშვებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების) განუხრელ ზრდა უნდა იყოს? ან რა უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის: სოციალური სამართლიანობა, თუ ერთობლივი შიდა პროდუქტის არითმეტიკული ზრდა, რაც სულაც არ არის აუცილებელი პროპორციულად აისახოს ქვეყანაში არსებული ყველა სოციალური ფენის მატერიალურ მდგომარეობაზე? უფრო მეტიც - რა მოუვა ასეთ ლოგიკაზე დაფუძნებულ სისტემას, როცა ეკონომიკა მიაღწევს ერთგვარ „ზრდის ბუნებრივ ბარიერს“, რაც ნებისმიერი ქვეყნისა და ზოგადად დედამიწის რესურსების შეზღუდულობის გამო აბსოლუტურად გარდაუვალია? ამ კითხვებზე ლიბერალების პასუხი ან საერთოდ არ აქვთ, ან მათი პასუხები ტრიალებენ ერთგვარ „ჩაკეტილ წრეზე“, როცა ეკონომიკის (იგულისხმება ეშპ) ზრდა ავტომატურად(?) გამოიწვევს ყველა პრობლემის მოგვარებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და ა.შ. მაგრამ როდის, ვინ და სად დაამტკიცა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თავისთავად ნიშნავს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას - ამას არავინ გვიხსნის. უფრო მეტიც - ცნობილია, რომ ეშპ, გადაანგარიშებული თუნდაც თითოეულ მოქალაქეზე (GDP Per Capita) საერთოდ არაფერს გვეუბნება მოცემული საზოგადოების სოციალური მდგომარეობის შესახებ. ეს იმიტომ, რომ ამ გაანგარიშების დროს ქვეყანაში შექმნილი მთლიანი მატერიალური სიმდიდრე (პროდუქცია პლუს მომსახურება) უბრალოდ იყოფა ამავე პერიოდში ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობაზე და დგება ერთგვარი „საშუალო არითმეტიკული“ თითოეული ინდივიდისთვის. მაგრამ ასეთ საშუალო არითმეტიკულს აზრი ექნებოდა მხოლოდ მაშინ, საზოგადოებაში არსებული სიმდიდრე მართლაც თანაბრად რომ ნაწილდებოდეს თითოეულ ინდივიდზე. სინამდვილეში, როგორც ვიცით ამგვარი გადანაწილება არც ერთ საზოგადოებაში არ ხდება (ხოლო ლიბერტარიანული სისტემა ყველაზე შორს დგას ასეთი თეორიული მოდელისგან). ილუსტრაციისთვის წარმოვიდგინოთ ორი საზოგადოება (ქვეყანა), სადაც პირველში მატერიალური დოვლათი ნაწილდება თითქმის თანაბრად, ხოლო მეორეში - ძალზე არათანაბრად. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ორივე ზემოხსენებული საზოგადოება თანაბარი რაოდენობის მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. რას გვეუბნება ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა? ეს სტატისტიკა გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყნებმა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში თანაბარი რაოდენობის მატერიალური დოვლათი შექმნეს. მაგრამ ამავე დროს იგი არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში როგორი სოციალური სისტემაა ჩამოყალიბებული. ეშპ ერთი და იგივე ზომის პირობებში, ერთი ქვეყანა შეიძლება იდგეს სოციალური კატასტროფის პირას, ხოლო მეორე საყოველთაო სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობას უახლოვდებოდეს. უფრო მეტიც - საზოგადოებამ შეიძლება ნაკლები ეშპ მოცულობის პირობებშიც კი გაუსწროს ფორმალურად უფრო მდიდარ ქვეყანას, თუ მას უფრო სამართლიანი გადანაწილების პრინციპები ექნება შემუშავებული. ამის მაგალითს ადვილად მოვნახავთ თუნდაც დღევანდელ მსოფლიოში. ცნობილია, რომ, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მდიდარი ქვეყანაა (თუნდაც ეშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით), ვიდრე ვთქვათ შვედეთი ან ისლანდია. ეს ნიშნავს, რომ ფორმალურად, აშშ ერთ სულ მოსახლეზე ქმნის მეტ სიმდიდრეს, ვიდრე ზემოაღნიშნული ქვეყნები, მაგრამ ამის მიუხედავად, არავის მოუვა აზრად ამტკიცოს, რომ ამერიკის თითოეული მოქალაქე უფრო დაცულია სოციალური კუთხით, ვიდრე შვედეთის, დანიის ან ისლანდიის. მიზეზი მარტივია - ქვეყანაში შექმნილი სიმდიდრე თითოეულ საზოგადოებაში ნაწილდება არა საშუალო არითმეტიკულის, არამედ სოციალური პოლიტიკის მიხედვით. ერთი სიტყვით, ჩვენ დავინახეთ, რომ წარმოების ზრდა თავისთავად არ შეიძლება იყოს „პანაცეა“. იმის გარდა, რომ ეს მეთოდი ადრე თუ გვიან აუცილებლად “შეეჯახება“ ბუნებრივ ზღვრებს (რაც არაერთხელ უკვე მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში) იგი მინიშნების სახითაც კი არ შეიცავს თავის თავში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პარადოქსია, მაგრამ ხანდახან პირიქითაც კი შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ზუსტად მაშინ, როცა წარმოების ზრდა თვითმიზნად არის გამოცხადებული. ასეთ შემთხვევაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს შრომის კოდექსი და სხვა რეგულაციები „მოარგოს“ ინვესტორის (ანუ დამსაქმებლის) ინტერესებს. ეს ბუნებრივიცაა - ინვესტიცია მიედინება იქ, სადაც წარმოების დანახარჯები (მათ შორის სახელფასო დანახარჯები) ყველაზე მცირეა. მაგრამ რა კავშირი აქვს ეკონომიკის ამგვარ „გამოცოცხლებას“ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან? მხოლოდ ის, რომ ამგვარი პოლიტიკით ყალიბდება ე.წ. „დამსაქმებლის ეკონომიკა“, სადაც ეკონომიკის მთავარ კანონს წარმოადგენს „მუშაობა ნებისმიერ ხელფასზე“. რეალურად სწორედ ეს სისტემა ინერგება დღეს საქართველოში. სინამდვილეში სოციალური სოლიდარობა რა თქმა უნდა არავითარ „მუხრუჭს“არ წარმოადგენს თუნდაც ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის. პირიქით - მსოფლიოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისები ყველაზე მწვავე ფორმებს სწორედ ლიბერტარიანიზმის პრინციპებზე დამყარებულ ეკონომიკურ სისტემებში იღებენ. ეს მაშინ, როცა სოციალური სოლიდარობის რაღაც ფორმით შემცველი სისტემები ყოველთვის ყველაზე „უკრიზისო“ ეკონომიკურ მოდელებად ითვლებოდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მთელი რიტორიკა სოციალური სოლიდარობის პირობებში ინდივითა მხრიდან „ეკონომიკური საქმიანობის მოტივაციის დაკარგვის“ შესახებ სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ზემოხსენებული „დამსაქმებლის ეკონომიკის“ გამართლება და გამყარება. მაგრამ სად მიგვიყვანს ეკონომიკის მექანიკურ ზრდაზე (ანუ სინამდვილეში იგივე „დამსაქმებლის ეკონოკიკაზე“) ამგვარი აქცენტის გაკეთება? ბუნებრივია, რომ ეს მიდგომა ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს მოსახლეობის მასობრივ ლუმპენიზაციამდე. მუშაობა ნებისმიერ ხელფასად მხოლოდ იმიტომ, რომ „სახლში ჯდომით ამ ცოტასაც არავინ გაძლევს“ არის ყველაზე საშიში და ამორალური ტრიუკი, რაც თანამედროვე ლიბერალიზმმა გამოიმუშავა ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად. საშიშია პირველ რიგში იმიტომ, რომ კლასიკური ლოგიკით მას მართლაც „ვერაფერს მოუხერხებ“ - ლოგიკა მართლაც გვეუბნება, რომ ჯობია გქონდეს ცოტა, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს. ასევე სიმართლეა ისიც, რომ „სახლში ჯდომით“ ამ ცოტასაც არავინ გაძლევს მაგრამ... მაგრამ ეს „ლოგიკა“ მართებულია მართლაც ნებისმიერი ანაზღაურების შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს „ხელფასი“ ყოფნის მგზავრობის ხარჯების დასაფარად და ამის შემდეგაც კიდევ „რაღაც“ რჩება (არა აქვს მნიშვნელობა ამ „რაღაცის“ რაოდენობას - თუნდაც 10 ლარი) ზემოხსენებული ლოგიკით მუშაობა უკვე „ღირს“. ღირს, რადგან „სახლში ჯდომით ამ 10 ლარსაც არავინ გაძლევს“. მგონი აქ ყველაფერი გასაგებია. ამგვარ ლოგიკაზე დაფუძნებული სისტემა არა მარტო ვერ გააუმჯობესებს სოციალურ ფონს, არამედ ეტაპობრივად გაანადგურებს ყველა იმ მიღწევას, რასაც სოციალურ ასპექტში უკვე მიაღწია კაცობრიობამ. აი სინამდვილეში სად მივყავართ ანტიმეცნიერული „აგრუმენტებს“ სოციალური სოლიდარობის წინააღდეგ. ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ის, რასაც საქართველოში დღეს ვაკვირდებით, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. http://european.ge/?id=200 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 - სად, ვინ და როდის შეთანხმდა იმაზე, რომ საზოგადოების უმთავრესი მიზანი სწორედ ეკონომიკის განუხრელ ზრდა უნდა იყოს? ჯერ აქამდე წავიკითხე და ამაზე გიპასუხებ: შეთანხმებით არავინ არ შეთანხმებულა...უბრალოდ ეგ საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა... ადამიანია შექმნილი მასე... მოტივაციაა ეგ ცხოვრების... ადამიანი რაც უფრო კარგად მუშაობს, მით უფრო მეტი ხელფასი უნდა... მეტი ხელფასი რომ მისცე, ეკონომიკა უნდა გაიზარდოს...ვინც კარგად მუშაობს, ის რა თქმა უნდა უკეთესად უნდა ცხოვრობდეს კიდეც... გლეხურად ავხსენი, მაგრამ ასეა ჩემი აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 სადაც პირველში მატერიალური დოვლათი ნაწილდება თითქმის თანაბრად, ხოლო მეორეში - ძალზე არათანაბრად ეგ რას ჰქვია, არათანაბრად?ახლა მაგალითად, მე, თუნდაც შენ (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგიაში ერკვევი და ა.შ.), და სტივ ჯობს, ერთნაირად რატომ უნდა გვქონდეს შემოსავალი?თუნდაც ბილ გეიტსს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 აი სინამდვილეში სად მივყავართ ანტიმეცნიერული „აგრუმენტებს“ სოციალური სოლიდარობის წინააღდეგ. რას ჰქვია სოლიდარობა? რასაც შენ ანტიმეცნიერულ არგუმენტებს უძახი, სინამდვილეში ის ბუნების კანონია... იყო თანაბარი გადანაწილება საბჭოთა კავშირში და სად არის ახლა ის?არ არის ამერიკაში თანაბარი გადანაწილება და ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 ახლა მაგალითად, მე, თუნდაც შენ (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგიაში ერკვევი და ა.შ.), და სტივ ჯობს, ერთნაირად რატომ უნდა გვქონდეს შემოსავალი?თუნდაც ბილ გეიტსს? ზემოთ დადებულ ვიდეოებში, კარგად იყო ეს ახსნილი (ბილ გეითზეც) და მე ეხლა არ ვაპირებ იგივეს წერას.. ადექი და თუ გაინტერესებს უყურე, თუ არ გაინტერესებს რაღას მეკამათები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 ზემოთ დადებულ ვიდეოებში, კარგად იყო ეს ახსნილი (ბილ გეითზეც) და მე ეხლა არ ვაპირებ იგივეს წერას.. ადექი და თუ გაინტერესებს უყურე, თუ არ გაინტერესებს რაღას მეკამათები?ნუკრიკო, ერთ კითხვაზე მიპასუხე და შეგეშვები როგორ გგონია, ამერიკის წარმატება (ის რომ ყველაფერს რომ იქ იგონებენ, და რომ უდიდესი ეკონომიკა აქვთ) არის თუ არა დაკავშირებული მის ეკონომუკურ სისტემის ტიპზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 29, 2011 (edited) ის რომ ყველაფერს რომ იქ იგონებენყველაფერს იქ არ იგონებენ აქედან დავიწყოთ არის თუ არა დაკავშირებული მის ეკონომუკურ სისტემის ტიპზე? დღევანდელი ამერიკული ეკონომიკა კრიზისშია.. რაც შეეხება ზოგადად მის ეკონომიკურ ისტორიას ის ისევე იყენებდა და იყენებს დღესაც სახელმწიფოს, ეკონომიკის ჩარევაში (სოციალისტურ მოდელს), როგორც ეს თავის დროზე რუზველტმა გააკეთა რით განსხვავდება "რუზველტის კურსი" სოციალ-დემოკრატიულ კურსისგან? თითქმის არაფრით - და სწორედ ამ მეთოდმა შეძლო ამერიკის წინსვლა.. მაგრამ უკვე რეიგანიდან 2008-წლამდე რა ეკონომიკური სისტემაც არსებობდა (ნეოლიბერალური ეკონომიკა) ეს რეალურად იყო ეკონომიკის სიკვდილი, რაც მოხდა კიდეც 2008 წელს და დღეს კვლავ რეიგანს მიადგნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ქაჩავენ - ობამას ბანკები და კორპორაციები უ-გდებენ და უგდებენ სოციალურ პროგრამებს.. Edited August 29, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.