Jump to content
Planeta.Ge

ზოგჯერ პოლიტიკური მოთხოვნა, რეალობას ილუზიად აქცევს


Recommended Posts

კრემლის მიერ დაჩაგრული რუსეთის მოქალაქეები დიდი იმედით შეხვდნენ 2004 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციით მოტანილ დემოკრატიის სიოს. საქართველო ხომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც დემოკრატიის მერცხალი შემოფრინდა. არა და ამ დროს რუსეთის ხელისუფლებაში მზადდებოდა ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმა.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების შიშით, კრემლმა აამუშავა ინფორმაციული პროპაგანდის მანქანა, რომელმაც რუსეთის ერთ დროს მოძმე ქართველი ერისგან, მტრის ხატი შექმნა. მოსკოვიდან მართვადი მედიასაშუალებებით, 24 საათიან რეჟიმში, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა საქართველოზე არასწორი ინფორმაცია, რომლის ლეიტმოტივი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეეკრა აშშ იმპერიალიზმს და მისი მეშვეობით რუსეთის განადგურება ცდილობს.

საინფორმაციო ომთან ერთად, კრემლი გადავიდა სამხედრო თავდასხმის მზადებაზეც. საქართველოს ოკუპაციისთვის განკუთვნილი სამხედრო ნაწილებში მიმდინარეობდა სამხედრო წრთვნა და იდეოლოგიური მუშაობა. რუსეთის სამხედრო მეთაურები, გაყალბებული ინფორმაციის საშუალებით იდეოლოგიურად ამზადებენე ჯარისკაცებს, სერჟანტებს და უმცროს მეთაურებს.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარმა გამოიყენა რა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის პორვოკაცია, საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. დაიღუპა ასობით ქარველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე. მსოფლიოს თანამეგობრობის ჩარევა რაომ არა, განსაკუთრებით კი ბატონ სარკოზის დიდი ღვაწლის მეშვეობით, რომელსაც უშუალოდ მეთაურობდა ბატონი ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველო ტოტალური განადგურება ემუქრებოდა.

 

დღეს საქართველოში აღნიშნავენ 2008 წლის რუსეთის ოკუპაციის 43–ე წლისთავს. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ ამ თარიღთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი შექმნა, სადაც ქართველი მაყურებელი ოკუპაცისა შეხედავს, რუსი მოქალაქეების, ინტელიგენციისა და ოკუპაციაში მონაწილე სამხედროების თვალით.

 

ამავე დროს გვინდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება შეიცვალა. საქართველოს პრემიერმა, ოკუპაციის 43 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს საქართველოს რუსეთის მხრიდან საშიშროება არ ემუქრება და ყურადღება უფრო ტერორიზმთან ბრძოალზე არის გასამახვილებელი.

საქართველოს პოლიტიკური ელიტა, განსაკუთრებით კი პრეზიდენტი აცხადებს იმას, რომ 2048 წელს რუსეთის მიერ ჩეხეთის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, გამოწვეული იყო ჩეხეთის ხელისუფლების პროვოკაციით, რომლმაც კარლოვი ვარში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ბრძანება გასცა . რუსეთი ფაქტიურად იძულებული იყო დაეცვა თავის მოქალაქეები ჩეხების აგრესიიგან. ამ ფაქტს ადასტურებს გამოქვეყნებულ ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის 2050 წლის ანგარიში ე.წ. ტალიავინის დასკვნა.

 

ეხლა კი ისევ დავუბრუნდეთ და მოვუსმინოთ იმას თუ როგორ იხსენებნ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს 2008 წლის ოკუპაციას.

სერჟანტი დმიტრი როდიონოვი, რომელიც 2008 წლის ოკუპაციაში იღებდა მონაწილეობას. “ჩვენ არ გვინდოდა საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობა, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობამ დაგავრწმუნა იმაში, რომ საქართველოში კონტრდემოკრატია ამერიკულ იმპერიალიზმთან ერთად, რუსეთის განადგურება სურს. დღეს ამ ფაქტს ოდნავ განსხვავებული თვალით ვუყურებ და მიმაჩინია ის რომ ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იყო, თუმცა ალბათ მაშინ აუცილებელი.”

კაპიტანი პაველ ივანოვიჩ ვსეროსისკი იხსენებს, რომ “დამიჯერეთ ჩვენ საქართველოს ოკუპაცია არ გვინდოდა, ყველაფერი ეს შემთხვევით მოხდა. მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი. დღესაც ხშირად ჩავდივარ საქართველოში დასავენებლად.”

გენერალ ანტონ ლვოვიჩ მედვედევ – “მაშინდელი ოკუპაცია იძულებული ფორმა იყო, ამით ჩვენ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისგან გადავრჩინეთ, არა და ქართველი ხალხის დიდი პატივისმცელი ვარ. რუსეთის გენერლის სიტყვას ვიძლევი, რომ ჩემი ნამუსი და სინდის ამ მხვრივ სუფთაა”. გენერლის სიტყვებს ადასტურებს 2008 წლის მოვლენების პერიოდში ქართველი ჟურნალისტი და შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წამყვანი მუშაკი ვანო სააკიძე – “გენერალი ნამუსიერი კაცია და ეს არაერთხელ დაამტკიცა, განსაკუთრებით 2048 წელს კარლოვი ვარში ბრძოლებისას.”

ასევე დიდი მადლითა და გულსიტკივილით იხსენებენ 2008 წლის ოკუპაციას რუსეთის უბრალო მოქალაქეები და რა თქმა უნდა ინტილეგენცია, რომელმაც საქართველოს ოკუპაციისას განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა მოსკოვში საპროტესტო აქციებით, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. როდესაც ამ პერიოდს ირინა ანდრეევნა იხსენებს, მას ცრემლები სცვივა ხოლმე.

დღეს რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა და რუსეთი არ აღიქმევა საქართველოში, როგოც ოკუპანტი სახელმწიფო. რა თქმა უნდა რუსეთს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ზოგჯერ აქვს მიდრეკილება პრობელმების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტისა, როგორც ეს 2048 წელს ჩეხეთში მოხდა, მაგრამ საერთო ჯამში და მსოფლიო მაშტაბით დღეს რუსეთი დემოკრატიის მშენბლობას ცდილობს.

 

ომის მადლი შეგვეწიოს………………..

http://www.georgian-style.net/?p=1268

post-4236-089167500 1314477926_thumb.jpg

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესაც ხშირად ჩავდივარ საქართველოში დასასვენებლად.”

 

დღესაც ხშირად ჩავდივარ საქართველოში დასასვენებლად, ტანკით. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესაც ხშირად ჩავდივარ საქართველოში დასასვენებლად, ტანკით. :givi:

 

დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეს დოკუმენტურუ ფილმი ჩეხებამა :) აშკარა სიყვარული გაეხსნათ რუსების მიმართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

დღეს რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა და რუსეთი არ აღიქმევა საქართველოში, როგოც ოკუპანტი სახელმწიფო

ეს არაა სიმართლე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეს არაა სიმართლე

 

წარმოიდგინე რომ 43 წლის შემდეგ ასე ფიქრობენ. 2008 წელს მახსოვ რუსეთის საელჩოს წინ დემონსტრაციას რომ ვატარებდით, სტუდენტები მოდიოდნენდა მედავებოდნენ იმაში რომ რუსეთ საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია.

ერთი კვირა მიდის ეხლა ასეთი საუბრები, რომ ფაქტიურად ასე ჟღერს "რუსები არ არიან ოკუპანტები, უბრალოდ შეაცდინეს საცოდავები და ოკუპაციის პერიოდში მაგრად განიცდიდნენ ამ ამბეს."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ერთი კვირა მიდის ეხლა ასეთი საუბრები, რომ ფაქტიურად ასე ჟღერს "რუსები არ არიან ოკუპანტები, უბრალოდ შეაცდინეს საცოდავები და ოკუპაციის პერიოდში მაგრად განიცდიდნენ ამ ამბეს."

არ ვიცი შენ ვისთან გაქვს ურთიერთობა.. მაგრამ ჩემს გარშემო ყველა რუსეთს ოკუპანტად თვლის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ჩემს გარშემო ყველა რუსეთს ოკუპანტად თვლის

 

მე ხშირად მესმის სიტყვები: ამათ ისევ რუსული ჩექმა გვირჩევნიაო. ;ამათში; ვის გულისხმობენ, არ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

არ ვიცი შენ ვისთან გაქვს ურთიერთობა.. მაგრამ ჩემს გარშემო ყველა რუსეთს ოკუპანტად თვლის

შენც ჩეხეთში ცხოვრობ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუუ, მესამე კვირა გადის ეს ფილმი. დავიტანჯე რა რუსების ცოდვით.

რაზე დედა არ უტირეს 1968 წ. ამათ, არ იყვნენ ღირსები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...