Jump to content
Planeta.Ge

ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედია.


Recommended Posts

მისმა ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა სარჩელი და აქედან დაიწყო მათი უბედურება: ემუქრებოდნენ, გამოიტანეთ სტრასბურგიდან სარჩელი, თორემ გიორგი ციხიდან ვერ გამოვაო. ამ საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყო სამღვდელოებაც(!). სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ გიორგის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ბოლოს, ოჯახში მათი ძალიან ახლობელი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი მივიდა და უთხრა, თქვენ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, რომ ფულისთვის იბრძვით, არ გინდათ გიორგის ციხიდან გამოშვება, ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის რა არის მთავარიო, გამოიტანეთ ეს საქმე და გამოუშვებენო. მოკლედ, ოჯახმა ვეღარ გაუძლო ზეწოლას და საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერა. ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ევროსასამართლოში საქმე შეწყვეტილიყო, მაგრამ ხელისუფლებას სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. ზერეკიძეები დაიბარეს და უთხრეს, განაცხადის გამოთხოვა არ არის საკმარისი, თქვენ უნდა წახვიდეთ სტრასბურგში და საქმე თავად უნდა წამოიღოთ, რომ დავრწმუნდეთ, მართლაც გამოიტანეთო. ზერეკიძეები სტრასბურგში ჩაფრინდნენ. სწორედ უკან დაბრუნებულებს "აღმოუჩინეს" 230 აბი ნარკოტიკი. ლიკა ზერეკიძეს ხელში ეჭირა ჩანთა, სადაც დუტი-ფრიში ნაყიდი ორი სუვენირი ედო. სწორედ იმ ჩანთაში ჩაუგდეს სუბუტექსი. თბილისში ჩამოსვლამდე ორი აეროპორტი გამოიარეს და ორი ქვეყნის საზღვარი გადმოლახეს და ვერავინ შეამჩნია 230 აბი სუბუტექსი და მხოლოდ ჩვენმა სოდელებმა იპოვეს?!როდესაც მამუკა ზერეკიძემ დაინახა, რომ მის მეუღლეს ციხეში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით უშვებდნენ, გადაწყვიტა, თავად აეღო დანაშაული. დათანხმდა სატელევიზიო აღიარებაზეც, თითქოს ნარკოტიკი პარიზში შეიძინა. აღიარების სანაცვლოდ ლიკა ზერეკიძე ციხეში არ გაუშვეს, თუმცა გაასამართლეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ის დღემდე პრობაციონერია. მამუკა ზერეკიძემ მეუღლე ციხიდან კი იხსნა, თუმცა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანისთვის უვადო პატიმრება მიუსაჯეს. ამის შემდეგ ლიკა ზერეკიძემ ყველაფერს თავი დაანება, აღარც იბრძოდა. იფიქრა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და აღარავის ეკონტაქტებოდა.

 

http://www.kvirispalitra.ge/justice/9085-zerekidzeebis-ojakhis-tragedia.html

 

როდემდე?! :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,ეგრე იქნება მანამდე,სანამ პირში ენა ექნებათ ჩაგდებული ქართველებს.უმეტესობას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ხო,ეგრე იქნება მანამდე,სანამ პირში ენა ექნებათ ჩაგდებული ქართველებს.უმეტესობას.

უკვე ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანია... მარტო პრობაციონერი 300 000მდეაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანია... მარტო პრობაციონერი 300 000მდეაო

 

 

ვიცი დეპრეს და ბევრი ახლობელი და მათი შვილები არიან ეგეთ დღეში და თუ დრო შიცვალა,.............ამათი ნაბოზვარი დედები ##################.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

newstudio

... მარტო პრობაციონერი 300 000მდეაო

საზოგადოება კმაყოფილი უნდა იყოს იმით რომ ეს ხალხი დაწესებულებებში არ არის გამოკეტილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოება კმაყოფილი უნდა იყოს იმით რომ ეს ხალხი დაწესებულებებში არ არის გამოკეტილი

 

მაგნებიდან ფულს იღებენ, დასაჭერად რავა ემეტებათ ნაციკებს...

:)

ერთი ჩემი ნაცნობი, ორჯერ დაიჭირეს ერთი და იგივე საქმეზე... ერთხელ 10 000 ლარზე შეუთანხმდა ნაციკებს, მეორედ 5 000 ლარში...

ახლა ველოდები წელს როდის დაიჭერენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უკვე ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანია... მარტო პრობაციონერი 300 000მდეაო

თავს თვითონ იუბედურებს ადამიანი როცა კრიმინალს სჩადის. იმ ზერეკიძემ ადამიანი დაჭრა სანამ ანგელოზად შერაცხავდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ერთი ჩემი ნაცნობი, ორჯერ დაიჭირეს ერთი და იგივე საქმეზე... ერთხელ 10 000 ლარზე შეუთანხმდა ნაციკებს, მეორედ 5 000 ლარში...

რა ბრალდებით დააკავეს? და მეორე დაკავებაზე თანხა უნდა მომატებულიყო როოგრც წესია

 

Saturn

იმ ზერეკიძემ ადამიანი დაჭრა სანამ ანგელოზად შერაცხავდნენ.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...