Jump to content
Planeta.Ge

ღია წერილი ჩეხეთის ევროპარლამენტის დეპუტატებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს


Recommended Posts

ესპანეთის პოლიციამ 8.8.2011 საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დააკავა, რომელიც ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ცირკულარით იძებნებოდა. ბიძინა გიორგობიანს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი და შემდგომ მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

პლიტუკური თავშესაფარი იძლევა უფლებას, უვიზო რეჟიმში ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მოგზაურობისა, მაგრამ როგორც სჩანს არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას.

ეჭვგარეშეა ინტერპოლის საქმიანობის აუცილებლობა, მაგრამ ამავე დროს ევროკავშირმა უნდა გაარკვიოს პოლიტიკური თავშესაფრის მნიშველობა და ქმედითუნარიოანობა ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მთხოვნელს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფარზე უარი ეთქვა, ეს ფაქტობრივად ნიშნავს ავტომატიურად თავშესაფარზე უარს ევროკავშირში შემავალ ყველა დანარჩენ ქვეყანაში. მაშინ გაუგებარი ხდება, უკვე მიღებული პოლიტიკური თავშესაფრის არაქმედითუნარიანობა ევრიოკავშირში შემავალ ქვეყნებში.

ესპანეთში ბიძინა გიორგობიანის დაკავება მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ინტერპოლის არადანიშნულებით გამოყენება საქართველოს ავტორიტატული რეჟიმის მიერ. იმ შემთხვევაში კი, თუ არ იქნება პოლიტიკური თავშესაფრის მნიშვნელობის დეფინიცია, მაშინ მომავალშიც მოსალოდნელია დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების მიერ, ინტერპლის გამოყენება როგორც პოლიტიკური შურისძიების იარაღად.

ამით მოვუწოდებ ევროპარლამენტის დეპუტატებს ზემოთ მოყვანილ ფაქტზე რეაგირებას და ამავე დროს მოვუწოდებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნოს ევროკავშირში შემავალ ქვეყნების სია, სადაც არაა ქმედითუნარიანი ჩეხეთში მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი და სადაც პოლიტემიგრანტების მგზავრობა პირად უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

არცერთი ჩვენთაგანი პოლიტემიგრანტი, ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, თუ როდის და რის საფუძველზე შეიძლება იქნას გადაცემული ინტერპოლის საერთაშორისო ცირკულარის ძებნაში, იმ ქვეყნების მიერ, რომელთაგანაც პირადი უსაფრთხოების მიზნით მიღებული გვაქვს პოლიტიკური თავშესაფარი. აქედან გამომდინარე კი, უფლება გვაქვს ვიცოდეთ ევროკავშირის იმ ქვეყნების სია, სადაც მგზავრობა არამიზანშეწონილია უსაფრთხოების გამო.

 

პოლიტემიგრანტი გიორგი ალანია

21.8.2011

 

http://www.georgian-style.net/?p=1210

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაიო?

 

გაუგებრობა იქნება. იდიოტური, მაგრამ გაუგებრობა. გაუშვებენ. :yes:

 

მე გერმანიაში არ ვცხოვრობ და გერმანიის მთავრობის და გერმანიის ევრპარლამენტის დეპუტატების მიმართ მიმართვა არ გამოდის ჩემგან.

 

1. ფაქტიურად ახსნილია ფაქტი

2. პოლიტიკური თავშესაფარი ფაქტიურად აჩერებს ექსტრადირების საქმეს

3. მთავარი. მე როგორც ჩეხეთში მცხოვრები პოლიტემიგრანტი, ჩეხეთში მიღებული პოლიტიკური თავშესაფრით, უფლება მაქვს მოვითხოვო ქვეყნების სია, სადაც ჩემი მგაზავრობა უსაფრთხობის მიზნით მიუღებელია.

 

უბრალოდ უხერხული სიტუაცია იქნება, რომ ჩეხეთმა მე ევროკავშირის ქვეყნების სია მომაწოდოს :) აქ არის ჩადებული ის ჩასადები და მთავარი.

მეორე. უნდა გაარკვიონ ნაღდში მოხდა თუ არა ასეთი შემთხვევა. ეს კი ნიშნავს შეკითხვებს ესპამეთის საგარეოს აქმეთა სამინისტროში და შეკითხვებს ესპანეთის ევროპარლამენტის წევრებზე. შეკითხვებს კი დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე :) ფაქტიურად შეკითხვა ასეთი დიპლომატიური ზემოქმედების მექანიზმია.

 

პ.ს. რაც გაუშვებნს ეხება. გაუშვებენ. მაგრამ შეიძლეაბ ერთ კვირაში, შეიძლება ერთ წელიწადში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების მიერ

ამის მიწერის შემდეგ სერიოზულად არავინ აღარ აღიქვამს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შენს წერილს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ამის მიწერის შემდეგ სერიოზულად არავინ აღარ აღიქვამს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შენს წერილს.

ჰო. დიქტატორული ამოსაღებია...

ავტორიტარული კი უნდა დარჩეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო. დიქტატორული ამოსაღებია...

ავტორიტარული კი უნდა დარჩეს...

 

სატურნს ის ვგონივარ მე "აღსდექ საქართველო!!! აღსდექ მე შენ გეუბნები!!!" რო გაჰყვირიან :givi:

 

წერილი ისე არის შედგენილი როგოც ჩეხები მიიღებენ ამას :)

 

მანდ სწერია სხვა რეჟიმების მხრიდანაც. მაგალითად იყო მცდელობა ლუკაშენკოს მიერ. პრიბალტიკელებმა უარი არ უთხრეს. მერე გაირკვა ეს ამბე და თანამდებობები დაკარგა იმ ხალხმა.

 

საქართველოს ვარიანტში მანდ ვიხმარე სიტყვა "ავტოკრატიული", იმიტომ რომ ჩეხები ასე მიირებნ ამას. თვითონაც ხმარობენ ამ სიტყვებს საქართველოს მიმართულებით. ისე კი მე მგონია დიქტატურული რეჟიმია, მაგრამ საქმეს ასე აწყობდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნს ის ვგონივარ მე "აღსდექ საქართველო!!! აღსდექ მე შენ გეუბნები!!!" რო გაჰყვირიან :givi:

 

წერილი ისე არის შედგენილი როგოც ჩეხები მიიღებენ ამას :)

 

მანდ სწერია სხვა რეჟიმების მხრიდანაც. მაგალითად იყო მცდელობა ლუკაშენკოს მიერ. პრიბალტიკელებმა უარი არ უთხრეს. მერე გაირკვა ეს ამბე და თანამდებობები დაკარგა იმ ხალხმა.

 

საქართველოს ვარიანტში მანდ ვიხმარე სიტყვა "ავტოკრატიული", იმიტომ რომ ჩეხები ასე მიირებნ ამას. თვითონაც ხმარობენ ამ სიტყვებს საქართველოს მიმართულებით. ისე კი მე მგონია დიქტატურული რეჟიმია, მაგრამ საქმეს ასე აწყობდა :)

ჩემი აზრით, ნეო-ბოლშევიზმია საქართველოში და იმის გამო რომ ისტორია მეორდება როგორც კომედია, დიქტატორული რეჟიმი არ არის... 21-ე საუკუნეა და "მაქსიმკებით" სირბილი და ტროიკების მიერ ხალხის დახვრეტას ვერ გაქაჩავს მიშა, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ამისი...

უბრალოდ ავტოკრატიაა... თუმცა არის შესაძლებლობა, რომ დიქტატურის მსგავს პროვოკაციაში გადაიზარდოს, თუ ამერიკელებმა გააგრძელეს მისი მხარდაჭერა და ფულით მომარაგება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ინფორმაცია. ბიძინა გაანთავისუფლეს ეხლა

ან დაჭერა რა იყო, ან განთავისუფლება. ეგენიც რაღაცას მაიმუნობენ რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

პოლიტემიგრანტი რას ნიშნავს?

პოლიტიკურ ემიგრანტს, ანუ ემიგგრანტს რომელის ემიგრირება პოლიტიკურმა მოტივებმა გამოიწვია, ანუ პოლიტემიგრანტი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრიუსელის განცხადება ზუსტად ასახავს იმას, რომ ბიძინა გიორგობიანსი ესპანეთში დაკავება, ევროკავშირის მოქალქის უფლების დარღვევა იყო.

 

 

ბრუსელი ევროკავშირის ათ ქვეყანას ემუქრება სასამართლოთი

 

http://www.georgian-style.net/?p=1241

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...