Dakaray Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 დაჩიმართლმადიდებლობას შეუშლის ხელს თუ მოვიტყუები ეს ნამდვილად შეუშლის, მაგრამ დიდგორელობა არა. ასევე წერილი აღებულია "ინტერნეტ-გამოცემა" გარდაქმნიდან და არა დიდგორიდან, როგორც შენ მოგეჩვენა ეგ წერილი დიდგორელების შექმნილია და შემდეგ რომელმა გამოცემამ სად გადააკოპირა და მერე იქიდან შენ როგორ გადმოაკოპირე ეგ აღარ ვიცი.აგერ პირველწყარო. http://bpg.sytes.net/Didgori/default.asp?bpgpid=191&pg=1 აქ დასამალს ვერაფერს ვხედავ. ვერც მე ვერ ვხედავ პირიქით თუ ვინმე მკრეხელობს, მამათმავლობს, ქვაბავაზაკობს, მტაცებლობს და მწვალებლობს, უბრალო მორჩილიდან დაწყებული პატრიარქით დამთავრებული უნდა ამხილო, ეს ყველა ქრისტიანის ვალია ეკლესიის წიაღიდან უღვთობის აღმოსაფხვრელად, შენ კარგ საქმეს აკეთებ, უბრალოდ იმას ვერ ვხვდები რატომ გგონია რომ ეს ყველაფერი მე არ მომწონს? როდესაც ამას მწერ: როგორც შენ მოგეჩვენა. მოჩვენებები, მოლანდებები და ა.შ არ მაწუხებს, რაც დანამდვილებით არ ვიცი იმის თქმისაგანაც თავს ვიკავებ, მე უბრალოდ ის ვთქვი რომ პატრიარქის აღნიშნული მხილებანი დიდგორელთა წევრების ნამუშევარია თქო და რადგანაც შენც იგივეს წერ აქ მაგ ჯგუფთან გაგაიგივე, ეხლა ვიცი რომ არ ხარ დიდგორელი მივიღე პასუხი თემა ამოწურულია. ისე ამ თემას თუ გაშლი კარგს იზავ, რამოდენიმე შეკითხვაც მაქვს იქნებ მიპასუხო შემდეგ: http://www.oldorthodox.ge/wrl_gab_ilia_2.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted June 28, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 (edited) "თავისუფლება მართლმადიდებლობისთვის პატიმრებს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. დღეს ამ ორგანიზაციამ რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, უნივერსიტეტის წინ აქცია გამართა.„თავისუფლება მართლმადიდებლობისთვის პატიმრებს“, „გიგი თევზაძე - ღმერთის გმობის აპოლოგეტი“ - ასეთი ლოზუნგები გააკრეს სპეციალურ სტენდებზე აქციის მონაწილეებმა. მათ საგანგებო განცხადებასთან ერთად, იმ რვა ადამიანის ფოტო და ზოგადი ინფორმაცია გამოფინეს, რომლებიც ორი წლის წინ, ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის დროს დააპატიმრეს. ორგანიზაციის წევრებმა ილიაუნის წინ ხატები და ჯვრები მიიტანეს, ხოლო სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს.„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე news.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ისინი რწმენის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.„ორი წლის წინ დაიჭირეს რვა ახალგაზრდა მართლმადიდებელი. ჩვენ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ისინი ჯერ კიდევ საპყრობილეში არიან და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაფიქრდეს და გაათავისუფლოს ეს ხალხი. სასამართლო განხილვამ აჩვენა, რომ მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით“ - ამბობს უნგიაძე.რელიგიური ორგანიზაციამ აქციაზე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „სიწმინდეების - ღმრთის, ღმრთისმშობლის, წმინდანების, ღირსებების - ოჯახის, მშობლების, ქალწულობის, და-ძმობის, მეგობრობის, წინაპრების“ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.„რწმენისთვის პატიმრების დანაშაული ის არის, რომ მათ ხმა აიმაღლეს ჩვენი ერის რელიგიური გრძნობების, სიწმინდეების და ტრადიციული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ. სიტყვის თავისუფლების საბაბით ამ ჩვენი სიწმინდეების მაგინებელია ე.წ ლიბერალებად ცნობილი მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც წინ მიუძღვის „თავისუფლების ინსტიტუტი“ - წერია სპეციალურ განცხადებაში.დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სავედრებელ პარაკლისს „რწმენისთვის დაჭერილი რვა ადამიანის მხარდასაჭერად იხდიან“.„ორი წლის წინ გავაპროტესტეთ იმ წიგნის პრეზენტაცია, რომლის სათაურსაც კი ვერ დავასახელებ. ეს მოხდა ხელმძღვანელობის ანუ რექტორატის უშუალო ხელშეწყობით, რადგან პრეზენტაცია ამ უნივერსიტეტის კედლებქვეშ გაიმართა. ბუნებრივია, ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გავაპროტესტეთ და ამის გამოა დაჭერილი რვა ახალგაზრდა. შელახეს ჩვენი რელიგიური გრძნობები, გამოვთქვით პროტესტი და დაგვიჭირეს“ - უთხრა ისაკაძემ NEWS.GE-ს.ცნობისთვის, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, დავით შალამბერიძე, ჯაბა გურჩიანი, შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე და გიორგი გაბედავა 2010 წელს 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის", ასევე "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის პრეზიდენტს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის თანამშრომლებს.ერეკლე დეისაძის წიგნთან დაკავშირებული დისკუსიის დროს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა პოლიციას მოუწოდა 4 მაისს ილიას უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დროს მომხდარი ძალადობის ფაქტები გამოეძიათ. მან თანამოაზრეებთან ერთად, სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ტელეკომპანიის შენობის გარეთ იმყოფებოდნენ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები, რომლებმაც ბექა მინდიაშვილს ავტომანქანაში ჩაჯდომის საშუალება არ მისცეს და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხმაურზე გადაცემაში მონაწილე პირებიც გარეთ გავიდნენ, რომლებიც ჩხუბის მომსწრენი გახდნენ. მოგვიანებით ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა როგორც ტელეკომპანიის წინ, ისე თავად საეთერო სტუდიაში, სადაც ადამიანები შეიჭრნენ. თავდამსხმელებს შორის იყო რამდენიმე სასულიერო პირი. დაკავებულებს 4.5 წელი პატიმრობა მიუსაჯეს.ყველაფერი რამდენიმე დღით ადრე, ახალგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნის - „საიდუმლო სირობა“ - პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ილიაუნის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გამართა. პრეზენტაციის პარალელურად მმკ-მ და სასულიერო პირებმა ილიაუნისთან აქცია მოაწყვეს. ამას მეორე დღეს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე ათეულმა „ფეისბუქელმა“, მსახიობმა და ჟურნალისტმა ერეკლე დეისაძის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ასევე უნივერსიტეტთან გამართა აქცია. ცოტა ხანში მათთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სასულიერო პირები მივიდნენ, რაც ასევე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. http://news.ge/ge/news/story/13211-tavisufleba-martlmadideblobistvis-patimrebs Edited June 28, 2012 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.