Jump to content
Planeta.Ge

რუის-ურბნისის კრების აუცილებლობა


Recommended Posts

არმენიაში სხვა სარწმუნოებრივი ჯგუფებისათვის უფლებების გაზრდას არმენიის გრიგორიანული საყდრიონი ეწინააღმდეგება

19/08/2011

 

 

 

http://stgregorychurch.ca/images/His-Holiness-Aram-I.jpgარმენიის სამოციქულო საყდრიომი არმენიაში სარწმუნოებრივი ჯგუფების შესახებ წესდებაში და ასევე, სხვა წესებში შესატან ცვლილებებს, რომლებითაც ყველა სარწმუნოებრივი ჯგუფი გრიგორიანულ სარწმუნოებას უნდა გაუთანაბრდეს, ეწინააღმდეგება. საქართველოში კი პირიქით, გრიოგორიანელთა პატრიარქის მოთხოვნით, საქართველოს დამპყრობმა ნაც-ხელისუფლებამ საქართველოში ყველა სარწმუნოებრივი ჯგუფი მართლმადიდებლობას გაუთანაბრა.

აღნიშნულ წესებში შესატანი ცვლილებები მსოფლიო ბატონთა უწყების, ე.წ. "ვენეციის კომისიის" მიერ არის თავსმოხვეული და არმენიაში ეროვნული ყრილობა ცვლილებების საკითხს საშემოდგომო შეკრებაზე განიხილავს.

როგორც "Новости Армения" იუწყება, შირაკის ეპარქიის ეპისკოპოსი მიქაილ აჩაპიანი წესებში შესატანი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„გვჯერა, რომ ეს არის მიუღებელი მცდელობა. წესდება მიზნად ისახავს არმენიაში არსებული მნიშვნელოვანი სატკივარიდან ყურადღების გადატანას. ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით უამრავი თავსატეხია და ე.წ. „სინდისისა და სარწმუნოებრივი თავისუფლების“ შესახებ წესდებაში ცვლილებების შეტანის სასიცოცხლო აუცილებლობა არ არსებობს, რადგან სარწმუნოებრივი გაერთიანებები ჩვენს ქვეყანაში ისედაც თავისუფლები არიან, ხოლო ეს ყველაფერი არმენიის სამოციქულო ეკლესიის უსაფრთხოებას ემუქრება“, - აღნიშნავს ეპისკოპოსი.

 

მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ არმენიაში სამოციქულო საყდრიონი კვლავ საკმაოდ ძლიერია და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას.

არმენიის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორ მურადიანი კი ამბობს, რომ თავსმოხვეული წესდება სამოციქულო საყდრიონის უფლებებს საფრთხეს არ უქმნის. (რგორ გავს ნაც-გამყდიდველი ჩინოვნიკების აზროვნებას!?)

არმენიის დედაქალაქ, ერევანში მასონურმა ე.წ."ეუთოს მისიამ" ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მოაწყო საჯარო საუბრები, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ჯგუფებისა და საზოგადოების გათვითცნობიერება იყო. თავად ევრო ჯგუფის წარმომადგენელმა კი არმენიაში დაგეგმილი საწესდებო ცვლილებები დადებითად შეაფასა.

 

 

არმენიაში 67 სარწმუნოებრივი ჯგუფია აღრიცხული, მათგან 10 არმენიის სამოციქულო საყდრიონს ეკუთვნის, ხოლო 57 სხვა სარწმუნოებრივ აღმსარებლებს.

 

ბოლოთქმა: როგორც ხედავთ მართმადიდებლობისა და სხვა ძირითადი სარწმუნოებების წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ეშმაკისეული ძალების მიერ ხორციელდება, ეს ეშამკისეული ძალები დანაშაულებრივი მსოფლიო მმართველებია. ამ ძალების ქვეორგანოებს კი გაერო და ევროკავშირ წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკის და სხვა ქვეყნების მმართვად ხელისუფლებებზე.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.geworld.ge/images/stories/geworld/religia/meufe2.jpgმეუფე იობი: ჩვენი ხსნა მართლმადიდებელ ერთა ერთობაშია .

 

...მსოფლიოს დიდი განსაცდელები დაუდგება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მართლმადიდებელ ერებთან მჭიდრო სულიერი და ხორციელი კავშირი გადარჩენისთვის აუცილებელია.

ვმადლობდეთ უფალს, რომ ჩვენ ცხონების საშუალება მოგვეცა ჭეშმარიტი სარწმუნოების სახით. მართლმადიდებლობა - ეს არის ხიდი საიქიოდან სასუფევლისკენ, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება დაიმკვიდროს ადამიანმა ცათა სასუფეველი.

 

... არასოდეს დაგვავიწყდეს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი - “ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!” - მთელმა ჩვენმა ერმა მოიძია ქრისტესთვის სიკვდილი - ასი ათასი ქართველის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერისა და სხვა მოწამეთა მოწამეობა სწორედ ამ ანდერძის ასრულებაა. მსოფლიოში არ არსებობს სხვა მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელსაც ამდენი მოწამე და წმინდანი ყავს. ჩვენ ჯვარცმული ქვეყანა ვართ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯვარცმას დაფლვა მოსდევს და შემდეგ აღდგომა და ამაღლება!

აი, სწორედ ეს ელოდება საქართველოს, ქართველ ერს ღვთისაგან - სწორედ საქართველოთი უნდა გამართლდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, სწორედ აქ უნდა გაძლიერდეს მართლმადიდებლობა!

სწორედ ამით გაბრწყინდება საქართველო და არა განათებებითა და ხორციელი სინათლით, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია!

ეს კი უკვე დაწყებულია!

იმედი არ უნდა დავკარგოთ, გულხელდაკრეფილნი არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ველოდოთ, რომ ვიღაც გვიხსნის - თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხსნა!

საქართველოს გამთლიანება თითოეული ჩვენთაგანიდან იწყება!

არ უნდა ვიყოთ დაიმედებული ვიღაცაზე, როგორც ბევრს გონია, რომ ამერიკა დაგვეხმარება, ზოგს კი რუსეთისკენ აქვს იმედი მიმართული!

ჩვენი თავიდან დავიწყოთ საქართველოს გადარჩენა. თუ ჩვენ გამოვსწორდებით, თუ ჩვენ სულიერად ვიცხოვრებთ, თუ უფალთან წრფელი ურთიერთობა გვექნება, მაშინ ღვთის მადლიც არ დააყოვნებს საქართველოზე. საქართველო განიწმინდება ბოროტი ძალებისაგან და გამთლიანდება. მხოლოდ სულიწმინდა გააერთიანებს საქართველოს - ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს!

არ უნდა ვიყოთ მომხრე სხვა სარწმუნოების მიმდევართა ტაძრების თუ მეჩეთების მშენებლობისა, რადგან სადაც ისინი შენდება, ის მიწა საქართველოსი აღარ არის, ჩვენ მხოლოდ ომით კი არ ვკარგავთ მიწებს, არამედ ასეთი წარმართულ-მწვალებლური სამლოცველოების შენებითაც!

ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ამ ქართულ მიწებს, რამეთუ ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ერიცა და ბერიც ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ დედა ღვთისმშობლის მიწას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია მართლაც გასაწმენდია :) ოღონდ ასეთი ხალხისგან

 

გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საყდრის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი

 

 

დაჩი

ისა და შენ მკალავიშვილის მრევლი ან მიმდევარი ხომ არახარ შემთხვევით? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

საქართველოს საყდრიონის განწმენდა ქვაბ-ავაზაკებისაგან თვითეული ქართველის ვალია

 

http://i056.radikal.ru/1109/11/562b132ba015.jpgსაუბრობს თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, სქიმარქიმანდრიტი გრიგოლი (აბაშიძე)

http://www.geworld.ge/index.php/religia/29...09-mama-grigoli

 

 

 

- მამაო გრიგოლ, უპირველესად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენთან საუბრის სურვილი გამოთქვით. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი ხმაურიანი განცხადებები, ქართულ საყდრიონში არსებულ უამრავ მანკიერებაზე, სასულიერო პირებს, მათ შორის დიდ იერარქებსაც ხმამაღლა ამხელდით «უზნეო» საქციელში, მეტიც, მათი შეუფერებელი საქციელის «დამადასტურებელი საბუთებიც» კი გამოფინეთ. რადგან ჩემთან საუბარი მოისურვეთ, ესე იგი სათქმელი დაგიგროვდათ...

 

- დღეს ნაც-დამპყრობთა საქმეს არ გავარჩევ. არ გაგაკვირვოთ ჩემმა ნათქვამმა, იმიტომ, რომ ნაც-ხელისუფლების ქმედებებმა გაამჟღავნა, სინამდვილეში ვინ რას წარმოადგენდა, გვაჩვენა ნამდვილი სახე ადამიანებისა ერშიც და ბერშიც.

 

ჩვენი წინაპრებისთვის რომ გეთქვა, საქართველოში ჩაშვება ცხოვრების წესად ოდესმე ამოქმედდებაო, ალბათ, მხოლოდ ამის თქმისთვის გაგრიყავდნენ და შეგაჩვენებდნენ. ჩამშვებები ყოველთვის იყვნენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში ბრძანა:

«კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო». და დაუდგათ ხანა და აჩვენეს თავიანთი ბუნება. ქართველი რომ ქართველს ჩაუშვებდა, ჩვენში ისეთ კაცს კაცად არ მიიჩნევდნენ. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანობა კი, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოყვასი, მტერიც კი სასიკეთოდ შემოაბრუნო, კი არ უნდა დაწყევლო და შეაჩვენო... კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ მთავრობას და პირადად მიშა სააკაშვილს, რომ ყველას სახე ასე აშკარად გვაჩვენა, სინოდშიც და ერშიც..

დიახაც, მადლობა მიშას!

ამ ქვეყანაზე ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება. სახარებაშიც წერია, რომ უფლის ნების გარეშე, თმის ღერიც არ ჩამოუვარდება ადამიანს თავიდან. არავინ იფიქროს ის, რომ რომელიმე მთავრობა, საერო თუ სასულიერო ხელისუფლება ღვთის დაშვების გარეშე მოევლინება ქვეყანას.

 

...უამრავი უკეთურებაა ერშიც და ბერშიც, რომელსაც დანახვა სჭირდება.... დღეს ყველამ ხმამაღლა უნდა თქვას თავისი სათქმელი, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა და დიდმა იერარქებმა, თორემ ისტორია მათ ამ დუმილს არ აპატიებს!

ხოლო თუ სიმართლის გულისთვის კაცს და განსაკუთრებით სასულიერო პირს დაგჩაგრავენ და გდევნიან, ეს კიდეც უნდა გიხაროდეს, თუ მართლა მორწმუნე ხარ, მორწმუნედ თუ მიიჩნევ თავს, სიმართლისთვის რომც მოგკლან, უნდა გიხაროდეს - ცხონდები ამის გამო. აბა, რისი უნდა გეშინოდეს?

 

...ანდა იქნებ მიპასუხოს ვინმემ, რაში სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ჯარი?

რაც ახლა თავდაცვის სამინისტროზე იხარჯება, იმ თანხების ნახევარი რომ მოახმარო ამ გაუბედურებულ ხალხს, ქვეყანაში შიმშილით მაინც არავინ მოკვდება. რად უნდა საქართველოს ჯარი? ეს არის ტყუილი ხარჯი! ვის უნდა ეომოს და ვის უნდა მოუგოს? მერე კიდევ, ვის მოუგებს ომს - რუსეთს, თურქეთს, სომხეთს თუ აზერბაიჯანს? მიპასუხეთ...

 

- მამაო, იმ მართმადიდებლობის დამაკნინებელ წესდებაზე მინდა გკითხოთ. მიიჩნევთ, რომ ეს წესდებაც უფლის დაშვებით მოხდა?

ყველას გვახსოვს, საპატრიარქოს და უშუალოდ, პატრიარქის ძალიან ხმამაღალი განცხადებები იმ საშიშროებებთან დაკავშირებით, რასაც ეს დამამცირებელი წესდება შეიცავდა, იყო ძალიან დიდი გამოსვლები, მრევლის მსვლელობები ქაშუეთის ტაძრიდან სამების საპატრიარქო ტაძრამდე... თუმცა სინოდის გახმაურებული სხდომის შემდეგ ხმაც შეიცვალა და დამოკიდებულებაც. თქვენ ხომ ამბობთ, რომ არასოდეს გაურბიხართ სიმართლეს, რის გამოც ბევრჯერ გითქვამთ, რომ ხან სალოსს გიწოდებდნენ, ხან უზნეოს, ხან კიდევ გიჟს... ჰოდა, ამ მოვლენის თქვენეული ახსნა მაინტერესებს. რა შეიცვალა სინოდზე და სინოდის შემდეგ? რა არის ნამდვილი და რა არის ტყუილი?

სინამდვილეში რა მოხდა და რას გვაწვდიან?

 

- სინოდის სხდომას სანამ მოიწვევდნენ, ეს უკვე გარკვეული იყო და ეს შეთანხმება ნაც-მთავრობასა და საპატრიარქოს შორის უკვე არსებობდა. არაა გამორიცხული, პრეზიდენტად რომ დაგვინიშნეს მიშა, ეს მაშინდელი გეგმაც კი იყოს და ამაზე თანხმობაც ჰქონდა მიცემული საპატრიარქოს. საპატრიარქოს უკვე გაანალიზებული ჰქონდა, თუ რა ხდება. მე მაპატიოს ყველა იმ სასულიერო პირმა და მოღვაწე მღვდელმთავარმა, ვის მიმართაც ეს არაა სათქმელი, მაგრამ, რასაც ჰქვია სინოდი, ქვეყანას არ ყავს!

იცით, რას ნიშნავს «წმინდა სინოდი»?

რას ნიშნავს სიტყვა «წმინდა»?

როგორ შეიძლება წმინდანად მიიჩნიო მევახშე, ბარიგა, ნარკომანი, მამათმავალი, მრუში (თუმცა მრუში თუა და «დედათმავალია», უნდა გვიხაროდეს, კიდევ კარგი, კაცი მაინც ყოფილა), ეს ქვეყნისა და ერის დაცინვა, სასაცილოდ აგდებაა..

საქართველოს ნახევარზე მეტი მიწა აღარ გვაქვს, სრული საქართველოს სამოცდაათ პროცენტზე მეტი დაკარგულია. ცნობილია, რომ, როცა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე იყო აღმაშენებლის დროს, მაშინ არ გვყოლია ამდენი მღვდელმთავარი. ყველა მხარეს რად უნდა ეპისკოპოსი?

რა ვიცი, იქნებ მე ვცდები... და ნეტა, მართლა ვცდებოდე!

 

ქართველი აღარაა საქართველოში და რას მწყემსავენ, საინტერესოა. ერთი დროს, საპატრიარქოს უნდოდა საღორეების აშენება და, ალბათ, იმათ მომწყესავენ. მთელი საქართველო გაქცეულია საზღვარგარეთ. მე დავდივარ საზღვარგარეთ, რომ ნახოთ, იქ რა დღეში არიან ლუკმაპურის საშოვნელად გაქცეული ქართველები, ცხარე ცრემლით იტირებთ.

 

- მამაო, განა ეს ეპისკოპოსები პატრიარქის ნაკურთხი არ არიან? ეს ნაკლოვანებები რომ არსებულიყო ამ მღვდელმსახურებში, განა პატრიარქი ვერ დაინახავდა, სანამ ეპისკოპოსებად აკურთხებდა? ვიღაცის იძულებით ამას არ გააკეთებდა...

 

- მინდა იცოდეს ყველამ, რომ პატრიარქს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, პატრიარქი მაცხოვრის გზას მიჰყვება.

მაცხოვარი ბრძანებს: «მე ვარ ნაკლოვანთა აღმავსებელი და უძლურთა მკურნალიო». პატრიარქს უნდა, რომ ყველა განიკურნოს, მეც მათ შორის. მე მას ვეცოდები - გიჟიაო, ალბათ, ფიქრობს... მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ საქმე, იცით, რაშია?

სინოდზე რაც მოხდა, მაინც არ დაიმალება... თუმცა, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ჟურნალისტებმა არ შეიძლება ტყუილი წერონ!

 

- მამაო, თქვენ წეღან აღნიშნეთ, საქართველოს ჯარი არ სჭირდებაო, მაშინ გეკითხებით: როცა ჩვენი ქართველი ჯარისკაცები მიდიან ავღანეთში ან ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, მათ სასულიერო პირი აკურთხებს და ლოცავს. იქნებ აგვიხსნას ვინმემ, რაზე აძლევენ მათ კურთხევას, რის დასაცავად მიდიან ან რისთვის იღუპებიან? განა გვყავს დასაღუპი შვილები?

 

- ქვეყანა სასაცილოდ რომაა აგდებული, ვერ ხვდებით?

სად აგზავნიან ამ ჯარისკაცებს? ვის დასაცავად? ან რისთვის იხოცებიან?

იმერული გამოთქმაა ერთი: «ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო». მაგრამ უჭირს ჩვენს ჯარისკაცებს და გასამრჯელოს ფასად თანხმდებიან იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც, მგონი, თვითონაც არ იციან, რას იცავენ, რისთვის მიდიან ან რომელ ე.წ. "დემოკრატიას" იცავენ?

დემოკრატია არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება!

 

...როცა შენს საკუთარ ქვეყანას, ქრისტეს საყდარს უჭირს, სასულიერო პირები უნდა გახდნენ მაგალითი თავდადებისა!

წილკნელი ეპისკოპოსი რომ მოკლეს გიორგი სააკაძის დროს, მას ორმოცი ისარი ამოაძრეს სხეულიდან; ან თორნიკე ერისთავი, რომ დასჭირდა ქვეყანას და ქრისტეს, ბერის ანაფორაზე აბჯარი გადაიცვა და ისე იბრძოდა...

 

- მამაო, ამბობენ, რომ იმ სინოდის სხდომაზე საერო პირებიც ბრძანდებოდნენ. სოსო თოფურიძეც ბრძანდებოდა საპატრიარქოს შენობაშიო.

 

- ძალიან მიჭირს ამის დაჯერება და მართლა მგონია, რომ ჭორია. თუკი თუნდაც ერთი ერისკაცი სინოდზე ესწრება, ის სინოდად არ ითვლება. სინოდის სხდომას უნდა ესწრებოდნენ წმინდა მღვდელმთავრები და უნდა გაირჩეს ეკლესიის საქმე ეკლესიურად და არა ერულად. საპატრიარქოს შენობაში უამრავი ადამიანია, უბრალო მუშიდან დაწყებული.

- მამაო, კუდის მაღალჩინოსანსა და უბრალო მუშას შორის განსხვავება არ არის?

 

- რა თქმა უნდა, არის. თუკი სოსო იქ იმყოფებოდა, ალბათ, ტრაპეზზე უნდოდა მღვდელმთავრების დაპატიჟება...

 

- მამაო, თქვენ გჯერათ რასაც ახლა ამბობთ?

 

- საქმე ისე წავიდა, რომ ყველაფერი უნდა დავიჯეროთ... მღვდელმთავართა სიწმინდეც. დღევანდელ დღეს დიდ იერარქს იმას რომ ეტყვი, რა საშინელებები ხდება ეკლესიაში, რას სჩადიან სასულიერო პირები, სიმართლეს რომ ეტყვი, დაუსაბუთებ და ის კი გიპასუხებს - ეს კუნკულ-ბარტყული ძალიან გიხდებაო, იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი, აღარაფერი უნდა თქვა... და ვისზედაც ვამბობ, ის კარგად მიხვდება, რაც ვთქვი.

 

ჩვენ საქმე ეშმაკთან გვაქვს, ჩვენი უკეთურების, აურაცხელი ცოდვების გამო ეშმაკი დაგვეპატრონა, ამიტომაც არ ეწევა ლოცვა ქვეყანას. ასეთ ვითარებაში ეკლესია უნდა გაიწმინდოს! ეკლესია არის თავი და თავი, საყრდენი ერისა, სახელმწიფოსი. ეკლესია სარწმუნოების საყრდენია, სარწმუნოება - სულიერებისა და, როცა საყდრიონი ქვეყანაში თავის სიმაღლეზე დგას, მაშინ ერიც ერს ჰგავს და ბერი - ბერს.

- მამაო, თქვენ ცნობილი იყავით თქვენი მწვავე განცხადებებით და საკმაოდ მკაცრად კიცხავდით არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ ნაც-დამპყრობძთა ველურობას.

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნაც-ხელისუფლება დღევანდელ სასულიერო პირებთან სრულიად მართალია. მე რა უფლება მაქვს, -ხელისუფლება ვამხილო, მე ჩემიანი უნდა ვამხილო. მაგრამ რა პირით გავკიცხო ხელისუფლება, როცა საყდარი თავზე მენგრევა?

მე სასულიერო პირი ვარ და, პირველ რიგში, სასულიერო ამბები მაინტერესებს, მინდა საყდარი იყოს დალაგებული. მაგრამ სხვას თუ დავაბრალე საყდრის დანგრევა, ამით საქმეს ეშველება?

 

- მაგრამ, როცა ნაც-დამპყრობთა მოქმედება საყდრიონის ნგრევისკენაა მიმართული, მაშინაც არ უნდა ჩაერიოს საყდრიონი, სასულიერო პირები?

 

- საყდრიონის ნგრევა იმავე წამს შეჩერდება, რა წამსაც საყდრიონი გაიწმინდება და თავის ადგილზე დადგება ყველაფერი, რად უნდა ამას ბევრი მსჯელობა?

ზნედაცემული სააკაშვილი ბევრ სასულიერო პირთან, თუნდაც სინოდის წევრთან შედარებით უცოდველი კრავია.მაგრამ ხალხი ისეა გაუკუღმართებული, ახლა ქუჩაში რომ გააჩერო, ზოგს ათასი აჩუქო, ზოგს კი მილიონი, რომ მივა სახლში, იტყვის, მეტი მეკუთვნოდა და დამაკლოო, ასეთია ადამიანური ბუნება...

 

როგორ ენდობოდა საყდრიონს მაქეთკენ მიდის, ერთს ქადაგებენ და მეორეს აკეთებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დღეს ხდება, თავიდან ბოლომდე ჩვენი, სასულიერო პირების, ბრალია. იმ გარეწარი ქვაბ-ავაზაკების უმრავლესობა, ვინც ეკლესიასაა შეფარებული, თავის მრევლს რას უქადაგებს? თავის თავს დაიდანაშაულებს?

იტყვის, რომ თვითონ კარგია და მხოლოდ მთავრობაა დამნაშავე ყველაფერში. თავის თავს წმინდანად გამოიყვანს. ხალხი გამოსულელებული ჰყავთ. ხოლო თუ ვინმემ გაბედა და სიმართლე თქვა, მას ან მოგზავნილად, ან მატყუარად, ან სულელად მონათლავენ, თუმცა სიმართლე დღეს ყველამ კარგად იცის... მაგრამ არავინ ამბობს.

- კარგად მახსოვს თქვენი ხმაურიანი გამოსვლები და ადამიანურად ცოტა შემეშინდა, მეგონა, რომ დაგსჯიდნენ, მაგრამ ცოტა ხანში მეორე ჯვრით დაგაჯილდოეს..

 

- მეორე ჯვარი მე მქონდა მეუფე ათანასესგან მონიჭებული. მე აღვნიშნე, რომ პატრიარქი ძალიან მოწყალეა და შემიწყალა და შემინდო.

 

- რატომ, მამაო, სიმართლის თქმას განა შენდობა სჭირდება?

 

- დღეს სიმართლის თქმას უნდა შენდობა, დღეს სიმართლე უფრო ძნელი სათქმელია...

შექსპირიც ხომ ამბობს: «რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა».

ადამიანი ბოლო ჟამს მიხვდება, ბიბლიაში წერია: «ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და დაუძლურდები და იტყვი, როგორ მძულდა ის ცოდვა, მაგრამ მაინც ვიყავი იმ ცოდვაშიო». სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ხვდება, რომ მას აუცილებლად მოეკითხება პასუხი. რაც უნდა ბოროტი იყოს კაცი, როცა საიქიოდან დაექაჩება ეშმაკი, მერე ვიშვიში აღარავის უშველის, ამოტომ დროზე მოვეგოთ გონს!

 

- მამაო, ეს ბოლო ხანია, ქართველებს არმენთმოძულეობას გვაბრალებენ. მეტიც, ჩვენს სასულიერო პირებს პირდაპირ ადანაშაულებენ ამ ერის სიძულვილში. ერთმა სასულიერო პირმა თავის ხმაურიან ინტერვიუში ისიც კი აღნიშნა, რომ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ჩვენს საყდრიონს არმენია სჭირს, არმენია საყდრიონშიც შემოიჭრაო (გულისხმობდა არმენი წარმომავლობის ეპისკოპოსებს). ეთანხმებით ამ აზრს?

 

- რას ქვია, არ ვიზიარებ? ეს რომ არ გავიზიარო, მაშინ ან ბრმა უნდა ვიყო, ან ყრუ. მე არმენ ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და მასთან ქრისტიანული დამოკიდებულება მაქვს. არმენი იყო ჩვენი უსაყვარლესი წმინდანი, დედოფალი შუშანიკი, მაგრამ ჩვენ ვართ ქართველები და საქართველო ჩვენი სამშობლოა, ისევე, როგორც არმენების სამშობლოა არმენია და ღმერთმა კარგად ამყოფოთ თავიანთ მიწაზე. ჩვენ ჩვენს სამშობლოში დაგვაყენონ, იქით ხომ არაფერს ვედავებით. მაგრამ ეს, არა მგონია, მხოლოდ არმენიიდან გამოწვეული იყოს, ესაა თითიდან გამოწოვილი მიზეზი, ძალით «შემოგდებული», სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გადასაფარად, ხალხის ყურადღების სხვა მხარეზე გადასატანად.

 

თუმცა რთული სათქმელია - ეს საერო ხელისუფლებას უფრო აწყობდა თუ სასულიეროს... დარწმუნებით არ ვიცი, ამიტომ პირდაპირ ხელს ვერც ერთ მხარეს ვერ დავადებ. კაცი რამეს რომ იტყვი, იმაზე პასუხისმგებელი უნდა იყო... რა ვიცი, ვინ რა ლობიო მოხარშა.

 

- მამაო, უწმინდესი გამობრძანდა და ბრძანა, რომ წმინდა სინოდში არანაირი განხეთქილება არაა, რომ საყდრიონი არის ერთიანი და, ვინც შეეცდება საყდრიონის გახლეჩას, იგი ამ ცოდვას მოწამეობრივი სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავსო. თქვენც გჯერათ, რომ სინოდი ერთიანია თუნდაც სარწმუნოებრივ საკითხებში?

 

- მე სინოდის წევრი არ ვარ, სინოდის იმ სხდომაზე არ ვყოფილვარ და ტყუილს და ვიღაცის მონაჭორს ხომ არ გეტყვით? გარედან შეხედულებით, ისეა «შეფუთული» ეს საკითხი და ისე ჩანს, რომ ერთიანები არიან. აბა, პატრიარქი ტყუილს ხომ არ იტყვის? სად გაგონილა, პატრიარქი ტყუოდეს? მაგრამ აქ საყდრიონის გახლეჩის საშიშროება დგას, როგორც უკრაინაშია. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ეკლესია ერთიანია? ეს გარედან ჩანს ერთიანი; საბერძნეთში თერთმეტი თუ თორმეტი სინოდია, იმავე საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი საყდრიონიც და იმ სინოდზე უწმინდესმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იქ საყდრიონის გახლეჩის საფრთხეს პირისპირ შეეჩეხა; პატრიარქი რომ ასე არ მოქცეულიყო, მოხდებოდა ის, რომ ის თექვსმეტი, თუ რამდენიც იყო მღვდელმთავარი, ცალკე სინოდს შექმნიდა და თავის კათოლიკოსს აირჩევდა. ეს შედიოდა მთავრობის გეგმებშიც. ამ საქციელით, კიდევ გეუბნებით, უწმინდესმა დიდი სიბრძნე გამოიჩინა - ამით სახელმწიფოს წაართვა იმის საშუალება, რომ მისთვის მისაღები კათოლიკოსი აერჩია, გაეხლიჩა ეკლესია, დაერღვია საყდრიონის ერთიანობა.

 

...პატრიარქი ძალიან ბრძენი კაცია და ყველა ნაბიჯს გონივრულად დგამს; როგორც აფხაზეთი თავის ეპარქიად გამოაცხადა, ეს ცოტა დაგვიანებულიც იყო, ჩემის აზრით, ეს რომ ათი წლის წინ მაინც გაკეთებულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, უწმინდესს არ ეგონა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. იგი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ მისი ლოცვით საქმე გამოსწორდება.

 

- რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა დადებითად შეფასდა, რადგან რუსეთის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; რუსეთის პატრიარქმა კირილმა კიდეც უთხრა ჩვენს პატრიარქს, რომ მას აფხაზეთში წაყვებოდა ერთიანი ლიტურგიის ჩასატარებლად.

 

- რუსეთის საპატრიარქოს, სახელმწიფოს მესვეურთაგან განსხვავებით, არასოდეს უარუყვია აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. არც ერთ პატრიარქს რუსეთისას არ უთქვამს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველო არ არის. ეს მიწები ყოველთვის საქართველოსი იყო, არის და იქნება.

ეს იცის რუსეთმაც, მაგრამ იქით ამერიკა ქაჩავს და აქეთ რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, ცდილობს, თავისი ნადავლის დაიცვას და თავისი მდგომარეობა გაიმყაროს. ამაზე ერთი იმერული ნათქვამი მახსენდება:

«მგელს მგლობა დააბრალეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო». ამ შემთხვევაში მგელია ამერიკა...

...ეს იმხელა დიდი გარიგებაა და დიდი საიდუმლოება, ამას ჩვენ რას ჩავწვდებით.

 

- ამ ორი ქვეყნის პატრიარქების შეხვედრა იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ამ დაკარგული მხარეების დაბრუნებისთვის?

 

- რომ გადავხტებით, ჰოპლას მერე დავიძახებ. ეს უდავოდ იყო დიდი მოვლენა, რადგან ბოლოს და ბოლოს ორი პატრიარქი შეხვდა ერთმანეთს, სხვა რომ არაფერი... მაგრამ ამას დრო უნდა, რომ შედეგი დავინახოთ. კი, ბატონო, რუსეთის პატრიარქი შეჰყვება ჩვენს პატრიარქს აფხაზეთში და წირავენ ერთად, მაგრამ მაგით რა? რა იქნება? ამით განა დაგვიბრუნებს ვინმე ან აფხაზეთს, ან სამაჩაბლოს? ახლა აქ ვიტყვი: თუ აფხაზეთში ქართველი არ იქნება და თუკი ის ჩემი მიწა არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?

აქ სამღვდელოება უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე და უნდა შევიდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს საყდრებში, სისხლის ფასადაც კი... აბა, რისი სამღვდელოება ხარ შენ - აქ ფული ითვალო და ფუფუნებაში იცხოვრო? და ხალხი მოატყუო? მე ვუთხარი პატრიარქს, გამიშვით და შევალ-მეთქი, მოგკლავენო, მე კი ვეუბნები - თუ მომკლავენ, მე მომკლავენ, თქვენ ხომ არა-მეთქი. პატრიარქს ვეცოდები, არ ვემეტები, ეტყობა, სასიკვდილოდ.

 

...ანგელოზს კაცის სიკვდილი თუ უნდა, იმას რაც უნდა დაცვა დაუყენო, მაინც მოკვდება და, თუ ანგელოზს არ უნდა, მარტო რომ გაუშვა, ტყვიის წვიმაში გაივლის და იქიდან ცოცხალი გადარჩება. აქ რწმენა უნდა გქონდეს...

 

- მამაო, დღეს განსაკუთრებული აღშფოთებაა ხალხი განწყობილი მღვდელმთავრების მიმართ. ეს აგრესია მე, როგორც მორწმუნე ადამიანს, ძალიან მაშინებს. ერთმა მწერალმა ერთ მღვდელმთავარს ისიც კი უთხრა გაზეთის ფურცლებიდან, რომ მოვალ და მაგ პაგონებს და კაბას თავზე დაგახევო. ამბობენ, რომ წმინდა სინოდის ბევრ მღვდელმთავარზე სერიოზული მამხილებელი აქვს დამპყრობ ნაც-ხელისუფლებას და ამით აშინებსო...

 

- აბა, რატომ დაიხიეს უკან?

 

- თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს უკანდახევა იყო?

 

- რა თქმა უნდა, უკანდახევა იყო. ხომ გითხარით, ეს წინასწარ იყო შეთანხმებული, მოლაპარაკებული. ეს ერთი და იმავე კაცის მოგონილს ჰგავს. ეს მოხარშული საქმეა, სინოდის საქმე და არმენიის საქმე - ეს ერთი და იგივე ხელწერაა. არმენია აქ არაფერ შუაშია. მათი საყდრები რომაა ჩვენს მიწაზე, რა თქმა უნდა, იმდენი არა, რამდენსაც აცხადებენ, და ჩვენი საყდრეები რომაა იმათ საზღვრებში, ეს ყველამ ვიცით. მეზობელი ერები ვართ და ეს არცაა გასაკვირი.

 

სააკაშვილის არმენობაზე რომ ლაპარაკობენ, მე ის ვიცი, რომ დედის მხრიდან მიშა ქართველია, მისი დიდი ბაბუა გრიგოლ აბაშიძე იყო... მაგრამ ისე, სანამ მიშას არმენობაზე იყვირებდნენ, სასულიერო პირებს მინდა ვკითხო - რა, წმინდა სინოდში ყველა ქართველი გვყავს?

 

იმდენზე ამბობენ არმენიაო, რომ საკუთარ თავში ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე, მეც არმენი ხომ არ ვარ-მეთქი... მე კიდევ გეუბნებით, არც არმენის და არც სხვა ერის მიმართ არანაირი სიძულვილი არ მაქვს, პირიქით, ყველა ქრისტიანულად მიყვარს. აბო ტფილელი არაბი იყო და ვისზე ნაკლები ქრისტიანი იყო, ვისზე ნაკლები თავდადება ჰქონდა? მას ქრისტე უყვარდა!

 

დღეს მართლა დასადგენია - საერო ხელისუფლებაში უფრო მეტი არმენია თუ სასულიერო იერარქიაში.

 

- და ეგ ვინ უნდა დაადგინოს, მამაო?

 

- ჟურნალისტები რას აკეთებთ? გაიგეთ, რომელი ეპისკოპოსი სადაურია, გადით მათ საგვარეულო საფლავებზე. მთელი საგვარეულო რომ არმენული გვარია და მარტო ეგ ერთია გაქართულებული გვარის, დიდი მიხვედრა უნდა, ვინ ვინაა? ხალხმა ყველაფერი იცის, ხალხს თვალებს ვერ დაუბრმავებ, ვერ დააყრუებ. ეკლესია უნდა გაიწმინდოს! ამაზე ორი აზრი არაა.

 

- თქვენ წეღან ახსენეთ, რომ საზოგადოება ძალიან დაშინებულია, გადაგვარებულია, ჩაშვების დაწესებაც ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ქართველმა კაცმა მართლა დაკარგა თავისი ნამდვილი სახე?

 

- ერთი ის მითხარი, სადღაა ქართველი. რაღა დარჩა? ყველა წასულია ან გაქცეულია ლუკმაპურის საშოვნელად სხვისი მონები გამხდარან, მათი სახლ-კარი კი წყალს მიაქვს. სოფელში პატარა მეურნეობა მაქვს და მუშას ვერ ნახავ, რომ დაიქირავო; ფული რომც გქონდეს, კაცი აღარ დარჩა, რომ გადაუხადო და ამუშავო.

 

მადლობა მიშას, რომ მან ყველას სახე კარგად გვაჩვენა განა მარტო ერში, წმინდა სინოდშიც. ახლა მას გინდა არმენი უძახე და გინდა ფრანგი.

- მამაო, საზოგადოება ძალიან დიდ უიმედობაშია ჩავარდნილი - აღარც ნაც-მთავრობას ენდობიან და აღარც ე.წ. "ოპოზიციას". ერთადერთი, რაც კიდევ ინარჩუნებდა ადამიანთა ნდობას, საყდრიონია, თუმცა ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და იმ უკეთურობამ, რაც დღეს საყდრიონში ხდება, ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილში საყდრიონის ნდობა შეარყია, გაურკვევლობაშია ამის გამო. საზოგადოების იმ ნაწილს რას ეტყოდით, ვინც ახლა ასეთ უიმედობაშია ჩავარდნილი და აღარავისი სჯერა?

 

- იმ ადამიანებს, იცით, რას ვეტყვი? თავი იმიტომ აბიათ, რომ წყალი არ ჩაუვიდეთ? უნდა იაზროვნოს და გაიგოს, რა არის ცუდი და რა - კარგი. ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას - მატყუარას მატყუარას სახელი უნდა ეწოდოს, კაცს - კაცის, მამათმავალს კი - მამათმავლისა, ურიას - ურიისა, ქრისტიანს - ქრისტიანისა, საყდარს საყდრის სახელი უნდა დაერქვას და სახელმწიფოს კი - სახელმწიფოსი. ამას ვეტყვი ამ ხალხს - ტვინი გაანძრიონ და ტყუილში ნუ სხედან! თორემ წმინდა წერილი რას ამბობს: «ავად შემნახავი ქურდზე უარესიაო».

 

- მამაო, რა ქნას ამ ხალხმა, რომელზეც ამბობთ, რომ თავს იტყუებენ? ისინი გულწრფელი სურვილით მივიდნენ საყდარში, რომ სულიერად იცხოვრონ და უფალს დაუახლოვდნენ. ამ ხალხის მოვალეობა იმის გარკვევაა, რომელი მღვდელია კეთილსინდისიერი და რომელი არა?

განა ყველას ჰყოფნის იმის სულიერება, თუნდაც ხედვა, რომ გაარკვიოს - რომელია მწყემსი კეთილი და რომელია ცხვრის ტყავში გახვეული მგელი?

ის ყველა შემოსილს პატივისცემით უყურებს... და ის უფრო დამნაშავეა, რომელიც სასულიერო პირში მღვდელმსახურს ხედავს თუ ის, ვისაც ევალება, რომ ასეთი «მგლები» დედაეკლესიას მოაშოროს? მრევლმა არკვიოს ყველა იმ უკეთური ადამიანის საქმე, ვინც საყდარს შეაფარა თავი?

ან ჟურნალისტებმა ვარკვიოთ სინოდის წევრთა წარმომავლობა?

 

- აბა, ხომ ხედავთ, ამას საყდრიონი რომ არ აკეთებს თუ ვერ აკეთებს?

აბა, როდემდე უნდა იაროთ ასე «გასულელებულებმა»?

საქართველოს წარსულს, საყდრიონის წარსულს გადახედეთ - როდესაც კირიონი გადასახლებაში მყოფმა ერმა გამოიხმო და სწორედ ერის დიდი ძალისხმევით გახდა იგი საქართველოს პატრიარქი. კირიონის მსგავსი მამულიშვილები, მოწამეები, ალბათ, იშვიათი ჰყავს უახლეს წარსულს. ერის ჯანსაღი ძალების გაერთიანებაა საჭირო, საზოგადოებრივი გაერთიანება. ეს ხალხმა უნდა მოინდომოს, უნდა გააკეთოს. არც ერთი საეკლესიო კრება სასულიერო იერარქების მოწვევით არ ჩატარებულა, ამას ხელისუფლება აკეთებდა, ეროვნული ხელისუფლება. რუის-ურბნისის კრებაც დავით აღმაშენებლის მონდომებით ჩატარდა... გამგები გაიგებს...

 

მე ყველაფერი ვთქვი და, ვისაც ასხენ ყურნი სმენად, ისმინოსო, სახარება გვეუბნება.

 

- თუმცა ისიც არ დაგვავიწყდეს, მამაო, რომ კირიონი მოკლეს, სამარცხვინოდ... და, თუკი კირიონის მსგავსი მამულიშვილი გამოჩნდა, არაა გამორიცხული, რომ ისიც სამშობლოს შეეწიროს წმინდა ზვარაკად... როგორ ფიქრობთ, დღეს კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ გამოჩნდება ერთი კირიონი?

 

- უნდა გამოჩნდეს, რადგან დედა ღმრთისმშობელი თავის ერს არ გაწირავს. ჩვენ შეიძლება უარესის ღირსები ვართ, მაგრამ... არა აქვს მნიშვნელობა, რომ მას მაინც და მაინც კათოლიკოს-პატრიარქის სტატუსი ჰქონდეს, დაუდგეს უწმინდესს გვერდით! ვიღაც უნდა გამოჩნდეს. ახლა დამალვისა და მდუმარების დრო არაა, ახლა იმის დრო აღარაა, რომ მრევლს ისევ მოვატყუოთ - მრევლო, ახლა ამის დრო არააო. დაგვექცა ეკლესია თავზე!

სიმართლის დრო ყოველთვისაა! შენც მოგეკითხება ძალიან მწარედ, თუ არ გააკეთე ბოლომდე ის, რაც შეგიძლია - შენ შეგიძლია ადამიანებს სიმართლე უთხრა, შეულამაზებელი სიმართლე, ისინი შენ გენდობიან; ასეც აკეთებ, მაგრამ მეტი უნდა გააკეთო!

შენც, საერთოდ ჟურნალისტებს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რადგან საყდრიონი არ თუ ვერ ამბობს სიმართლეს, საზოგადოებას ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა და ერი გამოფხიზლდება.

 

როგორ ხდებოდა ომის დროს - ნარჩევი ვაჟკაცები მიდიოდნენ, აბა, დაფეხვილი და ხეიბარი ვის რად უნდოდა? ასეა. ამ ნაღები საზოგადოების დიდი ნაწილი გაქცეულია საზღვარგარეთ, აქ დარჩენილებში კი არიან მუნჯი, ყრუ, მშიშარა და მამათმავალი (დედათმავალს კიდევ რა უჭირს) და ამათ რა უნდა გაგიკეთონ? ვინც დარჩა, ის ერთი და ორი და სამი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ის ხალხი, ყველა ქართველი, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს და მერე იქნეს მოწვეული კრება და გაირჩეს თეთრი და შავი.

 

- ესე იგი თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ დღეს ეკლესია რუის-ურბნისის მსგავს საეკლესიო კრებას არ მოიწვევს?

 

- არა მგონია. თავის დასაკლავ დანას ის არ გამოთხრის. პატრიარქი ძალიან ცუდ დღეში ჰყავთ, თორემ განა უწმინდესზე მეტად ვინმეს უნდა, რომ საყდრიონი წმინდა იყოს?

ყველაზე ამაზრზენი, იცით, რა არის? მამა რომ გაზრდი შვილებს, დააფრთიანებ და მერე ეს შენი გაზრდილი და გზაზე დაყენებული შვილები ზურგში ლახვარს ჩაგცემენ.

 

სად გაგონილა ამდენი ეპისკოპოსი და ამდენი ტაძარი? ვინ შედის ამ ტაძრებში ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

 

- მამაო, ხალხი ეკლესიისკენ მობრუნდაო და ტაძრები ხომ საჭიროა?

 

- მათი უმრავლესობა ტყუილისკენ მობრუნდა... ჩვენი ბრალია, მრევლი რომ ასეთ დღეშია. სხვისი კი არა - ჩვენი, სამღვდელოების.ზოგიერთი მღვდელი ისეთ უხამსობას სჩადის, მართლა დასახვრეტია. მღვდელს სახლში ათასი მანეთი მიაქვს და მრევლი მშიერი და დაგლეჯილი ტანსაცმელით სახლში ზოგჯერ ფეხით მიდის. მღვდელი უნდა აპურებდეს მშიერ მრევლს, სახლშიც უნდა აკითხავდეს, თუ ის მშიერია, ავადაა. დატვირთავენ მანქანებს, იმდენი მიაქვთ, ნახევარი უფუჭდებათ და მერე ყრიან ან ცხოველებს აჭმევენ, მაშინ, როცა მრევლის ნახევარი მშიერია. ესაა საქმე?

 

...მერე უკვირთ და ხმამაღლა ყვირიან - ამდენი სექტები რატომ მომრავლდაო. თითქოს პასუხი არ იცოდნენ. ჩვენი თავი ვიტიროთ, ჩვენ გამოვსწორდეთ და ნუ დავაბრკოლებთ მრევლს ჩვენი უკეთურობით, გაუმაძღრობით; ის სექტები ხალხს ძალიან «გონივრულად» იახლოვებენ - იქით აძლევენ პურს დამშეულ ხალხს... თუ კაცი მშიერია, თან სულიერებაში არაა მტკიცე, თან იმ საშინელებებს ხედავს, რაც დღეს ეკლესიაში ხდება, ადვილად მოექცევა ამ სექტანტების გავლენის ქვეშ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

http://www.tabula.ge/pictures/6207.jpg

 

ქვაბავაზაკი

 

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს

და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,

ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,

სარწმუნოების მტერია ახლის*.

შენიღბულია წმინდა სამოსით,

როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,

მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,

არის მზაკვარი, დამტაცებელი.

იგი მამონას სახელით გნათლავს

და ბელზებელის სახელით გლოცავს,

ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,

ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.

ამასხარავებს, ამოკლებს წესებს

ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,

მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,

მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.

აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,

რათა დოსიე შეავსოს შავი,

ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,

რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.

ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,

შავი დღისათვის იძენს ქონებას,

ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,

დააკარგვინებს თავს და გონებას.

შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,

ლესბოსელნი და მამათმავალნი,

ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,

გესლიანნი და ენამრავალნი.

ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი

ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,

მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის

გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.

ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,

რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,

მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს

და დაავიწყოს ღმერთი მესია.

წარწყმედილია სოდომის ცოდვით,

ის არ იხილავს ზეცას აროდეს,

მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,

მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.

 

——————————————————

ზვიად გამსახურდია

 

 

“ახალ სარწმუნოებაში ნაგულისხმებია “ახალი აღქმა”

ჰიპოკრიტ – ბერძნ. ნიშნავს “ხანჟას”, “მოწმინდანოს”.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს

და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,

ეკლესიისას აფერხებს წინსვლას

ვინ არის ეს "ის" ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

http://geworld.ge/images/stories/geworld/sazogadeoba/meufe.jpgურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობი

 

სჯულის კანონში წერია, რომ ხეიბარი, მამათმავალი, ასევე მსახიობი და ისიც, ვისაც მსახიობი ჰყავს ცოლად, არ შეიძლება გახდეს მღვდელი. დღეს, სამწუხაროდ, აღარ ითვალისწინებენ სჯულის კანონის სწავლებას. ამიტომაც არიან ასეთი ცოდვის მატარებელი სასულიერო პირები. ეს, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე უფრო საშინელი კი ის არის, რომ მამათმავლები თითქოს გრძნობენ ერთმანეთს და ცდილობენ, ირგვლივ მხოლოდ თავისნაირი ხალხი შემოიკრიბონ...

იცით, შეიძლება კაცს ბავშვობაში გამოუცდელობით რაღაც შეემთხვა, მაგრამ მას შემდეგ აღარ აგრძელებს ამ ცოდვაში ცხოვრებას, იქით გახედვაც აღარ უნდა. ასეთი ადამიანის კურთხევა რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ თუ კურთხევის შემდეგ იგივე ცოდვას დაუბრუნდება, მისი მღვდლად დატოვება ყოვლად დაუშვებელია, ეს არის ღვთის კანონის წინააღმდეგ წასვლა. ვინც ასეთ კაცს ხელს დაასხამს და აკურთხებს, თვითონაც მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის. (ამის შესახებ მითითებულია “მცირე სჯულის კანონში”). რაც შეეხება გარდასულ საუკუნეში არსებულ ცოლოსან ეპისკოპოსებს, რადგან ეკლე­სიამ ეს დაუშვა, ესე იგი, ამის მიზეზიც არსებობდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://1.bp.blogspot.com/-XHi3MXOE1NY/Ti8oP0w0FzI/AAAAAAAAEu8/MtMa_L5gFX0/s200/asavali.gifმე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი!

 

"პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა, უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო!"

წერილს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ "ასავალ დასავალის" 25–31 ივლისის გამოშვებაში.

 

„ის, ვინც ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ლამობს, მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება!“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2011 წლის 24 ივლისს წმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

თავის ქადაგებაში ილია მეორე წმიდა სინოდის ახლახან ჩატარებულ სხდომას შეეხო.

„რამდენიმე დღის წინათ წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობანი. სხდომაზე ერთი "ექსპერტის" თვალსაზრისი უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა უმაღლესი სასულიერო პირების აზრი მის მოსმენასთან დაკავშირებით გაიყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მოგვიანებით იმ ადამიანებს, ვინც უმეტესობას არ ეთანხმებოდა, მოღალატეები უწოდეს. ეს სრულებით დაუშვებელია. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რაც, ღვთის ნებით, უკვე 33 წელია, გახლავართ, მსურს განვაცხადო:

მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი!

ამიტომ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყოთ და არ იტვირთოთ ასეთი ცოდვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და წმიდა სინოდი იყო და დარჩება ერთ მთლიანობად, ერთ ძალად და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამსახურს სწორედ ასეთი სულისკვეთებით!“

– განაცხადა პატრიარქმა.

 

ბოლოთქმა:

"რუის ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრებაა სასწრაფოდ მოსაწვევი, ოღონდ ეს კრება ხელისუფლებამ და სინოდმა არ უნდა მოიწვიოს!"

 

წყარო- "ღია ბოქლომი" http://boqlomi.blogspot.com/2011/07/blog-post_2150.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

 

 

მოდი ნუ გვიყვები რაა დაჩის ზღაპრებს. :)

 

რა კრება რის კრება. კრება კი არა, რაც არ უნდა ჩაატაროთ, არაფერი აღარ ეშველება მაგ რელიგიურ მიმდინარეობას. თავიდან ბოლომდე ფულის კეთებაზე და ხალხის დაბოლებაზეა გადასული თანაც რა ხანია უკვე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

მამა ბასილი: 2006 წელს ჩემთან იყვნენ უშიშროების წარმომადგენლები, რომლებმაც შემომთავაზეს უხამსი ფოტოების გამოქვეყნება პატრიარქის წინააღმდეგ. მე სასტიკი უარი განვაცხადე _ ასეთი გზით მოპოვებული თავისუფლება ნამდვილად არ მინდოდა (საერთო გაზეთი N=30)

 

მას შემდეგ, რაც “საერთო გაზეთში” პარლამენტის მიერ მიღებული რელიგიის შესახებ ახალი კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებები გამოქვეყნდა, ჩვენ მამა ბასილის (მკალავიშვილი) წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გადმოგვცა თხოვნა, რომ მამა ბასილს ჩვენთან საუბარი სურდა.

მამაოს ამ დღეებში რთული ოპერაცია ჰქონია გადატანილი, მაგრამ იგი მაინც მხნედ საუბრობს პრობლმებზე, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე დგას.

გვესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი მამა ბასილი (მკალავიშვილი).

_ მამაო ბასილ, როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?

_ სახელითა მამისათა და ძისა და სულისა წმიდისათა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.

არსებული პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით სამწუხარო რეალობას წარმოადგენს, ჩვენი ქვეყანა უფსკრულისაკენ მიექანება. ეს სავალალო უკუპროცესი დაიწყო იქედან, როცა ვაი- ქართველებმა საქართველოს ჭეშმარიტი მორწმუნე პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია განდევნეს სამშობლოდან. ამ ავადსახსენებელ დღეებში საქართველოს ეკლესიამ დიდი “წვლილი” შეიტანა პრეზიდენტის განდევნაში. სწორედ მის შემდეგ მკაცრად გვსჯის უფალი, რის გამოც ქართველი კაცი წელში ვერ გამართულა.

დღესაც საქართველოს ეკლესია და ხელისუფლება შეხმატკბილებულად მოქმედებენ. საკუთარი ხალხის ღალატისთვის ხშირად აჯილდოებენ ერთმანეთს. ამას ჩვენი ერი მშვიდად უყურებს და მონურ მორჩილებაში იმყოფებიან ეკლესიასთან და მთავრობასთან.

ამ დღეებში პარლამენტმა მეტად სამარცხვინო და ღვთისმგმობი გადაწყვეტილება მიიღო. სექტანტებს უბოძა ყველა ის უფლება, რომელიც მინიჭებული ჰქოდა მართლმადიდებელ ეკლესიას. წარმოიდგინეთ, ეს მოხდა ერთ დღეში, სამჯერ მოსმენით მიიღეს თავზარდამცემი კანონი, უფრო მეტიც, პრეზიდენტმა იმ დღესვე მოაწერა ხელი ამ უკანონობას.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა ვინმეს დავალება შეასრულა?http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/08/basili-02a.jpg?w=202&h=300

_ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ამ საქციელით ორ ბატონს ემსახურა:

ევროსაბჭოს დაუმტკიცა, რომ ის არის რელიგიურ უმცირესობათა მომხრე-მხარდამჭერი, რასაც თითონ დემოკრატიას უწოდებენ.

სააკაშვილი მოატყუეს სომხებმა, შესთავაზეს რუსეთთან შუამდგომლობა, სანაცვლოდ ითხოვდნენ საქართველოს ეკლესიების ნაწილს. ილია II-მ სააკაშვილის ბრძანებით სასწრაფოდ მოიწვია სომხეთის პატრიარქი გარეგინ II, რათა მზაკვრული, ღალატის ტოლფასი საქმე ერთად გაეკეთებინათ.

_ როგორ, სომხეთის პატრიარქი თვითონ არ ჩამოვიდა?

_ გარეგინ II-მ ილია II-სთან შეხვედრისას ტელევიზიით საჯაროდ განაცხადა, რომ იგი საქართველოს პატრიარქის მოწვევით იმყოფებოდა აქ, შემდეგ კი შედეგი: ეჩმიაძინის პრესმდივანმა მელიქიანმა გაავრცელა ის, რაც ქართველი ხალხისთვის ლეგალური იყო. უფრო მეტიც, სამადლობელი წერილი გამოუგზავნა სააკაშვილს საქმის წარმატებით შესრულებისთვის.

_ რას გვეტყვით სინოდის სხდომის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რის გამოც სამღვდელოების წარმომადგენლები და მრევლიც უკმაყოფილო დარჩა?

_ გულახდილად გეტყვით, სავალალო ფაქტი მოხდა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, არნახული და არგაგონილი რამ: სინოდის სხდომას მართავდა პარლამენტარი, ვინმე თორდია. სამწუხაროდ, სხდომას არ ესწრებოდნენ ეპისკოპოსები, რომელთაც გული შესტკივათ მართლმადიდებლობაზე, ფაქტობრივად, პარლამენტმა და სინოდმა ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ და ასე იკვეთება, რომ ყველაფერი წინასწარ იყო ურთიერთშეთანხმებული.

_ მამაო, მრევლი ძალიან აქტიურობდა და ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას. ამაზე თვით ილია II-ც საუბრობდა.

_ ყოველივე ეს იყო თვალში ნაცრის შეყრა, რასაც მრევლი მიხვდა, როცა სინოდის სხდომის მიმდინარეობისას ათასობით ადამიანი ელოდებოდა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას. სხდომა ხუთი საათი მიმდინარეობდა. როცა დამთავრდა მრევლს არავინ განუცხადა შედეგი. დაღლილი მრევლი კიდევ 4 საათი ელოდა, ბოლოს დაიშალნენ და სინოდის გადაწყვეტილება ტელევიზიით შეიტყვეს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა მათი მხრიდან. სინოდის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა ასევე თვით ზოგიერთი პატიოსანი მღვდელიც, მაგრამ ამაოდ…

_ მამაო ყველამ ვიცით, რომ თქვენ და საპატრიარქო დაპირისპირებულნი ხართ. როდის აპირებთ შერიგებას?

_ როგორ ფიქრობთ, იმ

საპატრიარქოსთან შერიგება შეიძლება, რომელიც უარყოფს მართლმადიდებლობას და უარს აცხადებს მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე?

მე მკაცრად ვიცავ დიდი სჯულის კანონს, რომელიც დადგენილია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების მამათა გადაწყვეტილებით. მე სულში და გულში ღრმადა მაქვს გამჯდარი ჩემი ქვეყნის სიყვარული და თუ საჭირო იქნება სიცოცხლესაც გავიღებ მის საკეთილდღეოდ. მაშინ, როცა ჩვენი დედა-ეკლესია განიწმიდება უღირსი, ღმრთის მგმობელი სამღვდელო პირებისაგან, მზადა ვარ შევუერთდე მათ.

_ მამაო გამოდის, რომ თქვენ ელოდებით რუის-ურბნისის კრების მსგავს შეკრებას…

_ ნამდვილად. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.

_ მამაო, ინფორმირებულნი ვართ, რომ თქვენ ციხეში ყოფნის პერიოდში ილია II თქვენს სანახავად იყო მოსული… თქვენ არ მიიღეთ.

_ სრული ჭეშმარიტებაა, ის მოვიდა ჟურნალისტების თანხლებით და გაჩერდა შუა ეზოში. მისი სურვილი იყო ჩავსულიყავი, ფეხებში ჩავვარდნოდი, პატიება მეთხოვა, ან შეწყალება, მე შეგნებულად არ გავაკეთე ეს და შევუთვალე: თუ გნებავთ ჩემთან შეხვედრა, ცალკე ოთახში დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ-მეთქი. მან ეს არ ისურვა და დატოვა ციხის ტერიტორია.

ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის ჩემი სარწმუნოებისა და ქვეყნის წინაშე, პირიქით, ორივეს სიყვარულისთვის მამყოფეს ხუთი წელი გისოსებს მიღმა.

_ თქვენ ციხეში მართლა მოგიტანეს კომპრომატები პატრიარქის წინააღმდეგ? ვინ მოგიტანათ?

_ დიახ,

2006 წელს ჩემთან იყვნენ უშიშროების თანამშრომლები. მათ შემომთავაზეს უხამსი ფოტოების გამოქვეყნება პატრიარქის საწინააღმდეგოდ.

ტექსტიც გამზადებული ჰქონდათ. მასალა გაზეთ “24 საათში” უნდა განთავსებულიყო. მოფიქრებისათვის 1 კვირა მომცეს. სანაცვლოდ ციხიდან გათავისუფლებას მთავაზობდნენ. მე სასტიკი უარი განვაცხადე. ასეთი გზით მოპოვებული თავისუფლება ნამდვილად არ მინდოდა.

თუმცაღა ჩემგან უარის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ იმავე გაზეთში გამოქვეყნდა მასალები ნაწილობრივად, ფოტოების გარეშე. აღნიშნული წერილი გამოაქვეყნეს: მეფე ზენონმა, მეუფე აბრამ გარმელიამ და მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, მაგრამ მალევე მიაჩუმათეს ყოველივე.http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/08/eklesiis-darbeva_lolaji.gif?w=300&h=97

_ მამაო, საქართველოს მოსახლეობა თქვენ გიცნობთ, როგორც სექტების წინააღმდეგ მებრძოლ მღვდელს, კვლავ აპირებთ მათთან ბრძოლის გაგრძელებას?

_ როდესაც საქართველოში დაიწყო სექტების მომრავლება, მე მაშინვე დიდი განგაში ავტეხე მცხეთა-თბილისის საეკლესიო კრებაზე, რომელიც თვეში ერთხელ იმართებოდა საპატრიარქოში. სამწუხაროდ, ილია II-მ მკაცრად ამიკრძალა სექტებზე საუბარი. ვხვდებოდი, რომ მათთან რაღაც გარიგებაში იმყოფებოდა.

_ რას ამბობთ, როგორ შეიძლება პატრიარქი სექტებს გაურიგდეს?

_ ამ საკითხზე არ მინდოდა ყურადღების გამახვილებაც, რადგან საუბარმა მოიტანა ერთ ფაქტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ერთხელ პატრიარქმა მღვდლები დიდუბეში გაგვაგზავნა, სადაც პროდუქტით დატვირთული ვაგონები უნდა დაგვეცალა, როცა დაცლა დავიწყეთ, შევამჩნიეთ, რომ იქ ვიღაც კაცი უფროსობდა, რომელმაც გვითხრა: ნახევარი ვაგონი თქვენ გეკუთვნით, ნახევარი კი იეღოველებსო. ასე გავიყავით ჩვენ და იეღოველებმა ერთ ვაგონში მოთავსებული პროდუქტები. ასეთი ვაგონები 20-მდე იყო.

_ რა იყო ამ ვაგონებში?

_ ფქვილი, ზეთი, ვერმიშელი, მაკარონი, შაქარი და წიგნები და “ახალი აღთქმა”.

_ რა უყავით პროდუქტებს?

_ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩვენ ცალკე ვარიგებდით, იეღოველები კი ცალკე. ჩემთვის უკვე ნათელი გახდა, რატომ ამიკრძალა პატრიარქმა იეღოველების წინააღმდეგ ქმედება, თურმე ვაგონების ნახევარი მათ (იეღოველებს) ეკუთვნოდათ, ხოლო ნახევარს საპატრიარქოს აძლევდნენ, სანაცვლოდ პატრიარქს ხმა არ უნდა გაეღო იეღოველთა წინააღმდეგ.

_ მამაო, ტელევიზიით აგიტაცია მიმდინარეობს რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მხრიდან…

_ ამას წინათ ვუყურე პირველი არხიდან გადაცემას. გდაცემაში მხოლოდ სექტანტები მონაწილებდნენ. ყველაზე აღმაშფოთებული ის იყო, რომ ვინმე 30 წლის ქალი “ეპისკოპოსის” ტიტულით მართლმადიდებლობას გვილანძღავდა. წარმოიდგინეთ, მეორე კვირას გადაცემაში “ევროპული არჩევანი”, რომელიც ვახტანგ სანაიას მიჰყავდა, ისევ ის “ეპისკოპოსი” ქალი დიდი პრეტენზიებით მართლმადიდებლთ უამრავი ბრალდებით მოგვმართავდა და თავს “დაჩაგრულის” როლში წარმოადგენდა. კომენტარი ზედმეტია. ყოველივე ეს ხელისუფლების დაკვეთაა. ტელეკომპანია “რუსთავი-2″, “იმედი”, “პირველი არხი” მთავრობის არხებია. ისინი უშუალოდ მათ ემსახურებიან. მე შევახსენებდი მათ, ძმათა მისთა და სხვათა, რომ საქართველო და მართლმადიდებლობა განუყოფელია სწორედ სარწმუნოებამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი გაიღეს რათა ჩვენამდე მოეღწია მართლმორწმუნე საქართველოს, რომელსაც წარმოადგენს 100 000 მოწამე, ქეთევანი, შუშანიკი, დავითი, კონსტანტინე, ელიზბარი, შალვა, ბიძინა, თევდორე მღვდელი და უამრავი მამულისათვის თავდადებული. ქართველნო, გახსოვდეთ, საქართველოს ისტორია, ნუ დაუჯერებთ ბოკერია-თუთბერიძეს, ლევან რამიშვილს, თავისუფლების ინსტიტუტში მოკალათებულ სოროსის მიერ გამოზრდილთ, ხმა აღიმაღლეთ ყოველგვარ ღვთისმგმობ საქმიანობაზე და დაგმეთ სატანის ყველა გეგმა.

ვწუხვარ, მაშინ, როცა ჩვენ 2004 წელს ულმობლად დაგვარბიეს, ქართველი ხალხი არ გაერთიანდა, მაშინ, როცა გურამ შარაძე დღისით, მზისით მოკლეს ამაზე დღესაც არავინ საუბრობს. ოპოზიციაში მყოფო პოლიტიკოსებო, ნუ გაურიგდებით სატანას. ყველამ ერთად მოვითხოვოთ მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად. ანტიქრისტეს მოციქულები ვერაფერს დაგვაკლებენ.http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/08/basili-03.jpg?w=206&h=300

_ რას უსურვებთ ქართველ ერს?

_ მე რასაც ჩემს ერს ვუსურვებ, ის რომ აღსრულდეს, საქმე ძალიან კარგად იქნება. ჩვენ უფალს არც ერთ გაჭირვებაში არ მივუტოვებივართ, ყოვლადწმიდა დედის მადლიანი კალთა ყოველთვის გვმფარველობდა, ყოველგვარ განსაცდელს გვარიდებდა. ის მუდამ ევედრება თავის ძეს უღირს შვილთათვის შემწეობას. დღეს ძალიან უჭირს მრავალ ჭირვარამგამოვლილ სამშობლოს. გაყიდული მიწა-წყლის დაცვას ითხოვს, ენა _ შენარჩუნებას, სარწმუნოება, რომელსაც ღია ომი გამოუცხადეს შინაურმა თუ გარეულმა მტრებმა გადარჩენას ითხოვს. მინდა ყველამ იცოდეს, ჩემი ერისთვის არასდროს მიღალატნია, ფიქრითაც კი. მე პიროვნებებს განვუდექი და არა დედაეკლესიას. მისი ერთგული შვილი ვიყავი, ვარ და ვიქნები, სანამ პირში სული მიდგას. და ჩემი პიროვნების განდიდებისთვის არასოდეს მიფიქრია. მზადა ვარ, ჩემი მრავალრიცხოვანი მრევლით ვიყო ისე, როგორაცა ვარ. მთავარი ის კი არ არის რა პატივში ემსახურები უფალს, არამედ ის, როგორ ემსახურები. “განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღე და ღამ მას შეჰღაღადებენ”? აქედან გამომდინარე მე მაშინ დავმშვიდდები, როცა დედა-ეკლესიიდან ჭეშმარიტი ღვთისმსახურების მიერ ჭეშმარიტ ღაღადისს მოვისმენ უფლისა მიმართ, როცა ეკლესია განწმენდილი იქნება უღირს სასულიერო პირთაგან. აბრაამს მამრეს მუხასთან წმიდა სამება გამოეცხადა სამი ანგელოზის სახით. მას ეუწყა, რომ უფალი სოდომ-გომორს არ მოსრავდა, თუ ხუთ მორწმუნეს აღმოაჩენდა იქ. დღეს საქართველოში სოდომ-გომორის ცოდვა ტრიალებს და თუ ღმერთი მიითვალავს ჩემს მრევლს, ეკლესიას ყოვლად წმიდა დედისას იმ ხუთი მორწმუნის სახით, მზადა ვართ ყოვლივე გავიღოთ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ, დღედაღამ ვიდექით მის სამსახურში, ყოველგვარ წინააღმდეგობას და გასაჭირს გავუძელით უფლის შემწეობით, “რამეთუ ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის”.

მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელთ, ჩემი ბედკრული ქვეყნის შვილებს, დავივიწყოთ ყოველი წყენა, შური, ბოღმა, დავდგეთ ყველა ერთად ჩვენი სარწმუნოების სადარაჯოზე, ის გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, დავდოთ ჩვენი წილი მართლმადიდებლობის გადასარჩენად. გავითავისოთ სიტყვები: “გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისა, გძაგდეს მტერი უფლისა”…

იმედიანად იყავით: “დევნულ ვართ, არა დატევნულ ვართ”…

ღმერთმა დაგლოცოთ.

 

-ირანდა

კალანდაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

რა ხდება საქართველოს ეკლესიაში? ნაწილი I

ქართლის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის მთავარეპისკოპოსის მეუფე ილარიონი ცხოვრობს,რომელიც პატრიარქ დავით მეხუთის ანდერძის თანახმად, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად უდა აერჩიათ..

 

 

http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/09/basil-07.jpg?w=300&h=203

 

თუ ვინმემ არ გითხრა, ძნელია დაიჯერო, რომ ეს მოხუცი კაცი, რომელიც ქართლის ერთ სოფელში ფარღალალა ქოხში მარტო ცხოვრობს, მთავარეპისკოპოსია და პატრიარქ დავით მეხუთის ანდერძით, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად სწორედ ის უნდა ეკურთხებინათ.

ზის თავისი ქოხის წინ, თხელი მაისური, სპორტული შარვალი და ვალინკები აცვია.

მუნჯი არ არისო, ამბობენ სოფლელები, მოწამვლის შემდეგ არ ლაპარაკობს, სულ დუმს, ჟესტებით მპასუხობს, ან დაფაზე თითებით გამოჰყავს ასოები და ასე გაგებინებს სათქმელს.

საოცარი თვალები აქვს, თითქოს ვარსკვლავები უზის გუგებში და რომ შემოგხედავს, სიკეთეს და სიყვარულს გასხივებს…

http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/09/basil-081.jpg?w=110&h=160

მთავარეპისკოპოს მეუფე ილარიონ სამხარაძის ნახვა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გადმოგვცა:

1976`წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.

1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა.

პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.

ასე იყო თუ ისე 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია მეორე პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ მეორის დროს. დავით მეხუთის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს. http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/09/davit-v-devdariani.jpg?w=447&h=640

მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს.1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები. კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია Iმეორის ნათესავი. _ ი.კ.)და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ~.

ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მეუფე ილარიონ სამხარაძე სოფელში ცხოვრობდა.

გზაზე მიმავალს სოფლელები მხვდებიან. როცა ვეკითხები, სად ცხოვრობს-მეთქი მეუფე ილარიონი, მიმასწავლიან და გზას განაგრძობენ.

ეზო მავთულბადით არის შემოღობილი. ალაგ-ალაგ გარღვეული, რკინის ჭიშკარი მაგრად არის ჩაკეტილი და ეზოში ვერავინ შევა.

კარებზე ვაკაკუნებ. ხმა არ ისმის. ღობესთან მივდივარ და იქვე, ხის უკარფანჯრო, შეშის დასაწყობი ფარდულის მსგავს ქოხმახში ფეხის წვერებზე დამდგარი ვიხედები.

_ მეუფე! _ ვეძახი. ხმას არავინ მცემს. მეც ვერავის ვხედავ.

_ აქ არის, ეგერა, _ მეუბნება მეზობლის ქალი და ეზოსკენ მანიშნებს.

მისი გამოჩენა მოჩვენებას ჰგავდა. ვერ დავინახე, საიდან გამოვიდა, სად იყო, როგორ აღმოჩნდა ხის კუნძთან, ხელში წყლიანი ბოთლით და პლასტიკატის ალაგ-ალაგ ჩამტვრეული თეთრი დაფით.

მომიახლოვდა. მე ღობის აქეთ, ის _ იქეთ. დაფა იქვე დადო. წყლიანი ბოთლი გადმოაპირქვავა, წყალი მუჭით სახეში შემომასხა და მაკურთხა. ასე გაიმეორა რამდენჯერმე.

ხელის მოძრაობით მკითხა _ რა გინდაო?!

_ დამლოცე მეუფე, _ ვუთხარი მე.

ღობის ძირას მიწაზე ჩამოჯდა. თეთრი თმით გადაპენტილი თავი ჩაღუნა…

ორივე ვდუმდით. მერე ამომხედა.

_ მეუფე, შემომიშვით ეზოში, _ ვთხოვ.

ის იღებს ხის დაფას და წერს:

_ ვ-ი-ნ ხ-ა-რ?

?

ვეუბნები ჩემს სახელს.

_ მ-ო-გ-ზ-ა-ვ-ნ-ი-ლ-ი ი-ქ-ნ-ე-ბ-ი.?

_ არ ვარ მოგზავნილი, თქვენი ნახვა მინდა, მაინტერესებს როგორ ხართ?

_ მ-ა-გ-რ-ა-დ ვ-ა-რ.

_ მინდოდა გვესაუბრა ვეუბნები.

_ რაზე - წერს დაფაზე თითით.

_ ქვეყანაზე, ეკლესიაზე. ხომ ხედავთ, რა ამბები ხდება ეკლესიაში?

_ ა-რ ა-რ-ი-ს ჩ-ე-მ-ი ს-ა-ქ-მ-ე.

_ უსამართლობები ხდება.

_ ა-რ ა-რ-ი-ს ჩ-ე-მ-ი ს-ა-ქ-მ-ე - წერს ისევ თითით.

_ ხმას რატომ არ იღებთ?

პასუხს არ მცემს.

_ი-გ-ა-ლ-ო-ბ ე - მიწერს.

_ შემომიშვით, ეზოში და კი, ბატონო.

თავს აქნევს და იღიმება.

მივდივარ ღობესთან ახლოს და ღირს არსს~ ვღიღინებ.

ტაშს უკრავს. მერე ხელებს აღაპყრობს მაღლა. თვალები ცრემლებით ევსება. მეხვევა. შუაში ღობეა.

ის მლოცავს, თავზე მეამბორება და ცრემლჩამდგარი თვალებით ისევ ცისკენ აპყრობს მზერას.

ბილიკიდან კაცი მოდის.

მეუფე იღებს დაფას და წერს:

_ ე-ს ჩ-ე-მ-ი დ-ი-ა-კ-ვ-ა-ნ-ი-ა - თან იღიმის. მ-ა-გ-რ-ა-მ ჯ-ე-რ ა-ხ-ა-ლ-ბ-ე-დ-ა-ა…

გვეღიმება.

_ წავალ, მეუფე, მეტს აღარ შეგაწუხებთ, - ვეუბნები.

_ შ-ე-ნ-დ-ო-ბ-ა-ს გ-თ-ხ-ო-ვ-თ. მ-გ-ლ-ო-ვ-ი-ა-რ-ე ვ-ა-რ დ-ა გ-ა-რ-დ-ა-მ-ე-ც-ვ-ა-ლ-ა.

უკან ვბრუნდები.

მეუფე ილარიონ სამხარაძე იქვე, სადაც ვლაპარაკობდით, მიწაზე ჯდება და კეთილი ღიმილით თვალს მაყოლებს…

როგორც ამბობენ, რაც მეუფე ილარიონი მოწამლეს, კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობს 74 წლის მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ…

თუმცა ის არ გახლავთ ეკლესიიდან დევნილი და მიტოვებული, გაურკვეველი მიზეზების გამო სააქაოში სასტიკსასჯელდადებული ერთადერთი უმაღლესი სამღვდელო პირი. სულიერებისგან და სარწმუნოებისაგან განძარცვულ ქართულ ეკლესიაში, სადაც, როგორც ამბობენ, ახლაც უშიშროების აგენტები და სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები წყვეტენ თუნდაც უბრალო მღვდლების ხელდასმის საკითხებს, დღეს და გუშინ არ დაწყებულა სულიერი კრიზისი.

დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რითი, რა ვითარებაში, ვინ მოწამლა დავით მეხუთის ანდერძში პატრიარქად დასახელებული მთავარეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე და რატომ გააძევეს ის საერთოდ ეკლესიიდან. არაფერია ცნობილი პატრიარქობის კანდიდატი მიტროპოლიტის დავით ჭკადუას იდუმალებით მოცული გარდაცვალების თაობაზე, დღემდე ვერ დავადგინე, რას ერჩიან და ერჩოდნენ მამა ბასილ მკალავიშვილს, რომელიც პატიმრობაში ჰყავდათ 5 წელიწადი და როგორც ამბობენ, საპატიმროში ისიც ისეთი ნივთიერებით მოწამლეს, რომ ლამისაა დაბრმავდეს. იმიტომ ხომ არა, რომ მამა ბასილმა არაერთხელ ამხილა უღირსი ღვთისმსახურნი, ქრისტესმგმობელ იეღოველებს არაერთხელ ჩაჰკრა თავში ქრისტეს ჯვარი და არაერთხელ ააპეტელა თავიანთი ბატონის ენაზე?!

მას შემდეგ, რაც პატრიარქი დავით მეხუთე დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ისიც მოწამლეს), ხოლო პატრიარქის ინტრონიზაციას სვეტიცხოველში მართლმადიდებლური კანონიზაციის საწინააღმდეგოდ, მწვალებლური ეკლესიის - სომხური გრიგორიანული ეკლესიის პატრიარქი სპეციალური მოწვევით საპატიო სტუმრად ესწრებოდა, ბევრ უმსგავსობას და სიბილწეს დაედო სათავე, ამას ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ ის უმაღლესი სამღვდელო პირები, რომლებიც დღეს მიცვალებულნი არიან. სხვათაშორის, ეს `მამხილებელი~ სამღვდელო პირებიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. ასე რომ, ჩვენ მიცვალებულთა `ლაპარაკს ~ ვუსმენთ ახლა, ცოცხალთაგან ზოგი დაამუნჯეს და ზოგმა თვითონ გადაწყვიტა მდუმარება, ერთი გასაგები მიზეზის გამო, არავის სურს მკვლელის სასტიკი ხელით მოუსწრაფონ სიცოცხლე ან შხამით მოწამლონ, დააბრმავონ და დაამუნჯონ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა…

აი, რას წერდნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) კათალიკოს-პატრიარქს ილია IმეორესI:

 

 

 

საბოლოო წერილი

უპირველესად ის გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ წერილს ჩვენ მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ქართველს, რამდენადაც კი შევძლებთ მის გამრავლებას. თქვენს მოსაზრებას, რომ `ეკლესიის საიდუმლოებანი არ უნდა გავიდეს ეკლესიის გარეთ ~, ჩვენ არ ვიზიარებთ. არ ვიზიარებთ იმიტომ, რომ გარდა ქრისტიანული დოგმატიზმით დაწესებული შვიდი საიდუმლოისა, ეკლესიაში სხვა საიდუმლო არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.

რა 1978-79 წლებმა, ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტების ჩამოთვლას არ მოვყვებით. ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ეკლესია განსაცდელშია! http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/09/basil-09.jpg?w=446&h=640

ჩვენ თქვენთვის წარდგენილ წინა თხოვნაშიც ჩავწერეთ ეს სამსიტყვიანი საშინელება. მაგრამ თქვენ არც კი იკითხეთ, რა იყო ეს განსაცდელი. რატომ? რატომ არ მოგვთხოვეთ პასუხი ჩვენს მიერ გამოთქმულ ფორმულაზე? რატომ არაფერი არ იკითხეთ?

იმიტომ, რომ თქვენ განუზომელ განდიდებას იყავით მიცემული და როდესაც სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდით, შეგეშინდათ, თვალებში შეგეხედათ მისთვის და მოგესმინათ ამ განსაცდელის შესახებ. განსაცდელი კი დღითიდღე მწვავდება, რადგან თქვენ, განდიდების მანიით შეპყრობილს გინდათ, ცრუმეტყველება გეხვიოთ გარს; გინდათ გესმოდეთ, რომ აყვავდა არნახულად საქართველოს ეკლესია, მაგრამ ჩვენ ვეღარ გამოვიჩინეთ ეს ცრუმეტყველება და თქვენი აშკარა მტრობა და სიძულვილი დავიმსახურეთ. რატომ? რა მოხდა? მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში და არათუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმა-მოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: თქვენო უწმინდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ~. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების `საქმიანობა~ კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი `მეფობის~ ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი `შეყვარებული~ მამაკაცები და შეუდგა თავისი `მოვალეობის~ შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ, `ზომების~ მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღეით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვენი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას, მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივანები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა. აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას, და ხმას არ ვიღებთ. ავწონ-დავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა. დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.

იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა. მიხვეულ-მოხვეული, არაპირდაპირი. ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხის შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან; ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული, ვერიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს. გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულანტებთან კავშირსაც კი, ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე `მაიზერას~ დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა:

ვაი, რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?! http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/09/picture19.jpg?w=453&h=330

თქვენ თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე შეუდექით ახალგაზრდა სამღვდელოების გამრავლებას და ეს ახალგაზრდა სამღვდელოება ხედავს, რომ თქვენ ხელს აფარებთ გარყვნილებას.

ჩვენ არ გიზრახავთ, რომ სამეურნეო საკითხები არ გესმით; არ გქონიათ შემთხვევა ჩასწვდომოდით, თუ რა არის არისტოტელეს `ოიკოს~ და `ნომოს~ _ საამისო არც განათლება მიგიღიათ და არც პრაქტიკული ცხოვრება გაგივლიათ. უბედურება იმაშია, რომ გინდათ, ყველაფერი თქვენი ხელიდან და თქვენი თავიდან გამოდიოდეს. ამის გამო სულიერი თანაძმობიდან თქვენ ვერ იტანთ საქმის მცოდნე ადამიანებს. თქვენ გაღიზიანებთ აქტიურად მოსაქმე კაცი. თქვენ უფრო მშვიდად ეგუებით იმას, რომ უქნარა და მძინარა კაცი იჯდეს ადგილზე, ვიდრე გამჭრიახი, კარგი მცოდნე და უნარიანი მოღვაწე. ვიქტორ შიოლაშვილი, ცხადია, თქვენი ძმაა. მაგრამ ვინ არის იგი საქართველოს ეკლესიისთვის? სჭირდება თუ არა იგი საქართველოს ეკლესიას? პასუხი უდავოა: ის შვილია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მის მოღვაწეობას ეკლესია არ საჭიროებს. საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა თქვენ აგირჩიათ პატრიარქად. თქვენი ძმა კი არაფერში აურჩევიათ. დღემდე არ ვიცით, თუ რა თანამდებობაზეა იგი გაფორმებული საპატრიარქოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი უბოროტესად იყენებს თავისი ძმის მაღალ მდგომარეობას. მოურიდებლად ერევა საპატრიარქოს ყოველგვარ, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობაში, იგი იმდენად მოურიდებელია, რომ მღვდელმთავრების საქმეებშიც ერევა და ჭკუას ასწავლის მათ. როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი, საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუხჰღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მოსალმება და ლაპარაკი.

როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში. ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინტერესება.

ქართველი ხალხი _ როგორც სამღვდელონი, ისე საერონი _ აღშფოთებულია ამის გამო. აქედან დასკვნის გამოტანა ადვილია: თქვენი ოჯახის ყველა წევრი, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს. უნდა განთავისუფლებული იქნას ეკლესიაში მუშაობისაგან.

საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ჰყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში.

თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ. თავად უზენაესი ზედამხედველობის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ

ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს, ყველას ერთად, მორწმუნესა და არამორწმუნეს.

თქვენი პატრიარქობის პირველ ორ წელიწადს იმედი გვქონდა თქვენი სიმართლის. თქვენს გარშემო მყოფი მონები ღვთისა აღტაცებულნი ნდობითა და სასოებით, თქვენს მორჩილებაში ვიყავით და ვასრულებდით თქვენს ყოველ ნებას. გამოიკვეთა ჩვენს წინაშე, ერის წინაშე თქვენი სახე, ოდნავ ღიმილს მიფარებული. თქვენი ღიმილი, თითქოს ტკბილი, სანდომიანი, ბევრ სიკეთეს რომ გვპირდებოდა, თურმე ფარავდა თქვენს იმ სახეს, რომელიც დრომ თანდათან გამოაჩინა. გამოიკვეთა ყველა თქვენი ნამდვილი ფიქრი და მისწრაფება, თქვენი რწმენა და ფილოსოფია _ რწმენის მშობელი. ერთს ქადაგებდით და თვითონ თქვენ სულ სხვა ყოფილხართ; ერთ სახეს გვიჩვენებდით და ვიხილეთ ორსახეობა. აორთქლდა ჩვენი იმედიც და აღტაცებაც და ხელში დაგვრჩა უკიდეგანო განდიდება. რომელსაც დაუპყრია თქვენი ღირსება, თქვენი საქმე, მოღვაწეობის ყველა კუნჭული, არ აკეთებდით არც ერთ ნაბიჯს, თუკი იგი არ ემსახურებოდა თქვენს პირად სახელს და განდიდებას. მიხვედით თუ არა საპატრიარქო დიდებულ ტახტთან. ზურგი უჩვენეთ ეკლესიის შინაურ საქმეებს და პირველ რიგში დააყენეთ ეკლესიებთან საგარეო ურთიერთობა. თქვენი გაგებით, შიგნით ყველაფერს დაიპყრობდით მონობის ხერხით. უამისოდაც მიღწეული გქონდათ უკვე საკუთარ ხალხში ამაღლება და განდიდება. ალბათ, ამიტომ შეაქციეთ ზურგი ყველაფერს, რაც კი შექმნიდა ეკლესიის შიდა მადლსა და კეთილდღეობას. არ კითხულობდით ეკლესიის შინაურ ამბებს გარდა იმისა, რომ მღვდლებს ამრავლებდით; არ დადიოდით ჩვენს ეპარქიებში და თუ წახვიდოდით, ისევ და ისევ მხოლოდ თქვენი განდიდებისათვის. მიგყავდათ თან მთელი დასი სამღვდელოებისა და მოსეირენი ორასი ან სამასი კაცი. მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის შინაგანი სამყარო თქვენ გჭირდებოდათ, როგორც ტრიბუნა საკუთარი განდიდებისა, საყრდენი პუნქტი ზენიტისკენ ასამაღლებლად. თქვენს მიერ დაწერილ სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლეებსაც კი იყენებდით ამავე მიზნით. ხომ ცნობილია, რომ პატრიარქობა ათჯერ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ექვსთაგან ერთის პრეზიდენტობა. ამასთანავე ყოველი პატრიარქი თავის სამწყსოს მართავს, როგორც პატრიარქი და არა როგორც პრეზიდენტი. რა კავშირშია ქართველი ხალხის სააღდგომო ეპისტოლესთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა? თქვენ პრეზიდენტი არ ყოფილხართ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის, თქვენ პატრიარქი ბრძანდებით ჩვენი, მაგრამ ხელს აწერდით ჩვენს ეპისტოლეებს, როგორც პატრიარქიც და პრეზიდენტიც, ისეთი მადა გაგეხსნათ განდიდებისა, რომ ვეღარ გაპურებდათ პატრიარქის სუფრის სიუხვე და პრეზიდენტის `ღარიბ ~ სუფრას იშველიებდით…

ყოველივე ამას აკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ გაგეტანათ თქვენი სახელი `მთებს იქით, ზღვებს იქით და უფრო შორს~. თავის მოწონება და სახელზე ფიქრი ცოტად თუ ბევრად ყველა ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, როდესაც კაცი ჯერ განდიდებაზე ფიქრობს და შემდეგ კი საქმეს ეძებს განდიდების მოსაპოვებლად, ის ვერც საქმეს გააკეთებს და ვერც დიდებას მიაღწევს.

რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა სიაში ჩვენი ეკლესიის ადგილის შეცვლას? ამით მხოლოდ თქვენი სიამაყე დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სათქმელი გექნებოდათ: `ნახეთ, მე რა გავაკეთე, როგორი დაჩაგრული იყო ჩვენი ეკლესია და ჩემმა სიბრძნემ ამოიყვანა ჯურღმულიდან~. რაში გჭირდება, ოცნებებს აყოლილნი ღობე-ყორეს მოვედოთ და ვერ დავინახოთ, როგორ სტირიან ნიკორწმიდის გასაოცარი ჩუქურთმები, როგორ იშლება იტრიის მშვენიერი ტაძრის კედლები წვიმისა და თოვლისაგან. ჩვენ არა გვაქვს საეკლესიო სამართალი, საეკლესიო დებულება. ის დებულება, რომელიც გვაქვს, სრულიად უგვანო და უვარგისი იყო იმ დღისთვისაც კი, როდესაც იგი შეადგინეს: არ არის დაკომპლექტებული და მოწესრიგებული საპატრიარქოს აპარატი; ანგარიში არა აქვს თქვენს მიერ აყვანილ რეფერენტებს, რომელთა უმრავლესობა არაფრიდან არა რას აკეთებს და ღებულობს ხალხის შემოწირულობიდან თავის `გასამრჯელოს~. საქართველოს საპატრიარქო ეპარქიებსა და მათში არსებულ ეკლესიებს კი არ ემსახურება, არამედ აწარმოებს საგარეო მიწერ-მოწერას და ემსახურება ისევ საპატრიარქოს, ე.ი.საკუთარ თავს. საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო~ _ უთქვამს გაჭირვებულ კაცს. ასეა ჩვენი საქმეც: საითკენაც არ უნდა მივბრუნდეთ, ყველგან მოთქვამს ობლობა და უპატრონობა, უმოქმედობა და უთავბოლობა, სიცრუე და მლიქვნელობა… ასეთი მდგომარეობის ფონზე კიდევ პრეტენზიით აცხადებთ: `არიქა, არ გაბედოთ და ხმა არ ამოიღოთ, თორემ ამ ამბების გამხელით შერცხვება საქართველოს ეკლესია. რომელ სირცხვილზეა ლაპარაკი, როდესაც განსაცდელშია საქართველოს ეკლესია. მამათმავლები შესევიან მის სიწმიდეს, მტვერსა და ჭუჭყში სრულდება ბევრგან უწმიდესი წირვა და ლოცვა, მანკიერების სატანა სუნთქავს აზრსა და მოქმედებაში, რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზეც მეტი სირცხვილი და შეუკავებელი სიამაყე, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი სინოდის თორმეტი წევრი (რა თქმა უნდა, მამათმავლებიც მათ რიცხვში) გამოხატეს დიდუბის ტაძრის კედელზე? არ დაჯერდა დიდი მადა ამ არაგაგონილ ამბავს, აიღეთ და თქვენი თავი დაახატინეთ ტაძრის მეორე კედელზე, თამარ დედოფლის გვერდით, რა ჰქენით? ხალხს რა შეჰკადრეთ, სად მოიკრიბეთ ასეთი გამბედაობა თუ კადნიერება, რომ წმინდანთა შორის დაიმკვიდრეთ თქვენი სავანე? როგორ ინებეთ, რომ ტაძარში სალოცავად შესულ ქართველებს თამარ დედოფლის გვერდით თქვენი სახისთვის ეყურებინა? ღმერთო ძლიერო! რა ვუწოდოთ ამ მოქმედებას? ესაა საოცრება და საშინელება ერთად შერწყმული. ეს სიმდაბლეც არის და კადნიერებაც. მშიერი კაცის თავგანწირვაც და გაუმაძღრობაც არნახული, არ გაგონილი. რამ მიგიყვანათ და ვინ მიგიყვანათ ასეთ უძირო ზღვა ცდუნებამდე, რომ ეს გააკეთეთ პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა? მაგრამ ვაი, რომ არც ეს იკმარეთ, ადამის ძეო! სიონის ახალ მონაშენზეც გამოიკვეთა თქვენი სახე და მინაწერი `ვახტანგ გორგასალი~. რას არ იფიქრებს სულ ბევრის და ბევრის მსურველი კაცი?! სახე ნაცნობი _ ღმერთმა აცოცხლოს _ ჩვენი ცოცხალი პატრიარქისა, სახელი კი დიდად განთქმული ვახტანგ მეფისა! აი, ეს არის დაბადება ჯერ არნახული _ იყო მეფეც და პატრიარქიც ერთი ქვეყნისა; იყო მამა ზეციერიც და მიწიერიც მთელი ერისა. აი, ეს გახლავთ `ორსახეობა რაინდისა~. რაღაც სამაგალითო და საჩვენებელი ახალგაზდა სამღვდელოთათვის. ესაა სასწაული ამაოების ცდუნების.

მეტ წერილს, ჩვენ თქვენ აღარ მოგწერთ, რაც მოგწერეთ და ვითხოვეთ დღევანდელ დღემდე, სამართლიანია ცათამდე და ამისათვის უნდა აღსრულდეს ღვთის მოწყალებით გულისთქმა ერის.

შიო (ავალიშვილი) ბათუმ შემოქმედის მიტროპოლიტი. ამბროსი (ქათამაძე)-ნიკორწმონდის მიტროპოლიტი. 30 ივნისი 1983 წ. ქ. თბილისი.

 

 

… ჩვენ რექტორს, ეპისკოპოს ზოსიმეს (ამჟამად წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი) თავიდანვე შევატყვე ჩემდამი თბილი დამოკიდებულება. ამის შემდეგ დაგვიბარა მე და თ.ნ. (თემურ ნიქაბაძე-ი.კ.) და გამოგვკითხა სამხედროს ამბავი, ვინაიდან არც მე და არც თ.ნ.-ს არ გვქონდა სამხედრო სავალდებულო რიგები გამოვლილი. ეპისკოპოსის ჩემდამი ასე თბილი დამოკიდებულება მახარებდა და დიდი სიყვარული ჩავინერგე მისი ჩემს გულში. გავიდა სულ რამოდენიმე დღე და მოვიდა ჩვენს აუდიტორიაში აკადემიის სტუდენტი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი (როგორც მერე გაირკვა, ეს იყო სემინარიაგამოვლილი და აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი მიხეილ ბოტკოველი, იგი იყო მუდმივი სტიქაროსანი ეპისკოპოსი ზოსიმესი) (დღეს მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც, როგორც ამბობენ, გარკვეული დროის განმავლობაში მეუფე ზოსიმეს პირადი მძღოლი იყო _ ი.კ.) და გვკითხა… შენ ხარო ჯარში წასასვლელი? ვუპასუხე, დიახ-მეთქი და გამიკვირდა, ამან საიდანღა იცის-მეთქი. შემდეგ მეკითხება: მე არ მიცნობ? არა-მეთქი და მეუბნება: მე ვარ მეუფე ზოსიმეს რეფერანტი (მიხეილ ბოტკოველი _ ი.კ.) 4 წელია. რა იმედები გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? მე ვუთხარი, არავითარი-მეთქი, მორჩილება თუ შეგიძლია? ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ-თქო. და როცა ვკითხე, გავერკვიე, რაში იყო საქმე, ასე მითხრა: ნუ ჩქარობ, ყველაფერს მერე მიხვდებიო. შემდეგ ნახა თეიმურაზი და იგივე კითხვა დაუსვა. რა იმედი გაქვსო ჯარიდან დარჩენისო?~ და როცა თ.ნ.მ უპასუხა: მე მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვსო, დაიბნა და ესღა უპასუხა: ღმერთის კი, მაგრამ, მარტო ღმერთის იმედი ხომ არ გექნებაო.

რის შემდეგაც თეიმურაზმა თავი აარიდა. http://saertogazeti.files.wordpress.com/2011/08/200px-mtavarepiskoposi_zosime.jpg?w=336&h=428

რექტორში თბილ დამოკიდებულებას ვპოულობდი, მაგრამ შინაგანად მაინც მრისხანე მეჩვენებოდა, რაც სტუდენტების მეტანიების გაკეთებით დაადასტურა. მან 40 მეტანია გააკეთებინა სტუდენტებს კაბინეტში, რამაც ძალიან აღმაშფოთა. უფრო ადრე, ლექციების შემდეგ დაგვიბარა რექტორმა მე და თ.ნ.-ს და გვითხრა: ხვალ კვირაა და სვეტიცხოველში მოდით წირვაზეო სტიქაროსნებადო. თქვენს მეტი არ მინდა არავინო. მეორე დილით 8 საათზე ვიყავი სვეტიცხოველში. სანამ ეპისკოპოსი ზოსიმე ჩამოვიდოდა, ჩვენ, მე და თ.ნ.-ს დაგვირიგეს სტიქრები და ველოდებოდით ზოსიმეს. მისი მძღოლი კი, რომელიც დიაკვანი იყო, ეცვა დიაკვნის სამოსელი და საკურთხეველში მასხრად იგდებდა მღვდლებს. ზოგიერთს, ვითომცდა ხუმრობით, ხელითაც ეხებოდა. ჩამოვიდა ეპისკოპოსი ზოსიმე და მღვდლები შეხვდნენ მას, როგორც წესია. წირვის დროს, როცა ზოსიმე იდგა წმინდა ტრაპეზთან დიაკვანი იგივე ხულიგნობას ჩადიოდა მღვდლების მიმართ და ეპისკოპოსის წინ.

მე მიკვირდა ეპისკოპოსის, რომელიც სტუდენტებთან ასე მრისხანე იყო და აქ კი, საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზთან, ასეთი მიმტევებელი, რომ შენიშვნაც კი არ მიუცია. დიაკვანი კი განაგრძნობდა მაიმუნურ მანჭვას, თვით ეპისკოპოსსაც კი ეჯღანებოდა~, რითაც დანარჩენ სტიქაროსნებს აიძულებდა, ეცინათ…

გავიდა ცოტა ხანი ერთხელ, როცა სვეტიცხოველში წირვა დამთავრდა, დაითხოვა ეპისკოპოსმა ზოსიმემ ყველა სტიქაროსნები ჩემ გარდა. მე ვიჯექი და შინაგანაც რაღაცას ველოდი, ვიჯექი და გაოგნებული ტელევიზორს ვუყურებდი. ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა. შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: შენც მარგალიტი ხარ~. შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი, მოგეფერო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: `რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, გიშრის თმა გაქვს~ და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერისთვის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა.

ერთხელ, როცა ვთხოვე, სახლში გავეშვი (თავის დაღწევის მიზნით), გამანთავისუფლა _ ორი დღე ვთხოვე და ორიც მე დავამატე. როცა ჩამოვედი, გაბრაზებული დამხვდა. დამიბარა და მეუბნება, `ამდენი ხანი ავად იყავიო~. მეც ვუთხარი, სადაც ვიყავი და მაშინ მითხრა: `შვილო, ძველებს უთქვამთ, თუ რამეს ჯიბეში არ იგულებ, მანამდე არ იფიქრო, რომ ის შენია~. მე მივხვდი, რა ჯიბეზეც და რა რამეზეც იყო აქ საუბარი, სულ რამოდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და მეუბნება: შენ წაყევი მიხეილს (ბოტკოველი-ი.კ.) ბენზინზე, დაგტოვებს და მანქანა წამოიყვანეო. (ჩემი მართვის მოწმობის არსებობა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როცა მაისამდე დატოვება შემომთავაზა). მეც გავყევი მიხეილს, მიხეილმა რიგში ჩააყენა მანქანა და წავიდა. მე იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი მანქანასთან დაახლოებით ჩემი უფრო დაახლოება უნდოდა. ზოსიმემ შეადგინა თხოვნა პატრიარქის სახელზე, რათა აღეძრა რესპუბლიკის კომისარიატში შუამდგომლობა და მითხრა. `აი, ასე გადაწერე, შვილო, ლამაზად და სუფთად~. მეც დავწერე და მითხრა:

`ადექი და ეს თხოვნა შენ შეუტანეო, შემოგხედავს, დაგაკვირდებაო~.

მერე გადაიფიქრა, უმჯობესია, მე შევუტანოო, დამითხოვა ისევ ალერსითა და ამბორით. როცა ეს თხოვნა შეუტანა რექტორმა პატრიარქს, მითხრა, ლექციების შემდეგ (შეტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ) შედი პატრიარქთან და პასუხი გაიგეო და მე აქ დაგელოდებიო. აუცილებლად ამოდი კაბინეტში და პასუხი გამაგებინეო. ჩემი პატრიარქთან ლოდინის დროს (საკმაოდ დიდი დრო გავიდა) ეპისკოპოსი ზოსიმე წავიდა მცხეთაში. ამასობაში ჩამოვიდა პატრიარქის რეფერანტი შორენა (გვარი არ ვიცი) და მითხრა _ რომ მიმემართა ამ საკითხზე მამა იოაკიმესათვის. არ ვიცოდი მამა იოაკიმეს მისამართი (არც საპატრიარქოში იცოდნენ ზუსტი მისამართი) და ჩავედი მცხთაში, ზოსიმესთან, მისამართის გასაგებად. მივედი თუ არა სვეტიცხოველში, მაშინვე აღგზნებული პირუტყვივით მითხრა _ აქეთ შემოდიო და კაბინეტში შევედით. შინაგანად რაღაცას ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, თუ კიდევ ისეთი რამ გაიმეორა-მეთქი, აუცილებლად რაღაცას დავუსახიჩრებდი. ამის საშუალება მქონდა, გარშემო დაწყობილ შანდლებს რომ შევხედე, მაგრამ მაშინვე ისიც ვიფიქრე, ამ ბილწს მარტო ეკლესიისადმი მორჩილება არ ექნებოდა და აუცილებლად დამიჭერდა. მე დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა. დამიწყო ხვევნა-კოცნა (ეპისკოპოსი კაბით იყო)… ეს უკვე მეტისმეტი იყო და წამოვაგდე ფეხზე, მხოლოდ მაშინ მოეგო გონზე ავადმყოფი და ცდილობდა, მღელვარებისაგან არეული სახე დამშვიდებოდა. წამოვედი გაბრაზებული და ვფიქრობდი, ამნაირი არც ჯარიდან დატოვება მინდა და არც სწავლა-მეთქი. რა ვიცოდი, თუ აქ ასეთი სიბინძურე სუფევდა. ავიცრუე გული სწავლაზე და მცხეთიდან სულ ლანძღვა- გინებით ჩამოვედი თბილისში. ეს ამბავი გამხილდა თუ არა, მაშინვე კომისარიატმა გამომიძახა…

თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი კ. რ. მცხოვრები. ქალაქ ზ-ში ცხაკაიას ქ. #X~ (ტექსტიდან ამოღებულია სხვა საზარელი დეტალები).

აი, რას წერს ოთარ ფერაძეს, თეიმურაზ ნიქაბაძეს, მალხაზ სხილაძეს და კილაძეს (სემინარიის ყოფილ სტუდენტებს) ამ ამბის გახმაურების შემდეგ მარგველი ეპისკოპოსი ქრისტეფორე 1988 წლის 21 დეკემბერს:

`მე მინდა, რომ ეს წერილი არ იყოს ოფიციალური, არამედ უფრო მინდა რჩევა-დარიგებითი იყოს. თქვენ იცით, რომ საქართველოს სასულიერო აკადემია რამოდენიმე ასეული წელიწადია არ ჰქონდა და დღეს ერთი წელიც არ გასულა მისი გახსნიდან. მისმა გახსნამ ერის შეგრძნებაში ფრიად ამაღლებული ძალა და შემართება შეიტანა. ყველა ქართველს გათვითცნობიერებულს თუ გაუთვითცნობიერებელს, სასულიერო აკადემია და სემინარია იმედად ესახება ქართული სულის, ქართული ზნეობის ასაღორძინებლად და რაოდენ სამწუხარო იქნება ქართველი ერისთვის იმის გაგება, რომ სემინარიაში და აკადემიაში სწარმოებს ახალგაზრდა სტუდენტთა გახრწნა. ამიტომ, მე გთხოვთ, არ გაახმაუროთ მომხდარი ამბავი, გირჩევთ, განაგრძოთ სწავლა და საიდუმლოდ ნახოთ კათოლიკოს პატრიარქი და სემინარიის რექტორი, რათა თვითონ გადაწყვიტონ ეს საქმე. თქვენ კი ეცადეთ, შეიძინოთ ცოდნა და მეტი სიწმინდე, რათა თქვენ გახდეთ მაგალითი ცოდნისა და სიწმინდისა ყოველთა ქართველთათვის და ახალგაზრდობისთვის, რომლებიც თქვენს სიახლოვეს იქნებიან.

გთხოვთ იყოთ მოთმინებით და ეცადეთ, ყველაფერში ზრდილობიანად სიწმინდით მოიქცეთ.

თქვენი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი მარგვეთისა. ქ.ზესტაფონი, ქრისტეშობის სამლოცველო სახლი.

 

21 ნოემბერი 1988 წელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

 

 

მართლმადიდებელი ვარ.

 

ეგ გასაგებია, მაგრამ თან დიდგორელი რომ იყო ეს რა ხელს უშლის მართლმადიდებლობას? უბრალოდ მაგ სტატიებს დიდგორელების საიტიდან აკოპირებ და მაგიტომ გკითხე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

 

ეგ გასაგებია, მაგრამ თან დიდგორელი რომ იყო ეს რა ხელს უშლის მართლმადიდებლობას? უბრალოდ მაგ სტატიებს დიდგორელების საიტიდან აკოპირებ და მაგიტომ გკითხე.

მართლმადიდებლობას შეუშლის ხელს თუ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ დიდგორელი ვარ.

ასევე წერილი აღებულია "ინტერნეტ-გამოცემა" გარდაქმნიდან და არა დიდგორიდან, როგორც შენ მოგეჩვენა.

აქ დასამალს ვერაფერს ვხედავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...