Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

როგორ უნდა მიულოცონ ან ჩვენებმა ან მსოფლიომ, თუ არავინ არ ცნობს აფხაზეთის არჩევნებს, ესტესტვენნო რუსეთის და ნაურუს გარდა :givi:

 

Международное сообщество, как и правительство Грузии, не признает проходящие в Абхазии т.н. президентские выборы законными, заявил вице-премьер, госминистр Грузии по вопросам евроинтеграции Георгий Барамидзе после заседания правительства в пятницу.

 

http://www.newsgeorgia.ru/politics/20110826/214144032.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"თუ ბნელა და იქ საშინელება ხდება, რატომ ცდილობენ ქართველები სამსახურის შოვნას სწორედ ენგურს გაღმა?"

 

 

 

თვალს ვადევნებ აფხაზურ ინტერნეტგვერდებს, აშკარაა, რომ აფხაზებში ნაციონალისტური განწყობა იზრდება.

 

- გეთანხმებით, იზრდება და თანაც ანტირუსული და ანტიამერიკული განწყობის ფონზე. დაახლოებით იგივე ხდება, რაც საქართველოში. უკვე ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ არც რუსეთი უნდათ და არც ამერიკა. საქართველოსაც ამერიკულ ძალად განიხილავენ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ხმა უნდა მისცენ იმ კანდიდატურას, ვინც უფრო პროაფხაზურ პოზიციაზეა და ეს კანდიდატი ანქვაბია. შამბას უფრო პროდასავლური, პროდემოკრატიული პოლიტიკოსის ნიშა უკავია. ისე, აფხაზეთში ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, პირველად ხდება, რომ კანდიდატები ერთმანეთს უპირისპირდებიან არა ოჩამჩირისა და გუდაუთის დაჯგუფებების, არამედ მართვის სტილის მიხედვით, ანუ უპირისპირდებიან უფრო დემოკრატი შამბა და შედარებით ავტორიტარი ანქვაბი... თუმცა იყო ანქვაბის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ ის შესაძლებლად მიიჩნევს ქართველებთან უპირობო მოლაპარაკებას, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ წაუყრუა. ხოლო შამბას წინასაარჩევნო ვიდეორგოლები რომ ნახოთ, გაოცდებით, კადრში სულ გოგა ხაინდრავასთან ერთად ჩანს, რაც ძალიან საინტერესოა. ანუ შამბა მიიჩნევს, რომ გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართველებთან მოლაპარაკებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ამას აფხაზებსაც ახსენებს. ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიისას საქართველოზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. შამბას პოზიციებს ამყარებს სომხური მოსახლეობაც, რადგან მათ აფხაზი ნაციონალისტებისა ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, მათ აშინებთ შედარებით პროაფხაზი ანქვაბიც. არც შამბაა პირწავარდნილი პრორუსი, მაგრამ იმედი აქვთ, უფრო დემოკრატია და არ გადაგვივლისო. ერთიცაა, ხაჯიმბას ფაქტორი ძალიან ასუსტებს შამბას პოზიციებს, რადგან სომხების დიდი ნაწილი სწორედ ხაჯიმბას მისცემს ხმას. ვვარაუდობდი, რომ ხაჯიმბა ხვდებოდა რა თავის აუტსაიდერობას, მოხსნიდა კანდიდატურას და თავის ხმებს შამბას გადაულოცავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხაჯიმბა ძირავს შამბას, თუმცა ვფიქრობ, რომ ამასაც აქვს ახსნა. ვეჭვობ, გარკვეული გარიგებაა მასსა და ანქვაბს შორის, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ხაჯიმბას რამე მნიშვნელოვან თანამდებობას შესთავაზებს.

 

 

 

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/politika/40625-qratom-cdiloben-qarthvelebi-samsakhuris-shovnas-stsored-engurs-gaghma.html#ixzz1WDkZTtTi

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

"თუ ბნელა და იქ საშინელება ხდება, რატომ ცდილობენ ქართველები სამსახურის შოვნას სწორედ ენგურს გაღმა?"

მართლა ბნელა და მართლა საშინელება ხდება, აბა ამას რა დავარქვათ სხვა

 

Абхазы освободили за выкуп четверых грузин

 

15.08.2011

 

Абхазская сторона освободила за выкуп четверых грузин. Сегодня они перешли мост через Ингури.

 

Как сообщает Первый канал, четверо жителей Зугдидского района работали на строительстве в Гудауте. Им обещали хорошие зарплаты, однако через две недели арестовали по обвинению в незаконном переходе через границу и посадили в изолятор.

 

Позднее с их семьями связался человек, который назвался адвокатом арестованных, и сказал, что их родные будут освобождены за определенный выкуп. Сначала была названа сумма в 15 тысяч долларов за каждого, но после торгов ее сократили до 10 000. Выкуп был заплачен.

 

http://abkhazeti.info/abkhazia/2011/1313453684.php

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაცი

 

ეგ არის რეკეტი..

აფხაზური მხარე , შეიძლება საერთოდ აფხაზები არ იყვნენ და რუსის სალდაფონები იყვნნენ..

 

პირველი შემთხვევა ხო არ არის , ხშირია სამწუხაროდ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაცი

 

ესეიგი ზუგდიდიდან აფხაზეთში სამუშაოდ გადადიან...

რო კითხო ამ მთავრობას , იდეალური პირობებია საქართველოში.

ეჰჰ...ეგრე აპირებენ აფხაზეთის დაბრუნებას??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...ეგრე აპირებენ აფხაზეთის დაბრუნებას??

 

ეგრე პირიქით არ მოხდეს და აფხაზებმა არ მიგვიერთონ იქით.

პ.ს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე პირიქით არ მოხდეს და აფხაზებმა არ მიგვიერთონ იქით

 

:)) :)) მაგარია...

 

იქით სახვეწნი არ გაგვიხდეს ...:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელ საქ. ცხოვრებას რუსეთში ცხოვრება ჯობია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ 250 ათასი რუსიდან საქართველოში საცხოვრებლად თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ, ხოლო ქართველები კი დღესაც იქ მიდიან ფულის საშოვნელად,

რაც შეეეხება ასიმილაციას რუსეთში აფხაზებს ასიმილაცია არ ემუქრებათ, მითუმეტეს რომ აფხაზეთი არც გახდება რუსეთის ნაწილი,

რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის რომ ჩვენთან ცხოვრება მოუნდეთ

საქართველოდან რუსების წასვლა რუსეთის სასწაულმოქმედ ეკონომიკურ ძვრებზე არ მეტყველებს :yes:

სხვათაშორის არაოფიციალური მონაცემებით 15-20 მილიონი რუსეთის მოქალაქე საზღვარგარეთ მიდის სამუშაოს საძებნელად

მათ შორის 20% მაღალინტელექტუალური მოზგები :yes:

ეს თემა რუსეთზე არაა და არ გავაგრძელებ, მაგრამ მაინც გადაიკითხე ეს სტატია(წინათ დუმის დეპუტატებზე დავდე სტატია, ალბათ წაიკითხე)

იმედია წყაროს ენდობი

20 миллионов россиян живут за чертой бедности

http://www.aif.ru/money/news/63083

რაც შეეხება აფხაზების ასიმილაციას, აქაც ვერ დაგეთანხმები, მხოლოდ ერთს ვიტყვი

100% აფხაზეთი კონტროლდება რუსეთის მიერ და დანარჩენი როგორც იტყვიან - დროის ამბავია :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

აფხაზები აშკარად ჩვენზე უკეთესად ჩაატარებენ არჩევნებს,ოსებისგან განსხვავებით.

ვინც თავის დროზე ამათ აზრს არ იზიარებდა, ყველა გააძევეს აფხაზეთიდან, და ვინც დარჩა ისინი თავის გემოზე კი ჩაატარებენ არჩევნებს.

 

ეს იგივეა ახლა ნაცებმა ყველა სხვანაირად მოაზროვნე ადამიანი რომ გაასახლონ საქართველოდან და შემდეგ მიშისტებში ჩაატარონ არჩევნები. დამიჯერეთ ამ შემთხვევაში ამათაც არ დაჭირდებათ გაყალბება და ისეთი დემოკრატიული არჩევნები იქნება, ფინეთს შეშურდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთში რა თქმა უნდა დემოკრატია არ არის, მაგრამ ხარისხის მხრივ უფრო მეტი თავისუფლებაა ვიდრე საქართველოში და ეს მიკვირს..

 

ანუ არჩევნებში წინასწარ არ არის ცნობილი, ვინ იქნება პრეზიდენტი..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ არჩევნებში წინასწარ არ არის ვინ იქნება პრეზიდენტი..

 

ალბათ იმიტომ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მკვდარია. ანალოგიურ შემთხვევაში გრეჩიხა გვეყოლებოდა დღეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ იმიტომ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მკვდარია. ანალოგიურ შემთხვევაში გრეჩიხა გვეყოლებოდა დღეს.

წინა არჩევნები გაიხსენე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ვინც თავის დროზე ამათ აზრს არ იზიარებდა, ყველა გააძევეს აფხაზეთიდან, და ვინც დარჩა ისინი თავის გემოზე კი ჩაატარებენ არჩევნებს.

იგივე ოსებმაც გააკეთეს,მაგრამ მაგათი არჩევნები ჩვენზე უარესია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთში ბატონყმობა არ ყოფილა, შესაბამისად ჩმორიკობას ჩვეულები არ არიან,

აფხაზები ჩერქეზული კულტურის მატარებლები არიან, ჩერქეზული ტრადიციები კი ადამიანის მიერ ადამიანის პატივისცემაზეა დამყარებული,

 

ჩვენ რომ სიცილად არ გვყოფნის უხუცესთა ინსტიტუტი, იქ ეს ინსტიტუტი მუშაობს, აფხაზები თანასწორუფლებიანობას არიან ჩვეულნი,

ეს რა თქმა უნდა არაა ევროპული ტიპის დემოკრატია, რომელიც კანონმდებლობითაა გამტკიცებული, ეს უფრო თემური ურთიერთობის მაგვარია, მიუხედავად იმისა რომ აფხაზებს ჰყავდათ არისტოკრატები, ისინი არ სარგებლობდნენ განუსაზღვრელი უფლებებით,

 

აფხაზური საზოგადოება გაცილებით უფრო კონსილიდირებულია და სამართლიანი,

აფხაზებს აქვთ ერთიანი ეროვნული ინტერესები, რაც ქართველებს არ გაგვაჩნია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...