Jump to content
Planeta.Ge

საარსებო მინიმუმი, ფაშისტი ტყვეები და


Recommended Posts

:givi:

 

ეხლა გადავაწყდი ამ მასალას.

ჩაიკითხეთ ბოლომდე, არ დაგეზაროთ!

 

ძაალიან საინტერესო პარალელებია.

***ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში აგვისტო დასვენების, შვებულებების თვედ ითვლება. ჩვენშიც, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ემალება სიცხეს. წლევანდელი ზაფხული უთუოდ ბათუმური კონცერტებითა და ”ხალისობით” შევა ისტორიაში. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც საკუთარ თავს გადააჭარბა. ეს ყოველივე ძალზე კარგია. თქვენ წარმოიდგინეთ, შადრევნებიც ძალზე საჭიროდ მიგვაჩნია... ეგ არის მხოლოდ, სასიმღერო გუნებაზე უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, ამის ილაჯი გვექნეს. არა გვგონია, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მინიმალური სამომხმარებლო კალათის შემხედვარე, ვინმეს საცეკვაოდ გაექცეს თვალი. თუმცა მოდით თავიდან მოვყვეთ...

 

ნამდვილად არ გვსურდა საუბარში ირონიული, მით უფრო, გამწარებული ტონი შეგვეტანა, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი ცხრილის გაცნობის შემდეგ, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.

 

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას კონცერტებთან ერთად ყოველდღიური შავი სამუშაოც არ ავიწყდება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების რუტინაა.

 

მსგავსი რუტინით არის დაკავებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც, რომელმაც მოქალაქეების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არსებული საშუალებები და პირობები დაადგინა - შრომისუნარიან მამაკაცს სრულფასოვანი კვებისათვის ყოველთვიურად 158,6 ლარი სჭირდება, ხოლი ოთხსულიანი ოჯახისათვის 266 ლარი სრულიად საკმარისია.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი ფასებისა და მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ეს მართლაც ფანტასტიკური ციფრები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტთა ფანტაზიის ნაყოფი კი არ გახლავთ, მათ თავისი "ნატურალიზებული" ჩამონათვალი ახლავს, ანუ, თითოეული თეთრი გაწერილია და შესაბამისი რაოდენობის ფქვილს, ხაჭოს, გოგრას, ნიორსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ღვინოს გულისხმობს.

 

საარსებოდ აუცილებელი პროდუქტების საქსტატისეული ჩამონათვალი და დათვლის მეთოდი შეგიძლიათ იხილოთ ფაილში, რომელიც საქსტატის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, ამიტომ მისი განხილვით არ გადაგღლით, არც დღევანდელ ფასებზე გავაგრძელებთ სიტყვას, მით უფრო, რომ შეიძლება პუბლიკაციის გამოსვლისთვის გაზრდილიც იყოს. საარსებო მინიმუმის გარდა რომ ადამიანს შემოსვა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ცივილიზაციის ყველაზე პრიმიტიული საშუალებების მოხმარება სჭირდება, ესეც ცალკე თემაა. ამჯერად, ამ "ფუფუნებას" თავი დავანებოთ და მარტივი შედარების გზით ვნახოთ, რამდენად განსხვავდება თანამედროვე "ქართველი შრომისუნარიანი მამაკაცის" რაციონი, გერმანელი ტყვეებისთვის 1941 წელს დადგენილი რაციონისგან.

 

მართალია, როდესაც წარმოდგენილ ცხრილს თვალს გადაავლებთ, ქართული ნაწილის უპირატესობაში დარწმუნდებით, მაგრამ იმის გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ, რომ მეორე ნაწილი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პირსისხლიანმა რეჟიმმა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მტრებისთვის გაიმეტა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ ცხრილში მოყვანილი ზოგიერთი სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქტის რაოდენობა აჭარბებს საქსტატისეულ ჩამონათვალს. პურ-ბურღულეული და თევზი გერმანელ ტყვეს მეტი ეკუთვნოდა, ვიდრე შრომისუნარიან ქართველს. საქონლის ხორცი თანაბრადაა ”განაწილებული”, თუმცა, საქსტატმა "ენკავედესგან" განსხვავებით, თანამემამულეთათვის ქათმისა და ღორის ხორცის გარდა, ნახევარი კვერცხიც გაიმეტა.

 

ქართულ მხარეს მეტია ცხიმები (9 გრამით), ტკბილეული (40 გრამით), მაგრამ ნაკლებია ბოსტნეულისა (288 გრამით) და თევზეულის (80 გრამით) მოცულობა.

 

ჩეკისტებს საერთოდ არ მოსვლიათ თავში ტყვეების რძის პროდუქტებით და ხილით მომარაგება, ქართველა ჩინოვნიკებმა კი შესაბამისად 215-215 გრამი გამოგვიყვეს.

 

ძალიან საინტერესოა გერმანელების მიერ საბჭოთა ტყვეების გამოსაკვებად დადგენილი ულუფების ოდენობა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ფაშისტები საბჭოელებს ბევრად უფრო ცუდად ექცეოდნენ, ვიდრე სხვა ტყვეებს. მაგალითისთვის, თუ საბჭოთა ტყვე ბანაკში 28 დღეში 800 გრ. (დღეში - 28,5 გრ) ხორცით კმაყოფილდებოდა, მისი ბრიტანელი, ფრანგი ან ამერიკელი "კოლეგა" ორჯერ მეტს, ანუ 1600 გრამს მოიხმარდა.

 

საბჭოელს დღეში 320 გრ. პური; 9 გრ ცხიმი და 32 გრ შაქარი ეკუთვნოდა.

 

საბჭოურ და გერმანულ დოკუმენტებში, სადაც ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოვიკითხეთ, არც ბანაკების განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებაა მითითებული და არც ნაგვის გატანის ხარჯი.

 

ანალოგიურად არის უგულვებელყოფილი გაზის, წყლის, დენისა და ნაგვის გადასახადი საქსტატის დოკუმენტშიც, ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზემოხსენებული პროდუქტი აუცილებლად ”უმად” უნდა მივირთვათ... თუმცა, ერთი შვება მაინც დაგვიტოვეს: ქართველი კაცის რაციონს სამამულო ღვინის ულუფა აგვირგვინებს, რომელიც დღეში 20 გრამით განისაზღვრება.

 

წყევლა რა კაცის საქმეა, მაგრამ დალოცვა ხომ შემიძლია? ჰოდა ამ მენიუს შემდგენი მინდა სწორედ იმ 20 გრამით ვადღეგრძელო...

 

p.s. ამ პუბლიკაციით სულაც არ გვინდა იმის თქმა, რომ გერმანელი ტყვეები კარგ პირობებში ჰყავდათ საბჭოთა ბანაკებში. მიუხედავად ჩვენზე მოზრდილი რაციონისა, ცნობილი ფაქტია - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტყვედ ჩავარდნილი გერმანელებიდან მხოლოდ 2% დაბრუნდა სამშობლოში. არადა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა შრომისუნარიან მამაკაცებს წარმოადგენდნენ.

 

ბრავო ავტორს!

http://www.ambebi.ge/ekonomika/40258-ra-ufro-metia-qarthuli-samomkhmareblo-kalatha-thu-tyve-germanelis-ulufa.html

 

http://s59.radikal.ru/i163/1108/2f/1a97cbf6249d.jpg

 

 

:nekro:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვეში 159 ლარადა სრულფასოვნად ნაკვები მამაკაცი და 266 ლარად ასევე სრულფასოვნად გამოკვებული 4 სულიანი ოჯახი მაჩვენეთ :givi:

 

მოკლედ 2.21 თეთრი ჯდება ერთი კაცის გამოკვება :vedreba: (დღეში) (ამ თანხაში არ შედის გაზისა და ელ. ენერგის საფასური რომლის საშუალებითაც სავარაუდოდ უნდა მომზადდეს ეგზომ ნოყიერი საკვები :givi: )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თვეში 159 ლარადა სრულფასოვნად ნაკვები მამაკაცი და 266 ლარად ასევე სრულფასოვნად გამოკვებული 4 სულიანი ოჯახი მაჩვენეთ

4 სულიანი ოჯახის 4 x 159 = 636 ლარად გამოკვება შეიძლება თუ მხოლოდ სახლში იკვებებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

4 სულიანი ოჯახის 4 x 159 = 636 ლარად გამოკვება შეიძლება თუ მხოლოდ სახლში იკვებებიან.

ხოლი ოთხსულიანი ოჯახისათვის 266 ლარი სრულიად საკმარისია.

 

ეგ წერია :007:

რაც შეეხება შენს მიერ დასახელებულ თანხას ცარელა პურზე და პიურეზე თუ იქნები გეყოფა და აქეთ დაგრჩება, მაგრამ ამჯერად საუბარის სრულყოფილ კვებაზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

4 სულიანი ოჯახის 4 x 159 = 636 ლარად გამოკვება შეიძლება თუ მხოლოდ სახლში იკვებებიან.

266 რაღაა შენი აზრით :D ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

266 რაღაა შენი აზრით :D ???

636 ლარი შესაძლებელია 4 კაცმა იმყოფინოს საჭმელად? :007:

ესე რომ სრულყოფილად იკვებოს,

დღეში ხომ 1კილო ხორცი მაინც საჭირო იქნება (4 კაცისთვის)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

დღეში ხომ 1კილო ხორცი მაინც საჭირო იქნება (4 კაცისთვის)

ყოველდღე ხორცი არაა საჭირო.

 

Saturn

4 სულიანი ოჯახის 4 x 159 = 636 ლარად გამოკვება შეიძლება თუ მხოლოდ სახლში იკვებებიან.

:yes:

და ეგ მხოლოდ გამოკვება. ამ შემთხვევაში გაზი, შუქი, ნაგავი, ტელეფონი, ტრანსპორტი და ა.შ ფუფუნებაა უკვე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მამაკაცს სრულფასოვანი კვებისათვის ყოველთვიურად 158,6 ლარი სჭირდება, ხოლი ოთხსულიანი ოჯახისათვის 266 ლარი სრულიად საკმარისია.

აი ამის შემდგენები უნდა დაიჭირო ცემაში მოკლა

 

როგორ უნდა შეინახო 4 სულიანი ოჯახი 260 ლარად ხალხის დაცინვაა ეს ნაბი..ვრები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

266 რიცხვია ჩემი აზრით

რისი აღმნიშვნელია ამ შემთხვევაში?

 

Siknadmo

636 ლარი შესაძლებელია 4 კაცმა იმყოფინოს საჭმელად?

ესე რომ სრულყოფილად იკვებოს,

მარტო საჭმელი კი შესაძლებელია, მაგრამ სრულყოფილ უჭმელობასთან კი ახლოს იქნება ეგ კვება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო საჭმელი კი შესაძლებელია, მაგრამ სრულყოფილ უჭმელობასთან კი ახლოს იქნება ეგ კვება

თვეში 636 ლარი კვებაზე ოთხი ადამიანისთვის (აქედან სავარაუდოდ 2 ბავშვი იქნება) ნორმალური თანხაა თბილისშიც კი. სოფელში არც დაგჭირდება მაგდენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თვეში 636 ლარი კვებაზე ოთხი ადამიანისთვის (აქედან სავარაუდოდ 2 ბავშვი იქნება) ნორმალური თანხაა თბილისშიც კი. სოფელში არც დაგჭირდება მაგდენი

პრინციპში ეხლა დავთვალე და 636 ლარი მარტო ჭამისთვის საშუალოსთან მიახლოვებული კვებაა, ოღონდ მარტო კვება.

მაგრამ აქ 266 წერია, რაც შიმშილობაა ფაქტიურად, არ მეთანხმები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ 266 წერია, რაც შიმშილობაა ფაქტიურად

რა თქმა უნდა 266 ლარი 4 ადამიანს არ ეყოფა ნორმალურად კვებისათვის თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნანული შევარდნაძე გამახსენდა....8 ლარი კარგმა დიასახლისმა უნდა იმყოფინოსო....ეხ,, მაშინდელი 8 ლარი... კაი ფული იყო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...