lasha_alo Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 ამას აქ არ ვდებ რადგანაც ვეტანხმები ან მითუმეტეს მიხარია ხელისუფლების ფიასკო.ცდება ეს გერმანელი ექსპერტი?რეალური პერსპექტივა როგორია?http://ghn.ge/news-46829.html გერმანელი პოლიტოლოგი და ექსპერტი ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის სამუდამოდ დაკარგულია და მისი დაბრუნება არასოდეს მოხდება. ამას გარდა "ვესნიკ კავკაზასთან" საუბარში ექსპერტი 2008 წლის აგვისტოს ომს განიხილავს, პასუხს სცემს კითხვას როგორი იყო საქართველოს ხელისუფლების გეგმა 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით და აღნიშნავს იმასაც თუ როგორ შემოატრიალა ეს გეგმა რუსეთმა თავის სასარგებლოდ, რომელიც რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიას, ექსპერტის აზრით "არასოდეს დათმობს". "ამის გამორიცხვა არ შეიძლება და მიმაჩნია, რომ ორი მეზობელი იმისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რომ ურთიერთობები დაალაგონ. ის რაც არის დღეს არც ერთ და არც მეორე სახელმწიფოს არ აწყობს. ორი ქვეყანა კვლავინდებურად სერიოზული კონფლიქტების პირას დგას და ეს კარგი არ არის. მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია? ფილოსოფიურად თუ ვიმსჯელებთ, მაშინ სიტუაცია შესაძლოს შეიცვალოს თუ რუსეთსა და საქართველოში ამჯამად არსებული ხელისუფლებები შეიცვლება, შეიცვლება ხალხი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულნი 2008 წლის აგვისტოს ომთან", _ აცხადებს რარი და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ეს სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს საქართველოში, მაგრამ რუსეთში მდგომარეობა ამ კუთხით "უფრო რთულადაა". "საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს უნდა გაიმართოს და რამდენადაც მე ვიცი სააკაშვილი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ქართული ელიტის თვალსაზრისით, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ნებისმიერი სხვა პრეზდენტი, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვა ხელისუფლების სათავეში ეცდება რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. რუსეთში კი როგორც თავად ხვდებით სიტუაცია უფრო რთულია, იმიტომ , რომ ბატონი პუტინი ხელისუფლებას არავის მისცემს - იგი ან პრეზიდენტი გახდება ან ისევ პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს ქვეყანას. მიმაჩნია, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობების ქონა. ისტორიულად ხომ მხოლოდ ნეგატიური მომენტები არ ყოფილა. ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და იქ ქართველების მიმართ ნეგატიური გრძნობა არავის ჰქონია. ნორმალიზაციის საკითხი რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია და სავარაუდოდ საქართველოს ეხება, რადგან ჩემი აზრით, საქართველოს შემადგენლობაში აფახზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება აღარ მოხდება", _ აცხადებს გერმანელი ექსპერტი. მისივე თქმით, აქ საქე მხოლოდ რუსეთში არ არის, საკითხი აფხაზეთშიცაა - რომელიც არასოდეს არ დათანხმდება მისცეს ვინმეს თავისი ის სუვერენიტეტი, რომელიც მან რუსეთისაგან მიიღო. "იგი თავის სახელმწიფოს აშენებს და თუ თქვენ მე კონკრეტულად მკითხავთ, მე გეტყვით, რომ დროთა განმავლობაშო აფხაზეთს აღიარებენ სხვა სახელმწიფოები, მათ შორის თურქეთიც. მიმაჩნია, რომ ეს ვარიანტი რეალურია. ხოლო თუ არა, მაშინ ცალკეულ სახელმწიფოებს აფხაზეთთან ექნებათ ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობა და ის გადარჩება და არა მხოლოდ გადარჩება, არამედ განვითარდება როგორც სუვერენული სახელმწიფო და ასეთი იქნება თუნდაც აუღიარებელი. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პოლიტიკა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკომპრომისოდ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და არ წავა რუსეთთან მიმართებით რაღაც კომპრომისებზე - ამ შემთხვევაში კონფლიქტი შენარჩუნდება და პრობლემები გადაუწყვეტელი იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი იმისათვის, რომ დაასტაბილუროს სიტუაცია თავის ქვეყანაში და მეზობლებთან, რაღაცნაირად უნდა ეცადოს და აღიაროს ის შეცდომები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში დაუშვა", _ აცხადებს რარი და საუბარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მეორე რეგიონზე ე.წ. სამხრეთ ოსეთზე აგრძელებს. "რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს - ეს საკითხი არც ისე ადვილია და არც ისე ცხადი. იქ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია საქართველოს შემადგენლობაში თავიანთი ნებით დაბრუნებაც კი. მაგრამ იქ სულ სხვა პირობების შესრულება იქნება საჭირო. ქართველებმა ეკონომიკურად ძალიან მჭიდრო ურთიერთობები უნდა დაიწყონ ოსებთან და მათ თავიანთი ეკონომიკური უპირატესობა უნდა დაუმტკიცონ - ეს კი ადვილი არ იქნება", _ აცხადებს ალექსნდრე რარი და ჩრდილოეთ ოსეთის ფაქტორზე საუბრისას მიანიშნებს, რომ - იქ გეოგრაფიაა წინააღმდეგ. "გეოგრაფია ისეთია, რომ ართულებს სამხრეთ ოსეთის გაწევრიანებას რუსეთთან. რუსეთამდე იქ გვირაბია, სინამდვილეში კი საქართველოში არსებულ ანკლავი გამოდის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გეოგრაფია განსაზღვრავს ამ რესპუბლიკის განვითარებას. იქ კოკოითის წასვლის შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი. მართალია ოსების გარკვეული ნაწილი არ მოინდომებს ქართველებთან ცხოვრებას ჩრდილო ოსეთში წავა საცხოვრებლად ან რუსეთში. თავად სამხრეთ ოსეთში კი შესაძლოა სიტუაცია სხვაგვარად განვითარდეს. იქ შესაძლებელია კვლავ საქართველოზე ორიენტაცია, თუ თბილისი მათ საინტერესო ეკონომიკურ პროექტს შესთავაზებს და ზეწოლას არ მოახდენს. აი რაც შეეხება აფხაზეთს მიმაჩნია, რომ იგი წავიდა... თუ ამ საკითხის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, მიმაჩნია, რომ ის, სწორედ ასე განვითარდება. თუ ამას ყველაფერს სულ უკეთ და უკეთ გაიგებენ პოლიტიკოსები საქართველოსა და რუსეთში ისინი სულ უფრო და უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს და მალე მოილაპარაკებენ. მართალია მათ მეგობრული ურთიერთობა არ იქნებათ, ვინაიდან საქართველოს დიდი იმედი აქვს იმისა, რომ მას ნატოში მიიღებენ და მისი ახლანდელი ხელისუფლების პირობებში იგი ნატოში გაწევრიანებას რუსეთთან კონფლიქტებით შეეცდება. შეეცდება დაამტკიცოს, რომ მას დაცვა სჭირდება ცუდი რუსეთისგან. მაგრამ დასავლეთის ძალებიც იწურება უკვე, ეს უნდა ვაღიაროთ და ლიბიაში, ავღანეთსა და ერაყში არსებულ სიტუაციას შევხედოთ. უველა ქართველმა ლიდერმა უნდა შეიგნოს, რომ ნატო და დასავლეთის სოლიდარობა მხოლოდ ქაღალდზეა და ისიც საკითხავია აქაც როდემდე. დასავლეთი ახლა თავის კრიზისს გადის და ჯერ კიდევ გაუგებარია თუ რა ფორმაციაში იქნება იგი 10- და 20 წლის შემდეგ", _ აცხადებს ალქსანდრე რარი. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასაც გეოგრაფია განსაზღვრავს. "თურქეთის გარეშე ეს გამორიცხულია. თუ თურქეთი შევა ევროკავშირში მაშინ საქართველოს შანსები გაიზრდება", _ აცხადებს ექსპერტი და საუბარს კვლავ საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მომხდარ ომზე აგრძელებს. "დღეს ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ამისათვის წლების განმავლობაში ემზადებოდა. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს 18 წლის განმავლობაში, დასაწყისიდანვე უჭერდა მხარს. იქ მას თავისი გავლენა და სამხედრო ბაზები ჰქონდა. ომამადე ორი კვირით ადრე რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიყვანა ანუ რუსეთის დაზვერვას ჰქონდა რაღაც მონაცემები იმის შესახებ, რომ ასეთი თავდასხმა შეიძლება მომხდარიყო. მე არ გამოვრიცხავ, მართლაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ვიცი, რომ სააკაშვილს ხაფგანგი დაუგეს. ეს ჰიპოთეზაა. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რუსეთის პოლიტიკის მიზანი იყო დაედასტურებინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი მთავარი ფაქტორია და დასავლეთი იქ არ უნდა მიძვრებოდეს და არავითარი ნატოს გაფართოება აქ არ იქნება, იმიტომ რომ ეს რუსეთის გავლენის ზონაა: ეს რუსეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიაა, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის და რუსეთი მას ასე ადვილად არ დათმობს. მიმაჩნია, რომ მრავალმა ეს ასეც გაიგო, ყოველ შემთხვევაში საფრანგეთსა და გერმანიაში გაიგეს. აშშ-ში ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ესმით, რომ ამ სივრცეში არსებობს დიდი ზესახელმწიფოს ინტერესები და საქართველოს პოზიციის დაცვა არავითარ დადებით შედეგამდე არ მივა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება კოვბოური მეთოდებით... შეიძლებოდა რამდენიმე თქვენ დაეცადათ, და ეს მათი დამოუკიდებლობა იმ გზითვე გაეკვალათ რა გზითაც ეს კოსოვოში მოხდა. მეტად იურიდიულად... საჭირო იყო ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში გაერა და მართლაც დალოდებოდნენ იმ სიტუაციას, როდესაც თავად ევროკავშირი იტყოდა, რაც მან მოგვიანებით მაინც გააკეთა, რომ კონფლიქტში მთავარი ბრალდებული საქართველო იყო. და მაშინ ეს დამოუკიდებლობა ცოტა უფრო მეტად ლეგიტიმური იქნებოდა. გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთს იცავდა რუსეთი საქართველოსგან, მაგრამ რა შუაშია აქ აფხაზეთი? ისიც მაშინვე აღიარეს. ეს ისეთი საკითხია, რომელიც დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. არავინ დღემდე არ იცის, აფხაზეთზეც მზადდებოდა ასეთი "თავდასხმა" ქართული ჯარისა თუ ის "ბარემ აფხაზეთიც"- პრინციპით ჩაიგდეს ხელში. სწორედ ეს მაქვს მხედველობაში როდესაც კოვბოურ პოლიტიკაზე ვსაუბრობ. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის გეგმა გამართლებულიყო... რა უნდოდა მას? მას უნდოდა 7-8 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის პანიკა გამოეწვია, ამიტომაც იბომბებოდა "გრადით" ბრმად ეს ტერიტორია. გათვლა შემდეგნაირი იყო: რომ მთელი მოსახლეობა გადარჩენის მიზნით როკის გვირაბს მიაწყდება, იქ წარმოიქმნება საცობი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდება. შედეგად როკის გვირაბი ჩაიკეტება რუსული ტანკებისათვის, რომლებიც ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო ვერ გადმოვიდოდნენ აქეთ მხარეს მყოფი რუსი სამშვიდობოების დასახმარებლად. სააკაშვილი იმედოვნებდა ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა, თუმცა მართალია ამისათვის მას სამშვიდობოების მოცილება დასჭირდებოდა და ეს რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ სააკაშვილი ამაზე მიდიოდა იმისათვის, რათა მეორე დღეს ეთხოვა ნატოსათვოს ამ ტერიტორიაზე თავისი სამშვიდობო ძალებით შესულიყო, რომლებიც რუსული არმიის ნაცვლად რეგიონის კონტროლს დაიწყებდნენ. ამის შემდეგ კი ნატოსთან ერთად სამხრეთ ოსეთის, შემდეგ კი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი გადაწყდებოდა. რუსეთისათვის ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება კატასტროფა იქნებოდა, იმიტომ, რომ იგი ამგვარი სამხედრო მოქმედების სულ რამდენიმე საათში ან შესაძლოა წუთში სახეს დააკგავდა. რაღა დიდი ზესახელმწიფო იქნებოდა თუკი მისი ტანკები გვირაბში იჩხირებიან და რომელსაც არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა უზრუნველყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები ფორმალურად იყვნენ რუსეთის მოქალაქეები რუსული პასპორტებით. კაპიკის ფასი გახდებოდა მაშინ რუსეთის ყველა ამბიცია მთელს რეგიონში - დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში. რუსეთი გახდებოდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და საჭირო მომენტში ომს პატარა საქართველოსთან აგებს. ამიტომაც, რუსეთის ხელისუფლებამ იცოდა რა ეს ყველაფერი და აცნობიერებდა, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ხაფანგი დაუგო - წააქეზა, ზურგი მოიმზადა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გაიყვანა, ტანკები და ვერტმფრენები კი შეიყვანა - მიმაჩნია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდებოდა. იმ სახელმწფოს პოზიციიდან, რომელიც თავს ზესახელმწიფოდ მიიჩნევს ვჰგონებ, ყველაფერი გასაგებია", _ აცხადებს საუბრის ბოლოს ალექსანდრე რარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 lasha_aloგერმანელი პოლიტოლოგი და ექსპერტი ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის სამუდამოდ დაკარგულია და მისი დაბრუნება არასოდეს მოხდებაარასოდეს არ თქვა არასოდეს.თუმცა იხილეთ დენიელ ფრიდის სიტყვები ჩემ სიგნაჩაზე.მეც ფრიდის ასაკის ვარ და ტერიტორიული მთლიანობის აღდეგენას არა მგონია მოვესწრო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის გეგმა გამართლებულიყო... რა უნდოდა მას? მას უნდოდა 7-8 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის პანიკა გამოეწვია, ამიტომაც იბომბებოდა "გრადით" ბრმად ეს ტერიტორია. გათვლა შემდეგნაირი იყო: რომ მთელი მოსახლეობა გადარჩენის მიზნით როკის გვირაბს მიაწყდება, იქ წარმოიქმნება საცობი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდება. შედეგად როკის გვირაბი ჩაიკეტება რუსული ტანკებისათვის, რომლებიც ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო ვერ გადმოვიდოდნენ აქეთ მხარეს მყოფი რუსი სამშვიდობოების დასახმარებლად. სააკაშვილი იმედოვნებდა ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა, თუმცა მართალია ამისათვის მას სამშვიდობოების მოცილება დასჭირდებოდა და ეს რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ სააკაშვილი ამაზე მიდიოდა იმისათვის, რათა მეორე დღეს ეთხოვა ნატოსათვოს ამ ტერიტორიაზე თავისი სამშვიდობო ძალებით შესულიყო, რომლებიც რუსული არმიის ნაცვლად რეგიონის კონტროლს დაიწყებდნენ. ამის შემდეგ კი ნატოსთან ერთად სამხრეთ ოსეთის, შემდეგ კი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი გადაწყდებოდა.და ამ ადამიანს ქვია ექსპერტი? ეგ თუ ღლე არ იყოს, მე მოვიჭრი მაშინ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 და ამ ადამიანს ქვია ექსპერტი? ეგ თუ ღლე არ იყოს, მე მოვიჭრი მაშინ მართალი ხარ...ეგ ქინძია და ეჭვი მაქვს, რუსები უხდიან ფულს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 იმ გოიმური კლიპის მერე გამარჯობა აფხაზეთო შენი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეგ ტერიტორია სამუდამოთ დაკარგულია და დაბრუნებაზე ზღაპრები კიდე მხოლოდ რეიტინგის მოსაპოვებლად და ფუჭი იმედისთვის ესაჭიროებათ...http://www.youtube.com/watch?v=hjH6vgwLalAნინამ ორი ბილეთი აიღო სოხუმამდე.... მანამდე არაფერი ეტკონოს ეგ რო სოხუმსი ჩავა უკვე ბებერი ყველასგან მივიწყებული გადაღრძუებული დედაკაცი იქნება ოღონდ ჩავა არა როგორც აფხაზი არამედ როგორც სტუმარი უცხო მიწაზე ისიც თუ ჩაგვიშვეს ოდესმე აფხაზებმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 scipion098ნინამ ორი ბილეთი აიღო სოხუმამდე.ორი არა,ერთი აიღო თქვენ რა ირლანდიაში ცხოვრობთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 თქვენ რა ირლანდიაში ცხოვრობთ?არა მარა რომ ვცხოვრობდე ჩემდა თავად აქ ჩამომსვლელის .... :DDDDDეს გამახსენდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 ამ კაცის საქციელს მაგონებს დრევანდელი საქართველოს პოლიტიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 გათვლა შემდეგნაირი იყო: რომ მთელი მოსახლეობა გადარჩენის მიზნით როკის გვირაბს მიაწყდება, იქ წარმოიქმნება საცობი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდება. შედეგად როკის გვირაბი ჩაიკეტება რუსული ტანკებისათვის, რომლებიც ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო ვერ გადმოვიდოდნენ აქეთ მხარეს მყოფი რუსი სამშვიდობოების დასახმარებლად. მისივე თქმით, აქ საქე მხოლოდ რუსეთში არ არის, საკითხი აფხაზეთშიცაა - რომელიც არასოდეს არ დათანხმდება მისცეს ვინმეს თავისი ის სუვერენიტეტი, რომელიც მან რუსეთისაგან მიიღო. ეს თუ ექსპერტია რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.