Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ადრონები (ძვ. ბერძ. ἁδρός, მასიური, დიდი) წარმოადგენენ თავისუფალი (ვალენტური) კვარკებისგან (ან ანტიკვარკებისგან) შედგენილ ნაწილაკებს, რომლებიც ძლიერი ურთიერთქმედებით ხასიათდებიან და ამ ურთიერთქმედების პროცესში ინარჩუნებენ კვანტურ რიცხვს. ადრონებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ მათი კვარკული შემადგენლობის მიხედვით:

 

მეზონებად – რომლებიც შედგებიან ერთი კვარკისა (კვარკები ელემენტარული ნაწილაკებია, რომელზე უფრო მცირე ნაწილაკიც ჯეწრჯერობით აღმოჩენილი არაა) და ერთიც ანტიკვარკისგან.

ბარიონებად – რომლებიც შედგებიან 3 კვარკისაგან (ან 3 ანტიკვარკისაგან).

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ხილული ნივთიერებიბს დიდი წილი სწორედ ბარიონებისგან – ნუკლონებისგან შედგება, რომლებიც ერთერთ ყველაზე ცნობილ ნაწილაკებს, პროტონებსა და ნეიტრონებს წარმოადგენენ. ბარიონებს განეკუთვნებიან ასევე მრავალრიცხოვანი ჰიპერონები (მაგ. Λ. Ξ, Σ, Ω-ნაწილაკები) – შედარებით მძიმე და არასტაბილური ნაწილაკები, რომლებიც მხოლოდ ამაჩქარებლებში მიიღება.

 

მეზონებს განეკუთვნებიან პიონები (π-მეზონი), კაონები (K-მეზონი) და სხვა მძიმე მეზონები. 1930-იანი წლების ბოლოს აღმოჩენილი ნაწილაკები – მიუონები მისი მასის გამო ასევე მიაჩნდათ მეზონებად და იწოდებოდა μ-მეზონად, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მიუონებს არ გააჩნიათ ძლიერი ურთიერთქმედების ძალა და ელექტრონის მსგავსად ლეპტონების კლასს განეკუთვნება.

 

ყველა ადრონი თავისუფალ მდგომარეობაში (სავარაუდოდ პროტონის გარდა) არასტაბილურია. ადრონები, რომლებიც ძლიერი ურთიერთქმედების შედეგად იშლებიან გააჩნიათ 10-22 - 10-23წ სიცოცხლის ხანგრძლივობა და „რეზონანსულად“ იწოდებიან. ხოლო ადრონები, რომლებიც სუსტი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების შედეგად იშლებიან პირობითად „სტაბულურებად“ იწოდებიან მათი შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის გამო (ნუკლონები, π, K-მეზონები, Λ, Ξ, Σ, Ω-ჰიპერონები და სხვ).

 

ბოლო ხანებში ასევე აღმოჩენილ იქნა ეგრედწოდებული ეგზოტიკური ადრონების არსებობის ნიშნები, რომლებიც ძლიერი ურთიერთქმედებით ხასიათდებიან, მაგრამ ადრონების სტანდარტულ კლასიფიკაციაში ვერ ჯდებიან მისი კვარკული შემადგენლობის გამო. ეგზოტიკური ადრონები ორ ჯგუფად იყოფიან:

 

ეგზოტიკურ ბარიონებად, ნაწილაკებად რომელთა მინიმალური კვარკული შემადგენლობა 4 კვარკი და ერთიც ანტიკვარკია (პენტაკვარკები)

ეგზოტიკურ მეზონებად – ადრონული მოლეკულები, გლუბოლები და ჰიბრიდული მეზონები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

:+:

 

 

აგერ ლექსოკონი რას ამბობს:

ადრონები

Phys.

საერთო სახელწოდება ზოგი ელემენტარული ნაწილაკისა, ისეთებისა, როგორიცაა პროტონები, ნეიტრონები და სხვ.

Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

 

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=1715

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ცოტა ხანში მოვრჩები ლეპტონებს, ბოზონებს, ნაწილაკებისის ზოგად კლასიფიკაციას და მერე კონკრეტულად ნაწილაკებს. ცერნი ზოგადად და მერე ამაჩქარებლები, დიდი ადრონული და ტევატრონი.

 

პლუს კუბიკ რუბიკის აწყობის ტუტორიალი (ვიდეო) ქართულად. :givi:

 

 

 

ჩემი საიტი აწყობის პროცესშია. http://geoacademy.net/wordpress/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

საერთო სახელწოდება ზოგი ელემენტარული ნაწილაკისა, ისეთებისა, როგორიცაა პროტონები, ნეიტრონები და სხვ.

შეცდომაა მითითების გარეშე (შენიშვნის(მეც შეცდომით მაქვს ჯერ, ჩასასწორებელია მარა სხვებზე ვარ ახლა გადართული და თავგზა მაქვს აბნეული :D ))

 

ელემენტარული ნაწილაკი არაა ყველა ადრონი. პირობითად მიღებულია ყველა მიკრო ნაწილაკების ასე ხსენება, მაგრამ მითითებაა აუცილებელი ამგვარ აღწერით სტატიაში, მითუმეტეს ლექსიკონში. ელემენტარული ნაწილაკი ელემენტებად აღარ იშლება. ადრონების უმეტესობა კი "ნაერთებია" ძირითადად კვარკებისა. აი კვარკი ჯერჯერობით ელემენტარულია, სანამ პრეონს აღმოაჩენენ ექსპერიმენტულად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ხსენით რა ასეთი თემები.

ვსხნავ, ვსხნავ, თარგმნა უნდა კაცო... ეხლა 2 მაქვს მზად და აკრეფა უნდა მარა მეზარება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

Anima Libera

წერე წერე ჩემო ვარდენ,

მტერს ესროლე ისარი,

მწერალი თუ ვერ გამოხვალ,

წერას მაინც ისწავლიო- ტუ როგორ არის? :D

 

 

 

ვსხნავ, ვსხნავ, თარგმნა უნდა კაცო... ეხლა 2 მაქვს მზად და აკრეფა უნდა მარა მეზარება :givi:

შენი გვერდია გააკეთე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გახსნა შენი გვერდი, თავიდან არ ხსნიდა. მეც ვაპირებ მალე ჩემი გვერდის განახლებას, რამოდენიმე სტატიის დაწერას ვაპირებ, თარგმნას ნელ-ნელა მოვეშვი. თარმნისას ცუდი გამოდის სტატიები, მაგრამ მოკლე დროში იწერება სტატია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხსენით რა ასეთი თემები. :*

გამოაცხადე საჭორაო განყოფილებაში საზაფხულო არდადეგები და სექტემბრამდე დახურე. იმ განყოფილების შემხედვარა არამგონია ვინმეს სხვა განყოფილებაში პოსტვის სურვილი გაუჩნდეს (იმჰო)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...
გამოაცხადე საჭორაო განყოფილებაში საზაფხულო არდადეგები და სექტემბრამდე დახურე. იმ განყოფილების შემხედვარა არამგონია ვინმეს სხვა განყოფილებაში პოსტვის სურვილი გაუჩნდეს (იმჰო)

ასე მარტივი იყოს და

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...