babuagiorgi Posted August 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2011 როდესაც ადამიანი წლები ცხოვრობ გარკვეულ ადგილზე და გრკვეულ გარემოსთან ურთიერთობები გაკავშირებს, ძალაუნებურად იცი ამ გარემოს წეს-ჩვეულებები, იცი რა არის მისაღები ამ ხალხისთვის და რა არის მიუღებელი. არ არის ეს დიდი მეცნიერება, ჩვეულებრივი ცხოვრების წესია და ინტერესი მიმდინარე პროცესების მიმართ.საქართველოში ხშირად უკვირთ ის, თუ რატომ უჭერს დასავლეთი მხარს დღევანდელ რეჟიმს და რატომ ვერ ხედავენ სააკაშვილში დიქტატორს, როდესაც იგივე პირობებში ბელორუსიაში დიქტატორის შემჩნევა არ უჭირს.რა თქმა უნდა აქ ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფორმაციის მიწოდების სტილია. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გარდა იმის, რომ გააჩნია დიდი ფინანსური საშუალებები, კარგად აქვს ათვისებული გარე პროპაგანდის ნიუანსები, რის გამოც საქართველოში რეჟიმი თავაშვებული ქმედების უფლებას იტოვებს. ჯიგარი: “დასავლეთს ფეხებზე ვკიდივართ, არ ესმით ჩვენი. ესენი მაინც მიშას უჭერენ მხარს.”ემიგრანტი: “ამის გამო უნდა შეცვალოთ რეჟიმზე ზემოქმედების ტაქტიკა და დასავლეთში ინფორმაციის მიწოდების სტილი.”ჯიგარი: “აუ რა შეჭამეს ტვინი ამ ემიგრანტებმა ტო, საზღვარგარეთიდან ჭკუას რომ გვასწავლიან, ჩამოვიდნენ და გააკეთონ რამე.”ემიგრანტი: “და მერე რატომ უჭერენ მიშას მხარს იცი?”ჯიგარი: “ამას რა ცოდნა უნდა ტო, ხვალ გავიქცევი საელჩოებს დავირბენ და მივაწვდი ინფორმაციას, იქედან საპატრიარქოში გამოვივლი და მერე ნახონ ამათმა. მიშა მოვდივარ!!!”ემიგრანტი: “მოქმედების რამე გეგმა თუ გაქვს?”ჯიგარი: “როგორ არ მაქვს ტო, აღსდეგ საქართველო! აღსდეგ საქართველო! აღსდეგ მე შენ გეუბნები!!!”ემიგრანტი: “არ აღსდგა?”ჯიგარი: “ვააა! ნიჰილიზმი, ნიჰილიზმია დათესელი და ვიცი მე ვინ თესავს ამ ნიჰილიზმს, აი ეს ჭკუის სწავლება თესავს მოსახლეობაში ამ ნიჰილიზმს.”ემიგრანტი: “ადამიანო, მიშას ფარა უჯდება დასავლეთის კონსულტანტების გამოყენება, აბა ისე ვინ დაეხმარება. აგერ უფასოდ გაქვს საშუალება გამოიყენო ის გამოცდილება რაც აქ წლობის განმავლობაში დავაგროვეთ. არ გინდა?”ჯიგარი: “აუ რა შეჭამეს ტვინი ამ ემიგრანტებმა ტო, საზღვარგარეთიდან ჭკუას რომ გვასწავლიან, ჩამოვიდნენ და გააკეთონ რამე.”ემიგრანტი: “მე დავიყივლე და აწი თუ არ გათენდება ამის დედაცვატირე რა.”მაგრამ………. რა გინდა რომ ჰქნა? დაივიწყებ ამ ამბეს ეს დალოცვილი და ისევ “ჭკუის სწავლებას” იწყებ. როგორ გინდა გააგებინო ზოგიერთს, რომ მიშას მხარს იმის გამო კი არ უჭერენ დასავლეთში, რომ “მაგარია”, არამედ იმოტომ რომ მიშას სიმაგრე ზოგიერთების სისუტის პროდუქტია. “აღსდეგ საქართველო! აღსდეგ საქართველო! აღსდეგ მე შენ გეუბნები!!!”“არ აღსდგა?”“ვააა!” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted August 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2011 scipion098 მაგარი კინოა და დღევანდელ სიტუაციასაც უდგება კარგად.ხვალინდელსაც ალბათ,რადგან მედროვე ერი ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2011 (edited) უმაგრესი კინოა უმაგრესი მსახიობია უმაგრესი სცენაა ღმერთო შენ დაამხე ჩვენი მტერი Edited August 13, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.