Jump to content
Planeta.Ge

The New York Times ფოტოგრაფების საქმეზე


Recommended Posts

http://www.ghn.ge/news-47888.html

"ჯაშუშების საქმე და ეროვნული რორშაჰის ტესტი საქართველოში", - ამ სათაურით ეხმაურება ფოტორეპორტიორების დაკავებისა და მათი გათავისუფლების საქმეს გავლენიანი The New York Times.

 

ჟურნალისტი ელენ ბარი ფოტოგრაფების ბრალეულობას ეჭვის თვალით უყურებს და წერს, რომ მათი თხუთმეტდღიანი სამართლებრივი დევნა ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო.

 

„აბდალაძისა და დანარჩენი სამი ფოტოგრაფის წინააღმდეგ აღძრული საქმე გაურკვევლია, იმ ფონზეც კი, როდესაც საქართველოში რუსეთის საიდუმლო ქმედებებთან დაკავშირებით სერიოზული შფოთი არსებობს. იმის გამო, რომ საქმე ბრალის აღიარებაზე შეთანხმებით დასრულდა, ისევე როგორც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობა, მას სასამართლოში არასდროს განიხილავენ, ხოლო თუკი ეს ოთხი ბრალდებული ამ თემაზე ილაპარაკებს და შეთანხმებას დაარღვევს, ისინი რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდებიან", - ნათქვამია სტატიაშ.

 

მასალის ავტორის შეფასებითვე, ბრალდებები უფრო ირიბი ხასიათისაა, ვიდრე პირდაპირი, „თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც უფრო მეტი არსებობს".

 

„დასავლელმა დიპლომატმა საქმეს ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი რორშაჰის ტესტი" უწოდა ("რორშაჰის ტესტი" - ფსიქოგიაგნოსტიკური ტესტი ადამიანის გამოცდისთვის, რომელიც შეიქმნა 1921 წელს შვეიცარელი ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის გერმან რორშაჰის მიერ. ჯი-ეიჩ-ენი). ნამდვილი ტრაგედია არის საზოგადოებრივი ნდობის კოროზია სამართალდამცველი და განსაკუთრებით სასამართლო სისტემის მიმართ", - თქვა დიპლომატმა, რომელმაც პროტოკოლის თანამხად ანონიმად დარჩენა ისურვა. „დასავლურ დედაქალაქებში ადამიანები უყურებენ ამას და უჩნდებათ კითხვა: ეს ალოგიკურ ექსტრემამდე დაყვანილი პარანოიაა? რას ხედავთ თქვენ ისეთს, რასაც დანარჩენები ვერ ხედავენ?", - აღნიშნულია სტატიაში.

 

გამოცემის აზრით, ეს საქმე უჩვეულოა იმ მხრივაა, რომ ისეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ადამიანები, როგორებიც ფოტოგრაფები იყვნენ, პატიმრობას გადაურჩნენ.

 

„ეს აჩენს კითხვას: მართლაც ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მტკიცებულებები მათი გასამართლებისთვის?", - აინტერესებს ჟურნალისტს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...