planetanews Posted July 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2011 ავტორი მერაბ ბრეგაძე15:26 29.07.2011„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება“, – ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. http://2.bp.blogspot.com/-B4z6_Y745u4/TjKzNEs1HBI/AAAAAAAAEvE/PaoO0sNqmDo/s200/mishiko.gifპრეზიდენტის თქმით, პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე: „ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს“. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიცია თანაგუნდელებისგან ვერ გაურჩევია. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ვინმეს რამეზე გაურიგდა, ეს მმართველი პარტიისა და ფსევდოოპოზიციის პრობლემაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა ძირითადი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო: „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არასდროს თავისუფალ დემოკრატებს მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე შემიძლია გითხრათ ექვსიანში შემავალ პარტიებზე. თუ ამგვარი რამ არსებობს, იქნებ ხელისუფლებამ ან გზააბნეულმა ოპოზიციამ წარმოადგინოს“. რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ისინი რაზე და რის ფასად გაურიგდნენ ხელისუფლებას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყება. მისი თქმით, 40 მანდატი ერთგვარი ფეშქაშია იმ პარტიებისთვის, რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე არსებობაც კი შეუძლებელია: „მათი გათვლა საკმაოდ პრიმიტიულია. ჰგონიათ, რომ ჩაყრილი ხმების შედეგად მომავალ პარლამენტში რამდენიმე მანდატი შეხვდებათ“. „როგორც ჩანს, მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც“, - აცხადებს თავის მხრივ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დასჩემდა თვისება, რომ სჭირდება თუ არა, მაინც იტყუება. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი ხელისუფლებასთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია: „პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი თავად ხელისუფლებამ დასვა ჩვენს წინაშე მარტის თვეში, როდესაც მათ საპასუხო წინადადებები მოგვიტანეს. ჩვენ ამ წინადადებებზე უარი ვთქვით ბევრი მიზეზის გამო. ბოლო ერთი თვის თუ თვენახევრის განმავლობაში ვის რაზე შეუთანხმდა სააკაშვილი, ამაზე მე ვეღარ ვისაუბრებ“. უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს: „ეს არ არის პირველი და არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების არასრულფასოვან წინადადებებს დათანხმდა, სახელისუფლო პიარის მეშვეობით ასეთი თემები უკან შემოუბრუნდება. რაოდენობის გაზრდაც ნაციონალურ მოძრაობას უფრო სჭირდება, რადგან მათი გაზრდილი მადა მანდატების იმ რაოდენობაში ვერ ეტევა, რომელიც დღესაა განსაზღვრული“. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts