planetanews Posted July 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2011 ავტორი დაჩი კვიკვინია15:26 02.07.2011ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად. http://4.bp.blogspot.com/-1QpWcRK5Cx8/TjMv6OvW9BI/AAAAAAAAEvU/wrKf2zVwQEU/s200/blog.gifბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.2011 წლის მონაცემებით, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 150 მილიონამდე ბლოგს.საქართველოში, დღეის მდგომარეობით საშუალოდ 5 000 ბლოგია რეგისტრირებული. თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მქონე ახალაზრდები საკუთარ ინტერნეტ–გვერდებზე სულ უფრო და უფრო მეტ თამამ პოსტს აქვეყნებენ.ბევრი ბლოგერი ინტერნეტში დაუფარავად საუბრობს საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე, ბევრიც საკუთარ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მსოფმხედველობას უზიარებს მეგობრებს და უბრალო მკითხველებს, მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს:თბილისური LOVE ბლოგი: "მოკლედ, ჩემი X სამუდამოდ დავივიწყე და გადავწყვიტე ახალი ურთიერთობა დამეწყო. წყნეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად ასული. იქ ერთი ბიჭი შემხვდა, მომეწონა, იმასაც მოვეწონე. ნამდვილი ”ტესტოსტერონის საბადო” აღმოჩნდა. ისე ცდილობდა ჩემს მოპოვებას, თავი როგორ შევიკავე მაშინ დღემდე მიკვირს. რაღაც ზედმეტად რომანტიული სიტუაცია შეიქმნა. თან მისი სუნი.. ზოგიერთ კაცს ისეთი თავისებური, ”რაღაცნაირი” სუნი აქვს, რომ მით უფრო რთულია უარი თქვა მასთან სექსზე. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით იმ მომენტში ყველაფერი მხოლოდ ჩახუტებით და რომანტიული საუბრებით დამთავრდა. წყნეთიდან გამოვიქეცი.. თუმცა აჟიტირებული, მოხიბლული და რაღა დაგიმალოთ და საკმარისად აღზნებული ვიყავი.სახლში რომ მოვედი უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სერიალ ”დეტექტივებს” ჩავუჯექი.. ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა.. (მობილური გამორთული მქონდა). ვუპასუხე. ჩამოდი შენს სახლთან ვარ – მითხრა მან და გამითიშა. – როგორც ჩანს, ჩემი სახლის მისამართი და ნომერი ანას ბიჭისგან გაიგო.. სარკეში ჩავიხედე.. გავიფიქრე გადავაგდებთქო.. სახლში ხომ არ ამომივარებამეთქი.. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც შემოსასვლელ ოთახში უკვე ფეხსაცმელებს ვიცვამდი.. ამ ფიქრებითვე ჩავჯექი ლიფტში და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მენახა და ისევ გამოვქცეულიყავი.- ჩაჯექი მანქანაში – მითხრა მან.- არ მაქვს დრო.. ჩემებს ვუთხარი, რომ ორი წუთით ჩავდივართქო.- ჩაჯექი მანქანაში.- თორნიკე… უკმაყოფილო ტონით ვეუბნები მეც და ვჯდები მანქანაში..დაიძრა.. მივხვდი, რომ ისევ წყნეთში მივდიოდით.- თორნიკე.. არ მინდა შენთან სექსი. და საერთოდ წამიყვანე სახლში..- (სიჩუმეა)- თორნიკე, როგორც კი წყნეთისკენ გადაუხვევ კივილს დავიწყებ.- (სიჩუმეა)- თორნიკე, მანქანიდან გადავხტები!- (სიჩუმეა)- თორინეკეეე ნუუუუ! – და რაღაცნაირად ვინაზები და ნერვები მეშლება საკუთარ თავზე.- მალე იქნები სახლში.მოკლედ, სასტუმრო კოპალაში მივედით. აქ ვერ გიხსნით და ალბათ ვერც თქვენ ვერ ვხვდებით, რა ემოციები გროვდებოდა მთელი დღის განმავლობაში.. ამის გადმოცემა ყველაზე მეტად გამიჭირდა საკუთარ დაქალებთანაც კი. ეს იყო რაღაც სიგიჟე, სპონტანურობა, თავგადასავალი, რისკი, ვნება, არ ვიცი კიდევ რა სიტყვებით გადმოვცე ჩემი ემოციები.სასტუმროში მივედით. ნომერში შევედით და ერთმანეთს სახეში შევხედეთ. ცოტა ხანი ვდუმდით და უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. შემდეგ ზუსტად არ ვიცი რომელმა მოასწრო წამის მეათასედში პირველი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოცნა იყო მას შემდეგ, რაც ჩემს X-სს დავშორდი. და მე მივხვდი, რომ ისევ შემიძლია სიყვარული, ისევ შემიძლია ასე ძლიერად აღვეგზნო, ისევ შემიძლია, რომ თვალები მიბრჭყვიალებდეს, ისევ შემიძლია, რომ დავიბრუნო სადღაც დაკარგული საკუთარი თავი, მე ისევ მთავარ როლში ვარ საკუთარ ცხოვრებაში და უკვე შემიძლია, რომ აღარ ვიცავდე თავს გამუდმებით, – მე ახლა მის მკლავებში ვარ და სულაც არ მინდა დაცული ვიყო...ისეთი აღზნებული ვიყავი მეგონა რომ სანამ რამე მოხდებოდა მანამდე გავათავებდი... მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს მაგივრად, ეს მას დაემართა და პირდაპირ ჩემი იდეალური მამაკაცის იდეალურ პორტრეტს შეასხა სახეში.ჩავიცვი და უხმოდ წამოვედი. ცოტა შემეცოდა კიდეც ისეთი სასოწარკვეთილი იყო, თუმცა მე მისი დანახვა აღარ მინდოდა.. ვიფიქრე ტაქსით წავალთქო, მაგრამ თავი გაიგიჟა მე წაგიყვანო. თბილისისკენ მოვდიოდით მისი ახსნა განმარტებებით, რომ ასეთი რამ არასოდეს დამართნია, და რომ.. და რომ… ცოლიც ყავს მაგრამ… ცოლი…- ო.. ღმერთო.. რა უბედური ვარ.- მე უბრალოდ, ჩახუტება მინდოდა, მიპასუხა მან და ცრემლები წამოუვიდა.- არა, თორნიკე, შენ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, არავისგან არაფრით განსხვავებული…"magicbluehair.blogspot.com: "ხო მოკლედ დღეს დავმრგვალდი. გუშინ გადავიხადე თუ რაღაც.. რავი ნარმალნი გამოვიდა მგონი ყველაფერი. ლოლ, 20 ის ვარ, კაშმარ ერთ რუსულ ფორუმზე იყო თემა, წერდნენ ვინ რამდენი წლის არის და რა მოასწრო ამ დროში. ანუ ვთქვათ "მე ჩემს 25 წელში ავიღე 3 დიპლომი, ვისწავლე სამეჯლისო ცეკვები, ხუთჯერ მომსტ***ეს" და რაღაც ეგეთები.."ანინას ბლოგი: "ყველაზე ძნელი მაშინაა ჭამის ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როცა სახლში ვბრუნდები და კართან მდგომს შემწვარი კარტოფილის სუნი მცემს. ასეთ დროს ერთი სული მაქვს, შევძახო: მადლობა დედა, მადლობა ამერიკა და მადლობა ღმერთო, რომ დედამიწაზე და კონკრეტულად ჩემს სამზარეულოში არსებობს ისეთი საოცარი საჭმელი, როგორიც შემწვარი კარტოფილია.და მერე სწრაფად შევდივარ სახლში, ოჯახის წევრებს არც კი ვესალმები, ვიცვლი ტანსაცმელს, ვიბან ხელებს და რამდენიმე წუთში შემწვარ კარტოფილს კეტჩუპითა და მაიონეზით მივირთმევ". Candy Says: ქვეყანაში კიდე, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც მანანა არ ცხოვრობს და სადაც ყველაფერი ყირამალაა, დიდი არეულობაა. უნიჭო მწერლები და პოეტები, სხვადასხვა ლიტერატურის მუზეუმების და დაწესებულებების ფონდის ფულით წიგნს რომ წერენ, ასევე უნიჭოს, რათქმაუნდა, საერთო ძალებით, იაფფასიან ეპატაჟს აწყობენ, ამ ეპატაჟზე გამოდიან ქალები და რას ქვია, ქალაქში შეურაცხყოფას გვაყენებთო - ქუთაისელ მანდილოსანს თეთრ ზამთრის მოსასხამში თავი სიმონეთელ მანდილოსანზე ზრდილი გონია, და ამაყია. მერე, ქვეყნის პირველი პირიც აკეთებს ამ ყველაფერზე განცხადებას, დაუზარლად, ოპერატიულად, თვითმფრინავიდან, ესარჩლება ქალაქელ მანდილოსანს (აბა სოფლელებს რა გამოასარჩლებდა, თუმცა ვინ იცის, ყველაფერი ხდება). ჩემს გარშემო კიდე უძრაობის ხანაა. თავისუფალი სიტყვის ბლოგი: "1990-იანი წლების დასაწყისი იყო. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი. იმ დროს აბაშაში ვცხოვრობდით. მახსოვს, რომ იმ წლებში მაღალმთიანი აჭარიდან ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ეკომიგრანტი ჩამოასახლეს. უმრავლესობა მაჰმადიანი იყო. წლების განმავლობაში რამდენიმე ოჯახმა მეგრულ სოფელში ინტეგრაცია ისე შესანიშნავად შეძლო, რომ მას ”აჭარლებს” არც კი ეძახიან ახლა და ”მეგრელებად” – თავისიანად მიიჩნევენ. მათ ისწავლეს მეგრული, მოინათლნენ მართლმადიდებლური წესით. სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენს სოფელში ”აჭარელი” ლამის სალანძღავი სიტყვა იყო – თურქებს, ბინძურებს, უჯიშოებს და კიდევ ვინ იცის რას არ ეძახდნენ. ეს ყველაფერი კი მეგრულის სწავლამდე და მონათვვლამდე გრძელდებოდა. რამდენიმე ოჯახმა ჩვენი სოფელი ჩამოსახლებიდან მალევე დატოვა. ზოგმა – ნებით, ზოგი კი გააგდეს. ჰო, გააგდეს!" ზაზა გაბუნიას ბლოგი: "მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოთა მხრიდან გარანტირებული და უზრუნველყოფილია რელიგიათა მიმართ პარიტეტულობის, თანასწორობის და პლურალიზმის პრინციპი, ყველა ქვეყანაში არსებობს ერთი პრივილეგირებული და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ეკლესია. გნებავთ მას “თანასწორთა შორის პირველი”, ყველაზე მნიშვნელოვანი ან დამსახურებული უწოდეთ, მაგრამ ფაქტია რომ დანიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, შევედეთსა და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს ცალკეული ეკლესიები, რომლებიც ინდივიდუალურ ფორმატში, ექსკლუზიური მხარდაჭერითა და განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ გახლავთ პარიტეტის ან ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევა, ეს დიდი როლის მქონე ეკლესიებისადმი მადლიერების გამოხატვის დემონსტრირებაა. აღნიშნული სრულიად სწორი, ევროპული, სრულყოფილი დემოკრატიებისათვის დამახასიათებელი ტრადიცია სამწუხაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედებით, რომლის საფუძველზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი საპატრიარქოს როგორც ქვეყანის უმთავრესი რელიგიური ცენტრის ინტერესი (ანუ ჩვენი მოსახლეობის დაახლობით 90%-ის ინტერესი), პოზიცია და თხოვნა უგულებელყოფილი, უფრო სწორად კი იგნორირებული იქნა რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებით, რომლითაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას შესაძლებლობა ეძლევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს."როგორც ვხედავთ ბევრმა ბლოგერმა საერთოდ დაკარგა სირცხვილის შეგრძნება. გაუგებარია რატომ უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას ახალგაზრდას იმის საჯაროდ გაცხადება თუ როგორ დაამყარა სქესობრივი კავშირი საპირისპირო სქესის პიროვნებასთან. ბლოგებზე მცირეა პოლიტიკური და რელიგიური სახის პოსტები, რაც ამტკიცებს, რომ იმ ბლოგერებს, რომელთა უმტერესობაც ახალგაზრდაა მხოლოდ საკუთარი ტყავი ადარდებს და ნელ–ნელა მეორეხარისხოვანი ხდება რელიგია (ღმერთი) და სახელმწიფო (სამშობლო). http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts