Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- გიგი უგულავა სოციალური ტერორით ცდილობს ხალხის ამხედრებას სააკაშვილის წინააღმდეგ


Recommended Posts

ავტორი "ახალი 7 დღე"

18:49 30.07.2011

თბილისში გრძელდება გაზის მრიცხველების გამოცვლის პროცესი. ამ დღეებში ეს პროცესი დიღმის მასივის მესამე კვარტალში დაიწყო. „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მერიის სამსახურისგან აქვთ მიღებული მკაცრი გაფრთხილება იმი9ს თაობაზე, რომ თუ რომელიმე ოჯახი არ გამოცვლის მრიცხველს, მას გაზის მიწოდება შეუწყვიტონ.

 

http://4.bp.blogspot.com/-cE0IPCvDuj8/TjQZ11KmaqI/AAAAAAAAEvk/BqumjpRoJqM/s200/gmirta_moedanze_prezidenti__6__758812526.jpgსაქარტველოში ყოველი ახალი გაზის კომპანიის შემოსვლა მოსახლეობის ზურგზე გადადიოდა, რადგან ახალი კომპანია ახალ მრიცხველს ითხოვდა ხარჯის კონტროლისთვის. თბილისელებმა ამასობაში სამჯერ გამოცვალეს მრიცხველები და ყველა ჯერზე – საკუთარი სახსრებით. მრიცხველის გამოცვლა ამჯერად 125 ლარი დაგიჯდებათ. ბრიგადები, რომლებიც მოვლენ თქვენს სახლებში გადმოგცემენ მერიის შემონათვალს, რომ თურმე მერია თქვენი თანადამფინანსებელია, რადგან ის ისე ხვრეტს თქვენს კედლებს, რომ ამაში ფულს ღ გახდევინებთ.

 

დიღმის მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ აქვს მრიცხველის გამოსაცვლელი ფული.

 

მარინა ჩიჯავაძე: არ მაქვს და არც მექნება. ეს უკვე ტერორია. იციან, რომ ხმის ამომღები აღარავინ არის და თავზე დაგვასხდნენ – დასუფთავება დენზე გადააბეს, გაზის მრიცხველები გამოაქვთ და ამაში ამხელა თანხას გვახდევინებენ.

 

თამაზ სანიკიძე: ფეხებით რომ დამკიდონ, ვერსაიდან მოვიტან ამხელა თანხას. აეც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ის, ვინ იქნება პრეზიდენტი. თავი დაგვანებონ, ისედაც შიმშილით წყდება ხალხი, ფულს ნუღარ გვაწერებენ.

 

ნინო ჯანიაშვილი: მერისთან აქციას გავმართავთ. უბრალოდ, გვითხრან, საიდან მოვიტანოთ უმუშევრებმა და შემოსავლის გარეშე მყოფებმა ამხელა ფული.

 

შერმადინ შერმადინი: ეს უკვე ნამეტანია. აღარაფერს ჰგავს. უგულავა ერთ რამეს აკეთებს_ ასეთი სოციალური ტერორით გადარეული ხალხის რისხვა იცის, რომ საქართველოს პირველ პირს დაატყდება თავს, ეს კარგი გზაა მისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

 

ამ წუთებში დიღმის მასივის მესამე კვარტალში ხალხის ჯერჯერობით შეუმჩნეველი მღელვარებაა.

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

2907431438646605030-5250161725815304590?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...