planetanews Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 ავტორი თეონა ხარაბაძე01:30 01.08.2011საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ანძის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტეტებს პირადად ეკონომიკის მინისტრს სთხოვს. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ქობალია ახლადშექმნილი ფრაქციის სხდომაზე, მაგრამ ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ არმისვლა „ფრაქციის, როგორც პარლამენტის სტრუქტურის უპატივცემულობა“ იქნება და იმედოვნებს, რომ მთავრობა პარლამენტს პასუხისმგებლობით მოეკიდება. http://1.bp.blogspot.com/-jlIpJeFhlcA/TjXJRLOZAXI/AAAAAAAAEwM/KsTQhtaR8Ao/s200/sheeshvit%2Bmedias.gifაღსანიშნავია, რომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრის მისვლა-არმისვლის საკითხი იმ მიზეზით დაისვა, რომ რეგლამენტის ერთი ჩანაწერის მიხედვით, ცაგარეიშვილის ფრაქცია შექმნილად ითვლება, რადგან მათ მიღებული აქვთ წესდება და არსებობს წევრთა თანხმობა. თუმცა, რეგლამენტის მეორე ჩანაწერში იმაზეც არის საუბარი, რომ ფრაქციას არეგისტრირებს ბიურო. ბიურო კი, ამ ფრაქციის შექმნის შემდეგ არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ჯერ დარეგისტრირებული არ არის.თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში დარეგისტრირებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფრაქცია შეიქმნა. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, სათანადო შეტყობინება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ხათუნა კაპანაძეს უკვე გადასცა და სთხოვა, დღესვე აცნობოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ პირველ აგვისტოს ფრაქციის სხდომაზეა დაბარებული. ცაგარეიშვილის თქმით, სხდომაზე მიწვეულები იქნებიან მედიაკოალიციის წარმომადგენლები და მინისტრისთვის კითხვის დასმის საშუალება მათაც ექნებათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას თბილისის ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გააქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია, მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. ელექტრონული აუქციონი პირველი აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. ამასთან, ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სატელეკომუნიკაციო ანძის კერძო კომპანიაში გადასვლით საფრთხე ექმნებათ იმ ტელევიზიებსა და რადიოებს, რომლებსაც, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მედიის წარმომადგენელთა ამ შეშფოთებას გია ცაგარეიშვილიც იზიარებს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს. „ერთ-ერთი წამყვანი კითხვა იქნება, რატომ გადაერქვა სახელი და თან, აუქციონის გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე? უნდა აგვიხსნან, ეს რა მიზნით მოხდა. ასევე გვაინტერესებს, რატომ ხდება გასხვისება მაინცდამაინც ახლა, შუა ზაფხულში. რატომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და საერთოდ, გვაინტერესებს, ეს საწარმო მომოგებიანია თუ წამგებიანი. რატომ ყიდის მას სახელმწიფო. ვინც მართავს, მას რაიმე პრობლემები ჰქონდა თუ არა,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. ამ კითხვებიდან, მისი თქმით, მთავარი არის ანძისთვის სახელის გადარქმევა, რადგან, როგორც ვარაუდობს, ეკონომიკის სამინისტრომ „საქართველოს ტელერადიო ცენტრს“ „ალფა-კომი“ მხოლოდ იმიტომ დაარქვა, რომ მოსახლება შეცდომაში შეეყვანა და მისი გასხვისება მოეხდინა. „საზოგადოებამ და, პირველ რიგში, მედიამ ვერაფრით დაადგინა, რატომ შეეცვალა სახელი ამ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელი არის სახელმწიფო. სახელი აუქციონის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე შეეცვალა და მაინტერესებს, ეს რატომ მოხდა. სახელი „ალფა კომი“ ინვესტორებს უფრო მოიზიდავს? შპს „ნარგიზა“ ან რაიმე ნებისმიერი სახელი რომ ყოფილიყო, უფრო გაიყიდებოდა? ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნამდვილად თვალშისაცემია ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის არის გაკეთებული. ეტყობა, მინისტრი და მისი ქვეშევრდომები იმასაც ნატორობენ, რომ გამოქვეყნების ვალდებულება არ ეკისრებოდეთ და ისე გაყიდიდნენ ყველაფერს, რომ კაციშვილი ვერ გაიგებდა. მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ეს ვალდებულებები ეკისრებათ და იძულებულნი არიან, რომ ათასგვარ ხრიკს მიმართონ,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. გარდა ამისა, როგორც იგი აღნიშნავს, გაუგებრობს იწვევს პრივატიზირების განცხადების ტექსტი. „განცხადების მიხედვით გაუგებარია, რისი პრივატიზება უნდა მოხდეს. იყიდება სარელეო ხაზები თუ რესტორნების ქსელი. აქ წერია, რომ იყიდება 358 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართი და 91 შენობა-ნაგებობა. რა სახის შენობა-ნაგებობებია, როგორი პროფილის არის, აქ არ ჩანს. წერია, რომ ობიექტის მართვის უფლების გადაცემის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში პროფილი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუმცა, შენობა-ნაგებობას რა პროფილი აქვს, ვერ გავიგე, რადგან აქ არ არის მითითებული. მე ვფიქრობ, ეს იმიტომ არ არის მითითებული, რომ საზოგადოება ვერ გარკვეულიყო, ამასობაში აუქციონის ჩატარებისთვის აუცილებელი ვადა გასულიყო და დაინტერესებულ სუბიექტს აუქციონში მონაწილეობის სურვილი ვერ დაეფიქსირებინა,” - აცხადებს ცაგარეიშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, მას ამ ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ აუქციონი ტარდება შუა ზაფხულში, როდესაც ადამიანების უმტესობა ისვენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აუქციონის ჩატარებისთვის განსაზღვრულია 2 კვირიანი ვადა, 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე, მაშინ, როდესაც სხვა აუქციონები ერთი თვის ვადაში იმართება და, ცხადია, ეს საკითხიც ეჭვებს აჩენს. ცაგარეიშვილი კი ამ ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეგნებულად ხდება იმიტომ, რომ მედიის ბოლო თავისუფალი კუნძულები სააკაშვილმა საბოლოოდ მოსპოს და გაანადგუროს. ერთია „იმედში“ შეჭრა და ტელეკომპანიის პატარკაციშვილის ოჯახისთვის „ახევა“ და მეორეა ეკონომიკური და საფინანსო საშულებებით მედიის მოხრჩობა. ეს უფრო ცივილიზებული მეთოდებია და მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს პუტინის რუსეთიდან არის გადმოღებული. გაგახსენებთ რუსული ტელეკომპანიების ბედს, აქ წილები ხელისუფლებამ როგორ დაისაკუთრა და მერე მისთვის სასურველ პირებზე როგორ გაასხვისა. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება აქაც. ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ობიექტი სასურველი პირობებით გაყიდა და ხელები დაუბანია. ვფიქრობ, ხელისუფლებას უნდა, რომ მედიასაშუალებებზე გარკვეული კონტროლი დააწესოს და მხოლოდ ორი ტელევიზია არ არის ჩართული. დამოუკიდებელ ტელევიზიებს და რადიოებს დახურვის საშიშროება ემუქრება. საუბარია იმ რადიოებზე, რომლებიც ქვეყნის მთელი მასშტაბით ფუნქციონირებს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. აღსანიშნავია, რომ, მისივე ინფორმაციით, ამ ობიექტის კუთვნილებაა 36 ანძა, თბილისის ანძის ჩათვლით, ამ ანძით სარგებლობს 16 ტელეკომპანია და 30 რადიოსადგური. აუქციონის პირობები ობიექტისთვის 4 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებას კი ითვალისწინებს, მაგრამ ცაგარეიშვილი შიშობს, რომ პროფილის შენარჩუნება ტელეკომპანიების და რადიოსადგურების უეჭველ ფუნქციონირებას არ განაპირობებს. „პროფილს, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს, მაგრამ ფასს გაზრდის, რაც მედიასაშუალებების გაკოტროებას გამოიწვევს. თუკი ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ გარიგების უკან დგას ხელისუფლებასთან დაახლოვებული რომელიღაც ბიზნესჯგუფი, რა თქმა უნდა, დაავალებენ მედიასაშუალებების გაკოტრებას. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არჩევნების წინ თბილისის ანძის გასხვისება მხოლოდ იმიტომ დაიგეგმა, რომ ახალმა მფლობელმა გადასახადები ისე გაზარდოს, რომ ტელეკომპანიებს „კავკასიას“, „მაესტროს“ და ხელისუფლებისთვის სხვა არასასურველ მედიის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას... სააკაშვილი გადაულახავი, თავისუფალი მედიის პრობლემის მოგვარებას, ასე ცდილობს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ ბევრია. ძნელია იმის თქმა, ეკონომიკის მინისტრის ფრაქციის სხდომაზე მისვლა რაიმეს თუ შეცვლის, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ჯერჯერობით, თავად მინისტრის ფრაქციაზე მისვლის საკითხი დგას კითხვის ქვეშ. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts