planetanews Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 13:50 02.08.2011განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის შენობის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა საჯარო სკოლის დახურვას აპროტესტებს და მისი აღდგენის მოთხოვნით გამოდის. ოქტომბერის #1 საჯარო სკოლის დახურვის შესახებ მშობლებმა რამდენიმე დღის წინ გაიგეს. ამ სკოლას თარგამულის უბანში მდებარე, ყოფილ საბაზო სკოლას უერთებენ. http://1.bp.blogspot.com/-DLSi8EPo8nY/TjaEZWU7LKI/AAAAAAAAEwk/eb-pARDbjEc/s200/797.jpgთარგამულის სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლეა, ოქტომბერის სკოლაში კი 150–მდე მოსწავლე სწავლობს. „ჩვენს შვილებს თარგამულის სკოლამდე 7–10 კილომეტრის გავლა მოუწევთ, სკოლის ავტობუსზეც უარი გვითხრეს. 150 ბავშვი რომ არ ვატაროთ 30 ბავშვიან სკოლაში მათ იარონ ჩვენთან. ეს სკოლა 100 წელზე მეტს ითვლის.“ ამბობს livepress.ge–სთან საუბარში მშობელი ასმათ როგავა. აქციაზე უფროსკლასელებიც იმყოფებიან, ოქტომბერის #1 საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე ნათია ყურუა ამბობს,რომ მასწავლებლები დაშინებული არიან და აქციაზე არ გამოდიან, თუმცა ფარულად ყველა მათგანი უკმაყოფილებას გამოხატავს. „სკოლას შარშან რემონტი ჩაუტარდა გადახურეს, მეტალო პლასტმასის კარფანჯრები ჩასვეს და ახლა რატომ ხურავენ იქნებ ვინმემ აგვიხსნას?! თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ ცაიშის ცენტრალურ გზას გადავკეტავთ და ყველას გავაგებინებთ რაც ხდება. ეს მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის, სოფელს სკოლა სჭირდება და როცა კონტიგენტი ჰყავს ის უნდა არსებობდეს,“ ამბობს ნათია ყურუა. კომენტარისთვის livepress.ge-მ განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსს აზა ჯოჯუას მიმართა. თუმცა აზა ჯოჯუამ განაცხადა, რომ ეს აქცია არ არის და კომენტარისთვის განათლების სამინისტროსთვის მიგვემართა. ჩვენი ჟურნალისტი ამ წუთებში განათლების სამინისტროს პრესსამსახურს უკავშირდება, რომლის შესახებაც მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სოფელ ოდიშის და ხეცერას საბაზო სკოლებიც დაიხურა. სკოლები ოდიშის პირველ და ურთის საჯარო სკოლებს შეუერთდა. სკოლების დახურვას აზა ჯოჯუა მაშინ მოსწავლეების მცირე კონტიგენტით ხსნიდა.livepress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts