planetanews Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 ავტორი ნინო მაისურაძე16:26 01.08.2011ქართული პარტიის" ყოფილი წევრი კახა მიქაია აღშფოთებას ვერ მალავს ზუგდიდის ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედების გამო და იმ ზუგდიდელი "ზონდერების" სიას აქვეყნებს, რომლებიც 26 მაისს აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ. http://4.bp.blogspot.com/-1g9igyE4iE4/TjaaZh5pPfI/AAAAAAAAEws/GbUYKcz8KN0/s200/zonderebi.gifკახა მიქაიამ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების შეფასებით დაიწყო: - ლევან გაჩეჩილაძე დღემდე რჩება მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ. ხელისუფლებამ იცის, რომ გაჩეჩილაძეს შეუძლია ჩამოაყალიბოს "ნაცმოძრაობის" ალტერნატიული მოძრაობა, ამიტომაც აგორებენ მის წინააღმდეგ უამრავ უსაფუძვლო ბრალდებას. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას 5 მილიონად მიჰყიდა მისი სამოქმედო გეგმა, რის გამოც ვეღარ ჩამოვიდა საქართველოში.- ჩვენ არ ვიცოდით, რა გეგმები ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა მალე გაირკვა, რომ მას არავითარი გეგმა არ ჰქონია და რომც ჰქონოდა, ჩვენ ამ გეგმის განხორციელებაში ხელს ვერ შევუშლიდით. ოქრუაშვილის ნათქვამი - ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ გეგმა ჩამიშალეს და ამიტომ ვერ ჩამოვედი საქართველოშიო, მისი მხრიდან თავის გამართლების უსუსური მცდელობაა. ადრე ამბობდნენ, გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას 2 მილიონი გამოართვაო, ახლა - ხუთი მილიონიო. ერთ კითხვას დავსვამ: 26 მაისის საზარელ ღამეს, შვილების, რატის და გაგას დასახიჩრებისთვის, თავისი ძმის, "უცნობის" ფეხების მომტვრევისთვის, ჩემზე, ბიძინა გეგიძეზე და მის სხვა უამრავ მეგობარზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც იმ ჭ####ტასა და ხოცვა-ჟლეტაში მოვყევით, ამ ყველაფერში რამდენი მილიონი აიღო ლევან გაჩეჩილაძემ? ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, 26 მაისს თბილისში მომიტინგეებს ზუგდიდელი "ზონდერბრიგადის" წევრები არბევდნენო და დაგვპირდით, რომ მათ ვინაობას დაადგენდით...- ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას, პროკურორ როლანდ ახალაიას და ზუგდიდის გამგებელ ქობალიას ჰყავთ საკუთარი "ზონდერჯგუფები". ლევან კონჯარია, ვიდრე "ნაცმოძრაობის" წევრი გახდებოდა, იყო სუნამოების დისტრიბუტორი და ამიტომ მას ზუგდიდში მეტსახელად "დუხის" ეძახიან... მე ახლა გადმოგცემთ იმ "ზონდერების" სიის ნაწილს, რომლებსაც 26 მაისს ქართველი ხალხის სისხლის ღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით. ესენი არიან: თემურ მალანია, მეტსახელად "ფიფიტო", ლაშა ხარძიანი, მიშა ახვლედიანი, გია, იგივე გუდუნა თოლორაია, ლაშა თოლორაია, გიორგი გოგოხია, ჩემი მოგვარე თემურ, მეტსახელად "ხრუშა" მიქაია, გოგა ლაშხია და საკო ჯიქია. აღსანიშნავია, რომ 26 მაისის შემდეგ ზუგდიდში ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა უბრალო მოსახლეობაზე და მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო აღვირახსნილად მოქმედებენ. კონკრეტულად რა ჩაიდინეს?- 24 ივნისს ზუგდიდის პოლიციამ დაიჭირა არასრულწლოვანი ნიკა დაგარგულია. მან რაღაც მოიპარა და დანაშაულიც აღიარა. თუმცა შემდეგ ექვსმა პოლიციელმა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვმა გონება დაკარგა, ხოლო როდესაც გონს მოვიდა და თვალი გაახილა, სახეში მუშტი სთხლიშა კოხტა კოდუას და ყბა გაუტეხა. კოხტა კოდუა არის ცნობილი პოლიციელი და "ზონდერი", რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. რატომ დაარტყა?- როდესაც ბავშვს სცემდნენ, კოხტა კოდუამ ბრძანება გასცა, დამიჭირეთ ეს ნაძირალა, უნდა გავაუპატიუროო. ამიტომაც სთხლიშა ბავშვმა ყბაში მუშტი. ამჟამად ეს არასრულწლოვანი ციხეშია და ღმერთმა იცის, რას უზამენ. მეორე ამბავსაც გიამბობთ, რომელიც ასევე 26 მაისის შემდეგ მოხდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის ქვეგანყოფილების უფროსმა ლაშა ექონიამ, თავის ხელქვეით პოლიციელებთან ერთად, ტყეში წაიყვანა სოფელ ზედაეწერის მკვიდრი ალექსანდრე სართანია და ისე სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. ლაშა ექონიას მეუღლე სტომატოლოგია, რომელთანაც მკურნალობდა ალექსანდრე სართანია. მას ღრძილი გაუსივდა და ექონიას მეუღლეს მისწერა მესიჯი, სადაც რჩევას ეკითხებოდა. ეს მესიჯი ნახა ლაშა ექონიამ, იეჭვიანა და ამიტომაც სცემა სართანიას. ექონიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის გაათავისუფლეს და ახლა გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც არ ითვალისწინებს სასჯელს განზრახ ზიანის მიყენებისთვის. ცნობილია, რომ ექონიას მფარველობენ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შეფი თენგიზ გუნავა და პროკურორი როლანდ ახალაია. ისინი ცდილობენ, ექონიას მსუბუქი განაჩენი გამოუტანონ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, სამეგრელოს ხელისუფლებამ საჯარო პირებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალაო...- გიკვირთ, ასე რომ იქცევიან? იმდენ დანაშაულს სჩადიან ყოველდღიურად, რომ თავიანთი კრიმინალური მოქმედების გამოაშკარავება არ სურთ...და კიდევ - ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ლტოლვილები ცხოვრობენ, იქ მრავალსართულიანი სახლების სარდაფები სავსეა დამყაყებული წყლით, სადაც გველები, ბაყაყები და მღრღნელები ბუდობენ. ვინაიდან სასმელი წყლის გაყვანილობა დაჟანგული და მოშლილია, ბინძური წყალი სასმელ წყალს ერევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმდენი ვერ მოახრეხა, რომ ეს წუმპე ამოტუმბოს. მოსახლეობა მათ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. კარგი არაფერი ხდება სამეგრელოში?- (იღიმის) რა გითხრათ, რით გაგახაროთ? "ყველა სიახლე"ambebi.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts