planetanews Posted July 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2011 02:10 26.07.2011ორშაბათის ნომერში, მამა ელისბარის სენსაციურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი", სადაც საეკლესიო პირი გახმაურებულ სინოდის სხდომაზე საზოგადოებას დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის . უკომენტაროდ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სტატიიდან: http://1.bp.blogspot.com/-XHi3MXOE1NY/Ti8oP0w0FzI/AAAAAAAAEu8/MtMa_L5gFX0/s200/asavali.gif"პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო და ეს ბრძენი მოხუცი იმდენად დათრგუნული იყო, რომ ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: "სირცხვილია" "უხერხულია!""რუის ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრებაა სასწრაფოდ მოსაწვევი, ოღონდ ეს კრება ხელისუფლებამ და სინოდმა არ უნდა მოიწვიოს!""პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა, უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო!"ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ "ასავალ დასავალის" 25–31 ივლისის ნომერში, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ყველა საგაზეთო ჯიხურში. „ის, ვინც ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ლამობს, მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება!“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2011 წლის 24 ივლისს წმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. თავის ქადაგებაში ილია მეორე წმიდა სინოდის ახლახან ჩატარებულ სხდომას შეეხო. „რამდენიმე დღის წინათ წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობანი. სხდომაზე ერთი ექსპერტის თვალსაზრისი უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა უმაღლესი სასულიერო პირების აზრი მის მოსმენასთან დაკავშირებით გაიყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მოგვიანებით იმ ადამიანებს, ვინც უმეტესობას არ ეთანხმებოდა, მოღალატეები უწოდეს. ეს სრულებით დაუშვებელია. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რაც, ღვთის ნებით, უკვე 33 წელია, გახლავართ, მსურს განვაცხადო: მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი! ამიტომ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყოთ და არ იტვირთოთ ასეთი ცოდვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და წმიდა სინოდი იყო და დარჩება ერთ მთლიანობად, ერთ ძალად და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამსახურს სწორედ ასეთი სულისკვეთებით!“ – განაცხადა პატრიარქმა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts