Siknadmo Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 (edited) ინტერვიუ სრულად "ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ სამყაროს აქვს ქართველი ხალხის ვალი. ისტორიაში ვიქექე, ვიქექე და ვერ დავადგინე, ასეთი რა ვალი აქვს მსოფლიოს ჩვენი?! რატომ გვგონია, რომ ვიღაცამ უნდა გვიშველოს? რატომ ვფიქრობთ, რომ ვიღაცამ მიშა უნდა წაიყვანოს? ძალიან ხშირად გაიგონებთ, ამერიკელებმა როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონო.... მსოფლიო პოლიტიკაში ანგარიშს უწევენ ორნაირ ერს - ძლიერს და სუსტს. ძლიერის ეშინიათ, სუსტი კი ეცოდებათ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს თავს აცოდებს. არადა, ეს არ იყო ქართველების ხასიათში, მაგრამ 20 წლის პერიპეტიების შემდეგ ამას მივეჩვიეთ და ვართ სახელმწიფო, რომელიც ყველასთვის თავის შეცოდებაზეა გადასული - გვიშველე, გვაჭამე, გვასვი, ტერიტორიები დაგვიბრუნე", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: შევარდნაძე ნამდვილად მამაცი ადამიანი იყო, სააკაშვილი კი ჩასვრილი და მხდალი კაცია! "ეს ყველაფერი არ შერჩება სააკაშვილს! მან ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ჩანს, რომ სააკაშვილის პარანოიამ უმაღლეს სტადიას მიარწია. იგი კიდევ უამრავ შეცდომას დაუშვებს. 26 მაისთან, ეკლესიის თემასთან, ფოტოჟურნალისტების დაკავებასთან შედარებით შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის, მისი ამალისთვის ძალიან მტკივნეულია - ის, რაც მოხდა ბათუმში, როცა სააკაშვილმა ქალისა და კაცის განურჩევლად ყველა ცემაში გახეთქა. ეს კიდევ ერთი მძიმე შეცდომაა. უკვე თვითონ სააკაშვილის გარემოცვა ხედავს, რომ ეს კაცი ჯანზე ვერაა. დარწმუნებული ვარ, როცა სააკაშვილი ვინმეს ურეკავს ყველას აკანკალებს იმიტომ, რომ რა ზნე მოუვლის და ვის რას ჩაარტყამს თავში კაციშვილმა არ იცის!", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე. "რომ იცოდეთ, სააკაშვილი ცოცხალი თავით არ დაუშვებს "ნაცმოძრაობის" შიგნით ახალი ლიდერის გამოჩენას და სხვათა შორის, სწორედ ეს არის ჩვენი შანსი. სააკაშვილი ხელისუფლებიდან რომ არ მიდის, ამით სერიოზულად უჭედავს ვითარებას "ნაცმოძრაობას"! უკვე გამოწვეულია ეს შიდა ომი. უგულავა რომ შევიწროებული ჰყავთ, ვერ ატყობთ? "მარშრუტკებზე" ფასების აწევა, პირველ რიგში, ვის ურტყამს? სააკაშვილი სპეციალურად "უჩალიჩებს" ამას უგულავას. სააკაშვილს აქვს ერთი მთავარი არგუმენტი თავისი მოხრეებისა და ამალის მიმართ: "უჩემოდ ვინ ყრიხართ და რომელი რას წარმოადგენთ. დედას გიტირებენ ჩემს გარეშე!" და ამ შემთხვევაში სააკაშვილი არის მართალი. ამათ იმხელა ბოროტება აქვთ ნაკეთები, თქვენ ხომ გესმით, რა მოხდება აქ - დაიწყება დაუნდობელი ანგარიშსწორება "ნაცმოძრაობის" მიმართ", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. "ამათ ათიათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს, ოჯახი მშიერი დაუტოვეს, ხალხი ტყუილუბრალოდ ციხეებში ჩაყარეს. როდესაც ესენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ის გამწარებული ადამიანები რა იზამენ? ქართველები შურისმაძიებელი ხალხია. მტრისას, აქ ამბავი იქნება. ახალაიებს რა ეშველებათ? გირგვლიანის მკვლელებს რა ეშველებათ? მომდევნო ხელისუფლება ყველა ვარიანტში დაიწყებს გამოძიებას და სიმართლის დადგენას - ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლებისთვის, ვინც არ უნდა მოვიდეს, მომგებიანი იქნება "ნაცმოძრაობის" გასამართლება. დიახ, ის სატელიტებიც გაასამართლებენ "ნაცმოძრაობას", ეს არის კანონზომიერება. იმ სატელიტებს, ახლა კისერზე რომ ადგამს ფეხს სააკაშვილი ის ფეხი რომ გადაუბრუნდება, სწორედ ის სატელიტები იქნებიან ყველაზე დაუნდობელნი მის მიმართ! ადამიანი, ვინ პირადად იცნობს სააკაშვილს და მისი მოხრეა, ის არის ნაძირალა! დიახ, სააკაშვილის ქცევას, მის საუბარს, მის ჭამას, მის სმას, მის სიცილს, მის ზნეობას რომ ნახავ და მაინც მისი მომხრე იქნები, ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელი ნაძირალა ხარ ან უკეთეს შემთხვევაში - კრეტინი", - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე.http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-01082011.html ეჰ, ბატონო გუბაზ, ნეტამც დაჭამდნენ ერთმანეთს თუმცა აქაც იმედი რომ ვიღაც ჩვენს საქმეს გააკეთებს Edited August 1, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 რაო გუბაზ, ვანიჩკამ დაგარიგა, ასე ილაპარაკეო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 (edited) "მარშრუტკებზე" ფასების აწევა, პირველ რიგში, ვის ურტყამს? სააკაშვილი სპეციალურად "უჩალიჩებს" ამას უგულავას. გაზეთში ;ახალი 7 დღე; წერენ, რომ უგულავა უჩალიჩებს სააკაშვილს, რადგან ხალხი პირველ პირს მიადგებაო. ჩემი აზრით ბიჭები ჩალიჩობენ. გიგი უგულავა სოციალური ტერორით ცდილობს ხალხის ამხედრებას სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი 30-07-2011, 14:15 თბილისში გრძელდება გაზის მრიცხველების გამოცვლის პროცესი. ამ დღეებში ეს პროცესი დიღმის მასივის მესამე კვარტალში დაიწყო. „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მერიის სამსახურისგან აქვთ მიღებული მკაცრი გაფრთხილება იმი9ს თაობაზე, რომ თუ რომელიმე ოჯახი არ გამოცვლის მრიცხველს, მას გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. საქარტველოში ყოველი ახალი გაზის კომპანიის შემოსვლა მოსახლეობის ზურგზე გადადიოდა, რადგან ახალი კომპანია ახალ მრიცხველს ითხოვდა ხარჯის კონტროლისთვის. თბილისელებმა ამასობაში სამჯერ გამოცვალეს მრიცხველები და ყველა ჯერზე – საკუთარი სახსრებით. მრიცხველის გამოცვლა ამჯერად 125 ლარი დაგიჯდებათ. ბრიგადები, რომლებიც მოვლენ თქვენს სახლებში გადმოგცემენ მერიის შემონათვალს, რომ თურმე მერია თქვენი თანადამფინანსებელია, რადგან ის ისე ხვრეტს თქვენს კედლებს, რომ ამაში ფულს ღ გახდევინებთ. დიღმის მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ აქვს მრიცხველის გამოსაცვლელი ფული. მარინა ჩიჯავაძე: არ მაქვს და არც მექნება. ეს უკვე ტერორია. იციან, რომ ხმის ამომღები აღარავინ არის და თავზე დაგვასხდნენ – დასუფთავება დენზე გადააბეს, გაზის მრიცხველები გამოაქვთ და ამაში ამხელა თანხას გვახდევინებენ. თამაზ სანიკიძე: ფეხებით რომ დამკიდონ, ვერსაიდან მოვიტან ამხელა თანხას. აეც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ის, ვინ იქნება პრეზიდენტი. თავი დაგვანებონ, ისედაც შიმშილით წყდება ხალხი, ფულს ნუღარ გვაწერებენ. ნინო ჯანიაშვილი: მერისთან აქციას გავმართავთ. უბრალოდ, გვითხრან, საიდან მოვიტანოთ უმუშევრებმა და შემოსავლის გარეშე მყოფებმა ამხელა ფული. შერმადინ შერმადინი: ეს უკვე ნამეტანია. აღარაფერს ჰგავს. უგულავა ერთ რამეს აკეთებს_ ასეთი სოციალური ტერორით გადარეული ხალხის რისხვა იცის, რომ საქართველოს პირველ პირს დაატყდება თავს, ეს კარგი გზაა მისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ამ წუთებში დიღმის მასივის მესამე კვარტალში ხალხის ჯერჯერობით შეუმჩნეველი მღელვარებაა.http://7days.ge/index2.php?newsid=9763 Edited August 1, 2011 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 (edited) დიღმის მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს.გამომივიდნენ ეგენიც ევროპა-ამერიკა რა ერთ ტიპს ნარდს ვეთამაშებოდი წუხელ, ხოდა სამჯერ ზედიზედ გელა გავაგორე რო აღვშფოთდი, რა ხდება, რა ამბავია ამდენი გელები გავაგორე მეთქი, ასე მიპასუხა, აი დარდიო Edited August 1, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 (edited) mtidanჩემთან დახვრიტეს კედლები უფასოდ, ჯერ მრიცხველი არ გაუტანიათ,დიღმის მასივში ვცხოვრობ, ეტყობა მესამე კვარტლელები დააგოიმეს Edited August 1, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 გუბაზა მაგარი კაცია :viking: გაგვიძეხი გუბაზ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 საღოლ გუბაზშეაცოცხლა ფორუმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 რაო გუბაზამ,სახალხო ლაშქარს ძლივს ვაკავებო.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 გიგი უგულავა სოციალური ტერორით ცდილობს ხალხის ამხედრებას სააკაშვილის წინააღმდეგ რას არ გაიგებ ფორუმზე..ამხედრებულ ხალხს წინ მიუძღვის თეთრ რაშზე წამომჯდარი ჩოხა- ახალუხში გამოწყობილი უგულავა..ამ დროს მიშა და ილია პლენში ზიან,ხოლო გუბაზა რაიონებში შეკრებილი სახალხო ლაშქრით რიკოთის უღელტეხილთან დაბანაკდა.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 გიორგი68გუბაზა რაიონებში შეკრებილი სახალხო ლაშქრით რიკოთის უღელტეხილთან დაბანაკდა.. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ მცხეთაში, სალობიესთან გაუშლიათ კარვებიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2011 გუბაზა კარგი ორატორია მარა როგორც პოლიტიკოსი ნოლია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 ქართული პოლიტიკის „მეგავარსკვლავი“ გუბაზ სანიკიძე საზოგადოებას საპროტესტო მარშზე ეპატიჟება. „პოლიტიკოსს“, რომელიც არავინ იცის, როდის გარდაიქმნა ოპოზიციის ერთ–ერთ მძიმეწონოსან „ლიდერად“, თავი 21–ე საუკუნის რობესპიერი ჰგონია, ხოლო მისი დრომოჭმული, რეტროგრადული და უკვე მრავალგზის გაცვეთილი „იდეები“, ყველაზე ეფექტური სატყუარა ხალხის მისატყუებლად. გუბაზისთვის ხალხი, რომელიც ოპოზიციის ყველაზე მარგინალურ და გაკოტრებულ ფრთას „რევოლუციურ ფარად“ არ აეფარა, ხან ნახირია, ხანაც, როცა თავად მოეპრიანება, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრძენი ქართველი ერი, რომელსაც ქოთანივით როგორც თავად სურს, იმ მხარეს მიაბამს ყურს. ერთ–ერთი ყველაზე არარეიტინგული საოჯახო ტელევიზიის კაშკაშა ვარსკვლავს, პერიოდულად, პირდაპირ ეთერში შინაურულად, ჩუსტებით რომ მოირთხამს ხოლმე ფეხს და გლობალურ პოლიტიკას ილიკო და ილარიონოვით ლამის ნაცარში ქექვით განიხილავს, გრანდიოზული ამბიციები მოეძელა, რომელიც უკვე განდიდების მანიაში გადაეზარდა. 21–ე საუკუნის ქსენოფონტეს, საკუთარი თავი უკვე რომელიმე მსხვილ თანამდებობაზე ეზმანება, საამისოდ კი მის მიერვე ნახირად სახელდებულ, იმედგაცრუებულ და გაკოტრებული „ოპოზიციისგან“ თავმობეზრებულ საზოგადოებას ქუჩაში ეპატიჟება, „ღირსების დასაცავად“. ვინ არის გუბაზ სანიკიძე და როგორ მოხვდა ის ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე? მარგინალი სუბიექტების ნაკლებობას, ჩვენი პოლიტიკის ის ნიშა, რომელიც პოლიტიკოს–ისტორიკოსს აქვს ათვისებული, არ განიცდის. გამონაკლისი არც გუბაზია. ამ ნიშის ასათვისებლად სულაც არ არის საჭირო ჩამოყალიბებული იდეოლოგია, პოლიტიკური პლატფორმა, ანალიტიკური აზროვნება, ანდა სულაც მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ჭკუა. საკმარისია, გაიხსენო რამდენიმე, ფსევდოპატრიოტული სადღეგრძელო, ენა, მამული, სარწმუნოების შენეული, პრიმიტიული ინტერპრეტირება მოახდინო, ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი „დაადანაშაულო“ გარკვეული ეთნიკური წარმოშობისადმი კუთვნილებაში, დააბრალო ყველაფერი „მასონებს“ და დასავლეთს და მორჩა, ეს ნიშა ათვისებულია. მსგავსი მეთოდები გუბაზისთვის ნაცნობია და მშობლიური. თუმცა, „დიდ გუბაზს“ ერთი რამ დაავიწყდა: არც ისე ბნელა, როგორც მას ჰგონია. მაგიური სიტყვა ამერიკანიზაცია, რომელსაც ის უარყოფით კონტექსტში პერიოდულად ხმარობს, დაზეპირებული ურაპატრიოტული ფრაზები და მსგავსი პრიმიტიული მეთოდები საზოგადოებაზე კარგა ხანია აღარ მოქმედებს. ქართული საზოგადოება გუბაზისთვის ნახირია, თუმცა ამ საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ დაადასტურა, რომ ქართული პოლიტიკის „კოლექტიური გუბაზი“, თავისი ყველა ფრთით, მწარედ ცდება. ამაზე კი უკანასკნელ წლებში გამართული ის ხუთკაციანი „საპროტესტო აქციებიც“ მოწმობს, სადაც გუბაზი და ძმანი მისნი მსხვილ–მსხვილ, გაცვეთილ სადღეგრძელოებს საკუთარ მეგაფონს უკითხავენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 FRIDRIXამ ნიჭიერი ჟურანლსტის გვარი დადე რაა, უნდა დავცინო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 ამ ნიჭიერი ჟურანლსტის გვარი დადე რაა, უნდა დავცინორატო სიმართლე რომ დაწერა თუნდაც ეს ქართული საზოგადოება გუბაზისთვის ნახირია, თუმცა ამ საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ დაადასტურა, რომ ქართული პოლიტიკის „კოლექტიური გუბაზი“, თავისი ყველა ფრთით, მწარედ ცდება. ამაზე კი უკანასკნელ წლებში გამართული ის ხუთკაციანი „საპროტესტო აქციებიც“ მოწმობს, სადაც გუბაზი და ძმანი მისნი მსხვილ–მსხვილ, გაცვეთილ სადღეგრძელოებს საკუთარ მეგაფონს უკითხავენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 რთ–ერთი ყველაზე არარეიტინგული საოჯახო ტელევიზიის კაშკაშა ვარსკვლავს, პერიოდულად, პირდაპირ ეთერში შინაურულად, ჩუსტებით რომ მოირთხამს ხოლმე ფეხს და გლობალურ პოლიტიკას ილიკო და ილარიონოვით ლამის ნაცარში ქექვით განიხილავს, გრანდიოზული ამბიციები მოეძელა, რომელიც უკვე განდიდების მანიაში გადაეზარდა. 21–ე საუკუნის ქსენოფონტეს, საკუთარი თავი უკვე რომელიმე მსხვილ თანამდებობაზე ეზმანება, საამისოდ კი მის მიერვე ნახირად სახელდებულ, იმედგაცრუებულ და გაკოტრებული „ოპოზიციისგან“ თავმობეზრებულ საზოგადოებას ქუჩაში ეპატიჟება, „ღირსების დასაცავად“. საკმარისია, გაიხსენო რამდენიმე, ფსევდოპატრიოტული სადღეგრძელო, ენა, მამული, სარწმუნოების შენეული, პრიმიტიული ინტერპრეტირება მოახდინო, ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი „დაადანაშაულო“ გარკვეული ეთნიკური წარმოშობისადმი კუთვნილებაში, დააბრალო ყველაფერი „მასონებს“ და დასავლეთს და მორჩა, ეს ნიშა ათვისებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.