Jump to content
Planeta.Ge

ქართველი ერის მტერი ხორბალი :mad:


Recommended Posts

http://fantastichemp.files.wordpress.com/2011/01/monsanto_pic.jpgდვრიტაშეცვლილი საკვები, როგორც ბიოლოგური იარაღი("გენმოდიფიცირებული")

 

 

 

დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვები (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის დვრიტა ("გენი") შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ სახეობაში ჩაშენებულია სხვა სახეობის დვრიტა, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი სახეობის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს (გამძლეობა, ზომა, მოსავლიანობა და ა.შ.).

 

მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი შეცვლა ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების დვრიტის გამოყენებით, ხოლო მაღალი სიცხის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის დვრიტას უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს.

მეცნიერებმა დვრიტის შეცვლის ("გენური ინჟინერიის") პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. დვრიტა ("გენური") შეცვლილი სასოფლო-სამეურნეო მოსავალი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი (მოწამლული) პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") მოსავლის ფართო წარმოება და გაყიდვა მსოფლიოში.

 

 

დვრიტაშეცვლილი საკვები ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია.

საცნობარო ქსელის ("ინტერნეტის) საშუალებით მოვიპოვეთ ცნობა, რომ თავის ნაწარმში დვრიტაშეცვლილ მასალებს იყენებენ ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორებიცაა:

- "ნესტლე",

- "ლიპტონი" (ჩაი),

- "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი),

- "რამა" (კარაქი),

- "ნესკაფე" (ყავა და რძე),

- "კოკა-კოლა",

- "პეპსი" და სხვა.

 

- დვრიტაშეცვლილი საკვებით გამოწვეული დაავადებების სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის საწარმოები, რომლებიც თვითონვე არიან ამ მოწამლული საკვების მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია.

 

ნებისმიერი ადამიანი შეგუებულია გარკვეული სახის საკვებზე. ბევრი ადამიანი კვებაში ცვლილებას ვერ იტანს, სულ ცოტა, 20-30%-ს მაინც აქვს ამაზე მკვეთრი მიუღებლობა. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის საკვებს - სხეული განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი.

ადამიანთა გახშირებული მძიმე დაავადებები სხვადასხვა სახის კიბოს, ალერგიები, გულის დაავადებები წორედ დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვების ბრალია. მთელი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, "იმუნიტეტის" დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერები კიბოს დაავადებების ასეთი გახშირების ერთერთ მიზეზად სწორედ დვრიტაშეცვლილი საკვების გამოყენებას მიიჩნევს.

დვრიტაშეცვლილ საკვებს დღეს უკვე იყენებენ საომარ იარაღად, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ბიოლოგიურ იარაღს შეუძლია მოსპოს უფრო მეტი ადამიანი ვიდრე სხვა იარაღს.

სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, შედეგები საშინელია.

http://s001.radikal.ru/i193/1005/04/b400f54e992c.jpgამერიკელელი ქალები

ამერიკელების ბოლოდროინდელ მომატებულ ჭარბწონიანობას დვრიტაშეცვლილ საკვებს უკავშირებენ.

 

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა ყოფილი მინისტრი:

- დვრიტაშეცვლილი ("გენური მოდიფიკაციის") საკვებისაგან თავისუფალი სივრცე ნიშნავს, რომ ასეთ სივრცეში აკრძალულია დვრიტაშეცვლილი სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ თესლში ცოცხალი დვრიტაა (" გენია") ჩანერგილი და საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა.

 

კიდევ არ არის ბოლომდე დაზუსტებული იმ ზიანის სიდიდე, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში დვრიტაშეცვლილი ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, დვრიტაშეცვლილ მასალებს იყენებდა. საქართველოში შემოტანილ საკვებსს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში დვრიტაშეცვლილი მასალები. არადა, მრავალ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ საკვებზე.

 

დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. საკვები საქონლის მონიშვნის დაწესება, დვრიტაშეცვლილ ("გენმოდიფიცირებულ") საკვებს უნდა ეწეროს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია.

 

რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს საქართველოში!

თესლის მწარმოებელი ე.წ. საერთაშორისო საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ დვრიტაშეცვლილ (მოწამლულ) თესლს, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის შეტანისათვის. დვრიტაშეცვლილი საკვების და თესლის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" საწარმოა და მასში შემავალი სხვადასხვა საწარმო, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") დაავადებული თესლი.

 

ამ ურჩხულმა საწარმომ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკა აითვისა. "მონსანტო" იქცა მთელი მსოფლიოს თავსატეხად, რადგან მისი მოქმედების ზომები დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც მნიშვნელოვან საფრთხის შემცველია. მათ შეუძლიათ მოგვიწყონ სოფლის მეურნეობის განადგურება, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში.

თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ დაავადებულ თესლზე, ეს მძიმე შედეგებს მოგვიტანს.

 

საქართველოში ნაც-ხელისუფლების გადამკიდე, თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, განადგურებულია, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც უმნიშვნელოა. არ ვამბობ, რომ სულ დვრიტაშეცვლილი შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ნაც-ხელისუფლებამ სათესლე მეურნეობები გაანადგურა. არ დაგავიწყდეთ, რომ დვრიტაშეცვლილ ("გენმოდიფიცირებულ") თესლს აღწარმოების უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო.

 

დაავადებული თესლის მწარმოებელი საწარმოები სწორედ ამით მდიდრდებიან. ამგვარად მომარაგებულ ქვეყნებს გამოფიტული ნიადაგები რჩებათ, რადგან დვრიტაშეცვლილი თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა დამტკიცებულია, რომ დვრიტაშეცვლილი ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ. თუნდაც დამტვერვის გზით.

 

- ცნობილია, რომ საქართველოში დვრიტაშეცვლილი სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ე.წ. ადამიანური ("ჰუმანიტარული") დახმარების სახით. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი.

თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია.

სააკაშვილის ნაც-პარლამენტმა საკვების მონიშვნის საკითხი 2013 წლამდე გადადო და შეიძლება უფრო გვიანაც არ მიიღოს იგი.

- აღსანიშნავია, რომ ნაც-პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას "ბიოუსაფრთხოების" ხელშეკრულებაზე მიერთება. მანამდე სააკაშვილის პარლამენტმა ორჯერ დაიწუნა, რასაც მოჰყვა ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად დამტკიცებულიყო ხელშეკრულება.

 

ეს ხელშეკრულება-ვალდებულება ითვალისწინებს, რომ მოხდეს დვრიტაშეცვლილი საკვების მონიშვნა (" მარკირება"). გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია მაინც, სადაც მოხერხდება ამგვარი საკვების კვლევა.

 

ნაც-ხელისუფლებამ ძალდატანების შემდეგ კი დაამტკიცა, მაგრამ შესაბამის წესდების მიღება 2013 წლამდე გადადო. - ისევ და ისევ ვიღაცის ზეწოლა (მოსყიდვის) გამო.

მეზობელ თურქეთს მთელი სოფლის-მეურნეობა დვრიტაშეცვლილ მეურნეობაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი საგანგებოდ ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს.

 

ცნობილია, რომ მსხვილი საწარმოები ერთი სახის საკვებს ხშირად სამ ნიშნით უშვებენ:

- პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს ეხება,

- მეორე - გასატანად განვითარებულ ქვეყნებში და

- მესამე - გასატანად განვითარებად ქვეყნებში.

მესამე ნიშნით დამზადებული საკვები იაფია, მაგრამ სახიფათო. როგორც წესი, ამ საკვების 80%-ში დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი მოწამლული საკვები ხვდება, თუმცა მაოხარი ნაც-ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამისგან თავდასაცავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი :) მაგრამ გენომოდიფიცირებულ პროდუქციას ჩვენთან რა კავშირი აქვს? აქ ჰიბრიდული თესლი შემოდის და არა გენომოდიფიცირებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

აქ ჰიბრიდული თესლი შემოდის და არა გენომოდიფიცირებული

თანაც რომელიც დათესეს,ის არც ჰიბრიდული არაა,ჩვეულებრივი ხორბალია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანაც რომელიც დათესეს,ის არც ჰიბრიდული არაა,ჩვეულებრივი ხორბალია.

მითუმეტეს... თუმცა მე სიმინდს ვგულისხმობდი მაგრამ მაინც გინდ ჰიბრიდი იყოს და გინ ჯიში არც ერთი არაა მავნე

 

ეს კი პატარა ახსნა განმარტებები მათთვის ვინც არ იცის თუ რას ნიშნავს ჰიბრიდი http://www.simindi.ge/files/upload-file/pdf/hybrids-.pdf

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი :) მაგრამ გენომოდიფიცირებულ პროდუქციას ჩვენთან რა კავშირი აქვს? აქ ჰიბრიდული თესლი შემოდის და არა გენომოდიფიცირებული

http://zahirah.files.wordpress.com/2011/04/the-world-according-to-monsanto.jpgნაც-ხელისუფლებამ საქართველოში შემოიყვან საწარმო "პიონერი", რომელსაც ცნობილი დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") თესლების მწარმოებლ "მონსანტოსაგან" ნებართვა ("ლიცენზია") აქვს აღებული მის მიერ წარმოებული დვრიტაშეცვლილი სოფლის მეურნეობის საქონლის გასაღებისათვის მსოფლიოში.

ასე რომ ნაც-დამპყრობლებისმიერ შემოტანილი თესლი შიძლება ერთდროულად ჰიბრიდულიც (შეჯვარებული) აღმოჩნდეს და დვრიტაშეცვლილიც ("გენმოდიფიცირებული)!!!

რატომ არ ასახელებს საქართველოს ხელისუფლება სიმინდის იმ ჯიშს, რომელიც შემოიტანა "პიონერმა"?

გლეხებს ატყუებენ, რომ ეს ჯიში სამჯერ მეტ მოსავალს იძლევა და მიწას დამუშავება აღარ სჭირდება.

 

დვრიტაშეცვლილ თესლს, ბევრ სხვასთან ერთად, ერთი ძალიან საშიში თვისება აქვს - დამტვერვით გადადის სხვა ჯიშებზეც. საკმარისია, ერთმა გლეხმა დათესოს ასეთი თესლი, მთელ ნათესებს გააფუჭებს.

****

მწვანეთა მოძრაობა წინააღმდეგია საქართველოში ჰიბრიდული სიმინდისა და ხორბლის შემოტანის

საქართველოში ბოლო დროს სოფლის მეურნეობის ნაც-სამინისტრომ შემოიტანა და მეურნეობებში გაავრცელა ჰიბრიდული სიმინდი, ხორბალი.

http://www.aspurcela.ge/uploads/modulenews/news_user_37/image/9/zerno1.jpg

 

,,ჩვენთვის უცნობია შემოწმებული არის თუ არა ეს თესლი, თუ რამდენად უსაფრთხოა იგი საქართველოში. ცნობილი გახდა, რომ მათი გავრცელება ხდება ძალადობრივი ხერხებით. კერძოდ, მოსახლეობა (განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც მუშობს სახელმწიფო დაწესებულებებში) იძულებული არიან შეიძინონ ჰიბრიდული თესლი და გამოიყენონ თავიანთ მეურნეობაში.

მათი გავრცელება დაუშვებელია როგორც "ეკონომიკური", ასევე "ეკოლოგიური" და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ ჰიბრიდული თესლი ,,კარგ" მოსავალს მხოლოდ პირველ წელს იძლევა (ისიც იმ შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება უშუალოდ მათი მომწოდებელი საწარმოს შხამქიმიკატები). შემდეგი წლისათვის იგი უვარგისი ხდება დასათესად, რადგან მათ არ შეუძლიათ გამრავლება. შედეგად კი მთესველებს მოუწევთ ყოველ წლიურად შეიძინონ თესლი ამ მომწოდებლებისგან, რაც საქართველოს სოფლის მურნეობა დამოკიდებულ ხდის უცხოელ მომწოდებლებზე, ძვირიც ჯდება".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენ ჯერ ამას უპასუხე :givi: http://planeta.ge/index.php?showtopic=54753

ვუპასუხე და გადმოიტანეთ ის თემა პოლიტიკაში. პოლიტიკისაა აბა არა

 

პ.ს. თუ არ გადმოიტანთ, პროტესტის ნიშნად, ადმინისტრაციას გავზვები ფაცეწიგნში :givi:

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ოო ეგრე ეხლა შეიძლებაზე ბევრი რამე შეიძლება იყოს... საერთოდ შეიძლება ეგ სიმინდის თესლი კი არა ვაშლის თესლია ან ქოქოსის ან საერთოდ შეიძლება თესლი კი არა ლეპტოპები შემოიტანეს

 

რატომ არ ასახელებს საქართველოს ხელისუფლება სიმინდის იმ ჯიშს, რომელიც შემოიტანა "პიონერმა"?

როგორ არ ასახელებს? შეიძლება შენ არ გაქვს ნანახი თორე ყველამ იცის რა ჯიშები შემოიტანეს და რა თვისებები აქვს თითოეულ ჯიშს

 

 

სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში შემოთავაზებული ჰიბრიდული სათესლე მასალის ჯიშების აღწერა

 

ყვითელი 90 დღიანი ვეგეტაციის პერიოდის ჰიბრიდი (PR38R92):

 


  1.  
  2. ფიზიოლოგიური სიმწიფის მიღწევისას მარცვალი სწრაფად გასცემს ტენს
  3. კარგად რეაგირებს მოვლის პირობების გაუმჯობესებაზე
  4. ძლიერი, საშუალოზე მაღალი მცენარე კარგად განვითარებული ფოთლებით
  5. ტაროს მიმაგრების ადგილი - შუა წელი
  6. ჰიბრიდი მდგრადია ჩაწოლისადმი
  7. გამოირჩევა კარგი გვალვა გამძლეობით
  8. გამოირჩევა მაღალი მდგრადობით გადაფშუტვის, ჰელმინტოსპორიოზისა და ტაროს ფუზარიოზისადმი
  9. ხასიათდება საკმაოდ გრძელი მცირე კონუსური ფორმის ტაროთი
  10. მარცვალი ხასიათდება ცილისა და სახამებლის მაღალი შემცველობით, ამიტომ კარგია მისი გამოყენება ფრინველების და ცხოველების გამოსაკვებად
  11. თესვის რეკომენდირებული ნორმაა 65-70 ათასი მარცვალი
  12. ჰექტარზე მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი წარმოადგენს 8-10 ტონას.(სარწყავ ნაკვეთზე)

 

 

ყვითელი 110 დღიანი ვეგეტაციის პერიოდის ჰიბრიდი(PR35P12):


  1.  
  2. ორმაგი დანიშნულების ჰიბრიდი: სასილოსე და სამარცვლე
  3. ხასიათდება მოსავლიანობის მაღალი პოტენციალით
  4. მარცვალი სწრაფად გასცემს ტენს სიმწიფის მიღწევისას
  5. საწყის ეტაპზე ჰიბრიდი ხასიათდება ზრდის მაღალი ენერგიით და არის გამოსადეგი მაქსიმალურად საადრეო თესვისთვის
  6. გამოსადეგია ნულოვანი და მინიმალური ტექნოლოგიით მოსაყვანად
  7. საშუალოზე მაღალი მდგრადობა ჩაწოლაზე
  8. ხასიათდება კარგი გვალვა გამძლეობით
  9. კარგად იტანს, როგორც სიხშირეს ასევე გაიშვიათებულ თესვას
  10. მდგრადია ჰელმინტოსპორიოზისა და ბაქტერიოზისადმი
  11. ხასიათდება ცილის მაღალი შემცველობით (10.3%)
  12. რეკომენდირებული თესვის ნორმა 60-65 ათასი მარცვალი
  13. მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი ჰექტარზე 10-12 ტონა.(სარწყავ ნაკვეთზე)

 

ყვითელი 110 დღიანი ვეგეტაციის პერიოდის ჰიბრიდი (PR35F38):


  1.  
  2. წარმოადგენს PR35P12- ის ტიპის ახალი თაობის მაღალ მოსავლიან ჰიბრიდს
  3. ფიზიოლოგიური სიმწიფის მიღწევისას ხასიათდება ტენის დაბალი შემცველობით
  4. ძლიერი მცენარე კარგად განვითარებული ფოთლებითა და ტაროს საშუალო სიმაღლეზე განლაგებით
  5. გამოსადეგია მინიმალური ტექნოლოგიით მოსაყვანად
  6. ჰიბრიდი გამოირჩევა კარგი გვალვაგამძლეობით და დაავადებისადმი მდგრადობით
  7. რეკომენდირებული თესვის ნორმაა 60-65 ათასი მარცვალი
  8. მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი ჰექტარზე 11-12 ტონა.(სარწყავ ნაკვეთზე)

 

თეთრი 130 დღიანი ვეგეტაციის პერიოდის ჰიბრიდი (PR32B10):


  1.  
  2. კომპანია ‘’პიონერი’’-ს ერთ-ერთი საუკეთესო თეთრი სიმინდის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი
  3. სრულად ავლენს მაღალ მოსავლიანობის პოტენციალს კარგი მორწყვის და კვების პირობებში
  4. ძლიერი, მაღალი მცენარე, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით
  5. ტაროს მიმაგრების ადგილია - შუა წელი
  6. მდგრადია ჩაწოლის მიმართ
  7. გამოირჩევა დიდი თეთრი ტაროთი
  8. მარცვალი ხასიათდება მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით: გამოსადეგია როგორც ფქვილის ასევე ბურღულეულის დასამზადებლად
  9. თესვის რეკომენდირებული ნორმაა 60-65 ათასი მარცვალი
  10. მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელია ჰექტარზე 11-12 ტონა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://theinquisition.eu/wordpress/wp-content/uploads/2010/02/Svalbard_Global_Seed_Vault_.jpgმცენარეთა თესლების მსოფლიო საცავი, "ნოეს კიდობანი"

 

"მწვანეთა გაერთიანების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე:

დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვები კაცობრიობისათვის 21-ე საუკუნის ძნელად გადასაჭრელი თავისტკივილი ხდება. საქართველოსთვის, როგორც უძველესი მიწადმომქმედი ქვეყნისთვის, ეს დამანგრეველია. მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში ამ მხრივ სრული უპატრონობა და განუკითხაობაა.

 

რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს საგანგებო საცავი ე.წ. ნოეს კიდობანი აშენდა...

- ბარენცის ზღვაში, არის დიდი კლდე, სადაც გაკეთდა უზარმაზარი საცავი. მასში შესაბამის ქილებში ინახება 3 მილიონამდე დასახელების მცენარის თესლი.

აღმოჩნდა, რომ ამის უკან დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვების მწარმოებელი საწარმები დგანან. ეს არის ერთგვარი "ნოეს კიდობანი", "განკითხვის დღის ბანკსაც" ეძახიან, გაცხადებულად კი "სვალბარდის მცენარეთა თესლების მსოფლიო საცავი ("ბანკი") ჰქვია.

მისი დამფუძნებლები არიან:

- გაერთიანება ("კორპორაცია") "დიუპონი",

- მასში შემავალი "პიონერი",

- როკფელერის ფონდი, რომელიც ცნობილია სოფლის მეურნეობის დაპყრობებით და აფრიკაში დიდი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც აფრიკა დღეს შიმშილობს,

- ფირმა "მონსანტო",

- ფონდი "სინჯენტა" და

- ბილ გეითსის ფონდი.

- საქართველო დიდად არის დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე...

- ეს იმიტომ ხდება, რომ ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ნაც-ხელისუფლებამ დაანგრია საქართველოს მეურნეობა და საქართველო მთლიანად უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე გადაიყვანა.

გაცხადებული მონაცემებით დღეს საქართველოში შემოდის:

- ხორბლის 92 %,

- მცენარეული ცხიმების – 83%,

- ფრინველის ხორცი – 76%,

- შაქარი – 65%,

- ღორის ხორცი – 63% და აშ.

ეს ის ძირითადი საკვებია, რომლებიც შეიცავენ ცილებს, ცხიმებს და რომელთა გარეშეც არსებობა წარმოუდგენელია.

 

ერთადერთი საკვები, რომელიც ბოლო ხანს მთლიანად უზრუნველყოფდა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას, სიმინდი იყო. მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ სოფლის მეურნეობის ნაც-სამინისტროს ქვეყანაში შემოუყვანია ზემოთ აღნიშნული საწარმო "პიონერი", რომელსაც "მონსანტოსაგან" ნებართვა ("ლიცენზია") აქვს აღებული მის მიერ წარმოებული დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") სოფლის მეურნეობის საკვების გასაღებისათვის მსოფლიოში.

რატომ არ ასახელებს საქართველოს ხელისუფლება სიმინდის იმ ჯიშს, რომელიც შემოიტანა "პიონერმა"?

გლეხებს ატყუებენ, რომ ეს ჯიში სამჯერ მეტ მოსავალს იძლევა და მიწას დამუშავება აღარ სჭირდება.

 

დვრიტაშეცვლილ თესლს, ბევრ სხვასთან ერთად, ერთი ძალიან საშიში თვისება აქვს - დამტვერვით გადადის სხვა ჯიშებზეც. საკმარისია, ერთმა გლეხმა დათესოს ასეთი თესლი, მთელ ნათესებს გააფუჭებს.

- ხელოვნურად შეჯვარებული ("ჰიბრიდული") მცენარის თესლი უნაყოფოა, მისგან მეორე მოსავალს ვეღარ მიიღებ. ამიტომ მეურნეობა დამოკიდებული ხდება უცხოეთიდან შემოტანილ თესლზე.

ეს, უხეშად რომ ვთქვათ, ნარკომანისა და "ნარკო მოვაჭრის" ურთიერთობას ემსგავსება.

 

საქართველოს არაფერში სჭირდება დვრიტაშეცვლილი თუ ხელოვნურად შეჯვარებული თესლი. გლეხს, დიდი ძალისხმევის გარეშე, 5 ტონა სიმინდი მოჰყავს ჰექტარზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯიშები, რომელთაც ჰექტარზე 12-14 ტონის მოცემა შეუძლია. ეს მაშინ, როდესაც ეგვიპტეში, სადაც ყველაზე მეტად არის განვითარებული ეს მიმართულება, ჰექტარზე 8 ტონა მოდის.

დათესვის შემდეგ მიწა უნდა დამუშავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სარეველების განადგურებას, რომლებიც მინდორში ძალიან სწრაფად იზრდება, დიდი რაოდენობით შხამქიმიკატები სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამ შხამქიმიკატებსაც ეს უცხოური საწარმოები ყიდიან.

 

- საქართველოს ნაც-პარლამენტმა, თავის დროზე, დვრიტაშეცვლილ საკვებთან დაკავშირებული საკითხი ჩააგდო...

- დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვები რომ საშიშია, ამას გაეროს ბიომრავალფეროვნების დადგენილებაც ადასტურებს. დადგენილების ერთ-ერთი საბუთი, ე.წ. კარტახენას საბუთი, სწორედ დვრიტაშეცვლილი საკვების მეტვალყურეობას აწესრიგებს. თუ სახელმწიფოში დამტკიცებულია ეს საკითხი, მაშინ ქვეყანას საშუალება ეძლევა, შეაჩეროს, შეზღუდოს, აკრძალოს მსგავსი საკვებისა და ნედლეულის შემოტანა. უკიდურეს შემთხვევაში კი შეიძლება მოითხოვოს მსგავსი საკვების მონიშვნა ("მარკირება").

ევროკავშირის მოთხოვნით საქართველოს ნაც-მთავრობა იძულებული გახდა შეიტანა ნაც-პარლამენტში ეს საკითხი, კენჭი უყარეს, მაგრამ ჩავარდა...

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნაც-პარლამენტმა გაეროს დაგენილება ჩააგდო. წარმოგიდგენიათ, როგორი მტრული ძალა არსებობს ჩვენს ქვეყანაში?

 

როდესაც აღნიშნული წესდება ჩააგდეს, "მწვანეებმა" დიდი ამბავი ავტეხეს. ნაცებმა ერთ თვეში ბიუროზე განიხილეს, თქვეს, რომ შეცდომა დაუშვეს და ისევ შეიტანეს დღის წესრიგში. ბიუროს ოთახიდან პარლამენტის სხდომის დარბაზამდე 10 მეტრია. ამ 10 მეტრში "დაიკარგა" დღის წესრიგიდან ეს საკითხი. ამის შემდეგ ყველაზე სწორი გზა, რომელიც გამოვნახეთ იყო ის, რომ პატრიარქს ვთხოვეთ დახმარება. ეს ყველაფერი მალე უწმინდესის ერთ-ერთ ეპისტოლეში აღმოჩნდა. პარლამენტმა ხელახლა უყარა კენჭი და მიიღო კარტახენას დადგენილება, მაგრამ მის შესრულებას არავინ ჩქარობს.

 

ამ ყველაფრით ნაც-ხელისუფლება თავისი პატრონების დავალებას ასრულებს. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში სიმინდი მოისპობა.

ვაფრთხილებთ გლეხობას, რომ არ შეიძინონ სიმინდის ეს ჯიშები!

- გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

ევროკავშირი, სადაც 500 მილიონი კაცი ცხოვრობს, გვთხოვს, რომ მათ ბაზარზე 7200 დასახელების სასოფლო საქონელი შევიტანოთ. ევროკავშირი ამ თხოვნით ჯერ კიდევ 2004 წელს შემოვიდა, ოღონდ მოითხოვა, რომ გაგვეუმჯობესებინა ხარისხი, ანტიმონოპოლიური სამსახური. ნაც-მთავრობამ კი ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს, ხარისხზე მეთვალყურეობა მოშალეს და მონებად აქციეს ადამიანები.

დვრიტაშეცვლილი საკვების მწარმოებელები ქმედითად არიან ჩართული ბავშვთა საკვების წარმოებაში. ასეთი საკვები კი მოზარდებზე დამანგრევლად მოქმედებს. საკვებში ცხოველური დვრიტა ახალ დვრიტას ("გენები") წარმოშობს, ისინი კი - ახალი სახის ცილებს, რომლებიც დაავადებების (კერძოდ "ალერგიის") ძირითადი წყაროა.

 

http://www.treehugger.com/20100311-svalbard-seed-vault-interior.jpg მცენარეთა თესლების საცავი Svalbard Global Seed Vault-ი მდებარეობს ნორვეგიაში, სვალბარდის არქიპელაგზე, მისი საძირკველის ჩაყრაში 2006 წლის 19 ივნისს ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ.

 

http://www.cbsnews.com/i/tim/2010/11/08/vault_370x278.jpg

საცავის მშენებლობა 2008 წლის ბოლოს დასრულდა. საცავი, რომლის რკინაბეტონის კედლების სიგანე 1 მეტრს აღემატება, 300 მეტრის სიღრმეზე, ქვანახშირის მიტოვებულ საბადოშია განთავსებული. იქ. შენახულ ნედლეულს საჭირო გარემოს მისაღებად დამატებითი სითბო არ სჭირდება. საცავში მუდმივად 20 გრადუსი სიცივეა.

მასში 3 მილიონი დასახელების მცენარის თესლი ინახება.

 

 

”ყველა სიახლე” ნინო მამუკაძე

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ნაც-ხელისუფლებამ დაანგრია საქართველოს მეურნეობა და საქართველო მთლიანად უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე გადაიყვანა.

:))

 

გლეხებს ატყუებენ, რომ ეს ჯიში სამჯერ მეტ მოსავალს იძლევა

აგვისტოს ბოლოს მოვა მოსავალი და ვნახავთ ვინ რას იტყუება... შეიძლება სამჯერ მეტი ყველგან არ მოვიდეს მაგრამ საშუალოდ მინიმუმ ორჯერ დიდი მოსავალი მაინც უნდა იყოს

 

ხელოვნურად შეჯვარებული ("ჰიბრიდული") მცენარის თესლი უნაყოფოა, მისგან მეორე მოსავალს ვეღარ მიიღებ.

იაფფასიანი ტყუილია... შემდგომ წლებში მოსავალი აღარ არის ისეთი უხვმოსავლიანი როგორც პირველ წელს თორე ნაყოფს იძლევა და საერთოდ 3 წელი შესაძლებელია იგივე სიმინდით მიიღოს კაცმა მოსავალი უბრალოდ შემდეგ განახლება დასჭირდება რომ ისევ დიდი მოსავალი აიღოს თორე თუ არ განაახლებს ბოლოს კი იქნება ქართული ჯიშების ნაირად ჰექტარზე 3-4 ტონა მოსავალი

 

უხეშად რომ ვთქვათ, ნარკომანისა და "ნარკო მოვაჭრის" ურთიერთობას ემსგავსება.

თუ გინდა რომ დიდი მოსავალი აიღო და კარგი მოგება ნახო მაშინ იძულებული ხარ იყიდო ახალ-ახალი თესლი და თუ მცირე მოსავლითაც დაკმაყოფილდები მაშინ აღარ იყიდი ახალს და შემცირებული მოსავალს აიღებ

 

 

 

მოკლედ ეგ ტიპი აწვება იმ აზრს რომ გენომოდიფიცირებული და რაღაც ფარული ჯიშები შემოდისო რაც ჩანასახშივე სიცრუეა

 

ბოლომდე ვეღარ ჩავიკითხე ეგ ბოდვები ამიტომ ვიტყვი რომ ტიპიურო არაკომპეტენტური ტყუილებით გაჟღენთილი სტატიაა ანუ ოპოპროპაგანდის მორიგი ნაწილი... ზემოთ ჩამოვწერე ჯიშები და მაგის გადამოწმებაცაა შესაძლებელი...

 

ქალბატონი ნინო მამუკაძე შემიძლია დავაკავშირო პროფესიონალ აგრონომებს რომლებიც ასწავლიან მას აგრონომიის საფუძვლებს რათა შემდეგში უფრო არგუმენტირებული და კომპეტენტური სტატიები წეროს

 

ხო მართლა 12-14 ტონა მოსავალი თუ მოდის ქართული ჯიშებით რატომ მალავენ მაგ ჯიშებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:))

აგვისტოს ბოლოს მოვა მოსავალი და ვნახავთ ვინ რას იტყუება... შეიძლება სამჯერ მეტი ყველგან არ მოვიდეს მაგრამ საშუალოდ მინიმუმ ორჯერ დიდი მოსავალი მაინც უნდა იყოს

იაფფასიანი ტყუილია... შემდგომ წლებში მოსავალი აღარ არის ისეთი უხვმოსავლიანი როგორც პირველ წელს თორე ნაყოფს იძლევა და საერთოდ 3 წელი შესაძლებელია იგივე სიმინდით მიიღოს კაცმა მოსავალი უბრალოდ შემდეგ განახლება დასჭირდება რომ ისევ დიდი მოსავალი აიღოს თორე თუ არ განაახლებს ბოლოს კი იქნება ქართული ჯიშების ნაირად ჰექტარზე 3-4 ტონა მოსავალი

თუ გინდა რომ დიდი მოსავალი აიღო და კარგი მოგება ნახო მაშინ იძულებული ხარ იყიდო ახალ-ახალი თესლი და თუ მცირე მოსავლითაც დაკმაყოფილდები მაშინ აღარ იყიდი ახალს და შემცირებული მოსავალს აიღებ

მოკლედ ეგ ტიპი აწვება იმ აზრს რომ გენომოდიფიცირებული და რაღაც ფარული ჯიშები შემოდისო რაც ჩანასახშივე სიცრუეა

ბოლომდე ვეღარ ჩავიკითხე ეგ ბოდვები ამიტომ ვიტყვი რომ ტიპიურო არაკომპეტენტური ტყუილებით გაჟღენთილი სტატიაა ანუ ოპოპროპაგანდის მორიგი ნაწილი... ზემოთ ჩამოვწერე ჯიშები და მაგის გადამოწმებაცაა შესაძლებელი...

 

ქალბატონი ნინო მამუკაძე შემიძლია დავაკავშირო პროფესიონალ აგრონომებს რომლებიც ასწავლიან მას აგრონომიის საფუძვლებს რათა შემდეგში უფრო არგუმენტირებული და კომპეტენტური სტატიები წეროს

 

ხო მართლა 12-14 ტონა მოსავალი თუ მოდის ქართული ჯიშებით რატომ მალავენ მაგ ჯიშებს?

ძნელია იმ ადამიანს დაანახო სინამდვილე, რომელსაც სიმართლის დანახვა არ უნდა.

უამრავი მეცნიერული დასკვნაა დადებული სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ დვრიტაშეცვლილ და ხელოვნურად გამოყვანილი თესლების საყოველთაო გავრცელებაზე.

სამწუხაროდ შენთვის მაინც არ არის საკმარისი საბუთი.

მთელი ამერიკა ლამის მთლიანად დაავადებულია ასეთი საკვების გამოყენების გამო.

შენთვის ესეც არასაკმარისი საბუთია.

სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოსცდი მაგ მოწამლული საკვების შედეგს, ალბათ პირველ ჩვენებას მიაწვები?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

მთელი ამერიკა ლამის მთლიანად დაავადებულია ასეთი საკვების გამოყენების გამო

მხოლოდ მართლმადიდებლები გადარჩნენ არა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...