Jump to content
Planeta.Ge

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად


Recommended Posts

2011 წელს მსოფლიო მასშტაბით, UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ იქმნება ხელნაწერი წიგნები - ვაჟა-ფშაველას პოემები.

 

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2011 წელს აღინიშნება UNESCO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი.

 

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ამ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს პროექტით, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ფონზე, თანამედროვე კალიგრაფიული ხელნაწერების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.

 

ნამუშევრების ფორმატად და სტილად აღებულია 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი "სტუმარ-მასპინძელი". ტექსტი, ორნამენტებითა და მინიატურებით კეთდება ფურცლის ცალ მხარეს, რომ ორიგინალები ჩარჩო-პასპარტუში ჩაისვას გამოსაფენად. აიკინძება წიგნის 20-მდე ძვირფასი ხელნაკეთი ასლი, რომლებსაც დამთვალიერებელი გამოფენაზე გადაფურცლავს და სურვილის შემთხვევაში - შეიძენს.

 

პრეზენტაცია შემოდგომის ბოლოს იგეგმება. გამოფენები გაგრძელდება მომავალ წელსაც და საქართველოს რეგიონებს მოიცავს.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი 2011 წლის პირველი აგვისტოდან აწყობს კონკურსს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის პიროვნებას, რომელიც არ არის გაწევრიანებული კალიგრაფთა კავშირში.

 

მონაწილემ უნდა შექმნას სიგელის სტილის ხელნაწერი ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსის მიხედვით (რაოდენობა შეზღუდული არ არის).

 

  • ნამუშევართა ფოტოები თავსდება facebook-ზე და ხდება შეფასება ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ. პრიზები დაწესებულია სამი ინტერნეტ რჩეულისათვის. ამასთანავე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საკუთარი შეფასებით
  • ამასთანავე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საკუთარი შეფასებით გამოავლენს 10-მდე საუკეთესო ავტორს, რომელთა კალიგრაფიული ორიგინალები წარმოდგენილი იქნება პროექტის პრეზენტაციაზე და გამოფენებზე, კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ შექმნილ ხელნაწერ პოემებთან ერთად.

გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება მოხდება სექტემბრის პირველ კვირაში. ნამუშევართა ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 აგვისტო.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს საიტზე >>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...