Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქართველი ერის გადასაგვარებლად, გადასაჯიშებლად ნაც-დამპყრობლები ქართულიენის განადგურებას ლამობენ. ქართველ ბავშვებს სასწავლებელში პირველი ჯგუფიდანვე პირში უცხო ინგლისურს სჩრიან, რათა ქართული დაავიწყონ და სულიერად გაანადგურონ, უეროვნებო არსებებად აქციონ.

***

 

http://www.warrax.net/Satan/Books/princeps_omnium/2/image/taro-sw.jpgეშმაკის წარმატებები

 

- ქართული ენა და დამწერლობა კაცობრიობის აკვნის დარწევიდან რომ მოდის, დღემდე ამიტომ ვერ შევძელი მისი მოსპობა. ამათ კიდევ ერთი ხელის მოსმით უნდათ ყველაფერი გადააინგლისურონ. არადა ინგლისელებს საკუთარი დამწერლობაც კი არა აქვთ, ჩვენგან მოსპობილ ლათინებისა მიითვისეს. ახლა ინგლისური ენის შესასწავლად რაღაც გაურკვეველი ხელობის და ზნეობის მასწავლებლები შემოყარეს;

რომელ ქართველ მასწავლებელსაც ინგლისური ეცოდინება, სხვაზე მეტ ხელფასს მიიღებს. რაც ოცდაექვს მაისს თემურ ლენგის შესაშური დაუნდობლობით დაარბიეს შეკრებილები და იმათი სისხლით ჩვენც გვარიანად მოვისვარეთ პირი, ისე გათავხედდნენ, რომ მეტროს სადგურების დასახელებას ინგლისურად ამცნობენ მგზავრებს, რომელთაც ეს ბჟუტური ისე ესმით, როგორც ბულბულს ყვავის ყრანტალი და, მიუხედავად ამისა, იმდენად არიან ჩემს მიერ გათითოკაცებულები, რომ აღშფოთების გამოხატვის თავიც აღარ აქვთ. კიდევ გეტყვით, ქვეყანაში ფაბრიკა-ქარხნების განადგურებასთან ერთად მოსპეს მცოდნე მუშები და ყველა დარგის ოსტატი. რაც უფროს თაობას შეუქმნია ყიდიან, ითვისებენ და მაინც არ ყოფნით, რადგან ძირგავარდნილი კასრის გაუმაძღრობა შევყარე.

 

კუზიან ჩმახს უცებ სიცილი აუტყდა.

- ეს კი თვითონ ააშენეს რაღაც ხიდის მსგავსი, არავის არაფერში რომ არ სჭირდება და ხალხმა მიშას პამპერსი შეარქვა, - ეშმაკთა საკრებულო სიცილით გადაფიჩინდა, - გმირთა მოედანზე ისეთი რამ დააყუდეს, მამაკაცის ასოს განსახიერება. ასე ნელ-ნელა გადააჯიშებენ ამ უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხ ერს სქესობრივი გაუკუღმართების თავაშვებულობით და დაუდუნებენ სპეტაკი ეროვნული წესჩვეულებების, ენის, მამულისა და სარწმუნოების, სიყვარულის და სიკეთის ძარღვის ფეთქვას.

 

- დიდება ბოროტებას, ვერაგობას, გარყვნილებას და ყველაფერ სატანურს! - აღავღავდა ქაჯთა საკრებულო.

 

- მე ადრე უცხოელი დამპყრობლის ხელით ვცდილობდი ქართველთა მოსპობას, საზარელი დღეებიც ვაჩვენე, მაგრამ იბრძოდნენ და სამშობლოს სიყვარული უფრო უძლიერდებოდათ. ახლა კი ყოველივე ეროვნულს, ქვეყნის სასიკეთოსა და საამაყოს თავისივე სულგაყიდული, გადაგვარებული, უცხოელთა ფულზე დახარბებული, ჩვენი, სატანური მუხთლობის ბოდვის მონა ქართველი მანქურთები უღებენ ბოლოს, ესენი ყოველივე ეროვნულს სპობენ ქართველი ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლის ნიღბით. შედეგად გაანიავეს საქართველო, გაყიდეს მიწები და ახლა გადარჩენილი საქართველოს დაქუცმაცებას უყრიან საფუძველს. განუკითხავად სპობენ, ვინც არ მოსწონთ. ავღანეთის სამარცხვინო ომიდან ამერიკელებიც კი ცდილობენ თავის დაღწევას, ესენი იქ ღვრიან ქართველი ახალგაზრდების სისხლს, რითაც მე, დროდადრო, ეშმაკთა მოდგმას ვუმასპინძლდები. ერთ დროს ამაყი და შეუპოვარი ქართველები ისე დააშინეს და დაამშიეს, რომ მალე თავისი თოკით მიადგებიან მაოხარ “ნაციონალებს”, რომელ ხეზე ისურვებთ რომ თავი ჩამოვიხრჩოთო.

ჰოდა, ამხელა დამსახურების ბოროტებას არ მეკუთვნის შენგან შექება, ყველაზე უწმინდურო და უვერაგესო გარყვნილებავ?! - კუზიანი ჩმახი ბელზებელს მიაჩერდა.

 

27 მაისი, 2011 წელი, გამოყენებულია ამონარიდი გივი სომხიშვილის წერილიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...