Nukriko Posted July 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2011 რევოლუციას ვინც ახორციელებს მას სწრაფი ცვლილებების იმედი აქვს. გასაგებია, რომ რევოლუციური მოძრაობები - არის ცვლილების იარაღი. საქართველოში ძალზე დიდია სურვილი იმისა, რომ სწრაფი რევოლუციური ცვლილებები მოხდეს, პირველ რიგში მათ ცხოვრებაში. ყველა სოციალური ჯგუფი იბრძვის ამ ცვლილებებისთვის (გარდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომოფორმისტებისა). მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე, სადაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და ხშირად იძულებულნი არიან ის გააკეთონ, რაც მათ არ უნდათ, ჩნდებიან სოციალური ჯგუფები, რომლებიც მათ თავს ახვევენ იმ იდეებს, რაც მათ საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი ჩასჩიჩინებს: სექსუალურ რევოლუციის იდეას, ზოგი რელიგიურ პოპულიზმს მიმართავს და ეკლესიის დომინირების იდეას, ზოგი თავისუფალ ბაზრის იდეას და ა.შ ერთი სიტყვით კონკრეტულად რაში დაეხმარება ეს იდეები ჩვეულებრივ ადამიანებს, თითქმის გაუგებარია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ შეუძლია საერთო ენის გამონახვა. იქ სადაც ინტელექტუალური ელიტას და დანარჩენ საზოგადოებას შორის ბზარია გაჩენილი, ეს პირველ რიგში ინტელექტუალურ ელიტის ბრალია, რადგან ისინი ვერ ხედავენ საზოგადოებასთან სიახლოვეს და სნობებივით, მაღლიდან უყურებენ მას. მერე იმაზე აკრიტიკებენ, რომ „ხალხი ბნელია“, რადგან დანარჩენი საზოგადოება ვერ ერკვკევა კულტუროლოგიაში, სოციოლოგიაში და ა.შ. ესეთი ინტელექტუალური გაერთიანებები სხვადასხვა სახით, ხშირად გვხვდება ინტელექტუალურ გადაცემებში და ყოველთვოს იგრძნობა მათი სნობიზმი. მათ უნდათ ხალხს ასწავლონ თუ რა კულტურულ სივცეში უნდა იცხოვრონ, რომ მოახდინონ კულტურული, მენტალური რევოლუცია. გასაგებია, რომ არავის არ უნდა დაემსგავსოს ვიღაც სნობს, რომელიც რაღაც გაუგებარ ტერმინებით „სვეცკურ“ გადაცემაში მას ჭკუას ასწავლის. განსხვავებით მღვდლებისგან, რომლებიც მათ ენაზე ელაპარაკებიან და არა სნობურად, არამედ ისე, როგორც უნდა ელაპარაკებოდე საზოგადოებას, რომ მისი გული მოიგო და დააჯერო, რომ მის მხარეს ხარ. რადგან ურთიერთობა საზოგადოებასა და მღვდლებს შორის შედგა, ხოლო ინტელექტუალურ ელიტასა და საზოგადოებას შორის არ შემდგარა. ამ ურთიერთობის შედეგია, რელიგიური მოძრაობების სიმრავლე. ამ ურთიერთობის არ ქონა, ორივე მხარეს აზარალებს. საზოგადოებაში პროგრესული იდეები ვერ ვრცელდება, რადგან ეს იდეები ინტელექტუალმა ელიტამ უნდა მიაწოდოს და რადგან ურთიერთობა არ არის შემდგარი, სიახლოვეს ვერ გრძნობს ვერც ერთი მხარე და ვერც მეორე, ამიტომ ვერ ხდება ამ იდეების ინტეგრირება საზოგადოებაში და მეორე მხრივ ინტელექტუალები, რომლებსაც ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ საზოგადოებასთან, ხდებიან მარგინალები ან კარის „ფილოსოფოსები“. საერთო ჯამში, ამ არ შემდგარ ურთიერთობით, ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას, რომელსაც არც ერთ პრობლემის ინტელექტუალურად გადაჭრა არ შეუძლია და ხდება ადვილი სმარათავი პოლიტიკოსთა ხელში და ინტელექტუალებს, რომლებიც უცხოელების გრანტებზე ან ხელისუფლების შეკვეთებზე არიან დამოკიდებულნი და არანაირი საერთო არ აქვთ საზოგადოებასთან, ამიტომ მათი იდეები რეალიზებული არ ხდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2011 Nukrikoსაქმე ისე მიდის, ისევ თეთრ რაშზე ამხედრებული ქარიზმა დევკაცის მეტი არაფერი უშველის საქმეს. ეგ დევკაციც მოვა ადრე თუ გვიან, მარა ხანგრძლივი ევოლუციის გარეშე ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება. ევოლუციას კიდევ წყარო, ენერგია სჭირდება და ეგ წყარო შრება სამწუხაროდ... ნუკრიკო იზ ბექ როცა საზოგადოებაში საქმე ინტელექტუალურ ელიტასთან გვაქვს, იქ თავისუფლად შეგვიძლია შევიტანოთ ეჭვი ამ ელიტის ინტელექტუალობაში. © კარლ გუსტავ ჩაპაევი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2011 არასოდეს არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. იმედი პოლიტიკოსთა გამოგონებაა, რათა ამომრჩეველი მუდმივად ბედნიერი ამყოფონ. პიერ პაოლო პაზოლინი თანამედროვეობის გამოწვევა ასეთია: განთავისუფლდე ილუზიებისაგან, და ამავე დროს, არ მიეცე იმედგაცრუებას. ანტონიო გრამში ნიუტონის მესამე კანონი, სრულიად უნივერსალური, როგორც ფიზიკაში, აგრეთვე შესაბამისი სახეცვლილებით სოციოლოგიასა და პოლიტიკაში:-ყოველი ქმედება, იწვევს მოდულით ტოლი ძალის უკუქმედებას, ვექტორულად მიმართულს იგივე წრფის გასწვრივ, საწინააღმდეგო მიმართულებით.ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მათ (პოლიტიკოსების) ქმედებებს მოჰყვება, უკუქმედება საზოგადოების მხრიდან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.