Jump to content
Planeta.Ge

ბოტანიკური ბაღსაც მიახურავენ


Recommended Posts

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის რაც შეიძლება შეფასდეს, გაყიდვადია. თუ ფასი ნორმალურია შეიძლება გაყიდვა.

 

ჩემს სახლში 10 000 $ -ს თუ შემომთავაზებენ არ გავყიდი, 100 000 $ -ად ულაპარაკოდ გავყიდი. სახლი შეფასებადია.

ჩემს შვილს არ გავყიდი რაც არ უნდა შემომთავაზონ. ჩემთვის ის შეუფასებელია.

 

აი სულ ეს არის განსხვავება.

რომ შეგიფასონ 1000 დოლარად და საბუთი დაგიდონ წინ, ოფიციალური, და თან პატრული მოგადგეს გარეთ გამოსაყვანად, რას იზამ, გაყიდი?

თუ უარს იტყვი?

შენ რა გგონია, სატურნ, ბოტანიკურ ბაღს გაყიდიან და კაპიკ-კაპიკ მოსახლეობას მოახმარენ ფულს?

თუ მიშა აიშენებს კიდევ ერთ სასახლეს ანდა აუზს სადმე და მორჩება ამით?

შენ რომელი გგონია უფრო ალბათური, პირველი თუ მეორე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ შეგიფასონ 1000 დოლარად და საბუთი დაგიდონ წინ, ოფიციალური, და თან პატრული მოგადგეს გარეთ გამოსაყვანად, რას იზამ, გაყიდი?

თუ უარს იტყვი?

შენ რა გგონია, სატურნ, ბოტანიკურ ბაღს გაყიდიან და კაპიკ-კაპიკ მოსახლეობას მოახმარენ ფულს?

თუ მიშა აიშენებს კიდევ ერთ სასახლეს ანდა აუზს სადმე და მორჩება ამით?

შენ რომელი გგონია უფრო ალბათური, პირველი თუ მეორე?

კაცო, რა მნიშვნელობა აქვს ფილტვის გაყიდვით რამდენს იშოვი, მთავარია არ გაყიდო შენი სხეულის ორგანო და სხვა რამით იშოვო ფული

არასწორე დისკუსიას იწეყბთ რა, ნაცმოძრაობის პოლიტიკა ასეთია, გაყიდოს საქ. საკუთრება და ზოგი ბიუჯეტში შეიტანოს ზოგი ჯიბეში ჩაიდოს,

ბიუჯეტში შეტანი ფულს პოლიციელებს დაურიგებს რომლებიც მერე თავისივე მოქალაქეებს დედას უტირებენ,

მერიის თანამშრომლებს, იმ პედაგოგებს რომლებიც :givi: მერიის არჩევნებზე გამოიყენეს, ერთჯერადი კონცერტებისტვის,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, რა მნიშვნელობა აქვს ფილტვის გაყიდვით რამდენს იშოვი, მთავარია არ გაყიდო შენი სხეულის ორგანო და სხვა რამით იშოვო ფული

არასწორე დისკუსიას იწეყბთ რა, ნაცმოძრაობის პოლიტიკა ასეთია, გაყიდოს საქ. საკუთრება და ზოგი ბიუჯეტში შეიტანოს ზოგი ჯიბეში ჩაიდოს,

ბიუჯეტში შეტანი ფულს პოლიციელებს დაურიგებს რომლებიც მერე თავისივე მოქალაქეებს დედას უტირებენ,

მერიის თანამშრომლებს, იმ პედაგოგებს რომლებიც :givi: მერიის არჩევნებზე გამოიყენეს, ერთჯერადი კონცერტებისტვის,

საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას მათთან, მაგრამ ხანდახან მაინც ვერ მოვითმენ ხოლმე, როცა ყველაფერის გამართლება ხდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tatka

ადამიანების მონად გაყიდვაც არ იყო აკრძალული და იქნებ მონადმლობელობას დაუბრუნდეთ?

არა, მაგ წყობამ არ გაამართლა და დაინგრა ეგეც.

 

georgekh13

სატურნ, არ მოგწყინდა ნაციკების მართლება?

არ მოგწყინდა ცრუ ბრალდებები? რა შუაშია ნაციკები? ვსაუბრობთ მიდგომაზე. არის თუ არა კარგი როცა სახელმწიფოს მფლობელობაშია ის, რაც არ უნდა იყოს მის მფლობელობაში. ქონების განკარგვისას სახელმწიფო მენეჯმენტი არის არაეფექტური არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ტეტჩერი გიჟი კი არ იყო სახელმწიფო წარმოების პრივატიზაცია რომ მოახდინა და დოტაციების ოდენობა მკვეთრად შეამცირა. ბიზნესის წარმოება არაა სახელმწიფოს საქმე და მით უმეტეს მაშინ როცა ეს ბიზნესი წამგებიანია.

 

მაღალ ფასებზე ლაპარაკიც არ მიდის...

მაგალითად, ქალაქის ცენტრში, შენობა, რომლიდანაც კვლევითი ინსტიტუტი გამოაგდეს, (სხვათაშორის ის ინსტიტუტი ჯერ ილიას უნივერსიტეტს შეუერთეს და ახლა დაფინანსება შეუწყვიტეს და მალე გაუქმდება) 5000 ლარად გაიყიდა...

არ მჯერა. დადე საბუთი რაც ამას დაამტკიცებს და ერთად ვაგინოთ გამყიდველს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:) უნდა ვნახო რომ მოვიცლი რამდენი საკუთრება გადასცა საქ. სახელმწიფომ რუსეთის სახელმწიფოს Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თელასი რატომაა სახელმწიფო საკუთრებაში?

თელასი არ არის სახელმწიფო საკუთრებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თელასის" აქციები საერთაშორისო ბირჟებზე გავა

29/12/2010 16:35 (204 დღე 20:36 minutes ago)

 

"თელასის" აქციები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, 2011 წელს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაიყიდება, იუწყება რადიო კომერსანტი. EmailPrintTwitterFacebookMySpaceDelicousStumbleDiggMore Destinations...

ADVERTISEMENT

 

 

 

წაიკითხე სმარტფონში

 

 

 

 

 

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა 2010 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ინტერ რაო ეესთან" ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

 

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს "თელასის" აქციათა 24 პროცენტი ეკუთვნის, თუმცა სრულად განთავსდება თუ არა ისინი საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, ხეთაგური არ აკონკრეტებს.

 

ამასთან, მინისტრის შეფასებით, 2010 წელს საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული. ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მიმდინარე წელი უპრეცედენტო იყო ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისითაც - ქვეყანაში 10 მილიონი კვტ. საათი ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული და ჯამში მილიარდ 300 მილიონი კვტ.საათის ექსპორტი განხორციელდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://journalist.ge/?menuid=3&id=8195&lang=1

 

აი, აქ, წერია ყველაფერი რამდენი გადასცეს რუსებს ნაცებმა,

 

05-05-2011 ანტირუსული რიტორიკა და რუსული ინვესტიციები

 

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა როცა საქმე ბიზნესს ეხება, ოფიციალური თბილისი დაპირისპირებულ მხარესთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. "მადნეული", "კვარციტი", "აზოტი", "ბილაინი", "ლუკოილ ჯორჯია", "ხრამჰესი-1", "ხრამჰესი-2", "თელასი", "ვითიბი ბანკ ჯორჯია" - ეს იმ აქტივების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რუსეთი საქართველოში ფლობს. სააკაშვილის ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის ფონზე საქართველოში რუსული კომპანიები წარმატებით საქმიანობენ. "ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რუსული კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელი შევუშალოთ. რაც უფრო მეტი ბიზნეს-ინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ინვესტიციებისთვის კარის გაღებით საქართველო პრაგმატულ არჩევანს აკეთებს: გლობალური საფინანსო კრიზისისა და შემცირებული საინვესტიციო ნაკადების ფონზე ის იძულებულია, რუსული კომპანიების შემოთავაზებაზე უარი არ თქვას. ჯერჯერობით, საქართველოს საინვესტიციო კლიმატით რუსეთის გარდა ბევრი არავინ ინტერესდება. რუსი ეკონომიკური ექსპერტები აღიარებენ, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო "ლიბერალიზმის ოაზისია". თუმცა, ისინი საფრთხეებზეც მიუთითებენ: გარანტია, რომ საქართველოში ჩადებული რუსული ინვესტიციები მომავალში ხელისუფლების ჩარევისგან დაცული იქნება, არ არსებობს. „ინტერ რაო ეესი" 2011 წლის 1 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსულ კომპანია „ინტერ რაო ეესთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურები - "ხრამჰესი-1" და "ხრამჰესი-2" რუსული კომპანიის საკუთრება გახდა. ამ ჰიდროელექტროსადგურებში „ინტერ რაო ეესმა" წლის ბოლომდე 104 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს და მდინარე ხრამზე დამატებით კიდევ სამი ელექტროსადგური ააშენოს. „ხრამი-3", „ხრამი-4" და „ხრამი-5" ჰესების ჯამური სიმძლავრე 90-100 მეგავატი იქნება. „ინტერ რაო ეესმა" ამ ობიექტების მშენებლობაში 193 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ახალი ჰესები ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. „ინტერ რაო ეესი" "ხრამჰესი-1"-სა და "ხრამჰესი-2"-ს აქამდეც მართავდა. ქართულმა მხარემ რუსულ კომპანიას ეს ჰესები 25-წლიანი მართვის უფლებით ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს - 2000 წელს გადასცა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლას არ დაელოდა და „ინტერ რაო ეესს" ჰესები კერძო საკუთრებაში გადასცა. "საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს", - ამბობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. ქართული მხარე აცხადებს, რომ „ინტერ რაო ეესისთვის" "ხრამჰესი-1"-სა და "ხრამჰესი-2"-ს გადაცემით, კომპანიას ამ ჰესების განვითარების სტიმულს მისცემს. „ინტერ რაო ეესის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კომპანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების პრივატიზაციის პროცესში და საქართველოდან რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობას გაზრდის. საქართველოს მთავრობა კომპანია "ინტერ რაოსთან" წლებია თანამშრომლობს. "ინტერ რაოს" საკუთრებაშია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" აქციათა 75 პროცენტი ("თელასის" აქციები რუსულ კომპანიას ამერიკულმა AES-მა მიჰყიდა და არა სახელმწიფომ), მე-9 და მე-10 ენერგობლოკების აქციათა 100 პროცენტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ქართულმა მხარემ „ინტერ რაო ეესს" მართვაში გადასაცა ენგურჰესი, რომელიც ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გამოიმუშავებს. რუსები განკარგავენ რუსეთთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის 500-კილოვატიან გადამცემ ხაზსაც. ენერგეტიკის ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი რუსული კომპანია ფუნქციონირებს - რუსული "Itera"-ს შვილობილი კომპანიაა "იტერა საქართველო", რომელიც საქართველოს რეგიონების ნაწილს ბუნებრივი აირით ამარაგებს. "GEOPROMINING" რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველად ბოლო წლების განმავლობაში, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში გადამამუშავებელი მრეწველობის - "მადნეულის" და "აზოტის" პროდუქცია გაჩნდა. ამ კომპანიების ზურგს უკან კი რუსული წარმოშობის კაპიტალი დგას. დღეს საქართველოში ოქროს მოპოვებას, გადამუშავებასა და წარმოებას ერთი ბიზნეს-ჯგუფი კურირებს. 2005 წლის ნოემბერში რუსული "პრომიშლენნიე ინვესტორის" (ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსეთის სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სერგეი გენერალოვია) შვილობილმა ბრიტანულმა კომპანიამ "STANTON EQUITIES CORPORATION"-მა ტენდერში გაიმარჯვა და სააქციო საზოგადოება "მადნეულის" 97,25 პროცენტი იყიდა. ინვესტორმა, რომელმაც "მადნეული" შეიძინა, ოქროს შემცველი მეორადი კვარციტების გადამამუშავებელი შპს "კვარციტის" 51 პროცენტი და "საქართველოს სამთამადნო კომპანიის" 100 პროცენტიც მიიღო. ეს უკანასკნელი ბოლნისის რაიონის 36 საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიას ფლობს. "მადნეულის" რამდენიმე შვილობილი კომპანიის გარდა, "STANTON EQUITIES CORPORATION"-ს შპს "ტრანს ჯორჯია რესორსიც" ერგო, რომელიც საყდრისის საბადოზე წიაღით სარგებლობის კომპლექსურ ლიცენზიას ფლობს. ამ საბადოზე დათვლილი 40 ტონაზე მეტი ოქრო, ორჯერ მეტი ვერცხლი და 100 ათას ტონამდე სპილენძი რენტაბელურ ამოღებას ექვემდებარება. 2007 წლიდან სს "მადნეულის" და სს "კვარციტის" აქციები "პრომიშლენნიე ინვესტორის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიმან პოვარიონკინს გადაეცა. გარიგების შედეგად, სს "მადნეულის" და "კვარციტის" მფლობელი კომპანია "GEOPROMINING"-ი გახდა. ამჟამად საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტს სს "მადნეული" შვილობილ კომპანია - შპს "კვარციტთან" ერთად აწარმოებს. თუ 2004 წელს საქართველოდან საექსპორტოდ 18 მლნ 830 ათასი აშშ დოლარის ოქრო გავიდა, 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულება 85 მლნ 788 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია. დღეს სს "მადნეული" ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და სხვა ლითონების მოპოვებაზე რამდენიმე ლიცენზიას ფლობს. ოქრო მეორადი კვარციტული მადნებიდან მოიპოვება. წლის განმავლობაში კომპანია 100 ათას უნციამდე ოქროს გადასამუშავებლად კანადურ ორგანიზაციაში - "ჯონსონს მათიუ"-ში აგზავნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ მოგწყინდა ცრუ ბრალდებები? რა შუაშია ნაციკები? ვსაუბრობთ მიდგომაზე. არის თუ არა კარგი როცა სახელმწიფოს მფლობელობაშია ის, რაც არ უნდა იყოს მის მფლობელობაში. ქონების განკარგვისას სახელმწიფო მენეჯმენტი არის არაეფექტური არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ტეტჩერი გიჟი კი არ იყო სახელმწიფო წარმოების პრივატიზაცია რომ მოახდინა და დოტაციების ოდენობა მკვეთრად შეამცირა. ბიზნესის წარმოება არაა სახელმწიფოს საქმე და მით უმეტეს მაშინ როცა ეს ბიზნესი წამგებიანია.

აგერ მასალებიც დავდე, შენს ლოგიკას რომ გავყვეთ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია, არ შეგედავები, არც დაგეთანხმები,

მაგრამ შენს ლოგიკას რომ გავყვეთ რატომ გადასცა საქ. ხელისუფლებმა რუსულ კომპანიას ენერგოგენერაციის ობიექტები, კერძოდ საქ. ენერგეტიკის სამინისტრომ

ინტერ რაო ეესთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურები - "ხრამჰესი-1" და "ხრამჰესი-2" რუსული კომპანიის საკუთრება გახდა

 

 

ქართული მხარე აცხადებს, რომ „ინტერ რაო ეესისთვის" "ხრამჰესი-1"-სა და "ხრამჰესი-2"-ს გადაცემით, კომპანიას ამ ჰესების განვითარების სტიმულს მისცემს. „ინტერ რაო ეესის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კომპანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების პრივატიზაციის პროცესში და საქართველოდან რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობას გაზრდის.

 

რაო ესი არის სახელმწიფო კომპანია ხოდა მითხარი, რა გამოდის, რუსული სახელმწიფო უფრო კარგი მენეჯერია ვიდრე ქართული?

ე.ი. გამოდის რომ ნაცმოძრაობაა ფარჩაკი, არა აქვს მმართველობის ტ.. კი და იმიტომაც მიჰყიდა რუსებს,

ეგრეა ?

ეხლ ამეზარება ჩამოგიტვალო ფრანგული, ჰოლანდიური, ბელგიური, გერმნაული სახელმწიფო კომპანიები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველად ბოლო წლების განმავლობაში, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში გადამამუშავებელი მრეწველობის - "მადნეულის" და "აზოტის" პროდუქცია გაჩნდა. ამ კომპანიების ზურგს უკან კი რუსული წარმოშობის კაპიტალი დგას. დღეს საქართველოში ოქროს მოპოვებას, გადამუშავებასა და წარმოებას ერთი ბიზნეს-ჯგუფი კურირებს. 2005 წლის ნოემბერში რუსული "პრომიშლენნიე ინვესტორის" (ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსეთის სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სერგეი გენერალოვია) შვილობილმა ბრიტანულმა კომპანიამ "STANTON EQUITIES CORPORATION"-მა ტენდერში გაიმარჯვა და სააქციო საზოგადოება "მადნეულის" 97,25 პროცენტი იყიდა. ინვესტორმა, რომელმაც "მადნეული" შეიძინა, ოქროს შემცველი მეორადი კვარციტების გადამამუშავებელი შპს "კვარციტის" 51 პროცენტი და "საქართველოს სამთამადნო კომპანიის" 100 პროცენტიც მიიღო. ეს უკანასკნელი ბოლნისის რაიონის 36 საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიას ფლობს. "მადნეულის" რამდენიმე შვილობილი კომპანიის გარდა, "STANTON EQUITIES CORPORATION"-ს შპს "ტრანს ჯორჯია რესორსიც" ერგო, რომელიც საყდრისის საბადოზე წიაღით სარგებლობის კომპლექსურ ლიცენზიას ფლობს. ამ საბადოზე დათვლილი 40 ტონაზე მეტი ოქრო, ორჯერ მეტი ვერცხლი და 100 ათას ტონამდე სპილენძი რენტაბელურ ამოღებას ექვემდებარება. 2007 წლიდან სს "მადნეულის" და სს "კვარციტის" აქციები "პრომიშლენნიე ინვესტორის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიმან პოვარიონკინს გადაეცა

:givi:

აი, ძმაო, ესაა კარგი რომ საქ. საკუთრება უცხოელების ხელში გადადის, ეტყობა მე დებილი ვარ და ვერ ვხვდები რაა ამაში კარგი, ვერ ვხვდები და რა ვქნა, აი ნაციონალები კი ამას ხვდებიან,

ვინმეს ეჭვი ეპარება რომ მისტერ სიმონ პოვარიონკინი არაა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი და ეს კომპანია არა რუსეთის სახელწმიფოს საკუთრებაში, ან კეგებე არ აკონტროლებს?\

დამისახელეეთ თუნდაც ერთი მსხვილი რუსული კომპანია სადაც კეგებე არ იჯდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმეს ეჭვი ეპარება რომ მისტერ სიმონ პოვარიონკინი არაა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი და ეს კომპანია არა რუსეთის სახელწმიფოს საკუთრებაში, ან კეგებე არ აკონტროლებს?\

ხოდა სწორს შვებიან კაცო. ცოტა ხანში რუსეთი დაიშლება, და შეგვრჩება ხახვივით მერე ეგ ყველაფერი, აპა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა სწორს შვებიან კაცო. ცოტა ხანში რუსეთი დაიშლება, და შეგვრჩება ხახვივით მერე ეგ ყველაფერი, აპა :)

ის სიმღერა თუ გახსოვს, გამოუცნდა ბაღი ბოტანიკურიო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...