machkatela Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 რა საჭიროა ბოტანიკა?? საერთოდ ბაღი?? სუნთქვაც არ გჭირდებათ..და თუ გინდათ, გადაიხადეთ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ილიას უნივერსიტეტს გამოეყოფა და თბილისის მერიას გადაეცმა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს~ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგო რატიანმა განუცხადა.ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი უკვე 4 წელია გაერთიანებულია. ის ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. 4 ივლისს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს საბიუჯეტო დაფინანსების განულებისა და ახალი ხელშეკრულებების შესახებ აცნობა.როგორც რატიანი განმარტავს, უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება 47%-ით შეუმცირდა და დადგა საკითხი, როგორ უნდა გადანაწილებულიყო თანხა, რომელიც უნივერისტეტს დარჩა.~ჩვენ მივმართეთ სამინისტროს, დაეზუსტებინა რაზე იყო მიზანშეწონილი სახელმიწფო დაფინანსების დახარჯვა. სამინისტრომ დაასახელა რამდენიმე ინსტიტუტი, რომელთა შორის ბოტანიკის ეროვნული ბაღი ვერ მოხვდა. ბოტანიკურ ბაღს აქვს სხვა დაფინანსების წყაროები, მათ შორის გრანტები და მას ეს დარჩება~, - აღნიშნა რატიანმა.მისივე თქმით, ახალი ხელშეკრულებებით, რომელიც ბაღის თანამშრომლებს წარედგინათ, დარჩენილია საგრანტო და სხვა ტიპის დაფინანსებები და ამ დაფინანსების ფარგლებში ისინი უნდა იყვნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. http://www.interpressnews.ge/ge/audio.html?view=audio&audio=1049 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 კი მარა, იმ ბაღში ბენზინი რომ გააყოლოთ და უკან წამოსვლისას დაასხატ და სიგარეტის ნამწვავები დაყაროთ, არ მოსულა? შეიტენოს მერე მერიამ უკან დამწვარი ბაღი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 DonCaredoკი მარა, იმ ბაღში ბენზინი რომ გააყოლოთ და უკან წამოსვლისას დაასხატ და სიგარეტის ნამწვავები დაყაროთ, არ მოსულა? შეიტენოს მერე მერიამ უკან დამწვარი ბაღიმერიასაც ეს უნდა... და მერე კორუსებს წამოჭიმავენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 მერიასაც ეს უნდა... და მერე კორუსებს წამოჭიმავენ...წამოჭიმონ მერე. თუ მაინც ვერ ივლით იმ ბაღში, გინდა კორპუსები ყოფილა, გინდა კაზინოები. თუმცა ხო, დიდი პროტესტი უნდა მაგას და შეშინდებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 DonCaredoთუ მაინც ვერ ივლით იმ ბაღშირატომ ვერ ივლით? ახლა რომ აქვს დაფინანსება რა ტაქსით მიყავთ ხალხი შესასვლელამდე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 ჯერ ივანიშვილს წამოაჭიმინეს სასახლე ბოტანიკურის ტავზე ეხლა სულ უნდა გაანადგურონ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 რატომ ვერ ივლით?მე რა ვიცი კაცო თითონ ამბობენ ვერ ვივლითო, თორე მე ასი წელი არ მაინტერესებს ბოტანიკური ბაღი, მაგის მაგიერ კარგი რესტორანი გააკეთონ, ის ჯობია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 200-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა, ბაღს კი გაუქმება ემუქრება - ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა განუცხადეს.ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი უკვე 4 წელია გაერთიანებულია და ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. 4 ივლისს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომელებს საბიუჯეტო დაფინანსების განულებისა და ახალი ხელშეკრულებების შესახებ აცნობა.როგორც ბაღის თანამშრობლები განმარტავენ, ახალი ხელშეკრულებებით მათ ილიას უნივერსიტეტი ხელფასს აღარ გადაუხდის და თანამშრომლების ანაზღაურება საქველმოქმედო ფონდ "ქართუზე~ იქნება დამოკიდებული.ამ ტიპის ხელშეკრულებებზე ბაღის თანამშომლების უმრავლესობა, მეცნიერები და მკვლევარები ხელის მოწერას არ აპირებენ.~საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ილიას უნივერსიტეტის სტრუქურული ერთეულია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირეს სახელმწიფო დაფინანსება, შესაბამისად ჩვენ გაგვინულდა სახელმწიფო დაფინანსება~, - აღნიშნა ბაღის დირექტორმა შალვა სიხარულიძემ.სიხარულიძის თქმით, ის არ აიძულებს თანაშრომლებს ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერას. იმ შემთხვევაში კი თუ ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულებებს არ გააფორმებენ, ილიას უნივერსიტეტი მათ ერთი თვის კომპენსაციას გადაუხდის და სამსახურიდან გაათავისუფლებს.ასევე შალვა სიხარულიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არის საუბარი ბაღისა და ინსტიტუტის გაყოფისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ.საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ოფიციალურად ბოტანიკური ბაღი 1845 წელს ეწოდა. ბაღის ფართობი 128 000 ჰექტარია. ბაღში საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ასევე ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები ინახება.ბაღის მეცნიერ-თანამშრობლები თვლიან, რომ ბოტანიკური ბაღის გაუქმება, საუკუნის დანაშაული იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 ბაღის ფართობი 128 000 ჰექტარიაამას გაუშვებს ხელიდან მიშა?ფეხზე არ კიდია რომელი წლიდან არსებობს ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 (edited) ბაღის ფართობი 128 000 ჰექტარია.რაო? ანუ, 1280 კვადრატული კილომეტრი? თბილისი არის 726 კვადრატული კილომეტრი მოსკოვი არის 1081 აი მესმის ბაღი Edited July 20, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 DonCaredoრაო? ანუ, 1280 კვადრატული კილომეტრი? თბილისი არის 726 კვადრატული კილომეტრი მოსკოვი არის 1081 აი მესმის ბაღი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 ჯერ ივანიშვილს წამოაჭიმინეს სასახლე ბოტანიკურის ტავზე ეხლა სულ უნდა გაანადგურონ ხო ვნახე.კოჯორში რომ მივდიოდი,რაღაც პატარა ტუნელის პონტშიც ჰქონდა გაკეთებული გზაზე. აქ ხის მოჭრაზე,ნებართვა თუ არ აიღე,დარხეული გაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2011 მაგრად უთავდებათ ფულები, ილია უნივერსიტეტი სამიშმაკაკეთია, მანდ ლექტორები არიან ყველაზე გამორჩეული და სულითა და ხორცით ნაბ.. ლიბერასტები, ნეტავ ხელფასი თუ შეუმცირდათ რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს ძალიან მიყვარდა ბავსობასი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2011 ბაღის ფართობი 128 000 ჰექტარია ამას გაუშვებს ხელიდან მიშა? ფეხზე არ კიდია რომელი წლიდან არსებობს ? ეჭვი მაქვს, რომ სომხები მაგ ტერიტორიაზე ეკლესიის აშენებას მოითხოვენ და მთელ ტერიტორიას დაითრევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted July 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2011 სწორედ ეს ჰქონდა მიზეზი ინსტიტუტების გაერთიანებას უნივერსიტეტებთან... ჯერ გააუქმეს, როგორც დამოუკიდებელი, შეუერთეს უნივერსიტეტს, მერე სულ გააუქმებენ... რაც თითქმის მოხდა უკვე...მერე ნელ-ნელა უნივერსიტეტებსაც მიახურავენ...თქვენ წარმოგიდგენიათ ვაკეში რა ადგილზე არის თსუ და შენობები ფუჭდება უაზროდ (ნაციკების აზრით)...შეამცირებენ უნივერსიტეტს, შეყრიან ყველას მაღლივის კორპუსში და გაყიდიან ვაკეში კორპუსებს... ნაციკების პოლიტიკა აქეთკენ მიდის... განათლების დარხევა, ხალხის დამოქლიავება... რადგან დაქლიავებულის მართვა უფრო ადვილია... ადვილია ამღერო ასეთი ხალხი 'მომძღვნელმან ჩვენისა პურისა და სარჩოსი, რომელი არს მიშა, გიორგი, პოლიქტე, ივანე და ა.შ.' და მორჩა აღარ არის საქართველო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.