Jump to content
Planeta.Ge

ამბავი მიხეილისა და მომღერალი გოგოსი.


Recommended Posts

რა მოხდა ბათუმში სტინგის კონცერტის შემდეგ - "აუზში სააკაშვილს მომღერალი გოგონასკენ ხელი წაუწევია - უნდა "გაგსინჯო", სი ბემოლს თუ აწევო..."

 

"მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ჯურღმულებში სამი ფოტორეპორტიორის გამომწყვდევისა და ვერა ქობალიასა და ნათია ბანძელაძის მოულოდნელი ავადმყოფობის მიზეზი გაშიფრულია... სტინგის კონცერტიდან მეორე დღეს ნაქეიფარმა, დრონატარებმა და ნაკუნტრუშებმა "ნაცელიტამ" მიხეილ სააკაშვილის თამადობით, "პახმელიაზე" გამოსვლა უშველებელ აუზში დგაფუნითა და ნებივრობით გადაწყვიტა, მაგრამ იმ აუზში რა მოხდა და ერთსა და იმავე დღეს ასე ასტრონომიული სიზუსტით რატომ დაემთხვა ერთმანეთს ფოტორეპორტიორების დაპატიმრება, საავადმყოფოში ვერა ქობალიას სასწრაფოდ გაქანება, ნათია ბანძელაძის ტვინის შერყევა და გიორგი ბარამიძის ფეხის მოტეხვა ჩვენთის უცნობი დარჩა. ფოტორეპორტიორები რომ 26 მაისის ფოტოების გამო იტანჯებიან, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას, მაგრამ ვინც მიშას სულსწრაფობის ამბავი იცის, ალბათ, დამეთანხმება - რომ არა სხვა დამატებითი მიზეზი, სააკაშვილი თვენახევარზე მეტს არ დაიცდიდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ფოტორეპორტიორების თუ ფოტორეპორტიორის გადაღებულმა სხვა - პიკანტურმა კადრებმა უფრო შეაშფოთა", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით "ამის თქმა და ამ მომღერალ გოგონას სააკაშვილი დატაკებია...".

 

"მაინც რა მოხდა ბათუმში ისეთი, რომ ვინ იმ ავადსახსენებელ აუზში ვინც ჩავიდა, ზოგი ტვინის შერყევის დიაგნოზით გამოაქანეს თბილისისკენ, ზოგი "კასტილებით", დაფეხუცობს, თურმე, მთავრობის სხდომებზე, ხოლო ზოგი საავადმყოფოში ისე საგულდაგულოდ გადამალეს, ეგონათ გადავრჩით, ამას ეშმაკიც ვერ მიაგნებსო, მაგრამ მიშას "გესტაპოს" კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მოკლედ, როგორც სანდო წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა, სტინგის კონცერტის დამთავრების შემდეგ, მეორე დღეს, ბათუმურ აუზში დიდი ამბები დატრიალებულა. კერძოდ, სააკაშვილს დაცვა დაუთხოვია და ჯერ კარგა გვარიანად უსვამს და უჭამია აუზში - "პახმელიაზე" გამოსულა, მაგრამ ნათქვამია - გადაჭარბებული არაფერი ვარგაო და მიხეილ-ფაშასაც სიმთვრალე შებრუნებია. ხალხი აუზიდან ნელ-ნელა გაკრეფილა, არიქა ჩვენს მამა-მარჩენალს ნეტარება არ დავურღვიოთო. ერთი სიტყვით ასე დარჩენილან მიშა და ერთი მომღერალი გოგონა აუზში მარტო...", აღნიშნავს გამოცემა.

 

"ეს რომელი მომღერალი გოგონა ყოფილა იცით? - ის კი არა, რომელთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილი ყვარლის ტყეში 4 საათის განმავლობაში მარტოდმარტო იყო გაუჩინარებული და დაკარგულებს ვანო მერაბიშვილის მთელი საძაღლეთი ეძებდა, არამეს სხვა მომღერალი... მიშაც და გოგონაც ლეიბებზე ყოფილან წამოწოლილინი და აჭარის მზეს ეფიცხებოდნენ. თურმე სააკაშვილს გოგონასკენ ხელი წაუწევია - აქაოდა აქ მოდი, უნდა "გაგსინჯო", სი ბემოლს თუ აწევო! ერთი სიტყვით ნაქეიფარმა და უკვე შექეიფიანებულმა მიშამ გოგონას აუზშივე დაუპირა "მიტყვარჩელება", რასაც თურმე ქალის საშინელი რეაქცია მოჰყვა - რას მიშვრები, შენობაში უამრავი ადამიანია, ყველას შეუძლია დაგვინახოს, ასე რატომ მამცირებ და თავს რატომ მჭრი, სხვაგან უარი როდის მითქვამს, მაგრამ აქ ვერ დაგნებდებიო!" - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მიხო-ფაშა ამაზე, თურმე, ჭრელი ნიფხვიდან ამომხტარა - უარის თქმას როგორ მიბედავო?! ამის თქმა და მომღერალ გოგონაზე დატაკება სააკაშვილს, თურმე, ერთი უქნია. გოგონა საცურაო ლეიბიდან გადმოვარდნილა და წივილ-კივილი აუტეხავს -აქეთ მიშა იგინებოდა, იქით ქალი წიკვინებდა. ამ ხმაურსა და დავიდარაბაზე შენობიდან პირველები გამოვარდნილან და მომღერალი გოგონას მიშველებას ცდილან ვერონიკა ქობალია და მიხო-ფაშას პრესსამსახურის თანამშრომელი ნათია ბანძელაძე. მოკლედ, ატეხილა აუზში "გამიშვი" და "გაგიშობ"... წივილ-კივილის ხმაზე სააკაშვილის დაცვა ელვის უსწრაფესად ადგილზე გაჩენილა და თურმე მიჩხუბრები ერთმანეთისგან ძლივს დაუშორებიათ. ქალბატონ ბანძელაძეს ამ ორომტრიალში აუზის კიდეზე, კაფელზე მიურტყამს თავი, ხოლო ვერონიკა ქობალია უშუალოდ მიშას მსხვერპლი შექმნილა და ფაშას ხელი რამდენჯერმე მთელი ძალით მოხვედრია - თურმე უბედურმა ვერამ კინაღამ აუზში დაღაფა სული. მთელ ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, გიორგი ბარამიძეს რა მომაენტში და რომელ შეტაკებაში ვინ მოტეხა ფეხი..." - წერს სტატიის ავტორი.

 

"ახლა კი ყველაზე მთავარი - წყარომ რამდენჯერმე დაბეჯითებით გაგვიმეორა, რომ ბათუმის აუზში ატეხილი აყალმაყალი ფოტორეპორტიორის კამერამ დეტალურად აღნუსხა და დააფიქსირაო! თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება იმის ახსნა, რატომ დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები სწორედ იმ დღეს, როცა ბათუმიდან ლამის ნახევარი მთავრობა ნაცემ-ნაბეგვი, ფეხმოტეხილი და ტვინშერყეული თბილისისკენ გამოაქანეს!. რუსის "ბარაბანს" არ მოხვედრია იმდენი, რასაც თქვენ მიხო-ფაშა გცემთ, თქვე უბედურებო! თქვენ უფრო მეტსაც აიტანთ, რადგან ნამდვილი "ამტანები" ხართ. თქვეს გაძლებას გაუმარჯოს!" - დასძენს სტატიის ავტორი.

რა მოხდა ბათუმში სტინგის კონცერტის შემდეგ - "აუზში სააკაშვილს მომღერალი გოგონასკენ ხელი წაუწევია - უნდა "გაგსინჯო", სი ბემოლს თუ აწევო..."

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/175021-18072011.html

 

 

მიშა მაგარია.!!

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რაღაც ლათინოამერიკულ სერიალების ამბებს ჩამოგავს,თუმცა მიშასგან რა უნდა გაგიკვირდეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნძრევაი საკვირველი :givi:

პეტრე პირველი ორგიების ისტორია ცნობილი ამბეა და რა მიშა პირველი რით ჩამოურცება პეტრეს?

 

ეხლა ვერას რომ მალავდნენ ეს ნაღდია და ასე ერთად დაზიანებული ხელისუფლებაც ეჭვს იწვევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ისე რაღაც ლათინოამერიკულ სერიალების ამბებს ჩამოგავს,თუმცა მიშასგან რა უნდა გაგიკვირდეს.

ქართული "ნაცბომონდი" ლათინოამერიკული სერიალების მიმბაძველები არიან, ბატონოძუკუ

 

არაფერიც არ მიკვირს და ტავიდანვე ეს ვიფიქრე - რაღაც გადაიღეს ამ ფოტორეპორტიერებმა და ამიტომ დაიჭირეს :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ქართული "ნაცბომონდი" ლათინოამერიკული სერიალების მიმბაძველები არიან, ბატონოძუკუ

ისე რა უნდა გაგიკვირდეს,მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გამოჩნდა სურათი თემქაზე პოლიციის შენობის წინ ვანო ჯავახიშვილის ბიუსტის დადგმის შესახებ.პირველად ფოტომონტაჟი მეგონა,მაგრამ დღეს ჩემმა თანამშრომელმა დაადასტურა რომ სინამდვილეა,რადგან მისი სახლის წინ დგას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემის აზრით მაგაი Y-ობააა, ჯერესერთი ვინაა ის ერთი მომღერალი ქალი,

მეორე აბდალაძემ ვის უნახავდა მაგ ინფორმაციას, ბებიაჩემს? (დიდი ხანია აღAრაა ცოცხალი ცხონებული)

 

ყვითეელიი პრესსააა ვოტ

 

(ეს ტუ სიმართლეა ვინატრებდი რომ სოფო ნიჟარაძე ყოფილიყო ვერ ვიტან მაგ დებილ ნაშას :givi: )

 

ძალიან ვა#######ებ მე მაგრამ ჟურნალისტი რომ ვყოფილიყავი როგორმე მოვიძიებდა ინფორამციას ვერონიჩკოს ავადმყოფობის შესახებ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ისე რაღაც ლათინოამერიკულ სერიალების ამბებს ჩამოგავს,თუმცა მიშასგან რა უნდა გაგიკვირდეს.

ისე ლათინოამერიკულ სერიალს უკვე კაი ხანია რაც გაცდა ჩვენი პრეზიდენტი :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ისე რა უნდა გაგიკვირდეს,მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გამოჩნდა სურათი თემქაზე პოლიციის შენობის წინ ვანო ჯავახიშვილის ბიუსტის დადგმის შესახებ.პირველად ფოტომონტაჟი მეგონა,მაგრამ დღეს ჩემმა თანამშრომელმა დაადასტურა რომ სინამდვილეა,რადგან მისი სახლის წინ დგას.

:givi:

ნუთუ ეს მართალია?

მე ხუმრობა მეგონა - გულწრფელად.

ჩემი ნიჰილიზმიც კი ვერ ქაცავს ამდენს :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ნუთუ ეს მართალია?

მე არ ვიცი როგორ უნდა სურათების ჩამოტვირთვა ფეისბუქიდან,იქნებ ვინმემ დადოთ.

tatka

ისე ლათინოამერიკულ სერიალს უკვე კაი ხანია რაც გაცდა ჩვენი პრეზიდენტი

თქვენ ალბათ არ მოსწრებიხართ,მაგრამ ლათინური ამერიკა სავსე იყო დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმებით.ხოდა იმათ უფრო გავს მიშა.

სხვათა შორის მათი ქვეყნების უმრავლესობაში გზებიც დაგებული იყო და შენობებიც შეღებილი.ხო კიდევ,დემოკრატიაზე საუბარი იმათაც მაგრა ეხერხებოდათ და ამერიკის მფარველობითაც სარგებლობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლათინური ამერიკა სავსე იყო დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმებით.ხოდა იმათ უფრო გავს მიშა.

სხვათა შორის მათი ქვეყნების უმრავლესობაში გზებიც დაგებული იყო და შენობებიც შეღებილი.ხო კიდევ,დემოკრატიაზე საუბარი იმათაც მაგრა ეხერხებოდათ და ამერიკის მფარველობითაც სარგებლობდნენ.

ძლივს ისეთი პოსტი, რაშიც ასპროცენტიანი ვეთანხმები ამ კაცს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ძლივს ისეთი პოსტი, რაშიც ასპროცენტიანი ვეთანხმები ამ კაცს

:givi:

ეტყობა არ კითხულობთ ყველა ჩემ პოსტს ბატონო დონ.ანარადა ხშირად ვწერ ამერიკაზე ორ გამოთქმას:

1.მექსიკური:რა საცოდავია მექსიკა რადგან რა შორსაა ღმერთისგან და რა ახლოსაა ამერიკასთან.

2.ამერიკული:Самоса сукин сын,но наш сукин сын.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სხვათა შორის მათი ქვეყნების უმრავლესობაში გზებიც დაგებული იყო და შენობებიც შეღებილი.ხო კიდევ,დემოკრატიაზე საუბარი იმათაც მაგრა ეხერხებოდათ და ამერიკის მფარველობითაც სარგებლობდნენ.

რად გვინდა ეგეთი გზები თუ ხალს ელემენტარული ავტობუსის ფული აღარა აქვთ?

რად გვინდა ეგეთი განათებული ქუჩები თუ ხალხი ერთ ნათურაზე მეტს ვერ აანთებს და ვერც მაცივარს იხმარებს რადგან არც ელექტროენერგიის ფული არა აქვთ და მაცივარშიც აღარაფერი აქვთ შესანახი...

რად გვინდა ისეთი ქვეყანა სადაც აღარც მეცნიერება აღარ იქნება არც სოფლისმეურნეობა, აღარც განათლება და ასე შემდეგ...

რად გვინდა ქვეყანა სადაც ადამიანი კვდება იმიტომ რომ ექიმის ფული არა აქვს?

რად გვინდა ქვეყანა სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა?

რად გვინდა ქვეყანა სადაც თავს დაცულად ვერ გრძნობ?

რად გვინდა ერსთი ამერიკის მფარველობა თუ კი ქვეყანა უბსკრულისკენ მიექანება?

რად გვინდა ეს ფასადური ცხოვრება?

ვისთვის აშენებენ ამ ქვეყანას?

თუ მარტო თავისთვის, მაშინ როგორ შეიძლება ესეთ ქვეყანაში ბედნიერები იყვნენ სადაც ამდენი ხალხი ესეთი გაჭირვებული და უბედური იქნება?

შეიძლება მე არაფერი მესმის, მაგრამ ვისაც ესმის იქნებ ვინმემ ამიხსნას.... :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...