lasha1997 Posted July 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2011 დამიჯერე დიტო,ეს სტატუსი საკუთრებასთან არაა კავსირსი.მათ ამის მიღება როგორც კერძო სამარლის იურიდიულ პირებსაც შეეძლოთ.ეს სადაო ეკლესიები დღეს საპატრიარქოს ეკუთვნის და მისთანნ შეთნხმების გარესე მიშა ვერ გაასხვისებს.ეხლა ნაცები თუ ძალიან მოინდომებენ,შეუძლიათ კონკორდატიც თავზე გადაგვახიონ ყველას და რაც უნდათ ის გააკეთონ. ვერა,ვერ დაგიჯერებ და ერთი კაცის ქვეყანაა საქართველო და რასაც უნდა იმას გააკეთებს.ვნახოთ რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 ჭკვიანი კაცი ხარ შენ გმადლობ ბაბუ babuagiorgiგამოდით გარეთ და აღარ შეხვიდეთ შინ სანამ უსამართლოთ გასამართლებული ხალხი ციხეებში იტნაჯება.მაგებზე გული არ უჩუყდებათ პირიქით ბევრი მათგანი თანამშრომლობს ადმინისტრაციასთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 lasha1997ვერა,ვერ დაგიჯერებ და ერთი კაცის ქვეყანაა საქართველო და რასაც უნდა იმას გააკეთებს.ვნახოთ რა. ყველანი ციხეში@მიშა.მეც მაგას არ ვამბობ,ოღონდ ეს კანონი არაფერ შუაში არ არის,თუ უნდა მართლა რასაც უნდა იმას გააკეთებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 (edited) ტაშიირეეეელიიგიის განყოფილებაში, lasha1997 მეც მაგას არ ვამბობ,ოღონდ ეს კანონი არაფერ შუაში არ არის,თუ უნდა მართლა რასაც უნდა იმას გააკეთებს.მე ვფიქრობ, რომ ილია აწვალებდა სომხებს და სამაგიეროდ სურდა მიეღო ლორეში არსებული ქართული ძეგლებისთვის რაღაც ხეირი, ამათმა კი ჩაუკუკეს, რეალურად კი ამ კანონის მიღებით სომხური ეკლესია არანაიად არ ძლიერდება ქართული ეკლესიის დასუსტების ხარჯზე,იყო ერთგვარი დაპირისპირება გარეგინთანაც რომ აი თუ გინდა რაღაც შენც გაიღე რაღაც, ხოდა ამ დროს კი, მოხდა ის რაც მივიღეთ პარლამენტმა მოლაპარაკების პროცესში მიიღო კანონი და პრეზიდენტმაც იმავე დღეს დაამტკიცა,]რეალურად ეს იყო უპატივცემულობა პატრიარქის მიმართ და იმის დაფიქსირება რომ შენსკენ არ ვართ და რასაც გვინდა იმას მოვიმოქმედებთამაზე განაწყენდა ილია რომ კაცთან მოლაპარაკება მაქვს, ვცდილობ რაღაც გამოვტყუო და ამ დროს რა 33 დაგემართათ თქვე ჩემისებოო Edited July 19, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 DonCaredo ბავშვს მშობლები სადაც უნდათ იქ ატარებენ ეგ არზრდის ნაწილია და ხმის მიცემის უფლება სულ სხვა რამეაა დავიჯერო მაგას ვერ ანსხვავებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 გარეგინ მეორის და გარეკილ პირველის შეხვედრა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted July 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2011 სომხურ საიტზე, ღირსშესანიშნაობების ათეულში, ალავერდი სომხურ საკათედრო ტაძრად მოიხსენიესსომხებმა, ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესია, სომხურ არქიტექტურულ ათეულში შეიყვანეს და სომხური ღირსშესანიშნაობების საიტზე განათავსეს.ამას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ქართველების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.სომხები “ფეისბუკზე” ატეხილ აჟიოტაჟს მოერიდნენ და ალავერდის საკათედრო ტაძარი ათეულიდან წაშალეს.სომხები ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელშიც გააქტიურდნენ და სპეციალურ გვერდებს ქმნიან, რომელიც ჯავახეთს ეხება.გვერდზე, რომელიც მათ რამდენიმე დღის წინ შექმნეს ჯავახეთის რუქაა გამოსახული წარწერით, „ჯავახეთი ჯერ არ დაგვიკარგავს“!სოციალურ ქსელში სომხების ასეთ აქტიურობას ქართველები აპროტესტებენ და საიტის ადმინისტრაციას გვერდებს აუქმებინებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2011 (edited) სომხები გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ. "საინტერესოა, თუ თავისსავე ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესია რატომ ანერვიულებს..." "სომხეთში გარეგინ II-ის საწინააღმდეგო განწყობა დღითიდღე იზრდება. ადგილობრივ გამოცემებში სომეხთა კათალიკოსის წინააღმდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაიბეჭდა სტატიები. ამჯერად გარეგინ II-ის საწინააღმდეგო კამპანია სოციალურ ქსელ ფეისბუკზეც დაიწყო. როგორც ინტერნეტპორტალი "პანარმენიან.ნეტი" იუწყება, სომეხი საზოგადოება სრულიად სომხების კათალიკოს გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს. ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, სოციალური ქსელ ფეისბუქში შექმნილია სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფს ასე ჰქვია: "ჩვენ ვითხოვთ კათალიკოსის გადადგომას", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სომხები გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ. "იმ მომენტში, როცა "პანარმენიან.ნეტი" ამ ინფორმაციას ავრცელებდა, ჯგუფში 67 ადამიანი იყო გაერთიანებული. ასევე გვერდის ავტორებმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დაუსვეს კითხვა: "უნდა განიკვეთოს თუ არა სრულიად სომხების კათალიკოსი გარეგინ II სომხეთის სამოციქულო ეკლესიიდან?" - ამ კითხვას 1560 მომხმარებელმა დადებითი პასუხი გასცა, უარყოფითი პასუხი მხოლოდ 221 ადამიანს ჰქონდა. გვერდის შექმნისა და გარეგინზე განრისხების მიზეზი სომეხთა კათალიკოსის განცხადება გახდა - მან თქვა, რომ "მთებში მდებარე ეკლესიები არ აღელვებს". სომეხთა კათალიკოსმა ეს განცხადება სანაჰინის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის საკითხზე საუბრისას გააკეთა. ამ განცხადებას სომხურ საზოგადოებაში მართლაც სამართლიანი პროტესტი მოჰყვა, რადგანაც წარმოუდგენელია, კათალიკოსს სამონასტრო კომპლექსის ბედი არ აღელვებდეს", - აღნიშნავს გამოცემა. "მოგეხსენებათ, რომ სომხური მხარე ამ ეტაპისთვის ექვსი ეკლესიის გადაცემას გვთხოვს. აქედან ხუთი თბილისში მდებარეობს, ერთი კი ახალციხეში. საინტერესოა, თუ თავისსავე ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესია რატომ ანერვიულებს? ერთ-ერთი სადავო ეკლესია სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს. სადავო ეკლესიებზე იყო სასაუბროდ ჩამოსული ის საქართველოში. ამ ეკლესიების გადაცემა მან საკმაოდ უხეში ფორმით მოითხოვა. თუმცა საპატრიარქოში არაფერი გაუვიდა. ჩვენმა პატრიარქმა საკმაოდ ნათლად განუმარტა, რომ სომხურ მხარესაც აქვს გადმოსაცემი ქართული ეკლესიები", - დასძენს გამოცემა. "როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გარეგინმა რაღაცები ჩააწყო ხელისუფლებასთან. ამის გამო საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლება კინაღამ ერთმანეთს დაეტაკა. გარეგინს კი თურმე თავის ტერიტორიაზე მდებარე, მართლაც სომხური წარმოშობის სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს. საქართველოში მის ვიზიტს იქაურ მედიაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გამოცემა "არავოტმა" ის იმ უზრდელობისთვის გააკრიტიკა, რომელიც მან ჩვენს პატრიარქთან შეხვედრის დროს გამოიჩინა. "არავოტი" აღშფოთდა, რომ ის ასაკით უფროს ილია II-ს შენობით ესაუბრებოდა და თავი როგორც რიგით მაფიოზს, ისე ეჭირა", - წერს სტატიის ავტორი http://geo.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/175323-21072011.html Edited July 21, 2011 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2011 გარეგინ მეორის და გარეკილ პირველის შეხვედრა. ჩVენ მეტ. ლიბერასტები ასეთ დაცინვას დაუშVებლად მიიჩნევენ, სამაგიეროდ საქ. პატრიარქის დაცივნა კარგი ტონია სომხები გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ. "საინტერესოა, თუ თავისსავე ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესია რატომ ანერვიულებს..." თეამ არ გაიგოს თუთბერიძემ თორემ ხომ წარმოგიდგენია რა ამბავი ატყდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.