lasha_alo Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ესაა თემა, სადაც შეგვიძლია დავდოთ უკვე არქივად ქცეული მასალა , რათა გავიხსენოთ რაც იყო. მარნეულში დღეს ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გამართეს სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ და ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ. "მე არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს ქვემო ქართლის, მთელი რეგიონის ანულირება, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. აქ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. ის რასაც ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს არის ნაციზმი და ექსტრემიზმი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - განაცხადა ლევან მამალაძემ. "ეს არ არის საპროტესტო აქცია, უბრალოდ ვაფიქსირებ, რომ თუ ხელისუფლება ქვეყანაში ვერ ახერხებს წესრიგის დაცვას, მაშინ ის ვერ შეძლებს ხალხის დაცვას", - განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.http://www.civil.ge/geo/article.php?id=5321 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის. ამერიკის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჯორჯ ბუშმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ და კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ბოლოდროინდელი კრიზისული სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგების გამო.http://www.civil.ge/geo/article.php?id=5508&search= Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი როგორც პარლამენტის შენობაში ისე მის გარეთ. გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში მომხრეებიც შევიდნენ. ამჟამად პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაერთიანებული ოპოზიციის ათეულობით ათასმა მომხრემ დაიკავა. ხელისუფლებისა და "აღორძინების" მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოატოვეს. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის მომხრეებმა ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე შეაღწიეს დარბაზში. ნინო ბურჯანაძემ მადლობა მოუხადა პოლიციას და ჯარს, რომელმაც ოპოზიციის მომხრეები თავისუფლად გაატარა პარლამენტის შენობისკენ. ბურჯანაძემ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დატოვონ პარლამენტის დარბაზი და შენობის წინ გადაინაცვლონ. ბურჯანაძემ ასევე მიმართა თავდაცვის მინისტრს, რომ "ამ შენობაში გაისმა მუქარა, რომ შემოგვიტევს ან ჩვენი, ან უცხო ქვეყნის ჯარი. მაგრამ მინდა შევახსენო თავდაცვის მინისტრს, რომ პრეზიდენტის დაცვის გარდა, ევალება ყველა ჩვენგანის დაცვა. და მიიღოს ყველა ზომა, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული წესრიგი და ყველა ჯარისკაცს მოვუწოდებ, რომ ისევე ვაჟკაცურად გააგრძელოს თავისი ვალის მოხდა". ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩატარდება ახალი საპარლამენტო არცევნები და პარლამენტის შენობაში ახალი ლეგიტიმური პარლამენტი შევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.