lasha_alo Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ვინ მოვიწვიოთ?როგორი ფორმატი გვინდა?შეგიძლიათ სტუმრების მოძიებაში ხელშეწყობა.გთხოვთ ვიმსჯელოთ.უახლოეს ხანში გავაგრძელებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ვინ მოვიწვიოთ? ნუღა დავწვრილმანდებით და სააკაშვილს დაუძახეთ პირდაპირ ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო ვიტყოდი რელიგიური პირითქო, მაგრამ მათი მოსმენა... გვინდა ადამიანი რომელიც ახსნის მომხდარი ამბების დადებითს, უარყოფითს, ახსნის რის გამო და რა მიზნით დაიწყო ეს რელიგიური ორომტრიალი, რისი შეეშინდა ხელისუფლებას, რა ხდება სომხებთან დაკავშირებით ატეხილ ამბებზე და სხვა მრავალი. სახელი და გვარი, თუ ვინ იქნება ეს პიროვნება თქვენ განსაზღვრეთ, მე ლ.ბერძენიშვილის საუბარი მომწონს და მაგრად ვხალისობ მაგის იუმორზე და არ ვიტყოდი უარს სერიოზული და დაღვრემილ-გაბოროტებული სახეებით პოლიტ მსჯელობები ყელშია ამოსული, ბერძენა გაგვახალისებდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 nika3012ლ.ბერძენიშვილის საუბარი მომწონს და მაგრად ვხალისობ მაგის იუმორზე და არ ვიტყოდი უარს ლევანი სავადყოფოშია და არა მგონია უახლოეს დღეებში შესძლოს.თუ რესპებზე მიდგა საქმე ჩემი წინადადებაა თინას დავუძახოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ლევანი სავადყოფოშია არ ვიცოდი, მაგარი კაცია, იმედია გამოჯანმრთელდება. თუ რესპებზე მიდგა საქმე ჩემი წინადადებაა თინას დავუძახოთ. მშვენიერი აზრია, იუმორით არ გამოირჩევა, მაგრმ ზედმეტად გაწონასწორებელი, დამფრთხალი უსუფასგან განსხვავებით ემოციური საუბარი იცის წინადადება მომწონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 nika3012ორი თემაა ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო დღეების.ერთი რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციას რაც ეხება,მეორე კი ფოტორეპორტიორების საქმე.აგერ თინას ბრიფინგი ამ თემაზე: სიახლე: "ფოტორეპორტიორების საქმე სახელისუფლებო ისტერიის მორიგი გამოვლინებაა"თარიღი: Jul 12, 2011 - 10:53 AM განაცხადა თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან პროტესტი გამოხატა ფოტორეპორტიორების დაკავების საქმეზე ხელისუფლების მორიგი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. ბრიფინგზე გავრცელდა განცხადება: "რესპუბლიკური პარტია პროტესტს გამოთქვამს ხელისუფლების მორიგი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო, ფოტორეპორტიორების დაკავების საქმეზე. მიმდინარე პროცესი დღითიდღე ამძიმებს დაკავებულთა მდგომარეობას, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ამძაფრებს საზოგადოების უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. რამდენიმე დღეა, ყველანი უშედეგოდ ველით რაიმე დასაბუთებული, არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამაგრებული მასალის გამოქვეყნებას, რომელიც ნათელს მოჰფენდა აღნიშნულ საქმეს. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით ფოტორეპორტიორების საქმე, ისევე როგორც მრავალი მსგავი შემთხვევა, სახელისუფლებო ისტერიის მორიგი გამოვლინებაა. ეს საქმე პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო ანგარიშსწორებას უფრო გავს, ვიდრე პასუხისმგებლობით აღსავსე და ქვეყნაზე მზრუნველი უწყების მიერ ქვეყნისათვის საფრთხის აცილების წარმატებულ შემთხვევას. მივმართავთ ხელისუფლებას, გონივრულად მოეკიდოს ფოტორეპორტიორების საქმეს და სამართლიან და გამჭვირვალე რეჟიმში წარმართოს გამოძიება, ვინაიდან ამ საქმემ უკვე გამოიწვია მაღალი დაინტერესება საერთაშორისო დონეზე. არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ანგარიშსწორენა 26 მაისის კადრების გავრცელებისათვის მოხდება. მაღალია ქართული საზოგადოების უნდობლობა „ჯაშუშები“ საქმეების მიმართ და სერიოზული საფრთხე ადგება ქვეყნის რეპუტაციასა და პრესტიჟს. სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ როდესაც ადამიანებს ამგვარ უმძიმეს ბრალდებებს წაუყენებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოება დარწმუნებული იყოს მათ უტყუარობაში. ამგვარი დასაბუთების აუცილებლობა კიდევ უფრო გარდაუვალი ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს, მით უფრო მაღალი თანამდებობის პირების უახლოესი გარემოცვის წევრებს. 1. გაუგებარი და მიუღებელია, რა სტატუსის მატარებელია ის სატელეფონო ჩანაწერები რომელიც გამოქვეყნდა, რომელიც აბსოლუტურად არაფერს კანონსაწინააღდეგოს და მით უფრო – ჯაშუშობის დამადასტურებელს არ შეიცავს. გაგრძელება 2. სრულიად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია მოსმენა კიდევ ერთი აღიარებისა, რომელიც პატიმრობაში მყოფი და სავარაუდოდ მეუღლის გათავასუფლების სანაცვლოდაა მიღებული; 3. შემაშფოთებელია და სახიფათო ტენდენციას ატარებს მოჭარბებული აღიარებები ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რომელიც სინამდვილეში სამართლებრივად არაფერს ნიშნავს, თუმცა უდიდესი პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს და ადამიანების რეპუტაციის ნგრევასა და შანტაჟს ემსახურება. რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ • დაუშვებელია ადამიანის დაპატიმრება აღიარებითი ჩვენების გამო; • დაუშვებელია მტკიცებულებად გამოდგეს რაიმე სატელეფონო საუბარი, სადაც დანაშაული საერთოდ არ ჩანს და უფრო მეტიც, ადამიანი დაჟინებით მოითხოვს „ჯაშუშისაგან“ საბანკო ანგარიშის გახსნას; • დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების კოლექტიური დაპატიმრების საქმეს საიდუმლოს გრიფი დაედოს, მაშინ როდესაც ქვეყანა განებივრებულია ასეთ საქმეებზე ფილმებითა და სერიალებით; ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს, განსაკუთრებით როდესაც საქმე მედიის წარმომადგენლებს ეხებათ; ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მათი გათვალისწინება. მივესალმებით სოლიდარობას, რომელიც ჟურნალისტებმა საკუთარ კოლეგებს გამოუცხადეს და იმედს ვიტოვებთ, რომ მხარდამჭერთა რიგებს კიდევ მრავალი ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი შეუერთდება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განწყობებისა. ამასთანავე უნიშვნელოვანესია, რომ სწორედ ამ საქმის ფონზე ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის გადახედვა მოვითხოვთ, რათა გამოირიცხოს ისეთი აბსურდული და ფართო სუბიექტური ინტერპრეტაციების შესაძლებლობა, რასაც მისი დღევანდელი რედაქცია მოიცავს. ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ძალისხმევა მიმართოს იმისათვის, რომ საქართველოში უკანონოდ და ანგარიშსწორების გამო გასამართლებული ადმიანების არმიას კიდევ ოთხი პირი არ შეემატოს, ხოლო ქვეყანაში საბჭოური რეპრესიების დაწყების შიშმა არ დაისადგუროს". მე მგონი კარგი იქნება ორივე თემას თუ განვიხილავთ. lasha_alo ლასა,თუ შენთვის მისაღებია ეს ვარიანტი,მე შემიძლია თინასთან დაგაკავშირო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ვინ მოვიწვიოთ?ნეტაი თქვენ და საქმეს მიხედეთ მანდ. რა აზრი აქვს ვიღაცის ტყუილების მოსმენას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ვინ მოვიწვიოთ? შალვაზე რას იტყვით? გინდა ნათელაშვილი გინდა რამიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 nika3012შალვაზე რას იტყვით? გინდა ნათელაშვილი გინდა რამიშვილი არ არის ცუდი იდეა... უნდა ვიჩალიჩოთ/// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 (edited) lasha_aloუსუფაშვილი,ფაქტია რომ ვერც ეგ. წოდებულმა რადიკალებმა და ვერც კონსტრუქციულებმა ვერანაირი ხეირი ვერ მოგვიტანეს,რჩება ყველაზე ზომიერი და ინტელექტუალური პარტია, ანუ ასეთი რესურსი ინტ. ქართველ ამომრჩევლებს ჯერ არ გამოგვიყენებია,დასავლური ფასეულობების მქონე, ოღონდ არა მონა, ლიბერალი და არა ლიბერასტი რეს. პარტია ყველაზე ადეკვატურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლებს, შEსაბამისად უსუფაშვილის პასუხები იქნება მართლაც საინტერესო, არ გადაიქცევა ღლიცინის და ვაი რა გვეშვეელების და გულის მოფხავნის თემად Edited July 13, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 შალვაზე რას იტყვით? გინდა ნათელაშვილი გინდა რამიშვილი შალვა რამიშვილი კიდევ ხო და ის გამოყ.. სოფლელი და პრასტიტუტკა რა ჩემს ფეხებად გინდათ, გასართობათ ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ლევანი სავადყოფოშია და არა მგონია უახლოეს დღეებში შესძლოს.თუ რესპებზე მიდგა საქმე ჩემი წინადადებაა თინას დავუძახოთ.როგორ არაა მისაღები, სიამუვნებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 lasha_aloუსუფაშვილი,ფაქტია რომ ვერც ეგ. წოდებულმა რადიკალებმა და ვერც კონსტრუქციულებმა ვერანაირი ხეირი ვერ მოგვიტანეს,რჩება ყველაზე ზომიერი და ინტელექტუალური პარტია, ანუ ასეთი რესურსი ინტ. ქართველ ამომრჩევლებს ჯერ არ გამოგვიყენებია,დასავლური ფასეულობების მქონე, ოღონდ არა მონა, ლიბერალი და არა ლიბერასტი რეს. პარტია ყველაზე ადეკვატურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლებს, შEსაბამისად უსუფაშვილის პასუხები იქნება მართლაც საინტერესო, არ გადაიქცევა ღლიცინის და ვაი რა გვეშვეელების და გულის მოფხავნის თემად თუ ვიმეა მოსყიდული საქართველოში,ეს პირველ რიგში "რეპუბლიკურ პარტიაზე" ითქმის. ზოგიერთ ცნობილ ადამიან რომ დავესესხო მათ შეფსებაზე. ასე ჟღერს დაახლოებით: "რეპუბლიკელებზე" დამპალი და გახრწნილი გაერთიანება საქართველოძი ძნელად მოიძებნება. ამ მოსაზრებას ვინმე შეიძლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს, მაგრამ ბევრი საბუთი არსებობს ამის დასტურად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ის გამოყ.. სოფლელი და პრასტიტუტკა რა ჩემს ფეხებად გინდათ, გასართობათ ხო? ხო რატომაც არა ისეთია თუ ასეთი ერთფეროვანი გარემოს გახალისება ეხერხება უკვე ყველამ ყველაფერი ვიცით, რა რატომ და რისთვის მოხდა, ამაზე სერიოზული საუბარი მოსაწყენი იქნება ჩემი აზრით, ამიტომ ცოტა სახალისო პერსონაჟი გვჭირდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted July 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2011 ამდგარი განვიტარების მინისტრი რომაა, ვერიჩკა, იმას დავუძახოთ... შევუთავსოთ, საინტერესო სასიამოვნოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.