გიორგი68 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური კოალიცია შექმნასივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივლ.'11 / 15:59 ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 8 ივლისს განაცხადა, რომ ქმნის პოლიტიკურ კოალიციას „თავისუფალი არჩევანისთვის“, რომლის მიზანია არჩევნების გზით მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას. “კოალიცია იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, შექმნას კოალიციური მთავრობა, ქვეყანაში დაასრულოს პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. კოალიციაში შედიან: ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია – პარტიები, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რვა თვის განმავლობაში ერთობლივად აწარმოებდნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ოპოზიციური რვიანის“ ფარგლებში, ვიდრე ამ გაერთიანებას ხელისუფლების შეთავაზებებზე დათანხმების შედეგად ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან–დემოკრატები დატოვებდნენ. კოალიციის შექმნის შესახებ განცხადება ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა კალათბურთის სასახლის თითქმის გავსებულ დარბაზში, სადაც საზოგადოების ორი ათასზე მეტი წარმომადგენელი იყო შეკრებილი. კოალიციის განცხადებით, ახალ გაერთიანებაში შემავალი პარტიები შეიმუშავებენ ერთობლივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პლატფორმებს და მზად არიან იდეოლოგიურ საკითხებზე ერთმანეთში არსებულ განსხვავებებზე გონივრული კომპრომისებისათვის. თუმცა კოალიცია აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთ ბლოკად მონაწილეობის, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების თემები დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას და აქტუალური გახდება მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება საარჩევნო გარემოს ძირითადი კონტურები.კოალიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი შეხედულება, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესახებ, უცვლელი რჩება, პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა იცვლება და ის უკვე მდგომარეობს არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არამედ "ვერთიანდებით საარსებო გარემოს შესაცვლელადაც“. “თუ დღემდე ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური თვალსაწიერი შემოიფარგლებოდა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, დღეიდან ჩვენი ამოცანაა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. კოალიცია აცხადებს, რომ იწყებს სამოქალაქო მოძრაობას, რათა მოხდეს მილიონი მოქალაქის მობილიზება, რომელიც დაიცავს საკუთარ ხმას და იბრძოლებს საკუთარი თავისუფლებისათვის, რადგან ეს "თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საქმეა და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ასპარეზი“. "მომავალი არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად წავალთ [მიმართა შეკრებილ საზოგადოებას], იქნება სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც ჩაერთვება მილიონი კაცი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, "მილიონი კაცი იგებს არჩევნებს და არა მილიონი ლარი. ვისაც ჰგონია, რომ მილიონი ლარი იგებს არჩევნებს, იმ ადამიანებისაგან [გულისხმობდა ახალ მემარჯვენეებს და ქრისტიან–დემოკრატებს] გათავისუფლებულები ვართ“. კოალიციის განცხადებით, ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში სამი ინიციატივა არის ჩამოყალიბებული. ერთი მათგანი ეხება ეროვნული მასშტაბით კამპანიის დაწყებას სახელწოდებით „მახსოვს!“, რომელიც გასტანს საპარლამენტო არჩევნებამდე და რომლის ფარგლებშიც გამუდმებით მოხდება „უსამართლო ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის“ წარმოჩენა და იმის დემონტრირება, თუ "რისი დავიწყება არ შეიძლება და რატომაა აუცილებელი უკეთესი ხელისუფლება“. მეორე მიმართულება იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე. მესამე ინიციატივა შეეხება, „აქტიური პოზიციების მქონე მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიებისაგან“ დაცვას, მათი სამართლებრივი დახმარების და ყოველი ასეთი ფაქტის საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გაცნობის გზით. ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში "ჩვენ, პოლიტიკოსებმა“ მოქალაქეებს იმედები გაუცრუეს, რადგან ოპოზიცია "იყო დაკავებული უფრო საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით და თვითგადარჩენით, ვიდრე საერთო საყრდენის პოვნით და ყველაზე მნიშვნელოვანის ირგვლივ გაერთიანებით“. "მაგრამ დღეს ვიღებთ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას[კოალიციის შექმნაზე], რომელიც, ჩემი აზრით, სტიმული, საფუძველი უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში ბრძოლის ჟინის გაჩენის“, – განაცხადა მან. “2012 წელს ჩვენ ან ვიმარჯვებთ და ვუშვებთ ამ ‘სინგაპურულ’ ხელისუფლებას და ვიღებთ საქართველოს, ან არადა, თუ სააკაშვილი რჩება 2012 წელს, ისინი დარჩებიან ძალიან, ძალიან დიდი ხნით“, – განაცხადა ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თავის გამოსვლაში. კოალიციის გეგმებზე მასში შემავალი პარტიების სხვა ლიდერებმაც ისაუბრეს, ისევე როგორც სიტყვით გამოვიდნენ მათი მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც კოალიციას „რევოლუციური შემართებით“ ბრძოლის ბოლომდე მიყვანისაკენ მოუწოდეს. მათმა უმეტესობამ ასევე აღნიშნა, რომ კოალიციას არ ექნება უპირობო მხარდაჭერა, თუ ისინი დასახულ მიზნებზე მხოლოდ ილაპარაკებენ, გზიდან გადაუხვევენ და შესაბამისად არ იმოქმედებენ.http://www.civil.ge/geo/article.php?id=24303 მთელი ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ განსაკუთრებიტ მნისვნელოვანი გავამუქე..და მინდა მოგილოცოთ,რომ "შესტიორკები"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებიდან,საარჩევნო გარემოს შეცვლის რეჟიმში გადავიდნენ..რაც ფაქტურად ნეცების დასასრულის ტოლფასია..გადავრჩით..http://a.pix.ge/k/iq76x.jpgდიდი მადლობა ყველას.. :vedreba: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 გიორგი68მორიგი დაცინვის ობიექტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 Siknadmoმორიგი დაცინვის ობიექტიწაიკითხე რა ომახიანი გამოსვლები ყოფილა.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 მარგინალები იყვნენ, არიან და იქნებიან.. თუ კიდე ამათი იმედი გაქვთ, მაგარი მიამიტები ყოფილხართ და ეგაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 Siknadmo წაიკითხე რა ომახიანი გამოსვლები ყოფილა.. :givi:სასიამოავნო ინფორმაციაა ჩემთვის, ვუსურვებ წარმატებებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 სასიამოავნო ინფორმაციაა ჩემთვისვცდილობთ.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 lasha1997რა არის აქ სასაცილო..არ დაუკვირდი ამას..რამხელა აზრია ჩადებული..კოალიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი შეხედულება, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესახებ, უცვლელი რჩება, პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა იცვლება და ის უკვე მდგომარეობს არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არამედ "ვერთიანდებით საარსებო გარემოს შესაცვლელადაც“.პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა იცვლება.. არა და როგორ არ უნდა გაიცინო.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 გიორგი68რა არის აქ სასაცილო..არ დაუკვირდი ამას..რამხელა აზრია ჩადებული.. აზრები მაგარი რომ აქვთ ეგ ვიცი,მაგრამ მეცინება რა მაინც და თუ დათო მანდ არის კაცო,ფორუმზე რა გინდა? მეც ბასეინზე მივდივარ ეხლა და თუ გინდათ ხვალ სკაიპით დავლიოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 (edited) აზრები მაგარი რომ აქვთ ეგ ვიცი,მაგრამ მეცინება რა მაინც და თუ დათო მანდ არის კაცო,ფორუმზე რა გინდა? რავი დავიღალე უნდა დავიძინოო.. Edited July 9, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 რავი დავიღალე უნდა დავიძინოო.. რამ დაღალა და ფეხით ჩამოვიდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 (edited) lasha1997რამ დაღალა და ფეხით ჩამოვიდა? რულთან იჯდა მთელი დღე.. Edited July 9, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 რულთან იჯდა მთელი დღე.. დაიღლებოდა მაშინ და პერსპექტივები ბევრი გაქვთ ხვალიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 უბერავენ რა :| Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.