newstudio Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 http://www.facebook.com/notes/shalva-ramishvili/გუშაგის-შიშები/251379751545743 გუშაგის შიშები by Shalva Ramishvili on Friday, July 8, 2011 at 2:00pm ქართული პარტიის ოფისთან "კუდელები გუშაგობენ. ეს არაა ოპერატიული საქმიანობა. ჩასაფრება იმისაა რომ დაიმალო, რომ ის ვისაც უთვალთვალებ ვერ გამჩნევდეს. აქ კი ძალიან თავხედურად დგანან კუდელების მანქანები ოფისის კართან. მანქანაში მჯდომი ჯეელები არც კი ცდილობენ რომ ჩვეულებრივ მოქალქეებად შეინიღბონ. ოფისში შემსვლელებს სურათებს უღებენ, აკვირდებიან. რატომ აკეთებენ ასე? რატომ არღვევენ კონსპირაციის ელემენტარულ წესებს? ნუთუ ასეთი არაპროფესიონალები არიან? რა თქმა უნდა არა... ვანოს უშიშროებას სულ სხვა მიზანი აქვს. მათ სურთ რომ ყველას დაანახოს: აი აქა ვდგავართ და დაჟინებული მზერით შემოგცქერითო. კი არ გიყურადებთ და გითვალთვალებთ... არა, თავხედურად გიყურებთ რათა შეგაშინოთ, დაგანახოთ, რომ მალე ისევ შემოვარდებით ჯგროდ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო. სხვა ახსნა ასეთ ქმედებას არა აქვს. ქართულ პარტიას ახლახანს დაერხა . ფუჭი დაპირებები მრისხანების დღის მოწყობის თობაზე, ლიდერების წასვლა... ამ ყოველივემ მომაკვდინებლად იმოქმედა ისედაც არც თუ ისე მაღალი რეიტინგის მქონე პარტიაზე. მიშამაც იკრა სისხლის სუნი და ნადვილი ტერორი გამოუცხადა მათ. აბსურდული ბრალდებით დაიჭირა პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ბევრი მათგანი უბრალოდ აწამა, უმიზეზოდ შეიჭრა ოფისში 100–მდე ბრგე სპეცრაზმელით. ამას არ მოჰყოლია ადექვატური პროტესტი და ეს ბუნებრივიცაა. არ ევასება ბევრს ოქრო და კამპანია. და ვერც მოსთხოვთ რომ სხვაგვარად იყოს. ვერც იმას მოსთხოვ საშუალო სტატისტიკურ მოქალქეს, რომ განაზოგადოს აღნიშნული შემთხვევა მიხვდეს, რომ საქმე არაა ოქრუაშვილის კაი კაცობაში. თუ დღეს ქართულ პარტიასთან გასდის – მიშა ხვალ უარესს იზავს. მიშა ხომ ნაბიჯ–ნაბიჯ, გამოცდილი მტაცებელივით აფართოებს აგრესიულობის არეალს. ცდის ხალხს, სინჯავს რამდენად მტკიცეა მოთმინების ძაფი. ამის გათვისებას ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ ახერხებს. მას უამრავი მიმდინარე პრობლემა აქვს. სარჩო–საბადებლის ძებნა. ზრუნვა იმაზე, რომ სამსახური არ დაკარგოს და მისთ. იმისათვის რომ ხსენებული მოქლაქე ქუჩაში გამოვიდეს საჭიროა პოლიტიკოსი. რომელიც აგიტაციას გასწევს, ჩასახავს იმედებს და შეცვლის რელობას. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანან ასეთი პოლიტიკოსები. ჰოდა ვანოს კაცებიც დგანან უტიფრად და უყურებენ პოტენციურ მსხვერპლს. შიშს თესავენ... გუშაგობენ! მაგრამ არაა ვანო და მიშა ასეთი მაგარი. აი მე წავიყოლე ოპერატორი და მივუხლოვდი ერთ–ერთ ასეთ გუშაგს, რომელიც "აუდიში" იჯდა. მანქანას დაბურული შუშები ჰქონდა, მაგრამ სალონში მჯდომ შორტებიან ახალგაზრდა კაცს კარგად ვარჩევდი. დავუკაკუნე ფანჯარაზე და ვუთხარი "გადმო, საქმე მაქვს მეთქი". ეს შორტებიანი კუდელი თამამად უნდა გადმოსულიყო მაქანიდან და მკაცრად ეკითხა – რა გნებავთ და ვინ ბრძანდებითო? მოწმობა უნდა ეჩვენებინა და ჩემი საბუთებიც უნდა მოეთხოვა. მაგრამ ვანოს კაცმა გააკეთა ყველაზე სამარცხვინო რამ ... გაიქცა. ვდიე ასე 10 წუთი. ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა ჩემთვის იმის შეგრძნება, რომ აქეთ დასდევ "კუდს" კუდში. ბოლოს როცა შევატყეთ რომ ცუდ მძღოლს მივდევდით და ამიტომ ის შეიძლებოდა რამეს შესკდომოდა – თავი დავანებეთ. ამ ყოველივედან ერთი სასარგებლო დასკვნის გაკეთება შეიძლება. ვანო საშიშია თუ მზერას არიდებ მას, თუ შიში თავად შენშია. საკმარისია მიუახლოვდე და დაელაპარაკო, თამამად შეხედო თვალებში, კომუნიკაციაში შეხვიდე, რომ საშიში ვანოს გუშაგი იბნევა, მას თავად უჩნდება შიში შენთან სიახლოვისა. მან ხომ არ იცის რა უნდა გიქნას? დაგიჭიროს? მოგკლას? გცემოს? ზუსტად ვერ წარმოუდგენია რას აკეთებს და რა უნდა. კი ბატონო, გამოულაყეს თავი იმის ძახილით, რომ ყველგან რუსების აგენტებია. მაგრამ პატარა ქვეყანაა ეს საქართველო. აი ამ შორტებიანმა გუშინ გაიგო რომ მისი კლასელი კარგი და პატიოსანი ბიჭი სულ ტყუილად დაიჭრეს. აი მოძღვარმა უთხრა, რომ მიშა ცუდად ექცევა ეკლესიას. აი ოჯახში დედამ დაიჩივლა, რომ ხორცი გაძვირდა და გადასახადები გაიზარდა. და ამ გუშაგმაც არ იცის რა ქნას, კარგად ვერ ხვდება, მაგრამ ეჭვობს რომ რაღაც შარშია, რომ ისე არაა ყველაფერი როგორც მიშა და ვანო ეუბნება. ამიტომ გარბის გუშაგი... გარბის რადგან თავადაც ეშინია. შეშინებული გუშაგი კი უკვე გუშაგი აღარაა... –– არ დაიზაროთ, წაიკითხეთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 newstudioქართული პარტიის ოფისთან "კუდელები გუშაგობენ. ეს არაა ოპერატიული საქმიანობა. ჩასაფრება იმისაა რომ დაიმალო, რომ ის ვისაც უთვალთვალებ ვერ გამჩნევდეს. აქ კი ძალიან თავხედურად დგანან კუდელების მანქანები ოფისის კართან. მანქანაში მჯდომი ჯეელები არც კი ცდილობენ რომ ჩვეულებრივ მოქალქეებად შეინიღბონ. ოფისში შემსვლელებს სურათებს უღებენ, აკვირდებიან. რატომ აკეთებენ ასე? რატომ არღვევენ კონსპირაციის ელემენტარულ წესებს? ნუთუ ასეთი არაპროფესიონალები არიან? რა თქმა უნდა არა... ვანოს უშიშროებას სულ სხვა მიზანი აქვს. მათ სურთ რომ ყველას დაანახოს: აი აქა ვდგავართ და დაჟინებული მზერით შემოგცქერითო. კი არ გიყურადებთ და გითვალთვალებთ... არა, თავხედურად გიყურებთ რათა შეგაშინოთ, დაგანახოთ, რომ მალე ისევ შემოვარდებით ჯგროდ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო. სხვა ახსნა ასეთ ქმედებას არა აქვს.კეგებეს მეთოდია, ლევან ბერძენიშვილი იხსენებდა რომ ქუჩაში მოთვალთვალე კაგებეშნიკი ნაგლად დამყვებოდაო და მიზანიც სორად ეგ იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 აბა ერთი მიწოლაღა უნდა ეხლა და დამთავრებულია მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 არ ევასება ბევრს ოქრო ალბათ ყველას გვახსოვს მღვდელი გაპონი სკოლის ისტორიიდან. ბევრი პოლიტლიდერის მოქმედება ძალიან ჰგავს გაპონის მოქმედებას. ხალხს მიიტყუებენ და თვითონ მშრალზე რჩებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.