Jump to content
Planeta.Ge

მე სად წავალ სად წამოვალ თქვენთან უნდა შევათანხმო


Recommended Posts

ზოგს ჰგონა რომ ქართველი სასულიერო პირები დაფრინავენ..?? უნდა გაგაწბილოთ..არა,დაჟე ფრთებიც არ აქვთ..ჩვეულებრივი ხალხია,ისევე როგორც ჩვენ და როცა ქვეყანაში მტრის წინაშე მფოფხავ მხედართმთავარს,ხალხის ხოცვას,ხელისუფლების მიერ ტელევიზიის მიტაცებას აპრავებენ,სადაც არ არსებობს არ გაყიდული ოპოზიციონერი,არა მგონია ეს ვიდეო რამე გაკვირვებას იწვევდეს ამ ყველაფრის ფონზე..

ამორჩევითი აღშფოთებაა ყველა მხარეს..ყველა სფერო გახრწნილია დღევანდელ საქართველოში..

მოკლედ ყველა თავისას უბერავს..მიშა რულავს.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეჰ, რა დრო იყო სატურნ, ეკლესიაში მღვდლის ცემა და ხატების დაწვა რომ შეიძლებოდა :user:

 

და კიდევ, აფსუს რომ ერთმანეთს დედა არ აგინეს და ხელი არ გაარტყეს, მაგრად ტეხამს :user:

 

Achiko1972

ეს აქ სატურნმა იმიტომ დადო რომ გეთქვა, ფუუუ, ეს ბნელი მღვდლები როგორ უსწორდებიან ეღთმანეთს, რა გვშველება

და აი, ეგეც თქვენი წილხვედრი საქართველო და ვაფშემც მიშა მაგარია :givi:

 

ვისი გჯერათ ხალხო, ვისი, გამოფხიზლდით, შეხედეთ ჩვენს პრიზიდენტს, დაგებულ გზებს და განათებულ ქუჩებს

ასიანი ხარ.

ეგ მოსალოდნელი იყო 26 მაისის მერე, როდესაც პატრიარქი არ მივიდა ალღუმზე.

გამწარდა სომეხი სააკაშვილი ასე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგს ჰგონა რომ ქართველი სასულიერო პირები დაფრინავენ..?? უნდა გაგაწბილოთ..არა,დაჟე ფრთებიც არ აქვთ..ჩვეულებრივი ხალხია,ისევე როგორც ჩვენ და როცა ქვეყანაში მტრის წინაშე მფოფხავ მხედართმთავარს,ხალხის ხოცვას,ხელისუფლების მიერ ტელევიზიის მიტაცებას აპრავებენ,სადაც არ არსებობს არ გაყიდული ოპოზიციონერი,არა მგონია ეს ვიდეო რამე გაკვირვებას იწვევდეს ამ ყველაფრის ფონზე..

ამორჩევითი აღშფოთებაა ყველა მხარეს..ყველა სფერო გახრწნილია დღევანდელ საქართველოში..

მოკლედ ყველა თავისას უბერავს..მიშა რულავს.. :givi: :givi:

გასაგებია გიორგი, მაგრამ წესიერი ხალხი ბევრ ადგილასაა ალბათ პატრულშიც იქნებიან ასეთები და სპეცრაზმშიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასიანი ხარ.

ეგ მოსალოდნელი იყო 26 მაისის მერე, როდესაც პატრიარქი არ მივიდა ალღუმზე.

გამწარდა სომეხი სააკაშვილი ასე.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის გაუგებარია რატომ არა დაგმო პატრიარქმა 26 მაისის დარბევა,

ამ მოვლენის შეფასება მისი ვალდებულება იყო,

არ მიყვარს მისი კრიტიკა, ეს რატომ არ ქნა, ის რატომ არ ქნა რომ იციან,

მაგრამ 26-ში მოხდა მხეცობა ეს უკვე ისეთი სფეროა როდესაც რავი, თუ არ იტყვი, ესა არაა პატრიარქის საქციელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გასაგებია გიორგი, მაგრამ წესიერი ხალხი ბევრ ადგილასაა ალბათ პატრულშიც იქნებიან ასეთები და სპეცრაზმშიც

]

ძალიან მცირე რაოდენობით,რომელიც ამინდს ვერ ჰქმნის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ მოსალოდნელი იყო 26 მაისის მერე, როდესაც პატრიარქი არ მივიდა ალღუმზე.

გამწარდა სომეხი სააკაშვილი ასე.

ხო თურმე ღამე არ სძინებია და ილიასაც ეს რა მაგარი ნაბიჯი გადაუდგია..ალბათ პლენს დააღწია თავი.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნი ფაქიზი სულის ადამიანია და ის კარგად ხვდება, რომ ეკლესიაში არსებული ნეგატივი გაცილებით დიდი ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის ვიდრე, ავტორიტარული რეჟიმის ერთგული ჩინოვნიკების კორუფცია თუ ძალადობა,

ამიტომაც, ის ყოველთვის დაუფარავად ამხელს ეკლესიაში არსებულ ნაკლს, ცდილობს რა ასეთი მხილებით უკეთესი გახადოს ჩვენი საზოგადოება :user:

 

ძნელია რომ მისი პოზიცია არ გაიზიარო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიც, რა ვიც... :ravic:

ეს წელიწადზე უფრო ძველი ჩანაწერი, თანაც ეშმაკისეულ თეა თუთბერიძის მიერ გამომზიურებული, აშკარად მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული ქმედებაა.

აქ იმისათვის შემოაგდეს ეს აზრიდან ამოგლეჯილი, ნაწყვეტ ნაწყვეტ ჩაწეილი რომ ქრისტიანობაზე ხალხს გული აუცრუონ და საზოგადოების აზრი საქართველოს დაცვიდან სხვაგან გადაიტანონ.

ამჟამად საფიქრებელია, როგორ დავიცავთ საქართველოს მომხდური ლიბერასტებისაგან, ოკენის გაღმელი ეშმაკისეულებისაგან და მეზობელი არმენი მოძალადეებისაგან. კათოლიკე მწვალებლებზე და სხვადასხვა ნიშნის სექტანტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

შეგახსენებთ 2011 წლის 17 ივლის, 3 საათზე საყოველთაო შეკრებაა დანიშნული, ვისთვისაც საქართველოს ბედი სულ ერთი არ არის.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

შეგახსენებთ 2011 წლის 17 ივლის, 3 საათზე საყოველთაო შეკრებაა დანიშნული და ვისთვისაც საქართველოს ბედი სულ ერთი არ არის.

კონკრეტულად ვისი მოწოდებით და სად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

კონკრეტულად ვისი მოწოდებით და სად

მამა ვახტანგი:

„საქართველოს მართლმადიდებლური საყდრიონი ერს უხმობს“

06.07.2011

http://s2.ipicture.ru/uploads/20110707/a0eNmZ2V.gif

http://img.youtube.com/vi/D9AecisSIOA/0.jpg

აღმენთა ეჩმიაძინი კმაყოფილია, ქართველი მართლმადიდებლები - უკმაყოფილონი, ეჩმიაძინი მადლობას უხდის მიშა სააკაშვილს, დედაეკლესიის დამცველები კი ქაშუეთის ეკლესიის წინ იკრიბებიან და უცხო სარწმუნოებებისათვის საჯარო სამართლის პირებად დამტკიცების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

 

ჯერი მიშა სააკაშვილზეა, 15 ივლისამდე ნაც-პარლამენტის უზნეო გადაწყვეტილებას "ვეტო" მან უნდა დაადოს. სწორედ 15 ივლისამდე მისცეს სააკაშვილს დრო „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ასე თუ არ მოხდა, ისედაც მრავალი მიზეზით აღშფოთებულ საზოგადოება ყველაზე მგრძნობიარე თემა - საქართველოში მცხოვრები ძირძველი მართლმადიდებლების სარწმუნოებრივი უფლებების შელახვა მიემატება. ხოლო 17 ივლისს 15.00 საათზე რუსთველის ძეგლთნ უფრო ხალხმრავალი შეკრება გაიმართება.

 

საქართველოს მოძალადე ნაც-ხელისუფლებას არაერთხელ უთამაშია ადამიანების სარწმუნოებრივ გრძნობებზე:

- ფერიას მთაზე საყდრის დანგრევა,

- გლდანის ეკლესიაში შეჭრა და მრევლის დარბევა-დაპატიმრება. სხვა უამრავი ძალადობა და უსამართლობა.

 

ამჯერად კი, როგორც ჩანს, არმენ გრიგორიანთა პატრიარქის სტუმრობამ, უბრალოდ არ ჩაიარა და გაირკვა, რომ თურმე არც ისე ხელმოცარული გაუსტუმრებიათ გარეგინ მეორე საქართველოდან.

 

საქართველოს მართლმადიდებელი საყდრიონის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველის, მეუფე ზენონის ნათქვამი მრავლის მთქმელია:

„გარეგინ II რუსეთში ყოფნისას მაგიდაზე მუშტების ურტამდა და ქართულების წინაშე არმენების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა“.

საქართველოს უთვისტომო ნაც-ხელისუფლებამაც ქვეყანაში მოქმედ უცხო სარწმუნოებებს საჯარო სამართლის პირის მდგომარეობა მიანიჭა, რითაც ისინი მართმადიდებლობას გაუთანაბრა,ყველაზე მეტად არმენების მტაცებლურ გეგმებს ფრთები შეასხა.

 

მართლმადიდებლები საფუძვლიანად შიშობენ, რომ ამიერიდან სხვის ქონებას დახარბებული არმენები მხოლოდ რამდენიმე საყდრის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდებიან და გაცილებით მეტი წართმევას შეეცდებიან.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაც-პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შორისაც აღმოჩნდნენ ზნეობრივნი, რომლებმაც მართლმადიდებლობის დამაკნინებელი წესდების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ზოგიერთმა წინდახედულმა პარლამენტარმა კენჭისყრაზე დასწრება არ ისურვა. თუმცა ნაც-უმრავლესობის 70 წევრმა „სამოქალაქო წესდებაში“ ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. მათ შორის, არიან:

რუსუდან კერვალიშვილი, ხათუნა ოჩიაური, მიხეილ მაჭავარიანი, გია როინიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, გიორგი გაბაშვილი, ჰარუთინ ჰოვჰანესიანი, არმენაკ ბაინდურიანი და სხვები.

 

თუმცა, ბევრი მოელოდა, რომ ყველაზე დიდ განგაშს ქრისტიან-დემოკრატები ატეხდნენ, მათ ხომ ხშირად ახსენდებოდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით - წინასაარჩევნოდ. ქდმ-მ კი ხმა მას შემდეგ ამოიღო, როცა ქართველი ერის აღშფოთება გარდაუვალი აღმოჩნდა. ქდმ-მ მაშინვე მართლმადიდებლობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვების შესახებ გააკეთა განცხადება.

 

ამასობაში, ქვაშუეთის ტაძართან შეკრებილმა საერთო სახალხო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებმა საგანგებო მიმართვა გააცნეს საზოგადოებას. კერძოდ, ზემოხსენებულ წესდება უნდა გაუქმდეს, მართლმადიდებლობა საქართველოში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოიცხადდეს (ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვება და საყოველთაო გამოკითხვისთვის მზადება დაიწყება), მართლმადიდებელი სასულიერო პირები უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს მართვის და მიმართულების განსაზღვრაში და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა უწყებების საქმიანობაში (განათლებისა და მეცნიერების უწყებები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭო).

 

გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საყდრიონსა და სახელმწიფოს შორის საქართველოს ძირითადი წესდებით ("კონსტიტუცია") გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.

 

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებმა ამ ოთხი მოთხოვნის აუცილებელი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხი და საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც რჩება შემწყნარებლურ სახელმწიფოდ, სადაც განსხვავებული აღმსარებლობის წარმომადგენლებს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ ქართველი საზოგადოებისათვის ყოვლად მიუღებელია ჭეშმარიტი ღირებულებების და მართმადიდებლობის დაკნინების ხარჯზე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების უფლებათა დაცვა, რაც ისედაც დაცულია და არ ილახება“.

„კეთილი ინებონ და, როგორც მალულად მიიღეს ეს წესდება, საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, გამონახონ სამართლებრივი საშუალებები და გააუქმონ ეს დამამცირებელი წესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირას, წირვის შემდეგ მოვუწოდებ მთელ ქართველ ერს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ხელისუფლებას, რომ საქართველოში მთავარი მოქმედი პირი არის ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრმა სოსო მანჯავიძემ.

დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამიტომ, ზაფხულისა და სიცხის მომიზეზება არ გამოდგება. მანვე ქართველ სამართალდამცავებს მიმართა და შეახსენა, რომ მათ ნაც-ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს გასანადგურებლად იყენებს.

ქვაშუეთის ტაძრის მოძღვარმა მამა ვახტანგმა გვითხრა, ეს ქართველთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაც ორმაგად სამწუხაროა, რადგან ამის გამკეთებელი საქართველოს ნაც-ხელისუფლებაა.

 

„თუ კი, ადრე ჩვენ მტრებს ვეძებდით სხვადასხვა ერთეულ თავადებში, დღეს უშუალოდ ხელისუფლება გახლავთ საკუთარი ხალხის მტერი. რა თქმა უნდა, თუკი ეს ნაც-ხელისუფლება მოიაზრება ჩვენს ხელისუფლად. მე ვფიქრობ, ეს ხელისუფლება რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არის, სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ზედმეტად და კარგად ზრუნავენ თავიანთი არმენული ქვეყნისათვის. გამოსავალია ის, რომ ერი და ბერი, ხელიხელჩაკიდებულნი დავდგეთ ჩვენი ტაძრების ირგვლივ. ქუჩაში კი არ გამოვიდეთ და ვიწანწალოთ, არამედ ტაძრების ირგვლივ მოვიყაროთ თავი და საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით და ყოველთვის დავიცავთ დედა ეკლესიას, მამულს, ენას, სარწმუნოებას“, - გვითხრა მამა ვახტანგმა.

მისი თქმით, იგი ბედნიერი იქნება, თუკი ამ საერთო სახალხო ჯაჭვში გამოფხიზლებულ ნაც-ხელისუფლების მომხრეებსაც იხილავს.

 

„საცოდავი ხალხია ის 70 ნაც-პარლამენტარი, რომლებსაც მეტი ჭკუა არ მისცა ღმერთმა იმისთვის, რაც გააკეთეს. უფალი იესო ქრისტე როცა მობრძანდა და საქრისტიანო დააარსა, 12 მოციქულის გარდა, „სამოცდაათთაგანი“ ვიცით ჩვენ, ანუ მაცხოვარს 70 მოციქული ჰყავდა. როგორც ჩანს, ამჟამადაც ანტიქრისტე აჯავრებს უფალს და 70 უწმინდური მოციქული ამოიყენა გვერდით ამ საკითხის გადასაწყვეტად. მომხდარი ჩვენი ერისა და ქართული საყდრიონისთვის დამაკნინებელია. წარმოიდგინეთ, თითოეული ქართველის ოჯახში რომ შევიდნენ და ოჯახის წევრებს უთხრან, მამათქვენი ვიქნებიო. ამ პარლამენტარებს თუ ასე უნდათ, საკუთარ დედებთან შეუშვან და მათთან იყვნენ ასეთი „მამები“, - განაცხადა მამა ვახტანგმა.

 

მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ მიმართულია საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ.

 

„ეროვნული ინტერსების ხარჯზე მოხდეს სხვა რელიგიური კონფესიებისა და გაერთიანებების ინტერესთა დაცვა?! ჩვენ არ ვამბობთ, რომ მათი უფლებები არ უნდა იყოს დაცული. პატრიარქმა ბრძანა, რომ მიეცეს მათ ეს სტატუსი, ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ანალოგიური მოვითხოვოთ ჩვენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართული საყდარ-მონასტრებია. საქართველოში დაამარცხო საკუთარი მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი და ამის სურვილი გაუჩნდეს სააკაშვილს, ეს სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ბესელია.

 

მისი თქმით, მაშინ, როცა უცხო სხვადასხვა სარწმუნოებრივ გაერთიანებას ასეთი უფლება, სახელმწიფო ქონების გადაფორმების თუ სახელმწიფოდან ფულის მიღების საშუალება ეძლევა, რატომ არ უნდა მოვითხოვოთ იგივე არმენიაში, თურქეთში, სადაც ქართული საყდარ-მონასტრებია.

 

„სომხეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქისგან დასტური ვერ მიიღო, ამიტომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, პატრიარქს აჯობოს. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ძალიან მუხანათური მიზნები დგას. აქ საუბარია უზარმაზარ ფულზე, რომლის გამოც მიიღო სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილება შეცვალოს“, - აღნიშნა ბესელიამ.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, აი ამათ (რელიგიურებმა, ეკლესიურებმა) თუ მართლა ჩამოაგდეს მიშა, მე ქედს მოვიხრი მათ წინაშე და გავხდები მორწმუნე.

მაგრამ თუ ვერაფერი ქნეს, მაშინ აღიარონ, რომ ღმერთი ან არ არსებობს, ან ნაცების მხარეს ყოფილა :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

თუ ვერაფერი ქნეს, მაშინ აღიარონ, რომ ღმერთი ან არ არსებობს, ან ნაცების მხარეს ყოფილა

"კარგი, ცუდი, ბოროტი" ხომ გაქვს ნანახი? ტუკო რომ დაინახავს ჯარს ნაცრისფერ ფორმაში და ატეხავს ყვირილს "სამხრეთელებს გაუმარჯოს, სიკვდილი ჩრდილოეთელებს, ჩვენ მოვიგებთ, ღმერთი ჩვენს მხარესააო", ჰოდა რომ მოუახლოვდება ეს ჯარი, ფორმაზე მტვერს ჩამოიბერტყავენ და გამოჩნდება რომ ჩრდილოეთელების ლურჯი ფორმა აცვიათ. და კლინტ ისტვუდის გმირი ეუბნება ტუკოს "ღმერთი არაა ჩვენს მხარეზე, მას არ უყვარს იდიოტები"-ო :) ასეა მაგათი საქმეც :givi:

 

დაჩი

ეს წელიწადზე უფრო ძველი ჩანაწერი, თანაც ეშმაკისეულ თეა თუთბერიძის მიერ გამომზიურებული, აშკარად მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული ქმედებაა.

აქ იმისათვის შემოაგდეს ეს აზრიდან ამოგლეჯილი, ნაწყვეტ ნაწყვეტ ჩაწეილი რომ ქრისტიანობაზე ხალხს გული აუცრუონ და საზოგადოების აზრი საქართველოს დაცვიდან სხვაგან გადაიტანონ.

რა არის აზრიდან ამოგლეჯილი? დაწერე, გისმენ. ვის მიერ არის გამომზეურებული რა მნიშვნელობა აქვს? ტყუილია რამე? მონტაჟია?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

http://www.youtube.com/watch?v=pooIaCd2KXA&NR=1

 

ამ არასტაბილურ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ნახე ბოლომდე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

 

რა არის აზრიდან ამოგლეჯილი? დაწერე, გისმენ. ვის მიერ არის გამომზეურებული რა მნიშვნელობა აქვს? ტყუილია რამე? მონტაჟია?

ამოგლეჯილია ის ჩანაწერები, რაც თავად დადე (თუთბერიძის შემოგდებული)და არც აგიხსნია,რასთან გვქონდა საქმე. ვინ და ვის ეკამათებოდა და რა იყო ამის მიზეზი. შემთხვევითია, თუ?

ძნელი მისახვედრი არ არის რომ სასულიერო პირების მიმართ უარყოფითი განწყობა გინდა დათესო საზოგადოებაში.

დიდი მნიოშვნელობა აქვს ვინ ამზეურებს, რადგან თუთბერიძე თავისი ეშმაკისეული მოღვაწეობით ცნობილია. ზუსტად თუთბერიძე-დეისაძეები ავრცელებენ ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართულ სიბილწეებს.

თავად ახსენი, რისი თქმა გსურდა აღნიშნული ჩანაწერის დადებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, აი ამათ (რელიგიურებმა, ეკლესიურებმა) თუ მართლა ჩამოაგდეს მიშა, მე ქედს მოვიხრი მათ წინაშე და გავხდები მორწმუნე.

მაგრამ თუ ვერაფერი ქნეს, მაშინ აღიარონ, რომ ღმერთი ან არ არსებობს, ან ნაცების მხარეს ყოფილა :)

თუკი ცემი დედიკო კაფენტს აღარ მიყიდის, აღარ მიკავს :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...