Jump to content
Planeta.Ge

ფრიდომ ჰაუსი რევოლუციებს აანონსებს?!


Recommended Posts

Freedom House: "გარემოებები, რომელმაც "არაბული გაზაფხული" გამოიწვია, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც არსებობს"

12:53 04.07.2011

 

[პირველი]

 

Freedom House-ის შეფასებით, "გარემოებები, რომელმაც "არაბული გაზაფხული" გამოიწვია, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც არსებობს".

 

ამის შესახებ Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრამერი და კვლევითი მიმართულების დირექტორი კრისტოფერ ვოლკერი სტატიაში "ტირანიის ფორპოსტი" წერენ, რომელსაც "Foreign Policy" აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორების აზრით, "აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინთონი მართალი იყო, როდესაც განაცხადა, "სახელმწიფოს მართვის ძველი მეთოდები მიუღებელია, დროა, ლიდერები მართვას პასუხისმგებლობით მოეკიდონ, საკუთარ ხალხს ღირსეულად მოეპყრან და მათ ეკონომიკური შესაძლებლობები გადასცენ, ხოლო თუკი ამას არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი წასვლის დროაო".

 

"ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ საჰარას სამხრეთით მოღვაწე აფრიკელი დიქტატორების მისამართით მკაცრი გაფრთხილება იყო იმ ცვლილებებზე მინიშნებით, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი მოიცვა. მაგრამ ქლინთონის შენიშვნები კიდევ უფრო სერიოზულ ელფერს იძენს, როდესაც საქმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხება, სადაც ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ღრმად ფესვგადგმულ ავტორიტარულ მმართველთა კრიტიკული მასა ჩამოყალიბდა. 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან 9 (ბალტიისპირეთის გამოკლებით) ავტორიტარული რეჟიმების სიაში მოხვდა. ასეთია ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განვითარებაზე Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის ავტორთა დასკვნა. ანგარიშში სახელწოდებით "ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე" ჩანს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობის 80% ავტორიტარიზმის უღელქვეშაა. ყოფილი საბჭოთა დიქტატორების ხანგრძლივმა მმართველობამ მთელი რიგი სერიოზული პრობლემები შექმნა. ჯერ ერთი, ამ სისტემებში არ არის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიან როტაციას უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად დადგმული არჩევნები ტარდება. ხელისუფლების გადაცემის პრობლემები გადაუჭრელია უზბეკეთსა და ყაზახეთში. არადა, ამ ქვეყნის მმართველთა ასაკი 70 წელზე მეტია. მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა ის არის, რომ რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლებაში შედარებით ახალგაზრდა ავტორიტარები არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სულ 49 წლისაა, ხოლო ბელორუსი ლუკაშენკო – 56 წლის, ტაჯიკეთის მმართველი ემომალი რაჰმონი – 58-ის, ისევე, როგორც რუსეთის უმაღლესი ფაქტობრივი ლიდერი ვლადიმერ პუტინი. ასეთი სიტუაცია სასოწარკვეთილ მოქალაქეებს მომდევნო უამრავი წლის განმავლობაში პოლიტიკური უძრავობის პერსპექტივას უქადის", - მიიჩნევენ Freedom House-ის მკვლევარები.

 

მათივე აზრით, მეორე პრობლემა ისაა, რომ "ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბევრი მთავრობა ზომიერ პოლიტიკურ ძალებს სივრცეს არ უტოვებს და ასეთმა მარგინალიზაციამ საზოგადოება შეიძლება, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ექსტრემისტული ქმედებების მანკიერ წრეში მოაქციოს".

 

ავტორები თვლიან, რომ ეს ტენდეცია პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდეს ნაწილში არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული რუსეთსა და უზბეკეთში.

 

"რაც უფრო ხანგრძლივად არსებობს სერიოზული რეფორმების მოლოდინი, მით უფრო რთული და ჩახლართული ხდება რეფორმირების პრობლემები, რადგან ავტორიტარული მმართველობის მეთოდებს მომაკვდინებელი გავლენა აქვს. ამ დროს შემდეგი დაბრკოლებები წარმოიქმნება: მასშტაბური ეკონომიკური ინტერესებისა და სულ უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალაუფლებით აღჭურვილი უშიშროების თავდაჯერებული ძალები, სასამართლო სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმზე ძალიან სუსტი წარმოდგენა აქვს, ასევე იმ ნიჭიერი ადამიანების მუდმივი დევნა, რომლებიც სხვა გარემოებებში კომპეტენტურ პოლიტიკოსებად, ტექნოკრატებად ან მეწარმეებად ჩამოყალიბებას შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, არცერთი ეს ავტორიტარული რეჟიმი ნამდვილი რეფორმების განხორციელების ნებას არ ავლენს. ამის ნაცვლად იქ ქანჩის მოჭერის მოკლევადიანი სტრატეგიაა გაბატონებული", - წერენ Freedom House-ის მკვლევარები.

 

მათივე აზრით, "საეჭვოა, პოსტაბჭოთა სივრცეში ავტორიტარული რეჟიმების დამხობა უახლოესი მომავლის გარდაუვალ პერსპექტივად იქცეს, თუმცა აბსოლუტურად ცხადია, რომ ყველა მათგანს ის სერიოზული პრობლემები აქვს, რასაც წელს არაბული აჯანყებები მოჰყვა".

 

"ასეა თუ ისე, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, რომლებსაც დღეს დიქტატორები მართავენ, მათი მრავალრიცხოვანი პრობლემების გადაწყვეტა უნდა დაიწყონ, სხვა შემთხვევაში ეს პრობლემები მათ დაანგრევს. ამიტომ ტრანსატლანტიკური დემოკრატიები აშკარად დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ამ ქვეყნებში რეფორმები ადრე განხორციელდეს. მშვიდობიანი და მდგრადი ტრანსფორმაცია ბევრად უფრო შესაძლებელია იქ, სადაც ამ თემაზე ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება, ვიდრე იქ, სადაც კრიზისი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ხალხის მასა ქუჩაში გადის", - ნათქვამია სტატიაში.

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=12125

 

:TAT: :TAT: :TAT: :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, ხო, ხო, უზბეკეთი და რუსეთიო, საქართველო კიდევ დემაკრატიის აკვანია ხო? :givi:

 

იდიტე ვინ ნა.. ანგლოსაქსკონსკიე ბ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საპროცესო პროცედურებზე, რაც საქართველოში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლებრივ საქმეებთან მიმართებაში. ისეთი ფაქტორების პირობებში, როგორებიცაა დამნაშავედ ცნობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელის მკაცრი ზომები და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის დაბალი დონე, მიუხედავად უდანაშაულობისა მსჯავრდებულმა შესაძლოა თავი დამნაშავედ სცნოს, რაც სამართლის დამახინჯებას იწვევს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3812&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Freedom House-ის შეფასებით, "გარემოებები, რომელმაც "არაბული გაზაფხული" გამოიწვია, აშშ არის რომელიც საქართველოს რეჟიმს მხარს უჭერს და აფინანსებს.

როგორ მომრავლდნენ ეს ნიჭიერი ანალიტიკოსები ბლ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველანი ციხეში :yes:

 

Грузия: В Грузии задержан фотограф «Ассошиэйтед Пресс» Шах Айвазов

[07.07.2011 11:14]

 

Фотограф «Ассошиэйтед Пресс» Шах Айвазов задержан правоохранителям Грузии, сообщает «GHN».

 

Так же задержан личный фотограф Президента Грузии Ираклиий Геденидзе и его супруга, и несколько фотографов.

 

Согласно распространенной информации, задержаны фотографы Зураб Курцикидзе, Гиоргий Абдаладзе и другие.

 

Как сообщила «GHN» супруга Гиоргия Абдадладзе Нестан Неидзе, минувшей ночью в три часа к ним домой пришли правоохранители и провели обыск.

 

«Они забрали мобильные телефоны всех членов семьи, и компьютеры», - сказала Неидзе.

 

Неидзе не смогла конкретизировать причину задержания супруга. На данном этапе официальная информация о задержании не распространяется.

 

По предварительным сведениям задержанные находятся в здании т.н. модуля.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შედარებით ახალგაზრდა ავტორიტარები არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სულ 49 წლისაა, ხოლო ბელორუსი ლუკაშენკო – 56 წლის, ტაჯიკეთის მმართველი ემომალი რაჰმონი – 58-ის, ისევე, როგორც რუსეთის უმაღლესი ფაქტობრივი ლიდერი ვლადიმერ პუტინი.

 

საქართველო არც ცოცხლების სიაშია არც მკვდრების. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...