Jump to content
Planeta.Ge

მოსახლეობის 80% თავისუფალ დროს სახლში ატარებს


Recommended Posts

საქართველოს მოსახლეობის 80% თავისუფალ დროს სახლში ატარებს. ამ შედეგით დასრულდა მარკეტინგული კვლევების კომპანია “ეი სი თი”–ს (act.ge) გამოკითხვა. კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ სახლში ყოფნა ჩვეული ქცევაა მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის. თავისუფალ დროს სტუმრად მხოლოდ 13% დადის, რესტორნებში, კაფეებსა და კონცერტებზე კი მხოლოდ 2% დადის.

 

კვლევის ავტორების განცხადებით, რთული სათქმელია ეს მაჩვენებელი ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული თუ სხვა მიზეზებით, მაგრამ მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით ამაში საოცარი არაფერია - განვითარებულ ქვეყნებში უკვე დაიწყეს კიდეც ზრუნვა იმაზე, როგორ მოაშორონ ადამიანები ტელევიზორებსა და კომპიუტერებს, როგორ მოწყვიტონ ელექტრონულ სამყაროს. მათი თქმით, იმედია საქართველოშიც გააქტიურდებიან გასართობი დაწესებულებები და მოქალაქეებს სახლიდან გასვლის სურვილს გაუჩენენ.

 

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო კვლევების კომპანია OECD შეეცადა დაედგინა სამსახურის გარდა რით არიან დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მათი მონაცემებით ადამიანები დღე-ღამეში საშუალოდ10-11 საათს ჭამას და ძილს უთმობენ, რაც გასაკვირი არცაა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იაპონელებს აქვთ - ისინი მხოლოდ 9.8 საათს იყენებენ ძილისა და ჭამისთვის. დანარჩენი დრო სხვადასხვა სახის მოვალეობებზე ნაწილდება და როგორც წესი, ადამიანებს დღეში მხოლოდ 2-3 საათი რჩებათ საკუთარი თავისთვის. შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში მთელი 3.3 საათიც კი ჰქონიათ სრულიად თავისუფალი.

 

http://www.presage.tv/?m=bp&NID=12078

 

 

გამოდის რომ საქართველოში მხოლოდ 2% გულაობს?

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...