Jump to content
Planeta.Ge

ახალი სამიტინგო წესები


Recommended Posts

პარლამენტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. მიღებული გადაწვეტილების თანახმად, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება ოცი მეტრის რადიუსის ტერიტორიაზე აკრძალულია პროკურატურის, პოლიციის, საპატიმროებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და სამართალდამცველ ორგანოებთან; რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან და პორტებთან.

 

ასევე იკრძალება100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილებთან და მათ შესასვლელთან აქციების გამართვა; აკრძალულია აქციის და მანიფესტაციის ჩატარება შენობების შესაველებთან, ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება.

 

რაც შეხება ადმინისტრაციულ შენობებს, კანონში ჩაიწერა, რომ შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორების გამართვასთან დაკავშირებით, თუმცა არა უმეტეს 20 მეტრისა.

 

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობების მოთხოვნის შემდეგ მსგავსი ნორმა ჩაიდო სასამართლოებთან მიმართებაშიც.

 

თუმცა, კანონპრექტის ავტორებმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაიზიარეს, რომელიც გულისხმობდა დაეკონკრეტებინათ რა ნივთების ქონა ეკრძალებოდათ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს.

 

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აქციის მონაწილებს ეკრძალებათ იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ან ცივი იარაღი; იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოიყნებოდეს შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით.

 

ასევე აკრძალულია ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერებანი ანდა ალკოჰოლიანი სასმელები.

 

თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად, ასეთ შემთხვევაში მანიფესტანტებს ხელოვნურად გზის ჩაკეტვა არ შეეძლებათ.

 

ადგილობრივ თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოს აქვს უფლება დაიცვას ბალანსი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ეწევა საქმიანობას იმ ადგილებში სადაც მიმდინარეობს შეკრება.

 

საქართველოს მთავრობას შეკრებებისა და მანიფესტაციის დაშლის გადაწყვეტილების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არ ან ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

http://ghn.ge/news-46192.html

 

როგორც ვატყობ,ახალი წესები მიშისტებისაგან ნაქებ "თემატურ მიტინგებს" შეუძლებლად ქმნის.

გაქვს ძალა? უნდა მიაწვე რქებით.

მოგიმტვრევს რქებს რეჟიმი?

ყველანი ციხეში :D

ან ყველაფერი ან არაფერი.

ესაა კიდევ ერთი გამოწვევა, ოპოზიციის დაცინვა.

და ამის შემდეგ საუბრობენ "რადიკალებზე"ოპოზიციაში?!

ჰმ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად, ასეთ შემთხვევაში მანიფესტანტებს ხელოვნურად გზის ჩაკეტვა არ შეეძლებათ.

ამას ვეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე უნდა აიკრძალოს სოციალურ ქსელებში უწმაწური გამოთქმები ხელისუფლების მიმართ, აიკრძალოს ოჯახებიდან გამოსული აუგი შეძახილები, ასევე აიკრძალოს ფიქრი მსგავს საკითხებზე :D

 

ისღა დაგვრჩენია ბედნიერები ვიჯდეთ სახლებში და ვიფიქროთ მხოლოდ პოზიტიურზე, შვილის მშიერი თვალები კი არ გვაღელვებდეს, არამედ ამაში შვილის გაწრთობას და მომავალში ბრძოლისუნარიანობის საწინდარს ვხედავდეთ :D

 

და თუ მაინც გადავწყვიტავთ გარეთ გასვლას, ღმერთმა უწყის

 

იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოიყნებოდეს შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით.

 

რას ჩათვლიან ასეთი ზიანის მისაყენებელ საშუალებად, შეიძლება თქვან ქამარი ეკეთა და იმით პოლიციელის მოხრჩობა შეეძლოო და ამიტომ მოვკალითო, ზიანის მისაყენებელ საშუალებად ნებისმიერი რამ შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ თუ ვინმე რამეს დააპირებს შიშვლები უნდა შევიკრიბოთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ან ყველაფერი ან არაფერი.

ესაა კიდევ ერთი გამოწვევა, ოპოზიციის დაცინვა.

ნაკლებად რომ დაცინვა... ანუ უკვე მიტინგს ჩატარება ლამის სახემწიფო გადატრიალებასთან ასოცირდება... არადა ეს ოპოებს აწყობთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად, ასეთ შემთხვევაში მანიფესტანტებს ხელოვნურად გზის ჩაკეტვა არ შეეძლებათ.

საინტერესოა ვინ გადაწყვეტს საკმარისია თუ არა ამაზეც მაგარი ჩხუბები იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოიყნებოდეს შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით.

 

ასეთი ნივთებია:

ტუფლები

ფეხსაცმლის ზონარები

მობილური ტელეფონი

სანთებელა

ცხვირსახოცი

ქამარი

ხურდა ფული

საწერკალამი

დროშა

დროშის ტარი

ქუსლიანი ფეხსაცმელები

ხელჩანთა

დეზოდორანტი/სუნამო

ტელეფონის დამტენი

სავარცხელი

კეპიანი ქუდი

სარკე

პარფიუმერია

თუ ეს ნივთები გაქვთ შეამოწმეთ სახლიდან გასვლისას შემთხვევით არ გაიყოლოთ თორე "საფუძვლიანი ეჭვის საფუძველძე" დაპატიმრებული იქნებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიტინგი მიტინგად გასაგებია და პოლიციის შესახებ რომ რაღაც მუხლია სამუდამო პატომრობაზე,

ძაღლს ხელი რომ გაარტყა სამუდამოდ ჩაგაყურყუტებენ ციხეში? :what:

იურისტი არაა ვინ

 

მოდით ღრუსეთის წინააღმდეგ ჩავატაროთ მიტიგნი და თან მიშა მიშA ვიყვიროთ დავარღვიოთ კანონში არსებული წესები თუ დაგვიჭერენ :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰა ეხლა, ბოლობოლო გადონკარედოვდებით (©Anima Liberta) თუ არა? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰა ეხლა, ბოლობოლო გადონკარედოვდებით (©Anima Liberta) თუ არა? :)

გუშინ ნაგვის ურნასთან ჩავიარე და გადაყირავება მომინდა :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ ნაგვის ურნასთან ჩავიარე და გადაყირავება მომინდა

ესეიგი მთლად ჯერ ვერ გადონკარედოვებულხარ :)

აი როცა გაივლი, და შიგნით ანთებულ სიგარეტს, ან პირდაპირ ანთებულ ასანთს ჩააგდებ, უკვე ნიშნავს, რომ გადონკარედოვდი (თითქმის) :) წეღანაც სიამოვნებით ვუყურებდი როგორ ბოლავდა ნაგვის ურნა და ნაციონალური პაჟარნი როგორ "გმირულად" ებრძოდა ჩემ ჩაგდებულ ცეცხლმოკიდებულ ქაღალდს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც როგორ უნდა ისე ხედავს და ისე წერს ყველაფერს...

 

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო

თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად, ასეთ შემთხვევაში მანიფესტანტებს ხელოვნურად გზის ჩაკეტვა არ შეეძლებათ.

ეს წინათ შეიძლებოდა და ახლა აღარ შეიძლება?

 

არა წინათ პოლიცია ვალდებული იყო ქუჩის გადაკეტვა აღეკვეთა ახლა კი აღარაა ვალდებული და ანალოგიურად სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა კანონი შერბილდა ხოლო ეს ვისაც არ აწყობს გაიძახის დიქტატურაო და ვაი ვუიო...

 

მოსახლეობის ინტერესებს რაც შეეხება ეგ სავარაუდოდ 2009 წლის აქციებიდანაა გამოწვეულლი ნახევარი წელი გალიები რომ იდგა იმ უბანში და ყველა უკმაყოფილო მაცხოვრებელს ვანოს პროვოკატორს რომ უძახდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

გასაგებია რომ ჩეხეთი მაგარია მაგრამ ჩვენც მივალთ მაგ დონემდე (მთავრობის პონტში)

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...