lasha_alo Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 (edited) ასეთი ამოცანა რთული ამოსახსნელია.კაცი, რომელიცაა სითი პარკის მარგალიტის ავტორი, ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე და სამარშუტო ტაქსების ბიზნესიც ლოიალურ კანტორებს გადაუნაწილა, განიხილება პრეზიდენტის კანდიდატად.აჰა...სამარშუტო მაფია მალე in actionსამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ეტაპობრივად გაძვირდება 15 ივლისიდან თბილისის ქუჩებში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდება. მგზავრობის საფასური პირველ ეტაპზე 50 თეთრი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 80 თეთრი იქნებოდა. 10 ივლისამდე თბილისში 350 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა და მათ ხაზებზე მთელი თვის განმავლობაში ეტაპობრივად გადაანაწილებენ. მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, მგზავრობის საფასურის გაძვირება საწვავის ფასზე იქნება დამოკიდებული. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. მათი თქმით, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრამდე გაიზრდება. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობებიც მიუღებელია. მძღოლების თქმით, იმისთვის, რომ ახალ სამარშრუტო ტაქსიზე დაიწყონ მუშაობა, კომპანიის ანგარიშზე 500 ევრო უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, დაწესებულია ყოველდღიური შენატანიც - დაახლოებით 18 ევრო. მძღოლებისთვის ამ პირობების შესრულება შეუძლებელია, 500 ევრო მათთვის ძალზე დიდი თანხაა. გამოდის, მათ უმუშევრობა ემუქრება. არადა, თავდაპირველი პირობის თანახმად, ახალ სამარშრუტო ტაქსებზე მუშაობის სანაცვლოდ ისინი ყოველთვიურად ხელფასს მიიღებდნენ და არც ყოველდღიური შენატანი ევალებოდათ და არც წინასწარ ფულის გადარიცხვა. ლავრენტი ალანია (საავტომობილო ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე): - თბილისის ქუჩებში თავდაპირველად 350 ახალი სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდება. პირველ ეტაპზე შეიცვლება მანქანები ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ხაზებზე. ამ სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული გვაქვს. მათი მოთხოვნით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ხელშეკრულების ზოგიერთ მუხლში კორექტივებიც შეიტანეს. მაგალითად, მძღოლები ხელშეკრულებაში საშეღავათოOდღეების დაწესებას მოითხოვდნენ. წელიწადის განმავლობაში დაწესდა 28 საშეღავათო დღე, როდესაც მძღოლები ყოველდღიურ შენატანს კომპანიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ. გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან შევთანხმდით, რომ ყოველდღიური მოსაკრებლის დაწესება მძღოლებისთვის დიფერენცირებულად, კონკრეტული სამარშრუტო ხაზის, მისი დატვირთვისა და ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით მოხდეს. არის მარშრუტები, რომლებიც, ფაქტობრივად, სულს ღაფავენ და ძალიან მცირე შემოსავალზე მუშაობენ; არის მარშრუტები, რომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები აქვთ. ამიტომ მძღოლებსა და კომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. თავის მხრივ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები პირობას დებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არ გაიზრდება გეგმის გადასახადი. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იმ პირობებში, როდესაც საწვავი გაძვირდა და მძღოლები ძალიან მცირე შემოსავალზე მუშაობენ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გრძელ მარშრუტზე მუშაობს, მგზავრობის საფასური 50 თეთრის ოდენობით შეუსაბამოა. ვფიქრობ, მგზავრობის საფასური ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და იმედი მაქვს, ამას მოსახლეობა გაგებით შეხვდება. - ანუ ფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ტარიფი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე უნდა გაიზარდოს? - ჯერ უნდა დავითვალოთ, რას გამოიწვევს სამარშრუტო ტაქსებში სალარო-აპარატების დამონტაჟება, შეღავათები მგზავრობაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, მოაკლდება თუ არა მგზავრთა ნაკადი და სხვ. სამარშრუტო ტაქსის ალტერნატიული ტრანსპორტი არის მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, ამიტომ არ არის გამორიცხული, მგზავრთა ნაკადმა სწორედ ამ საშუალებებზე გადაინაცვლოს და ამან რამდენიმე სამარშრუტო ხაზის გაუქმებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ პროგნოზირება იმისა, რამდენით გაიზრდება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გადასახადი, ძნელია. ეს ქრონომეტრაჟისა და ხარჯების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ახლა ქრონომეტრაჟს ვერ დავითვლით რადგან ზაფხულია, მგზავრების ნაკადი იკლებს. 20 სექტემბრის შემდეგ დავთვლით, რომელ სამარშრუტო ხაზს საშუალოდ რა ბრუნვა და რა შემოსავალი აქვს. - ე. ი. ზაფხულში მგზავრობა არ გაძვირდება? - სატრანსპორტო კომპანიამ მგზავრობის გაძვირების შესახებ ერთი თვით ადრე უნდა მიმართოს მერიას. შესაბამისად, ზაფხულში მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, არ გაიზრდება. - იმედია, მგზავრების რაოდენობის ზრდის მიზნით ახალ სატრანსპორტო საშუალებებშიც არ დაამატებენ სავარძლებს საერთო ფართობის შევიწროების ხარჯზე. - ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსები აღჭურვილია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით, სავარძლებს შორის სტანდარტული დაშორება 65 სანტიმეტრია. ეს არის ტრანსპორტი, რომელიც საერთაშორისო ნორმებს პასუხობს, მგზავრი იქ კომფორტულად იგრძნობს თავს. საერთაშორისო სტანდარტების საქალაქო ტიპის ტრანსპორტზე, რომელსაც აქვს ხელის მოსაკიდებელი სავარძელსა თუ ჭერზე მიმაგრებული, დასაშვები უნდა იყოს მგზავრის ფეხზე დგომაც. ამიტომ, თუ მოხდა ისე, რომ ფეხზე მდგომი მგზავრები ახალ სამარშრუტო ტაქსებში არ დაუშვეს, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში. რაც შეეხება სავარძლების რაოდენობის ზრდას, ეს არის მანკიერი ფორმა, რომლის დროსაც მგზავრის უსაფრთხოება არ არის დაცული. ბევრი შემთხვევაა, როდესაც მანქანის დამუხრუჭების დროს ფეხზე მდგომი მგზავრები წაქცეულან და ეს იმის გამო, რომ სავარძლების სტანდარტულ განლაგებას მგზავრების რაოდენობის გაზრდისთვის თვითნებურად ცვლიან. ასეთი რამ საჯარიმო სანქციებით დაისჯება და შესაძლოა ტრანსპორტის კომპანიას ლიცენზიის ჩამორთმევის ფასადაც კი დაუჯდეს". (სპეციალურად საიტისთვის)http://www.kvirispalitra.ge/deda-tbilisi/8391-dzviri-usafrthkhoeba-thu-iafi-diskomforti.html გიგი, გაგდის და ბოლომდე არ დაგვინდო. Edited July 2, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2012 არაყზე აქციზი ძვირდება17:02 18-04-2012არაყზე აქციზი ძვირდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით, არაყზე აქციზის განაკვეთი 3 ლარია.პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი, აქციზის განაკვეთი 5 ლარი იქნება. პ.ს. ბოლომდეე............... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2012 რა ამბავია? აქციზი რო 5 ლარი ეღირება არაყი რაღა უნდა ღირდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2012 ნუ დალევთ არაყს... არაფერი მოგივათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
king depress Posted April 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2012 ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტში არაყსა და ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზური განაკვეთების ზრდის შესახებ მითითებები "ტექნიკური ხარვეზია".როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიამ დღეს განუცხადა, არც არაყზე და არც ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზის განაკვეთების გაზრდა არ იგეგმება და ეს საკითხი მთავრობას არც განუხილავს.პარლამენტში ინიცირებულ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტში წარმოდგენილ ცხრილში კი, აქციზის განაკვეთად 1 ლიტრ არაყზე 3 ლარის ნაცვლად 5 ლარია მითითებული, ხოლო ბუნებრივი აირის კონდესანტზე, 1000 მ/3 –ზე 80 ლარის ნაცვლად, 1 ტონაზე 120 ლარი."ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზია, რაც გასწორდება", – განაცხადა რუსუდან კემულარიამ."საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა. პროექტი დღეს საფინანასო საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. --- ვერ გააპარეს ჩუმად ეს ცვლილებები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.