lasha_alo Posted June 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2011 შარშანდელი ინფოა,მაგრამ მაინც სახალისოა მისი განხილვა მას ასე , გავიხსენოთ ნიუსი: საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ჯილდო თავად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კენდად ბენკომ გადასცა და მას "დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ჩემპიონიც" უწოდა. "მიხეილ სააკაშვილი ერის ლიდერი იმ პროტესტის შემდეგ გახდა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" სახელწოდებითაა ცნობილი. არჩევნები, როცა სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო. მისი დემოკრატიული მმართველობა კიდევ ერთხელ მაშინ დამტკიცდა, როცა 2008 წელს ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ბატონო პრეზიდენტო, მთელ მსოფლიოში ცნობილი ხართ, როგორც ჩემპიონი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენ და თქვენს ქვეყანას ძლიერ მოკავშირედ მიგიჩნევთ. თქვენი სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია", - განაცხადა კენდად ბენკომ მიხეილ სააკაშვილის მიღებისას. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა თავად საქართველოს პრეზიდენტიც. მან ის პერიოდში გაიხსენა, როცა სასწავლებლად ამ ქალაქში ჩავიდა. პრეზიდენტმა საქართველოზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას დემოკრატიული გზით განვითარების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. "მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დახვედრისთვის. ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ამ საოცარ უნივერსიტეტში. ჩემთვის, როგორც ყოფილი სტუდენტისთვის ამ ყოფნა უდიდესი პატივია. გეტყვით, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მჭიდროდაა დაკავშირებული ნიუ-იორკთან. მე ჩამოვედი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროდან. ეს იყო საბჭოთა სამყარო - სავსე კორუფციით და ბიუროკრატიზმით. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვერასდროს შევიყვანებდი იმ საზოგადოებას. მჭირდებოდა რაღაც სხვა, რადიკალურად განსხვავებული. პირველი ღამის გათენება, ისე როგორც ბარაკ ობამას, ნიუ-იორკში მეც გარეთ მომიხდა. ეს არის ქალაქი, სადაც არავინ გსჯის შენი სახელის ან შეხედულების გამო", - განმარტა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. http://ghn.ge/news-12815.html თითქოს არაფერი , ბატონი პრეზიდენტი ეწვია უნივერსიტეტს , მას ტაში დაუკრეს და ყველაფერი რიგზეა ხომ?\არადა აგერ იხილეთ იუზერ ვაიორამის საიგულისხმო პოსტი: "საცოდაობაა, რომ ასეთი ავადმყოფი ერი ვართ, რომ ჩვენზე უფრო ავადმყოფებს ასე ადვილად შეუძლიათ დაგვარწმუნონ - "ნიუ იორკის უნივერსიტეტმა" სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭაო და ამით გვაფიქრებინონ, რომ ამერიკას აბოდებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე და მის "დემოკრატიულ რეფორმებზე". არც კი გვინდა გადავამოწმოთ, რა უნივერსიტეტია, რამდენად პრესტიჟულია და ა.შ. ეს სტატია არის ტიპიური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებენ ბნელი ხალხის მასებზე. რა უბედურებაა, რომ ჯერ კიდევ მოიძებნება ამ ქვეყანაში ხალხი, ვისაც ასეთი იმბეცილური პიარის სჯერა. ახლა ნახეთ ვინ მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება ჩვენს ვაჟკაცს - ეს არის State University of New York at Delhi. აგერ ლინკიც: http://readme.readmedia.com/SUNY-Delhi-to-...-Degree/1233367ამ უნივერსიტეტის ნახევარი არის ნიუ იორკის შტატში ქალაქ დელიში და ნახევარი სოფელ დელიში - http://en.wikipedia.org/wiki/State_Univers...w_York_at_Delhiუნივერსიტეტი არაფრითაა გამორჩეული და ძირითადი სპეციალიზაცია მაინც კულინარიაა (გასაკვირი არაა, რატომ აირჩია სააკაშვილმა), ხოლო საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის რანგით 4046-ე(!) ადგილზეა - http://www.4icu.org/reviews/7702.htm. აი, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გაუბედურებული სტუდენტის ჩანაწერი:"This place fuckin blows!....2000 people go here, that doubles that amount of people that live in the town. Food suck, parties are ass, there are about 700 girls here and 75% of them look like farm animals. I beg of you DONT NOT COME TO THIS SCHOOL, they will take anyone just for the money. I get billed every other weekend for random bullshit that the RA's feel they can get money out of. this school was the worst choice i ever made....S.O.S" ვისაც არ გეზარებათ, გთხოვთ გადაუთარგმნოთ ინგლისურის არმცოდნე საზოგადოებას. მე ნაღდად მეზარება. ასეთი დამოკიდებულება ამ "უნივერსიტეტის" მიმართ მისი სტუდენტების 40%-ზე მეტსა აქვს.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კანტორას არათუ დოქტორის, მასტერის მინიჭების ლიცენზიაც არა აქვს. ხოდა თუ ვინმე ამ "ბოსლის" (რომელიც თავის თავს უნივერსიტეტს უწოდებს) მოსყიდული ხელმძღვანელის შეკვეთილ ქება-დიდებას "დასავლეთის პოზიციად" აღიქვავს, მინდა გულწრფელად გავიზიარო მათი მდგომარეობა და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ანუ რაღაც საშუალო დონის კანტორის მიერ მიცემული დოხტორობა გაპირადა როგორც უდიდესი აღიარება კი, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ,მაგრამ ხანდახან რომ შევახსენოთ -მიბხვდით ბატონებო,სდექ , კარგი იქნებოდა.თუმცა როგორც ვატყობ, გაჩერებაზე არც ფიქრობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2011 (edited) ვერ გავიგე,New York University და State University of New York at Delhi. ეს სხვადასხვაა? Edited July 1, 2011 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.